Общее·количество·просмотров·страницы

воскресенье, 21 июля 2019 г.



სამუილ მარშაკი-„მთვარე და თერძი

ვარსკვლავების ზეიმისთვის
კაბის შესაკერად,
მთვარე თერძთან მიდის,
უცნაურად ღელავს:
უნდა ვიყო ლამაზი,
კაბა მქონდეს ვერცხლის,
ტანწერწეტი, ნამგალა,
შესადარი ვერრის.
მიაქვს ულამაზესი
ვერცხლისფერი არშია,
თავიც გადაავიწყდა,
არ სწყურია, არ შია.
თერძმა ზომა აუღო,
დაუხაზა მოდელი,
გამოუჭრა საკაბე,
დაულამბა ზმორებით.
მიაკერა ბაფთები,
ოქროსფერი ნარმისა,
წელს სარტყელი მოავლო,
ცისარტყელის რკალისა.
ისე გაალამაზა,
ისე გააფუშფუშა,
თავის ნამოქმედარით,
თერძი მოჰყვა ფუსფუსსა:
ჩემისთანა მკერავი
სამყაროში არ არის,
არც ზეცაში ყოფილა,
თუ ყოფილა სად არის?!
წვეულების დადგომამდე
მთვარე გამოიძახა,
კაბა უნდა ჩაგაცვა
და პირჯვარი ისახა.
ცის ბილიკს რომ გახედა,
თავს დაესხა რეტი,
საყვედური წამოსცდა
თავისივე ბედის.
თურმე მთვარეს ცხრომისას
ასეთი აქვს ჩვევა,
მეტისმეტად ბევრს სჭამს,
საჭმლით ვერა ძღება.
ჰოდა ისე გასუქდა,
მოუვიდა ფერი,
ცისქვეშეთში მისებრ მრგვალი,
სხვა არ არის ბევრი.
თერძი აცრემლებული,
კვლავ შეუდგა კერვას,
დარჩენილი ნაჭრებით
კაბის გამოკერვას.
როგორც იქნა მოარგო,
მთვარის ახალ ფორმას,
როცა სირცხვილეული,
მნათი სარკმელს მოდგა.
ცხრომა გადასულიყო,
აღარ ჭამდა ბევრსა,
ტანწერწეტი შუქურა
ირგვლივ ნათელს ფენდა.
თერძი გაბრაზებული
ისევ გმობდა ბედსა,
კაბას ისევ არღვევდა,
ისევ აკერებდა.
და არავინ იცის
ერთი კვირის შემდეგ,
მთვარე დღესასწაულზე
წაბრძანებას შეძლებს?

თეატრალური ფესტივალი "მარაო" –სისხლი

nona giunashvili (sand art) ნონა გიუნაშვილი "ქვიშის ზღაპარი"-მატარებელზე...