Общее·количество·просмотров·страницы

воскресенье, 26 марта 2023 г.

მასწავლებელთა და მოსწავლეთა ჟურნალი "მარაო"

https://www.facebook.com/groups/864067614793266 

ქეთევან გარაყანიძის საბავშვო მოთხრობები

https://www.facebook.com/groups/655732392930118/

понедельник, 2 января 2023 г.

2023 წლის სამუშაო გეგმა

ავტორი ქეთევან გარაყანიძე

ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი/მენტორი

16.01.23–20.01.23

დღე

აქტივობა

დავალებები

ორშაბათი

სამკითხველო დარბაზი

ერიხ მარია რემარკი–„დასავლეთის ფრონტი უცვლელია“

იმსჯელე წაკითხული ეპიზოდის მთავარი სათქმელისა და იმ ემოციის შესახებ, რომელიც ეპიზოდმა შენში გამოიწვია!

სამშაბათი

მეტყველება და მართლწერა

გაასწორე შეცდომები:

(16 ქულა)

1.        საქართველოს ტერიტორიაზე რკინიგზის მშენებლობა 1867 წელს დაიწყო. ინგლისელმა მრეწველმა პაუკერმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას რომლითაც იგი ფოთსა და თბილისს შორის რკინიგზის გაყვანაზე იღებდა მოვალეობას. პაუკერმა რკინიგზის მშენებლობაში აქტიურად ჩართო არაერთი ქართველი სპეციალისტები. საგანგებოდ უნდა აღინიშნოს ცნობილ საზოგადო მოღვაწის, ნიკო ნიკოლაძის, დამსახურება. სწორედ მან დაუკვეთა ორთქლმავალების პირველი პარტია საზღვარგარეთ. 1872 წლის 10 ოქტომბერს თბილისის სადგურის ბაქანზე პირველი მატარებელი ჩამოდგა. თავდაპირველათ რკინიგზა სურამის უღელტეხილზე გადიოდა. ამის გამო მგზავრობა არა მხოლოდ მოუხერხებელი არამედ სახიფათოც კი იყო რათა ხშირი იყო უბედური შემთხვევები. მოგვიანებით გადაწყდა წიფის გვირაბის მშენებლობა რომელსაც უძღვებოდა ცნობილი ინჟინერი ფერდინანდ რიძევსკი. 1883 წელს თბილისისა და ბათუმის დამაკავშირებელი მაგისტრალის მშენებლობა დაიწყო და თანდათან რკინიგზის ქსელმა თითქმის მთელი დასავლეთი საქართველო დაჰფარა. დიდი ძალისხმევა დაჭირდა კახეთის რკინიგზის მშენებლობას რადგან რუსეთის იმპერია ამით დაინტერესებული არ იყო. მხოლოდ ილია ჭავჭავაძისა და ნიკო ნიკოლაძის დახმარებით შეძლო კახეთის თავად-აზნაურობამ მშენებლობის დაფინანსების საკითხი მოეგვარებია და 1915 წელს რკინიგზა კახეთშიც ამოქმედდა.

ოთხშაბათი

ლიტერაურის თეორია

ლექსიკა

განმარტე ტერმინები და გამოიყენე ისინი ორმოცდაათსიტყვიანი საინფორმაციო ტექსტის შესადგენად:

1.        დეკლარირება

2.        რეესტრი

3.        ბიუჯეტი

გაანალიზე ტექსტი მხატვრულ–გამომსახველობითი ხერხების თვალსაზრისით:

ქარმა ბუდიდან ყვავის ბახალა
ზაფხულის ტყეებს გადაახალა.
ისმოდა ხმები ახალ-ახალი,
ტყე ტაძარივით იყო მაღალი.

ველად ბალახი იყო კეცილი,
როგორც სიმშვიდე და სარეცელი,
ტიროდა მწარედ ყვავის ბახალა,
ქარმა ტყეებს რომ გადაახალა.

ატყდა ქუხილი, გავარდა მეხი, -
გაეხმაურა ტყე მეხის ტეხილს,
ხევში, ხრამებში, ატყდა ხარხარი
და წამოვიდა წვიმა ჩქარ-ჩქარი.

გალაკტიონ ტაბიძე

1925

წერითი დავალება:

იმსჯელე მკითხველზე პოეზიის ემოციური ზეგავლენის შესახებ, როცა ტექსტი სიმბოლისტურ შრეებს შეიცავს!

ხუთშაბათი

საპროგრამო ლიტერატურა:

ტექსტები და დავალებები წარმოდგენილია სახელმძღვანელოში.

პარასკევი

არჩევანის დღე:

აირჩიე აქტივობა და განახორციელე!

·         პიესა (მონოლოგის, დიალოგის ან სცენის წარდგენა შენ მიერ შერჩეული ლიტერატურული ტექსტიდან);

·         ჟურნალისტიკა (რეპორტაჟის მომზადება აქტუალური პრობლემის შესახებ);

·         პოდკასტი (ვიდეოთემის მომზადება კონკრეტული საკითხის, ცნობილი ადამიანის, ისტორიული პერსონაჟის შესახებ);

·         მოკლემეტრაჟიანი ფილმი (გადაიღე ფილმი ერთ წუთში);

შერჩეული მიმართულების მიხედვით აუდიტორიას წარუდგინე საკუთარი ნაშრომი!

23.01.23-27.01.23

დღე

აქტივობა

დავალებები

ორშაბათი

სამკითხველო დარბაზი

ერიხ მარია რემარკი–„დასავლეთის ფრონტი უცვლელია“

იმსჯელე წაკითხული ეპიზოდის მთავარი სათქმელისა და იმ ემოციის შესახებ, რომელიც ეპიზოდმა შენში გამოიწვია!

სამშაბათი

მეტყველება და მართლწერა

გაასწორე შეცდომები:

(16 ქულა)

ანტიკური წყაროებით დასტურდება რომ ძველ საქართველოში წყლის ენერგიას სანავიგაციოდაც იყენებდნენ. ამის შესახებ პირველი ცნობები ჰიპოკრატესთან გვხვდება. როგორც იგი სწერს, კოლხები ფეხით ნაკლებად დადიოდნენ. ისინი ნავებით მოძრაობდნენ არხებზე, რომელიც მრავლად იყო მდინარე ფაზისის გასწვრივ. შუა საუკუნეების არაერთ საბუთშია მოხსენიებული ტივი. როგორც ირკვევა საქართველოში ტივი მდინარეზე მიმოსვლისა და ტვირთის გადაზიდვის უპირველეს საშუალებად ითვლებოდა. მეტივეობას მისდევდნენ მდინარეებისმტკვარის, ლიახვის, ცხენისწყლის, რიონისხეობებში. მათ შორის ყველაზე განთქმული იყო ბორჯომის ხეობა სადაც უხვათ მოიპოვებოდა მშენებლობისათვის საჭირო წიწვოვანი ხეები. ტივებს სწორედ ამ ხეებიდან კრავდნენ. მეტივეები ქმნიდნენ . . არტელებს, რაშიც ნათესავები ერთიანდებოდნენ. გაყიდულ მორებში აღებული თანხა ნაწილდებოდა არტელის წევრებზე მათ მიერ გაწეული შრომისა და გამოცდილების გათვალისწინებით. მეტივეები ბორჯომიდან თბილისში ჩამოსვლას ჩვეულებრივ, ორსამ დღეს უნდებოდნენ, მაგრამ, თუ მტკვარი ადიდებული იყო ამ მანძილს ერთ დღეშიც კი ფარავდნენ. ტივით სხვადასხვა ტვირთი გადაქონდათ. ტივზე ქეიფი და დროსტარება ძველ თბილისის ერთგვარ ატრიბუტადაც კი იქცა. მასზე ხშირად მეჯლისებისა და ქორწილების გამართვაც ხდებოდა

ოთხშაბათი

ლიტერაურის თეორია

ლექსიკა

განმარტე ტერმინები და გამოიყენე ისინი ორმოცდაათსიტყვიანი საინფორმაციო ტექსტის შესადგენად:

1.რემინისცენცია

2. რეპერტუარი

3. დესაკრალიზაცია

გაანალიზე ტექსტი მხატვრულ–გამომსახველობითი ხერხების თვალსაზრისით:

მე იმპერატორი ვარ.

 მე წავედი იქ, სადაც ჩემი გლეხები მუშაობდნენ.

მოვძებნე თავშესაფარი, სადაც ბრინჯის მოსავალს ინახავენ.

 შემოდგომის წვიმა ატანს ჭილოფის უხეშ სახურავს,

დამისველდა სამოსი.

ბუნება ელოდა, რომ ესწავლებინა ჩემთვის ეს გაკვეთილი.

                           იმპერატორი ტენჩი ტენი

წერითი დავალება:

იმსჯელე პოეტურ ტექსტში წამოჭრილი მთავარი პრობლემის შესახებ; რა ფორმით იჩენს ეს პრობლემა თავს ადამიანთა რეალურ ყოფაში?

ხუთშაბათი

საპროგრამო ლიტერატურა:

ტექსტები და დავალებები წარმოდგენილია სახელმძღვანელოში.

პარასკევი

არჩევანის დღე:

აირჩიე აქტივობა და განახორციელე!

·         პიესა (მონოლოგის, დიალოგის სცენის წარდგენა შენ მიერ შერჩეული ლიტერატურული ტექსტიდან);

·         ჟურნალისტიკა (რეპორტაჟის მომსაზდება აქტუალური პრობლემის შესახებ);

·         პოდკასტი (ვიდეოთემის მომზადება კონკრეტული საკითხის, ცნობილი ადამიანის, ისტორიული პერსონაჟის შესახებ);

·         მოკლემეტრაჟიანი ფილმი (გადაიღე ფილმი ერთ წუთში);

შერჩეული მიმართულების მიხედვით აუდიტორიას წარუდგინე საკუთარი ნაშრომი!

30.01.23–3.02.23

დღე

აქტივობა

დავალებები

ორშაბათი

სამკითხველო დარბაზი

ერიხ მარია რემარკი–„დასავლეთის ფრონტი უცვლელია“

იმსჯელე წაკითხული ეპიზოდის მთავარი სათქმელისა და იმ ემოციის შესახებ, რომელიც ეპიზოდმა შენში გამოიწვია!

სამშაბათი

მეტყველება და მართლწერა

გაასწორე შეცდომები:

(16 ქულა)

ფუნიკულიორიზოგს მთაწმინდის პლატოს სახელწოდება გონია. სინამდვილეში ეს არის სალიანდაგო-საბაგირო გზასთან დაკავშირებული ტერმინი რომელიც ბაგირის ლათინური სახელწოდებიდან მომდინარეობს. მე-19 საუკუნის ბოლოს გაჩნდა . . „ზედა თბილისისგაშენების იდეა და დაიწყო მთაწმინდის პლატოს ათვისება მაგრამ სირთულეს ქმნიდა ახალ უბნის სატრანსპორტო კავშირი ქალაქთან. ბელგიელმა ინჟინერმა ალფონს რობიმ წამოაყენა წინადადება, რომ ეს უბანი და ძველი ქალაქი ერთმანეთთან დაეკავშირებიათ სამთო ტრამვაითფუნიკულიორით. 1900 წლის ივლისში ქალაქის თვითმმართველობამ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რის მიხედვითაც თბილისში სამთო ტრამვაის გაყვანის პროექტს ანხორციელებდა ბელგიური სააქციო საზოგადოება. ეს საზოგადოება ასევე ექსპლუატაციას გაუწევდა ფუნიკულიორს 45 წლის განმავლობაში შემდეგ კი მას უსასყიდლოთ გადაცემდა ქალაქს. ამ მშენებლობაში დიდი ღვაწლი შეიტანა ნიკო ნიკოლაძემ. ფუნიკულიორი გაიხსნა 1905 წელს კერძოდ, 27 მარტს. ამ მოვლენას დიდი ფერწერული ტილო უძღვნა ნიკო ფიროსმანმა. ფუნიკულიორის მფლობელმა საკმაოდ სოლიდური ჯილდო დააწესა მათთვის ვინც ვაგონს მთაწმინდაზე აჰყვებოდა და ჩამოჰყვებოდა. დროთა განმავლობაში ჩვენ ქალაქში ბევრი რამ შეიცვალა, ფუნიკულიორი კი კვლავ რჩება მის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობად.

ოთხშაბათი

ლიტერაურის თეორია

ლექსიკა

განმარტე უცხო სიტყვები და გამოიყენე ისინი ორმოცდაათსიტყვიანი საინფორმაციო ტექსტის შესადგენად:

1.        აბონემენტი

2.        აბორიგენი

3.        აბზაცი

გაანალიზე ტექსტი მხატვრულ–გამომსახველობითი ხერხების თვალსაზრისით:

წიგნიდან „არაბულის მასწავლებელი“

თარგმნა გიორგი ლობჟანიძემ

მარტოა ჩემი მეგობარი მღვდელი, უფალო,

ოთხკედელსშუა წევს დიდ ტახტზე, თავის კატასთან

თვითონ ჰგონია, რომ არასდროს მარტო არ არის,

რადგან შენ ჰყავხარ და სუყველას გვერდით დაჰყვები.

როგორც შლეიფი სიზმრების და წარმოსახვების,

რაც არასდროს, ერთხელაც არ გაუუცხოვდა.

გეხვეწები, ამ იმედს ნუ გაუცრუებ,

რომც არ იყო, ადექი და თავი შექმენი!

იყავი მასთან, ნუ დატოვებ კატასთან მარტო,

სიზმარივით აუცხადდი, გაუმარტივდი

წერითი დავალება:

იმსჯელე პოეტური ტექსტის მთვარი სათქმელის შესახებ და გაგვიზიარე საკუთარი დამოკიდებულება სხვა ადამიანთა ცხოვრებისეული ტვირთის გაზიარების პრობლემაზე რეალურ სივრცეში!

ხუთშაბათი

საპროგრამო ლიტერატურა:

ტექსტები და დავალებები წარმოდგენილია სახელმძღვანელოში.

პარასკევი

არჩევანის დღე:

აირჩიე აქტივობა და განახორციელე!

·         პიესა (მონოლოგის, დიალოგის სცენის წარდგენა შენ მიერ შერჩეული ლიტერატურული ტექსტიდან);

·         ჟურნალისტიკა (რეპორტაჟის მომსაზდება აქტუალური პრობლემის შესახებ);

·         პოდკასტი (ვიდეოთემის მომზადება კონკრეტული საკითხის, ცნობილი ადამიანის, ისტორიული პერსონაჟის შესახებ);

·         მოკლემეტრაჟიანი ფილმი (გადაიღე ფილმი ერთ წუთში);

შერჩეული მიმართულების მიხედვით აუდიტორიას წარუდგინე საკუთარი ნაშრომი!

6.02.23–10.02.23

დღე

აქტივობა

დავალებები

ორშაბათი

სამკითხველო დარბაზი

ერიხ მარია რემარკი–„დასავლეთის ფრონტი უცვლელია“

იმსჯელე წაკითხული ეპიზოდის მთავარი სათქმელისა და იმ ემოციის შესახებ, რომელიც ეპიზოდმა შენში გამოიწვია!

სამშაბათი

მეტყველება და მართლწერა

გაასწორე შეცდომები:

(16 ქულა)

XIX საუკუნის მეორე ნახევარში მოსახლეობის ზრდის გამო საჭირო გახდა ქალაქების უზრუნველყოფა სწრაფი სატრანსპორტო საშუალებებით. ასე შეიქმნა ახალი ტიპის საქალაქო ტრანსპორტი რაც 1883 წელს თბილისის ქუჩებშიც გამოჩნდა. საქართველოს სხვა ქალაქთაგან არცერთს არ გამოუთქვავს საქალაქო ტრანსპორტის გაუმჯობესების სურვილი. ამ მხრივ გამონაკლისს წარმოადგენდა ფოთი. ეს მაშინდელ ქალაქისთავის ცნობილი საზოგადო მოღვაწის, ნიკო ნიკოლაძის, დამსახურება იყო. ნიკო ნიკოლაძემ ენერგიულათ მოკიდა ხელი საქალაქო მეურნეობის პირველ რიგში, სატრანსპორტო საშუალებების გამონახვა-გაუმჯობესების საქმეს. ჯერ კიდევ 1899 წელს ქალაქის თვითმმართველობამ განიხილა ნიკო ნიკოლაძის წინადადება ნავსადგურისაგან ქალაქის ცენტრამდე ელექტროტრამვაის ხაზის გაყვანის შესახებ. რადგან იმხანად ქალაქს არ შეეძლო ასეთი ძვირად-ღირებული პროექტის დაფინანსება გადაწყდა, რომ ცხენიანი ტრამვაის ხაზი გაეყვანათ. ნიკო ნიკოლაძემ მოლაპარაკება გამართა ბელგიის ანონიმურ საზოგადოებასთან, რომელმაც აწარმოვა თბილისში ცხენიანი ტრამვაის . . „კონკას“, ამუშავება. 1904 წლის ოქტომბერში გაზეთიივერიამკითხველს ატყობინებდა, რომ ფოთის სათათბიროს დაუმტკიცებიათ პროექტი და ქალაქში ცხენის ტრამვაი გაყავთო. 1905 წელს ფოთში ცხენიანი ტრამვაის რეგულარული მიმოსვლა დაიწყო.

ოთხშაბათი

ლიტერაურის თეორია

ლექსიკა

განმარტე ტერმინები და გამოიყენე ისინი ორმოცდაათსიტყვიანი საინფორმაციო ტექსტის შესადგენად:

4.        ბენეფისი

5.        ბელვედერი

6.        ბიოსინთეზი

გაანალიზე ტექსტი მხატვრულ–გამომსახველობითი ხერხების თვალსაზრისით:

შარლ ბოდლერი-"შარავანდედის დაკარგვა"

(ქართულ ენაზე ლექსად გააწყო ქეთევან გარაყანიძემ)

გაქროლებისას რაშის მხედარმა,

ვისაც გვირგვინი უმკობდა ქოჩორს,

უცებ დაჰკარგა შარავანდედი

და ახლა ის მას სხვა ვინმეს უთმობს.

იმასაც მიხვდა, რარიგ რთულია,

მუდამ ღირსების დარაჯად დგომა,

შარავანდედით შემკობას თავის,

ისევ რიგითად არჩია ყოფნა.

ჩემს შარავანდედს იპოვის ვინმე,

ცუდი პოეტი- დროების მტვერი,

ბედნიერების მომგვრელი წამის,

მუდმივ ცდაშია ამ ქვეყნად ბევრი.

ხომ შეიძლება მეც დავტკბე ერთხელ,

გვირგვინის მძებნელ უგუნურთ ცქერით,

წარმოიდგინეთ ვინმე-იქსი ან ზეტი,

მძებნელი ბედის,

მპოვნელი ვერცხლის,

მკარგველი ღმერთის....

მართალი გითხრათ,

არ მიღირს ძებნა,

და აღარც პოვნა,

იპოვოს ვინმემ,

თავხედურად შეისხას ხოტბა!

წერითი დავალება:

იმსჯელე ტექსტის მთავარი სათქმელისა იმ პრობლემის შესახებ, რომლის წარმოჩენასაც ავტორი ცდილობს!

ხუთშაბათი

საპროგრამო ლიტერატურა:

ტექსტები და დავალებები წარმოდგენილია სახელმძღვანელოში.

პარასკევი

არჩევანის დღე:

აირჩიე აქტივობა და განახორციელე!

·         პიესა (მონოლოგის, დიალოგის სცენის წარდგენა შენ მიერ შერჩეული ლიტერატურული ტექსტიდან);

·         ჟურნალისტიკა (რეპორტაჟის მომსაზდება აქტუალური პრობლემის შესახებ);

·         პოდკასტი (ვიდეოთემის მომზადება კონკრეტული საკითხის, ცნობილი ადამიანის, ისტორიული პერსონაჟის შესახებ);

·         მოკლემეტრაჟიანი ფილმი (გადაიღე ფილმი ერთ წუთში);

შერჩეული მიმართულების მიხედვით აუდიტორიას წარუდგინე საკუთარი ნაშრომი!

13.02.23–17.02.23

დღე

აქტივობა

დავალებები

ორშაბათი

სამკითხველო დარბაზი–კლასიკური ლიტერატურა

ერიხ მარია რემარკი–„დასავლეთის ფრონტი უცვლელია“

იმსჯელე წაკითხული ეპიზოდის მთავარი სათქმელისა და იმ ემოციის შესახებ, რომელიც ეპიზოდმა შენში გამოიწვია!

სამშაბათი

მეტყველება და მართლწერა

გაასწორე შეცდომები:

(16 ქულა)

XIX საუკუნის 60-იან წლებში ჩვენს ქვეყანაში აქტიურად განიხილებოდა ისეთი საკითხი, როგორც საზოგადოებრივ ასპარეზზე ქალების გამოსვლაა. ქალთა უფლებებზე პირველი ალაპარაკდა ბარბარე ჯორჯაძე ვინც არაერთი საგულისხმო წერილი მიუძღვნა ამ პრობლემას. მას მტკიცედ წამდა რომ აუცილებელი იყო ქალების საყოველთაო განათლება და მათთვის სამოქალაქო უფლებების მინიჭება. ბარბარე ჯორჯაძე მეცხრამეტე საუკუნის ქართული კულტურის თვალსაჩინო წარმომადგენელია.

 იგი გაბედულად გამოვიდა სამწერლო ასპარეზზე და მრავალ მიმართულებებით მოსინჯა საკუთარი შესაძლებლობები, კერძოდ იგი მწერალიც იყო, პუბლიცისტურ წერილებსაც აქვეყნებდა და ქალთა თანასწორობასაც ქადაგებდა. ბარბარე ჯორჯაძე ცხოვრების ბოლომდე დიდი ინტერესით ეცნობოდა სიახლეებს. მას ყველა მნიშვნელოვან მოვლენასთან დაკავშირებით ჰქონდა საკუთარი პოზიცია. აღსანიშნავია რომ მან წერაკითხვის სწავლების საკუთარი მეთოდი შეიმუშავა. ბარბარე ჯორჯაძე გახლავთ ავტორი პირველი ქართული კულინარიული წიგნითვალსაზრისით. ბარბარე ჯორჯაძე იყო ერთადერთი ქალი რომელიც ილია ჭავჭავაძეს შეეკამათა ქართული ენის მოდერნიზაციის საკითხთან დაკავშირებით. მისი სტატიებისა თუ მოსაზრებების ბეჭდვას ხშირათ ახდენდნენ ჟურნალ-გაზეთებიცისკარი“, „დროება“, „ივერია“, „კვალიდაჯეჯილი“.სა, რომელიც იმ ეპოქის მატიანეა ენობრივი, კულტურული და ეთნოგრაფიული

ოთხშაბათი

ლიტერაურის თეორია

ლექსიკა

განმარტე უცხო სიტყვები და გამოიყენე ისინი ორმოცდაათსიტყვიანი საინფორმაციო ტექსტის შესადგენად:

1.        გაზონი

2.        გალანტური

3.        გალერეა

გაანალიზე ტექსტი მხატვრულ–გამომსახველობითი ხერხების თვალსაზრისით:

იაპონური პოეზია

კომაჩი ონო

თარგმნა ირმა რატიანმა

გაივლის დრო და
ჩამოჭკნებიან ულმობლად ეს ყვავილები,
დროს გადაჰყვება დაუნდობელს მათი სიტურფე
მეც ჩამოვჭკნები,
ჟამთა დინება გაახუნებს ჩემს სილამაზეს

წერითი დავალება:

იმსჯელე ლექსის მთავარი სათქმელისა და მშვენიერების წარმავლობის შესახებ თანამედროვე ადამიანის დამოკიდებულების შესახებ!

ხუთშაბათი

საპროგრამო ლიტერატურა:

ტექსტები და დავალებები წარმოდგენილია სახელმძღვანელოში.

პარასკევი

არჩევანის დღე:

აირჩიე აქტივობა და განახორციელე!

·         პიესა (მონოლოგის, დიალოგის სცენის წარდგენა შენ მიერ შერჩეული ლიტერატურული ტექსტიდან);

·         ჟურნალისტიკა (რეპორტაჟის მომსაზდება აქტუალური პრობლემის შესახებ);

·         პოდკასტი (ვიდეოთემის მომზადება კონკრეტული საკითხის, ცნობილი ადამიანის, ისტორიული პერსონაჟის შესახებ);

·         მოკლემეტრაჟიანი ფილმი (გადაიღე ფილმი ერთ წუთში);

შერჩეული მიმართულების მიხედვით აუდიტორიას წარუდგინე საკუთარი ნაშრომი!

20.02.23–24.02.23

დღე

აქტივობა

დავალებები

ორშაბათი

სამკითხველო დარბაზი–კლასიკური ლიტერატურა

ერნესტ ჰემინგუეი–„მშვიდობით იარაღო“

იმსჯელე წაკითხული ეპიზოდის მთავარი სათქმელისა და იმ ემოციის შესახებ, რომელიც ეპიზოდმა შენში გამოიწვია!

სამშაბათი

მეტყველება და მართლწერა

გაასწორე შეცდომები:

(16 ქულა)

ნინო ყიფიანი გახლდათ დიმიტრი ყიფიანის შვილიშვილი. ოჯახში დაწყებითი განათლების მიღების შემდეგ იგი თბილისის წმინდა ნინოს სასწავლებელში მიაბარეს სადაც მისი სწავლის დაფინანსებას ქუთაისის სათავადაზნაურო ბანკი ახდენდა. ნინო ყიფიანი იყო რუსეთის იმპერიიდან პირველი იურისტი ქალი ვინც ბრიუსელში მიიღო იურიდიული განათლება. სხვადასხვა დროს იგი მუშაობდა იტალიისა და ბელგიის საელჩოების წარმომადგენლობებში. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის იდეა ნინო ყიფიანის მსოფლმხედველობის ამოსავალი პრინციპი იყო. მან ამ თემას არაერთი საგანგებო პუბლიკაციები მიუძღვნა. იგი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ისეთ საკითხს, როგორც ქალთა განათლებაა. 1896 წელს ნინომ დაბეჭდა ვრცელი წერილიქართველი ქალების მოღვაწეობის მიმოხილვა“. მისი ინიციატივით შეიქმნა სპეციალური ფონდი რომლის დანიშნულება იყო ნიჭიერ ახალგაზრდების ხელშეწყობა რათა მათ უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა ქონოდათ. 1907 წელს მეფის მთავრობამ მას რუსეთის იმპერიაში ყოფნა აუკრძალა რის გამოც ის საცხოვრებლათ ჯერ ბრიუსელში გადავიდა შემდეგიტალიაში. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ნინო ყიფიანი სამშობლოში დაბრუნდა და თბილისში დასახლდა. მოგვიანებით მან ქვიშხეთში პაპისეულ სახლკარს მიაშურა და იქვე გარდაიცვალა.

ოთხშაბათი

ლიტერაურის თეორია

ლექსიკა

განმარტე ტერმინები და გამოიყენე ისინი ორმოცდაათსიტყვიანი საინფორმაციო ტექსტის შესადგენად:

1.დეკვალიფიკაცია

2. დემორალიზაცია

3.დირექტივა

გაანალიზე ტექსტი მხატვრულ–გამომსახველობითი ხერხების თვალსაზრისით:

სემი მარუს პოეზია

თარგმნა ირმა რატიანმა

ხეტიალისგან დაღლილი მგზავრი
თუ მეგობარი სათნო ღიმილით,
ყველა გამვლელი, მოხვედრილი ოსაკას მთაზე,
ჩემს ქოხმახს სწყალობს:
ისვენებს ჩრდილში, სულს იბრუნებს და მიდის თავის გზით....

წერითი დავალება:

იმსჯელე ემოციური „თავშესაფრის“ საჭოროებისა და როლის შესახებ ადამიანთა ცხოვრებაში!