Общее·количество·просмотров·страницы

пятница, 6 ноября 2020 г.

თავისუფალი დავალებების კრებული

 

ქეთევან გარაყანიძე

ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი/საბავშვო მწერალი/ლიტერატურის მასწავლებელი

 

 


 

თავისუფალი დავალებების კრებული

III ტომი

 

 

 

პირველი თავი

ჟანრები და მიმდინარეობები

 

დავალება N1: მიმდინარეობები

წყარო: https://ka.wikipedia.org

მოიძიე ინფორმაცია და მოემზადე ზეპირი პრეზენტაციისთვის;

მიმდინარეობა

ინფორმაცია

განმანათლებლობა

 

გერმანული იდეალიზმი

 

დეკონსტრუქცია

 

ეგზისტენციალიზმი

 

ემპირიზმი

 

იდეალიზმი

 

კონტინენტური ფილოსოფია

 

კრიტიკული თეორია

 

ლიბერალიზმი

 

ლიბერტარიანიზმი

 

მატერიალიზმი

 

ნიჰილიზმი

 

პლატონიზმი

 

პოსტმოდერნული თეორია

 

რაციონალიზმი

 

სკეპტიციზმი

 

ფემინიზმი

 

ფენომენოლოგია

 

ათეიზმი

 

ანთროპოსიფია

 

ეპიკურეიზმი

 

თავისუფალი აზროვნება

 

ინტელექტუალიზმი

 

კონცეპტუალიზმი

 

მინარქიზმი

 

პოსტსტრუქტურალიზმი

 

სოლიფსიზმი

 

ჰუმანიზმი

 

 

 

 

დავალება N2: ჟანრები

წყარო: https://ka.wikipedia.org/wiki

მოიძიე ინფორმაცია და მოემზადე ზეპირი პრეზენტაციისთვის;

ჟანრი

ინფორმაცია

აბსურდის თეატრი

 

ავანგარდიზმი

 

ავტოფიქცია

 

ახალი რომანი

 

ახალი ტექსტუალობები

 

ახალი ფიქცია

 

ბიდერმაიერი

 

ბინძური რეალიზმი

 

ბიტნიკები

 

განმანათლებლობა

 

დეკადენტიზმი

 

ეგზისტენციალიზმი

 

ვერიზმი

 

კლასიციზმი

 

კონცეპუალიზმი

 

კოსტუმბრიზმი

 

კურტუაზია

 

ლათინოამერიკული ბუმი

 

ლეტრიზმი

 

მანიერიზმი

 

მარინიზმი

 

ნატურალიზმი

 

ნეოკლასიციზმი

 

ნეორეალიზმი

 

ობიექტივიზმი

 

პარნასი

 

პოზიტივიზმი

 

პრეციოზულობა

 

პულპი

 

რეალიზმი

 

რუსული ფუტურიზმი

 

სამეცნიერო ფანტასტიკა

 

სიმბოლიზმი

 

სიურრეალიზმი

 

ტრეში

 

ფუტურიზმი

 

ჰარლემის რენესანსი

 

ჰუმანიზმი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

II თავი: მსოფლიო პოეზიის განყოფილება

რაბინდრანათ თაგორი პოეზიის შესახებ

ლექსი განა იმისთვის იწერება, რომ რამე განმარტოს? გულის სიღრმიდან ამონახეთქი გრძნობა პოეზიაში გამოიხატება. ამიტომაც, როცა ვინმე ისმენს ჩემს ლექსს და ვერ იგებს, მიძნელდება პასუხის გაცემა. თუ ვინმე ყვავილს დაყნოსავს და იტყვის, ვერ გავიგეო, პასუხი ერთია: ამის გაგება არ შეიძლება, ეს მხოლოდ სურნელებაა. თუ ის კმაყოფილი არ დარჩება ასეთი პასუხით და იტყვის -ეს მეც კარგად ვიცი, მაგრამ რას ნიშნავსო, მაშინ ან საუბრის თემა უნდა შეცვალოთ, ან კიდევ უფრო გააბუნდოვანოთ პასუხი, მაგალითად ასე: სურნელება არის ფორმა, რომელსაც ყვავილში განასახიერებს ბუნების ყოვლისშემძლე სიხარული...

მკითხველის ჩანაწერი:

.................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................

 

რაბინდრანათ თაგორი-გიტანჯალი (თარგმანი თამაზ ჩხენკელისა)

წყარო: https://presa.ge/?m=&AID=18254

 

თუკი შენს ძახილს არვინ გაიგებს
გულს ნუ გაიტეხ, უვალ გზაზე მარტო გასწიე.
თუკი ჯაბანნი, შიშმორეულნი, პირუმტკიცოდ ზურგს შეგაქცევენ,
გახსენ გული და იდუმალი თავად სთქვი სიტყვა.
თუკი გულადიც უკან დაიხევს,
თუკი ძნელ გზაზე ხელს არავინ შემოგაშველებს,
შეუპოვარმა, უვალ გზაზე მარტო გასწიე.
თუკი წყვდიადი მოიცავს ყოველს,
თუკი ავდარში თავშესაფარს არავინ მოგცემს,
ელვით აინთე გულისგული,
შეუპოვარმა მარტო გასწიე.

 

იმსჯელე:

·        მთავარი სათქმელის შესახებ;

·        პირადი დამოკიდებულების შესახებ ლექსის მთავარ სათმელზე;

·        ხერხებზე, რომლითაც იქმნება მხატვრული ეფექტი;

 

უილიამ შექსპირი-სონეტები

წყარო: https://www.aura.ge/101-ucxouri/401-sheqspiri--39-soneti.html

 

სიყვარული და მშვენიერება

სონეტი 1

შვენიერებას უნდა დარჩეს მემკვიდრეობა,

რომ სილამაზემ იფერადოს ვარდის კონებად,

დამჭკნარ სიტურფეს მაინც ვერ ჰკლავს ჟამის ღრეობა,

მემკვიდრე არის მისი ხსოვნა და მოგონება.

გრძნობებს რომ ფანტავ, რაღა გრჩება, ნეტავ, მარაგად,

შენ, საკუთარი სილამაზის მონადქცეულო?!

ხრიოკ უდაბნოდ რად აქციე რთველის ბარაქა

შენ, საკუთარი არსებობის მტერო წყეულო!

მთელი მსოფლიოს სამკაული შენა ხარ ახლა,

მხოლოდ შენ ძალგიძს გაზაფხულთან გაბაასება,

რად არ გაშინებს, თუ ნაყოფი კვირტშივე გახმა,

მშვენიერებას რატომ ფლანგავ, ძუნწო არსებავ?!


წუთისოფელი შეიბრალე, შენს მზეს რომ ფიცავს,

მაგ სილამაზეს ნუ დაუთმობ სამარის მიწას.

 

იმსჯელე:

·        მთავარი სათქმელის შესახებ;

·        პირადი დამოკიდებულების შესახებ ლექსის მთავარ სათმელზე;

·        ხერხებზე, რომლითაც იქმნება მხატვრული ეფექტი;

 

 

 

 

 

 

სონეტი 39

ენი ღირსების ქებათ - ქება გამიჭირდება,

რადგანაც ჩემი ნაწილი ხარ განუყოფელი,

რაში მჭირდება საკუთარი სულის დიდება,

თავი რად ვიქო მთელი ჩემი წუთისოფელი.

ამიტომ მინდა გავიყაროთ, გავხდეთ უბრები,

მინდა შორიდან დავინახო შენი მშვენება,

შენს ღირსებაზე მთელს ქვეყანას ვესაუბრები,

შენი სიშორე შენს ქებაში შემეშველება.

ამ განშორებით გულმოკლული მე არ ვიქნები,

ეს სიმარტოვე სატანჯველად მე არ მექცევა,

მე უშენობას შემივსებენ შენზე ფიქრები,

ვიცი, შევიძლებ ოცნებებით თავის შექცევას.


განშორებისთვის საყვედური მაინც არ მითხრა,

მე უკეთ ვუმღერ შენს მშვენებას, როცა გაღმით ხარ.

 

იმსჯელე:

·        მთავარი სათქმელის შესახებ;

·        პირადი დამოკიდებულების შესახებ ლექსის მთავარ სათმელზე;

·        ხერხებზე, რომლითაც იქმნება მხატვრული ეფექტი;

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

პოლ ვალერი- თოვლი (თარგმნა კობა ჭუმბურიძემ)

 

წყარო: https://burusi.wordpress.com

რა სიჩუმეა, შელახული შრიალით ნიჩბის!…
მე მეღვიძება, რადგან თოვლი მელის და მიცდის,
რომ გამიტაცოს ამ ძვირფასი სითბოს მფლობელი.
გარეთ კი სუფევს სიფერმკრთალე, დაუნდობელი.
ეს უმწიკვლობა სხეულისთვის არის მთანგველი.
ჰოი! რამდენი დაუხარჯავს ზეცას ფანტელი
გამთენიამდე, ვიდრე ვიყავ მშვიდ არყოფნაში!
თეთრი უდაბნო დაშვებულა მაღლიდან მაშინ
რათა წაშალოს მიწიერი სურათ-ხატები,
ესოდენ ვრცელი და გულწრფელი ჩამონათებით
და გააზავოს მიყრუებულ მდუმარებაში,
სადაც, აქა-იქ, სახურავიც მოგხვდება თვალში,
ცისმარე ყოფის მცირე უნჯებს რომ ეფარება
და სურვილები მღვრიე კვამლად რომ ეპარება.

 

იმსჯელე:

·        მთავარი სათქმელის შესახებ;

·        პირადი დამოკიდებულების შესახებ ლექსის მთავარ სათმელზე;

·        ხერხებზე, რომლითაც იქმნება მხატვრული ეფექტი;

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ფრანსუა ვიიონი- დიდი ანდერძი

ფრაგმენტები

წყარო: https://www.aura.ge/101-poezia/8519-fransua-viioni--didi-anderdzi.html

XVI

 

ჩემი გაქრობა გულხელდაკრეფით

თუკი ქვეყანას მოუტანს შველას,

მზადა ვარ, მაგრამ, როცა გავქრები,

ვეჭვ, სიკეთისკენ მოიქცეს ყველა.

რა ბედენაა, კიდევ ერთ ნამორს

თუ გაჩორკნიან კუბოს ფიცრებად,

ვიღაც ღატაკი სქოლარის გამო,

ცა და ქვეყანა არ შეიძრება.

 

XVII

 

ვიდრე დანარჩენს გადავლექსავდე,

ამბით გავლიოთ მცირე სავალი.

მიჰგვარეს ერთხელ დიდ ალექსანდრეს

სიკვდილმისჯილი კაცი მავანი.

კაცს დიომედე ერქვა სახელად,

იყო მეკობრე, კანონის მტერი,

მიჰყავდათ სულის ამოსახდელად

საბელს მიბმული ოთხივე ცერით.

 

 

XIX

 

გაჩენის დღიდან მდევნიდა ბედი,

რაც დამემართა, მისი მადლია,

მომადრეკინა შიმშილით ქედი

და საშოვარზე გამომათრია.

ტახტის ორგული არ ვარ, ღმერთმანი

მაგრამ ცხოვრება როგორც ქადაგებს,

ვერ ეგუება ხშირად ერთმანეთს

,,მეფის კანონი და სიღატაკე”.

 

XX

 

"კარგია სიტყვა შეუნიღბავი”,

რატომღაც მოლბა მეფე-სარდალი,

,,დღეს შეიცვლება შენი იღბალი,

განმიჩენია ეგ სამართალი”.

და კაცი იგი, დასძენს მთხრობელი,

კაცი გახადა, ვითარცა ჯერარს,

ვალერიუსი, დიდად ხმობილი,

ყვება და, მგონი, კიდევაც სჯერა.

 

XXI

 

ერთ ალექსანდრეს მეც რომ ვნახავდე,

ვინც ამიხდენდა ორიოდ სურვილს,

მეტყოდა: "კაცო, სად ხარ აქამდე,

მოდი, ჩამოჯექ, მოითქვი სული”,

კოცონზე დამწვან, თუ იმავ დღიდან

საეჭვო კვალზე მნახავენ გავლილს.

შიმშილს გამოჰყავს ნადირი ტყიდან,

კაცს საავკაცოდ შიმშილი გზავნის.

XXII

 

ახალგაზრდობის წასვლასაც ვტირი,

ვეძებ, ვერ ვაგნებ კვალს ვერავითარს.

არც ნისლი იდგა... არც ზამთრის პირი...

როგორ წავიდა... საით წავიდა...

ქვეითად? ცხენით? არ გაკრთა ჩრდილიც?

ვერც, რამ ნაფეხურს დავადგი თვალი?

უეცრად გაქრა სისხამი დილით...

პირველმა თოვლმა წაშალა კვალი...

 

XXIII

 

გაქრა. მე დავრჩი. მე, ვაგლახ, დავრჩი.

ვზი საწუთროზე გულანაყარი,

ჩაკორძებული საკუთარ ჯავრში

და შავი, შავი, როგორც მაყვალი.

დამტოვა ყველამ. ვარ უსარგებლო.

მოძმემ მოკეთეს მხარი აუბა.

სწორად იქცევით, ჩემო კარგებო,

რას მოგცემთ მწირის ნათესაობა?

XXVI

 

ღმერთო, სწავლისთვის გული დამედო,

ხომ მექნებოდა მეც ზოგ-ზოგივით

საკუთრად, არა საუცაბედოდ,

თბილი ჭერი და რბილი ლოგინი.

"ქუჩას, ცუდ ბიჭებს თავი არიდე”,

რამდენჯერ მითხრეს ხვეწნა-მუდარით.

ვწერ და მხარსუკან დგას სიღარიბედ

იმ დროის მთელი ნაცუღლუტარი.

XXXI

 

თუმცა რომელი ვგავართ ქერუბინს!

მოგვეც, უფალო, ვისაც რა გვიჭირს,

მწირებს მწირობის, ბერებს ბერობის,

ბრძენებს ბრძენობის ძალა და ნიჭი!

ვინც ჩემნაირი უპოვარია,

იუპოვროს და იღბალს ემდუროს...

მდიდრები? გმადლობთ, კარგად არიან.

ვერაფერს ვამჩნევ სასაყვედუროს.

XXXIV

 

მაინც შევეშვათ უამურ სათქმელს

და საღუღუნოდ მივუსხდეთ ბუხარს,

მავანს არ უყვარს, სიმართლით დატკბეს,

მავანს ლამაზი ამბები უყვარს,

სიღარიბე კი ჩამოჰგავს ამბოხს,

ლამაზ ნათქვამზე კვერს არ დაგიკრავს,

თუ რამეს ამბობს, უკუღმართს ამბობს,

თუ არას ამბობს, მალავს ნაფიქრალს.

 

 

 

იმსჯელე:

·        მთავარი სათქმელის შესახებ;

·        პირადი დამოკიდებულების შესახებ ფრაგმენტის მთავარ სათმელზე;

·        ტექსტის დედააზრის მნიშვნელობაზე მკითხველისათვის;

 

 

ლაო-ძი- „დაო დე ძინი“

წყარო: https://ucnauri.com

ლაო-ძი — ძვ.. VI საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ჩინელი ფილოსოფოსი, რომლის ვინაობა ზუსტად დადგენილი არ არის. თავად სიტყვალაო-ძინიშნავს მოხუც ფილოსოფოსს, მასწავლებელს. ამ ადამიანზე ათასგვარი ლეგენდა დადის. ამბობენ, რომ სიცოცხლის მიწურულს მან ხარზე ამხედრებულმა დატოვა სამშობლო ჩინეთი და გადაიხვეწა. ლაო-ძიმ კაცობრიობასდაო დე ძინიუანდერძა, უზენაესი სიყვარულითა და სიკეთით რომ აღავსებდა ყოველ არსებას. თავად კი უსასრულობას და დაოს გაწყვდიადებულ, გასხივოსნებულ წიაღს დაუბრუნდა. მისი სული სამყაროს მარადიულ სულში გაიმქვრა და გარდაიცვალა. მან აღასრულა ის, რასაც თავისი მოძღვრებით ქადაგებდა. ამიტომ გაამითიურეს და გააღვთიურეს მისი სახელი, ხოლო მის ბრძნულ წიგნს კაცობრიობიბის მარადიული საგანძური უწოდეს. დაო დე ძინმა საფუძველი ჩაუყარა ჩინეთის რელიგიურ-ფილოსოფიურ მიმდინარეობას დაოსიზმს. თავდაპირველად დაოსიზმი მხოლოდ ფილოსოფიური მიმდინარეობა იყო, მაგრამ ახ.. მეორე საუკუნეში წარმოიშვა რელიგია, რომელსაც ასევე დაოსიზმი უწოდეს. დაოსიზმი — რელიგიურ-ფილოსოფიური მიმდინარეობა ჩინეთში. თავდაპირველადძვ. . VI საუკუნეში, წარმოადგენდა მხოლოდ ფილოსოფიურ მიმდინარეობას. მის დამფუძნებლად ითვლება ნახევრად ლეგენდარული ბრძენი ლაო-ძი ("მოხუცი მასწავლებელი"), რომელმაც დაწერა წიგნი "დაო დე ძინი".

ლექსიკონი: დაო-ყოველი არსი/გზა (საგანთა პირველსაწყისი)

 ფრაგმენტი ტექსტიდან

ვინცა დაიპყრა ვნებები:
იხილა დაფარულისა.
ვინცა დაიპყრა ვნებებმა:
იხილა ყოფიერებისა.

ერთია ორივეს დასაბამი.
სახელებია სხვადასხვა.
ამ დასაბამს-დაფარული ჰქვია.

დაფარული დაფარულისა:
ბჭეა ყოველივე საიდუმლოსი.

II
ოდეს შეიცნეს ცისქვეშეთში:
მშვენიერი რომ მშვენიერია-
იშვა სიმახინჯეც.
ოდეს შეიცნეს ცისქვეშეთში,
სიკეთე რომ სიკეთეა-
იშვა სიბოროტეც.
ჭეშმარიტად:
ყოფიერი და არყოფნა ერთმანეთს შობს,
მძიმე და მსუბუქი ერთმანეთს შეიქმს.
გრძელი და მოკლე ურთიერთს განწონის.
მაღალი და დაბალი ურთიერთს ფლობს.
ბგერათა შერწყმა თანხმობას იქმს.
წინმავალი და უკანმავალი ერთმანეთს მორჩილებს.

ამიტომაა:
ყოვლადბრძენი უმოქმედოა და იქმს.
ყოვლადბრძენი მდუმარეა და გვმოძღვრავს.
ამიტომ იშვის ყოველი არსი.
იშვის და ყოველგან მიმოიძვრის.
ყოვლადბრძენი არ ბატონობს მათ.

 

 

        იმსჯელე:

·        მთავარი სათქმელის შესახებ;

·        პირადი დამოკიდებულების შესახებ ფრაგმენტის მთავარ სათმელზე;

·        ტექსტის დედააზრის მნიშვნელობაზე მკითხველისათვის;

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

III თავი: ესეისტიკის განყოფილება

თანამედროვე ქართველი მწერლები

სოსო მეშველიანი-ქოლგა (ფესბუქსტატუსი)

 

ერთ თვეში უკვე მესამედ დავკარგე, არადა, გაფიქრებაც კი, რომ ამ უსაშველოდ წვიმიან ქალაქში ქოლგის გარეშემო მიწევს სიარული,  საშინელ დისკომფორტს მიქმნის. გამოდარებას ვინ ჩივის, ერთი საათითაც თუ გადაიღებს, ესეც დიდი შვებაა. ასე გრძელდება კვირები, თვეებიც კი, მაინც საიდან ამდენი ნალექი? მე კი, მესამე ქოლგა დავკარგე. კარგად მახსოვს, ერთი ფოსტაში დამრჩა, როცა მივბრუნდი, აღარ დამხვდა. მეორეორმოცდამეთვრამეტე ნომერ ავტობუსში. მესამე მომპარეს. დიახ, კაფეში ვიჯექი, სიგარეტის ოსაწევად გარეთ გავედი და როგორც მერე გავარკვიე, იქ მსხდომმა ცოლ-ქმარმა მითხრა, ვიღაც ბოშა ქალს აუცანცლავს. არადა, კარგი ქოლგა არც ისე იაფი ღირს, ოცი ევრო მაინც ჯდება, ჩინელებში ბევრად იაფია, მაგრამ რად გინდა, ქარის ოდნავი დაბერვაც საკმარისია (ქარი კი სულ უბერავს), რომ ჩიტის გადამსხვრეული წვივებივით საპირისპირო მხარეს იღუნება მისი წვრილი სამაგრები.

 დღისით ხომ ასე მაწვალებს, ღამე უდიდესი შვებაა წვიმა ჩემთვის. იმ პატარა ოთახში, რომელიც კოლუმბიელებისგან ვიქირავე, ბილბაოს ცენტრში, ერთ ძველ, დიდ სახლში, ხმაური ყველა მხრიდან აღწევს, თითქოს კედელი კი არა ფარდები გვყოფს. ზედა სართულზე ვიღაც ქალი რამდენჯერაც საპირფარეშოში შედის, ისეთი ხმა მესმის, თითქოს წვიმის შრიალმა იმატა, მაგრამ უცებ გონს ვეგები და საბანს თავზეც ვიფარებ, მცირედი ჩქამიც ისე აღწევს ჩემამდე, მგონია ბოლო წვეთი ყურის ბიბილოზე დამეცემა. მერე კიდევ იმ პატარა ოთახის ფანჯარაში, რომელიც კორპუსის შუაში დარჩენილ დიდ სივცეს გადაჰყურებს, სადაც სარეცხს ფენენ, სადაც ოთხივე მხრიდან ოცდაათი მეტრის სიმაღლეზე აღმართული ფანჯრებიანი კედლებია, სულ მცირედი გაფაჩუნებაც კი ხმაურად ისმის. მძიმე სამუშაო დღის შემდეგ რომ დაძინებას ცდილობ და ერთგან ვიღაც ახველებს მთელ ხმაზე, გაბმულად. ვიღაც ჭურჭელს რეცხავს სამზარეულოში, ისე რეცხავს, გგონია, ვიღაცაზე გულმოსულია და ჭურჭელზე იყრის ჯავრსო.. ერთი ქალი კი ყოველ საღამოს, ზუსტად თერთმეტ საათზე იწყებს ძაღლის გაწვრთნას. გაბმულად, მთელ ხმაზე გაჰკივის ასე არა, ასე არა, გადაბრუნდი, ადექი, ადექი, ახლა მოიტანე, ყოჩაააღ, კარგიააა!”…

 და რამხელა ბედნიერებაა ამ დროს თავსხმა წვიმა, დელგმა, თავისი ჭექა-ქუხილით.., საერთოდაც, მეორედ მოსვლის მოლოდინი.

მკითხველის ჩანაწერი:

................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................

წაკითხვის შემდეგ იმსჯელე;

·        სათქმელის დაფარულ მხარეზე (რა წაიკითხე შენ?);

·        თხრობის სტილსა და მხატვრულ ხერხებზე;

·        პირად დამოკიდებულებაზე ტექსტის მთავარი სათქმელის მიმართ;

დავით ქართველიშვილი-წერილი

წყარო: https://burusi.wordpress.com

დასაწყისშივე უნდა ითქვას, რომ ეს სტრიქონები სოფლის უცოდინარი ადამიანის მიერაა დაწერილი. სიტყვასოფელშიარ ვგულისხმობ სამყაროს, ხოლო სიტყვაუცოდინრობაშისწავლულ და მითუმეტეს, წმინდა (ღვთაებრივ) არცოდნას…. ისე მაინცდამაინც არც ამ საკითხებში ვარ დიდად კომპეტენტური პირი, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩემი გლობალური არაკომპეტენტურობა ლოკალურ არაკომპეტენტურობაზე ნაკლებად მნიშვნელოვანია
მკითხველთა გარკვეულმა ნაწილმა ალბათ გაიფიქრა, რომ ამ ფსევდოინტელექტუალური შესავლით მხოლოდ იმის თქმა მინდოდა, რომ ქალაქში დაბადებულ-გაზრდილი ბიჭი ვარ და ბენზინის სუნი მირჩევნია ნეხვის სუნს (მიუხედავად იმისა, რომ ვიცი: ყელამდე ნეხვში არიან ჩაფლულნი ნავთობბიზნესმენები)…
ფიქრი თავისუფალია. ყველა ფიქრობს იმას, რასაც ფიქრობს.

მკითხველის ჩანაწერი:

 .............................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................

2 .
სოფელში პირველად შვიდი წლის ასაკში მოვხვდი, უკანასკნელადრამდენიმე წლის წინპირველი სოფელი და ბოლო სოფელი ერთი და იგივე სოფელი არ არის; არც გეოგრაფიულად და არც ეკონომიურად, და რადგან მე ახლა ჩემი ბავშვობის მოგონებებს კი არ ვწერ, არამედ წერილს საჭირბოროტო საკითხზე, სოფელში ჩემი უკანასკნელი ჩასვლის შესახებ მოგითხრობთ, თანაც ვეცდები, ცოტა ვილაპარაკო საკუთარ თავზე, ანუ ისე არ მოვიქცე, როგორც ძირითადად ამ ტიპის სტატიებში ხდება
აქვე უნდა აღვნიშნო ერთი დეტალიც: სანამ წერას შევუდგებოდი, ილია ჭავჭავაძის და კიდევ რამდენიმე, შედარებით მცირე მასშტაბის საზოგადო მოღვაწის წერილები წავიკითხე სოფლის პრობლემებზე და კიდევ ერთხელ (მგონი საიუბილეოდ, ანუ მეასედ) დავრწმუნდი, რომ საზოგადო მოღვაწე ჩემგან არ გამოვა და სტატიისთვის შესაბამისი (არასაზოგადო მოღვაწის) პათოსი უნდა შევარჩიო

3.
სოფელში მისვლამდე რამდენიმე სხვა სოფელი გავიარე. არც სოფლის და არც მანამდე გავლილი სოფლების დასახელებებს აქ არ ვახსენებ, აზრს ვერ ვხედავ, რადგან საქართველო საშინლად ერთფეროვანი ქვეყანა გახდა და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, სად ცხოვრობ: დასავლეთში თუ აღმოსავლეთში.
ცხოვრება ერთნაირად რთულია, ზოგჯერ აუტანელიც.

 

მკითხველის ჩანაწერი:

 .............................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................

 

4.
გავრცელებული აზრის თანახმად, საქართველო აგრარული ქვეყანაა, ამაზე საქართველოს ძველბერძნული სახელწოდებაც მიგვანიშნებს. აგრარული ქვეყნის სტატუსი გულისხმობს იმას, რომ საქართველოს მოსახლეობის 30-40 პროცენტი მიწასთან აქტიურ ურთიერთობაში უნდა იმყოფებოდეს. მიწა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია და ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ ძველ საქართველოში კარგად
იცოდნენ ამ ელემენტთან ურთიერთობა. დღეს სულ სხვა ვითარებაა.
ამ ბოლო ხანებში ძალიან ხშირად მგონია რომ ძველი საქართველო და თანამედროვე საქართველო ერთმანეთთან აბსოლუტურად დაუკავშირებელი (საუკეთესო შემთხვევაშიკავშირდარღვეული) ორი ქვეყანააამავე დროს მე შორს ვარ მეოცე საუკუნეში დამკვიდრებული მავნე პრაქტიკისგან და წარსულს არ ვაიდეალებ, უბრალოდ ვიცი, რომ მხოლოდ და მხოლოდ აწმყო არსებობს

მკითხველის ჩანაწერი:

 .............................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................

 

5.
ილია ჭავჭავაძე საქართველოში ერთადერთი მუდამ თანამედროვე მწერალი ან პოეტი კი არა (ასეთები სხვებიც გვყავს, ალბათ მასზე მნიშვნელოვნებიც და დიდებიც), არამედ ადამიანია. წაიკითხეთ მისი წერილები აგრარულ საკითხებზე და მიხვდებით, რომ საუკუნის მანძილზე არაფერი შეცვლილა უკეთესობისაკენ.
არსებობს მარადიული კითხვები, მათზე თითოეულ ადამიანს საკუთარი პასუხები აქვს, ყველა თავად ირჩევს, ვის ან რას დაეყრდნოს პასუხების გაცემისას: წმინდა ტექსტებს, მეცნიერების ამა თუ იმ დარგს თუ ინტუიციას.
სამწუხაროდ, საქართველოში ყოფით პრობლემებსაც მარადიულის სტატუსი აქვს და არ ვიცით, ჩვენ საწყლებმა რაზე ვიფიქროთ და რა უფრო მნიშვნელოვანია: რა ვჭამოთ ხვალ? თუ რატომ გავჩნდით სამყაროში? სამყაროში, რომელიც აშკარაა, რომ ჩვენთვის გაუგებარი მარადიულობის და უსასრულობის მცირე ნატეხია.

6.
მიწასთან ურთიერთობა ადამიანისგან დიდ ფიზიკურ ძალასა და დიდ დროს მოითხოვს, შიმშილის ზღვარზე მყოფ ადამიანებს კი არც ერთი აქვთ და არც მეორე, ამიტომაც ისინი ქალაქებისკენ მიემართებიან. ქალაქებში ყველაფერი შედარებით სწრაფად ხდება, სიცოცხლე სწრაფად გადის და სიკვდილი მალე მოდის, ქალაქებში ყველაფერი ამაოა და სისხლის სუნი ტრიალებს, რადგან პირველი ქალაქის დამაარსებელი კაენი იყოთანამედროვე ევროპის სოფლები სულ უფრო და უფრო ემსგავსებიან ქალაქებს და ეს რაღაც ძალიან არასასიამოვნოს მომასწავებელია, მაგრამ
დავუბრუნდეთ საქართველოს

მკითხველის ჩანაწერი:

 .............................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................

 

7.
აყრილი გზები, გათხრილი კანალიზაციის ჭები, დაუმუშავებელი მიწა და ბირჟაზე გამოფენილი ადგილობრივი მოსახლეობა დიდიან-პატარიანად საუბრობს პოლიტიკაზე, უფრო სწორად, ტელევიზორში ნანახი სიუჟეტებით მსჯელობს პოლიტიკაზე. იმედი არაფრის აქვთ, სამაგიეროდ, ხანშიშესულებს აქვთ მოგონებები საბჭოთა კავშირზე, როდესაც ასანთი ღირდა 1 კაპიკი, პური 22 კაპიკი და ცხოვრება იყო ტკბილი და საამურიმე
ქალაქიდან ვარ და ამიტომ, მათი აზრით, აქაურებზე უკეთ უნდა ვიცოდე ქვეყნის ავანჩავანი.
შეკითხვებს მისვამენ, შეძლებისდაგვარად ვპასუხობ, ვგრძნობ, რომ ყოვლისმცოდნე კერპის როლი მსიამოვნებს და სულ უფრო და უფრო გრძლად ვესაუბრები ადგილობრივებს. მე არ მჯერა სოფლის რომანტიკის და არც სოფლელებს ვთვლი ქალაქელებზე გულუბრყვილო და პატიოსან ადამიანებად, თანდათან ვგრძნობ, რომ მბეზრდება აქ ყოფნა, თუმცა ვიცი: რეალურად თბილისიც სოფელია, ოღონდ ურბანიზებული სოფელისახლში მინდა, სახლში კი ყოველთვის ვწუწუნებ, რომ სახლი არ მაქვს, მაგრამ ეს სულ სხვა თემაა

 

8.
რა გზითაც მოვედი, იმ გზით ვბრუნდები. რა ტრანსპორტითაც ჩამოვედი, იმ ტრანსპორტით ვბრუნდებისაქართველოში არაფერი არ იცვლება,
ამიტომაც ილია ჭავჭავაძე ერთადერთი მუდამ თანამედროვე ქართველი ადამიანია.

მკითხველის ჩანაწერი:

 .............................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................

 

წაკითხვის შემდეგ იმსჯელე;

·       იმ წერილების მნიშვნელობის შესახებ, რომლებშიც სოციალური პრობლემებია აქცენტირებული (რა არის ამგვარი წერილების მიზანი?);

·       რამდენჯერ დაემთხვა/ან არ დაემთხვა შენი პოზიცია ავტორისას? (დაასახელე ეს შემთხვევები და ისაუბრე მიზეზის შესახებ)

·       იმსჯელე იმ სოციალური პრობლემის შესახებ, რომელზეც შენ დაწერდი (ვინ იქნებოდა წერილის ადრესატი? რატომ?);

 

 

დავით ქართველიშვილი-სასვენი ნიშა ანუ ყველა გადის (შენ მეტი)

(ფრაგმენტი)

წყარო: https://newsaunje.ge/index.php?do=full&id=386

ჭეშმარიტება (დასაწყისი)

ჭეშმარიტება დიდად არასდროს მიძებნია. ყოველთვის მიჭირდა (და ახლაც მიჭირს) იმის  დაჯერება, რომ არსებობს სიტყვაში გამოთქმული ან ციფრში გამოყვანილი საბოლოო, უტყუარი პასუხი. თუმცა არასდროს დავპირისპირებივარ არსებულ ჭეშმარიტებებს, მით უფრო, მის ყველაზე გავრცელებულ - მაშასადამე ბანალურ - სახეობას - ე.წ. ყოფით ჭეშმარიტებებს. არ მიყვარს, არ არის ჩემი ხელობა კამათი ყოფით საკითხებზე, თან ვთვლი, რომ საკამათო არც არაფერია, სამაგიეროდ, ბევრი რამ არის მოსაგვარებელი, ხოლო მოგვარება გულისხმობს - ნაბიჯით იარ! -  ქმედებას.

ძალიან კარგად მესმის - ხომ არ ვაზვიადებ? -  მოდი, დავიზღვევ  თავს რა გაზვიადებისაგან, უბრალოდ ვიტყვი: კარგად მესმის ჭეშმარიტების პრაქტიკული დანიშნულება. ფუნქცია. იქნებ არც მესმის და ესეც გაზვიადებაა?  სამაგიეროდ, ზუსტად ვიცი, რომ:  ვეწინააღმდეგები  ყოველგვარ რევოლუციურ აქტივობებს, თუმცა ამავე დროს მტკიცედ მჯერა, რომ ევოლუციის პროცესი გარკვეულ ეტაპზე ითხოვს რევოლუციას...

მკითხველის ჩანაწერი:

.................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................

ფრაგმენტის წაკითხვის შემდეგ იმსჯელეთ;

·       რა არის შეჭმარიტება (ავტორის აზრით)?

·       გამოხატე პირადი მოსაზრება (რა არის ჭემარიტება?)

·       იმსჯელე ტერმინებს შორის კავშირის შესახებ: ევოლუცია/რევოლუცია

·       რა მოაქვს რევოლუციას, როცა ის პოლიტიკური მოვლენაა (დაასახელე მაგალითი მსოფლიო ისტორიიდან და განიხილე;

·       როგორ გესმის  რევოლუციური ევოლუცია (როდის, რა შემთხვევაში ხდება ეს)?

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

IVთავი: დიდი მრჩევლების კვალდაკვალ

ისტორიის მამა ჰეროდოტე მოგვითხრობს

პირველი ფრაგმენტი

 

ლიდიელი ბრძენი მიმართავს კროისოსს სპარსელებზე სალაშქროდ წასვლამდე

 

 ლექსკონი: კროისოსი- ლიდიის სამეფოს უკანასკნელი მმართველი (ძვ. . 560-ძვ. . 546 წწ.)

                                                                                                               

 

მეფეო, შენ იმ კაცებზე სალაშქროდ ემზადები, რომლებიც ტყავის ტანსაცმელს ატარებენ... იმდენს კი არ ჭამენ, რამდენიც სურთ, არამედ იმდენს, რამდენიც აქვთ, და ეს იმიტომ, რომ ისინი სუსხიანი ქვეყნიდან არიან. ისინი ღვინის მაგივრად წყალს სვამენ, არც ლეღვი აქვთ საჭმელად და არც სხვა რამ ხეირიანი. თუ შენ სძლევ მათ, რას წაართმევ, თვითონაც რომ არაფერი აქვთ? ხოლო თუ მათ გძლიეს, იცი, რამდენ სიკეთეს დაკარგავ, რადგან მათ, ჩვენს სიკეთეს რომ იგემებენ, ვეღარ გავყრით!“

 

წაკითხვის შემდეგ იმსჯელე;

 

·        ლიდიელი ბრძენის მთავარ სათქმელზე (მინიშნებაზე-რის თქმა სურს თავისი მეფისთვის?)

·        გამოხატე პირადი მოსაზრება აღნიშნული რჩევის მიმართ;

·        გონივრული რჩევის მნიშველობაზე;

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ისტორიის მამა ჰეროდოტე მოგვითხრობს

მეორე ფრაგმენტი

კიროსი (სპარსთა მბრძანებელი აქემენიდთა დინასტიიდან) მიმართავს კროისოსს (ლიდიის მეფე)

კროისოს, ვინ ჩაგაგონა ჩემს ქვეყანაზე საომრად წამოსვლა და ჩემს მტრად გახდომა, იმის ნაცვლად, რომ მეგობარი გამხდარიყავი?“ - კროისოსმა უპასუხა: „მეფეო, მე გავაკეთე ეს შენდა სასიკეთოდ და ჩემდა საუბედუროდ, ხოლო ამის მიზეზი იყო ელინთა ღმერთი, რომელმაც წამაქეზა სალაშქროდ. არავინაა ისე უგუნური, რომ ომი არჩის მშვიდობას. მშვიდობიანობის დროს შვილები მარხავენ მამებს, ხოლო ომის დროს მამები - შვილებს. მაგრამ ჩანს, დემონებს სურდათ, რომ ასე მომხდარიყო“. მას შემდეგ, რაც ღმერთებმა შენ ჩემი თავი მონად მოგცეს (კროისოსი მიმართავს კიროსს), სამართლიანად მიმაჩნია, თუ რამეს არასწორად აკეთებ, მიგითითო.

სპარსელები ბუნებით ამაყები არიან, მაგრამ - ღარიბები. თუკი რომელიმე მათგანი ხელში დიდძალ ქონებას ჩაიგდებს, ამას შენთვის სავალალო შედეგი მოჰყვება: უნდა მოელოდე, რომ ის, ვინც ყველაზე მეტს მოიხვეჭს, შენს წინააღმდეგ გამოვა. თუკი ჩემი რჩევა გჭირდება, ყური დამიგდე, როგორ უნდა მოიქცე: ყველა ბჭესთან დააყენე შუბოსანი დარაჯები, რომლებიც ჩამოართმევენ ქონებას მათ, ვისაც გააქვს და ეტყვიან, თითქოს აუცილებელია გადასახადების აკრეფა ზევსისათვის შესაწირად...

 ამრიგად, შენ მათ არ შესძულდები, რადგან ძალით არ წაართმევ ქონებას, ისინი იფიქრებენ, რომ შენ სწორად იქცევი და ნებაყოფლობით დაგიბრუნებენ

შენსას“.

 

წაკითხვის შემდეგ იმსჯელე;

 

·        ფრაგმენტის მთავარ სათქმელზე;

·        გამოხატე პირადი მოსაზრება აღნიშნული რჩევის მიმართ;

·        იმსჯელე რჩევის გათვალისწინების საჭიროებაზე (რამდენად მნიშვნელოვანია, სპარსთა მეფემ ყურად იღოს ეს რჩევა? პასუხი დაასაბუთე!)

 

 

 

 

 

 

 

ისტორიის მამა ჰეროდოტე მოგვითხრობს

მესამე ფრაგმენტი

 

                                       დემოკრატია თუ ერთპიროვნული მართვა?

 

"თუ ტირანი რამეს აკეთებს, მან იცის და ისე აკეთებს, ხალხმა კი არ იცის. ანდა როგორ უნდა იცოდეს, რამე იმან, ვისაც არც უსწავლია და არც უნახავს არაფერი კარგი და ხეირიანი. ის იჭრება საქმეებში უგუნურად ადიდებული მდინარის მსგავსად"...როდესაც ადამიანები გონივრულ გადაწყვეტილებას იღებენ, საქმეები კარგად მისდით, ხოლო როდესაც გონივრულად არ წყვეტენ, მაშინ არც ღმერთს სურს მათი დახმარება!

 

წაკითხვის შემდეგ იმსჯელე;

 

·        ფრაგმენტის მთავარ სათქმელზე;

·        გამოხატე პირადი მოსაზრება აღნიშნული რჩევის მიმართ;

·        იმსჯელე აღნიშნული რჩევის გათვალისწინების საჭიროებაზე;

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Vთავი: მხატვრული ლიტერატურის განყოფილება

მიოკო მაცუტინი- ტაროს თავგადასავალი
მუქთახორა ტარო

ცადაზიდულ მთებს შუა ერთი პატარა სოფელი მოკალათებულიყო. შემორკალული მთების კალთებთან ანკარა მდინარე ტანიგავა მიედინებოდა, რომელიც ანცად და დაუღალავად მოათამაშებდა ლამაზ კენჭებს. ირგვლივ ერთიანად გამხმარ-გამოფიტული ნიადაგი იყო. ამ უნაყოფო, ქვიან მინდვრებზე ხალხს მხოლოდ ცოტაოდენი ფეტვი და ცერცვი მოჰყავდა.
მარტო ამ უბედურებას კიდევ გაუძლებდა კაცი, რომ იქვე, სოფლის ახლოს, ბოროტი ეშმაკი არ დასახლებულიყო. მინდვრად მარცვლეული შემწიფდებოდა თუ არა, ეშმაკი მაშინვე იქ გაჩნდებოდა, გაძარცვავდა, ააოხრებდა, გააჩანაგებდა იქაურობას. ენა ვერ იტყვის, რა სიღარიბე და უბედურება ტრიალებდა ამ სოფელში.
საბრალო გლეხები გულს არ იტეხდნენ, მაინც თესავდნენ მარცვლეულს და თან დუდუნებდნენ:
აჰა, ერთი მარცვალი _
დამიბრუნე ათასი!
აჰა, კიდევ მეორეც _
მომე ათი ათასი.
დილიდან დაღამებამდე თავაუღებლად შრომობდა ხალხი.
სოფლის განაპირას, ერთ პატარა სახლში, ცხოვრობდნენ ბებია და შვილიშვილი. ბიჭუნას ტარო ერქვა.
ტაროს მეტად უცნაური ხალები ჰქონდა ტანზე _ ზუსტად ქერცლისნაირი: სამი მარჯვენა ფეხზე, სამიც _ მარცხენაზე. ეს რომ ხალხის ყურამდე მივიდა, სოფლად ხმა დაირხა: ალბათ, რომელიმე წყლის ურჩხულის ან სულაც ურჩხულის ნაშიერიაო. სოფლის ბავშვებს მეტიც არ უნდოდათ, ყბად აიღეს საბრალო ტარო:
ურჩხულის ბიჭო,
ურჩხულის ბიჭო,
ქერცლისხალებიანო,
ურჩხულის ბიჭო,
ურჩხულის ბიჭო,
წყლის გველო, ბრაზიანო!
ტარო ერთი ზარმაცი და მუქთახორა ბიჭი იყო. ბებია რომ მინდორში მუშაობდა, ყველანი რომ თავჩარგული შრომობდნენ, ჩაილაგებდა ჩანთაში ოცდაათამდე ფეტვის კვერს და მთისაკენ გაუდგებოდა გზას. იქ მოკალათდებოდა, მხარ-თეძოზე წამოწვებოდა და ქარს მიუმღერებდა:
დასავლეთის ქარო, დაჰკა,
მთები გაახმიანე!
აღმოსავლეთის ნიავო,
გზები ააშრიალე...
მოშივდებოდა თუ არა, კვერს მიადგებოდა. კურდღელი თუ გამოჩნდებოდა, უმალ გამოელაპარაკებოდა, წრუწუნას გულუხვად გაუმასპინძლდებოდა...
ბებია ძალ-ღონეს არ იშურებდა, შვილიშვილი მუდამ მაძღარი და კმაყოფილი რომ ჰყოლოდა. მოხუცი მთელი დღე მინდორში მუშაობდა, ხან მიწას ამუშავებდა, ხან ყანას მარგლავდა...
ერთხელ ტარო მაღლობზე არხეინად წამოწოლილიყო და უსაქმურობისაგან ცაში მოცურავე ღრუბლებს ითვლიდა, იქვე, გვერდით, კურდღელი თვლემდა, უცებ ზეწამოიჭრა და ყურები ცქვიტა. მერე თაგვიც ამოძვრა სოროდან, უკანა თათებზე ჩაცუცქდა, თავი ჩაქინდრა და გაინაბა.
_
რა მოხდა? რა ამბავია? _ იკითხა გაოცებულმა ტარომ და იქაურობას თვალი მოავლო. ამ დროს საიდანღაც სალამურის ნაზი ჰანგი მოიტანა ნიავმა.
_
ნეტავ ვინ უკრავს ასე კარგად?
სალამურის ხმა თანდათან გაძლიერდა, მოახლოვდა და მალე ტაროს თვალწინ მარწყვივით მშვენიერი გოგონა გამოჩნდა. გოგონას მკლავზე გლიცინიის ყლორტებისაგან მოწნული კალათა ეკიდა, რომელშიც გვიმრის ფოთლები და ხის კვირტები ეწყო.
_
ვისი ხარ, გოგონა? საიდან მოსულხარ? მგონი ჩვენი სოფლიდან არ უნდა იყო?
გოგონამ დიდრონი თვალები შეანათა ტაროს, გაკვირვებულმა შეათვალიერა და მზისგან აციმციმებული მდინარისაკენ გაიშვირა ხელი.
_
-! მდინარის სათავიდან ხარ?.. რა გქვია?
_
აია. შენ რა გქვია?
_
ტარო. ურჩხულის ბიჭი ტარო!
_
ოჰო! ურჩხულის ბიჭი? _ დინჯად გაიმეორა გოგონამ.
_
გეუცხოვა ხომ ჩემი სახელი?
_
არა, რატომ! _ გაიღიმა გოგონამ და თეთრი კბილები გააელვა, _ კარგი სახელია. მაგ სახელს, ალბათ, მხოლოდ ღონიერებს არქმევენ? _ გოგონას ნათქვამმა გაახარა ტარო, სიხარულისაგან შეკუნტრუშდა, მერე ყირაც გაჭიმა და იმდენ ხანს იდგა ყირაზე, ვიდრე ჭარხალივით არ გაწითლდა.
_
კარგად გამომდის, არა? _ დაიტრაბახა ბოლოს, _ ასე თავდაყირა შემიძლია ოცდაათი კვერი შევჭამო, განა!
გახალისებული ტარო კიდევ ასჯერ მაინც გადავიდა ყირაზე და აქოშინებულმა ძლივს ამოილაპარაკა:
_
ხვალაც მოდი, რა! არ გინდა, სუმოს გაჩვენებ?! ნახე, როგორ დავეჭიდები გარეულ ღორს. თუ მოხვალ, კვერსაც გაჭმევ. იცი, რა გემრიელ კვერებს აცხობს ბებიაჩემი? შენ, რა თქმა უნდა, გეყოლება დედა და მამა.
აიამ თავი გააქნია:
_
არც დედა მყავს და არც მამა. პატარა რომ ვიყავი, მაშინ დამეხოცნენ. მხოლოდ ბაბუა მყავს. მე და ბაბუა მარტო ვცხოვრობთ. აი, ეს სალამური ბაბუამ გამომითალა.
_
მაშ, შენც ობოლი ხარ?..

 

კითხვები მსჯელობისთვის:

1.     რატომ დაარქვა სოფელმა ტაროს ურჩხულის ბიჭი?

2.     რა არის სოფლის ბავშვების საქციელის მიზეზი?

3.     როგორ გგონიათ, რატომ ექცევიან ადამიანები ასე მას, ვინც სხვებს არ ჰგავს?

4.     როგორია აიას რეაქცია, როცა მას ტაროს მეტსახელი პირველად ესმის? რა არის მის საქციელში საყურადღებო?


* * *
ამის შემდეგ აია და ტარო ძალიან დამეგობრდნენ. ყოველდღე ადიოდნენ მთაზე და ხვდებოდნენ ერთმანეთს. ტარო მხეცებთან ჭიდაობდა _ სუმოში ეჯიბრებოდა. აია კი იჯდა იქვე ახლოს და სალამურზე უკრავდა. როგორც კი სალამური აჟღერდებოდა, მაშინვე ყველა ჯურის ტყის ბინადარი შეგროვდებოდა და სმენად გადაიქცეოდა.
პირველი მუდამ კურდღელი მოცუნცულდებოდა, შორიახლოს ჩაცუცქდებოდა და თვალებს მინაბავდა. იცოდა, რომ სალამური შორიდან გაცილებით კარგი მოსასმენია.
მოგეხსენებათ, რა მსუნაგიცაა წრუწუნა; თან მუსიკას უსმენდა და თან განუწყვეტლივ თხილს აკნატუნებდა.
გარეული დედა ღორი-ღრუტუნა ათივე გოჭს მორეკავდა ხოლმე კონცერტზე. ნეტავ როგორ უძლებდა ამოდენა ჯოგს! ისე, რაც მართალია, მართალია, ლამაზი გოჭები კი ჰყავდა _ სულ შავ-შავი ხალებით ჰქონდათ გვერდები მოხატული. ერთ შეხედვად ღირდა, ათივენი რომ ჩამწკრივდებოდნენ მუსიკის მოსასმენად. აიას უხაროდა, გოჭები რომ ასე სიამოვნებდნენ და სიმღერაც შეუთხზა _ «ათი გოჭი». დიდებული სიმღერა იყო: «ტირარო, ტირარო»...
მელაკუდაც არაფერს იკლებდა. მხოლოდ ერთი უბედურება სჭირდა _ ყველგან იგვიანებდა. რა ქნას, მოგეხსენებათ, უყვარს გაპრანჭვა; ცოტას რომ გაირბენს, გაჩერდება და გვერდებს შეილამაზებს, მერე კიდევ გაირბენს _ ახლა გაჩერდება და კუდს დაივარცხნის. დაგვიანების მიზეზიც ეს არის და ეს.
მაჩვი, ნამდვილი უჟმური, არხეინად მოკალათდება თავის სოროში და იქიდან უსმენს ყველაფერს.
სულ ბოლოს დათვი გამობაჯბაჯდება ბუჩქებიდან. ძილს თუ თავი ვერ გაართვა, რა მისი ბრალია. ისიც იცის დათუნამ, მისი დაგვიანებით რომ ქვეყანა არ დაიქცევა.
ყოველდღე ასე გროვდებოდნენ ტყის ბინადარნი აიას სალამურის ხმაზე. ტაროს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა _ სულ თავდაყირა დადიოდა, ყველას კვერებით უმასპინძლდებოდა.
«
ეჰ, ძალიან ცოტაა ოცდაათი კვერი, _ ფიქრობდა ტარო, _ ბებიას ვთხოვ, ხვალისათვის ორმოცდაათი გამომიცხოს. ალბათ, არც ორმოცდაათი მეყოფა. სულაც ას ცალს გამოვაცხობინებ».
_
დაიცათ, ხვალ ას ცალს მოვიტან, _ ჰპირდებოდა ტარო მხეცებს და თითო-თითო კვერს ყველას ურიგებდა. მადლიერი მხეცები ამითაც კმაყოფილნი იყვნენ.

 

კითხვები მსჯელობისთვის:

 

1.     რა არის ამ ამბავში ზღაპრული და რა არის რეალური?

2.     რომელ ჟანრს მიაკუთვნებდით „ტაროს თავგადასავალს და რატომ?

3.     ორი თავის წაკითხვის შემდეგ რას იტყოდი ტაროზე/აიაზე?

 



დოლზე უკრავს წითელი ეშმაკი

თურმე ამ დროს მთაში წითელი ეშმაკი დახეტიალობდა; მხარზე პატარა დოლი გადაეკიდა და ძალზე მხიარული და კმაყოფილი დააბოტებდა. ნესტოები რაც შეეძლო გაებერა და მთელი ხმით ღრიალებდა:
უჰ, რა მხიარულად ჟღერს საყვარელი დაფდაფი!
საკეზე და ბრინჯზე უფრო მიყვარს ჩემი დაფდაფი!
მკერდში გული ძაგძაგებს, უკრავს ჩემი დაფდაფი:
ტამ-ტარა-რამ, ტამ-ტამ-ტამ-ტამ!
«
დღეს ერთი გული უნდა ვიჯერო დაკვრით! მაგრამ ვაი ჩემი ბრალი, ეს რომ ჩემმა უფროსმა, შავმა ეშმაკმა გამიგოს. შავ დღეს დამაყრის: შე უსაქმურო შენაო, _ დამიღრიალებს, _ ერთობი ხომ? ის გირჩევნია, სადილად ერთი გოგო მომითრიო, თორემ... შავი ეშმაკი ხომ ლანძღვა-გინების პირველი ოსტატია. იმისთანებს მოჰყვება _ თვალები შუბლზე აგივა. თუმცა დღეს მაინცდამაინც უკმაყოფილო არ უნდა იყოს; წუხელ კუროგანეს მთაზე ათი ქათამი მივგვარე. დღეს სადილად ათივეს გადასანსლავდა და ალბათ ისვენებს»...
წითელი ეშმაკი მთას აუყვა და უცებ ხელისგულივით ბრტყელი კლდე შეამჩნია. გაუხარდა:
«
ვიშ, რა ჩინებული კლდეა! ავალ და იქ გავმართავ კონცერტს. მხეცები მოგროვდებიან, მომისმენენ. აბა, რა, ჩემზე კარგად ვინ უკრავს დოლზე? თან ესეც დიდი პატივია მათთვის, ჩემი დოლით თვითონ რომ ვეახელი».
_
ეჰეი, მხეცებო! _ ხმამაღლა დაიძახა მან, _ მოგროვდით! წითელი ეშმაკი ვარ, დონდოროს მთიდან გეწვიეთ. გესმით, ყველანი მოდით, თქვენთვის დოლზე უნდა დავუკრა!
წითელი ეშმაკის ღრიალზე კინაღამ მთები შეიძრა.
მაგრამ რატომღაც არავინ გამოხმაურებია. წრუწუნა რომ წრუწუნაა, ისიც არ გამოჩენილა.
«
საოცარია! უწინ, როცა კი მოვსულვარ, ჩემი დოლის ხმაზე ყველა სიამოვნებით მორბოდა. მახსოვს, გულაჩუყებულ კურდღელს ერთხელ თვალზე ცრემლიც კი მოადგა. დღეს რა ღმერთი გაუწყრათ, რატომ არავინ მოდის
_
ეჰეი, რაღას უყურებთ? _ ხელახლა დაიღრიალა წითელმა ეშმაკმა, _ არ გინდათ, მომისმინოთ? მოდიხართ თუ არა?
ირგვლივ კვლავ სიჩუმე იდგა, მხოლოდ ბამბუკის ფოთლების შრიალი ისმოდა.
წითელი ეშმაკი გაცოფდა, ქვები ხომ ამოატრიალა და ამოატრიალა, ბოლოს პატარა წრუწუნას სწვდა ქეჩოში და სოროდან ამოათრია.
_
თაგუნა, თაგუნა! რომ გეძახდი, რატომ არ ინებე გამოსვლა?
_
მაპატიეთ, რაღაც ყური დამიგუბდა. თქვენი ხმა არ გამიგია, _ დაიწრიპინა თაგვმა.
_
ყური დაგიგუბდა, ხომ? ჰმ! კარგი! მელას რაღა მოუვიდა?
_
ასე თქვა, ორივე ყური დამიგუბდაო, _ მოახსენა თაგვმა.
_
ორივე ყურიო?.. ჰმ! რადგან ასეა, რა გაეწყობა. კურდღელს? კურდღელს რაღა დაემართა?
_
ამბობს, ყურს უკან საშინლად მტკივაო...
_
ესე იგი, ყურს უკან, ხომ?.. ჰეი, თაგუნავ, სანამდე იჩერჩეტებ ამგვარ სისულელეებს, ჰა?
წითელი ეშმაკი გაჭარხლდა, გაღვივებულ ნაკვერჩხალს დაემგვანა და ისე მოიქნია კლდიდან წრუწუნა, სული კინაღამ გააცხებინა. თვითონ კი გაშმაგებული ბოლთის ცემას მოჰყვა.
_
დახეთ, რანაირები არიან! გაცურება არ მომინდომეს? თურმე, ერთს ყურები დაუგუბდა, მეორეს _ ყურს უკან ასტკივდა... სად იმალებით, აბა, ახლავე გამოდით-მეთქი!..
როგორ არ იმუქრებოდა წითელი ეშმაკი, როგორ არ მძვინვარებდა, კლდეებსაც ამსხვრევდა, ხეებს ხომ ძირფესვიანად თხრიდა, მაგრამ მაინც არავინ ჩანდა, კურდღელიც არ გაფაჩუნებულა. მთებში ისევ ძველებური სიჩუმე იდგა.
სასტიკად განაწყენებული წითელი ეშმაკი მიწაზე გაიშოტა და მწარედ ატირდა. «მაინც, ასე ერთად სად გადაიკარგნენ?» _ ფიქრობდა იგი. ამ დროს სალამურის ხმა შემოესმა.
_
ეს ვინ არის, სალამურზე რომ უკრავს?
გაბოროტებული წითელი ეშმაკი წამოვარდა, კლდიდან რომ არ გადაჩეხილიყო, მაგრად ჩაეჭიდა კრიპტომერიას და მთის ძირისაკენ გადაიხედა.
საოცარი სურათი გადაეშალა თვალწინ: სალამურზე უკრავდა გოგონა, მხეცები კი გარს შემოხვეოდნენ და მოჯადოებულებივით უსმენდნენ. ტაროც გარინდებულიყო.
«
აი, თურმე რა ყოფილა! _ უზარმაზარი მუშტი მოიღერა წითელმა ეშმაკმა, _ თურმე რა ყოფილა! ამიტომ არ მოგროვდნენ მხეცები დღეს ჩემს ძახილზე. არ ინებეს სახელოვანი წითელი ეშმაკის კონცერტის მოსმენა! კარგი, აგრე იყოს! ნახავთ, მაგ გოგოს რომ მოვიპარავ და დილიდან საღამომდე ვაკვრევინებ სალამურზე. შენ კი, ტარო, ამ თავხედობას ძვირად დაგისვამ

 

კითხვები გასააზრებლად:

 

1.     რატომ თქვეს უარი ტყის ბინადრებმა წითელი ეშმაკის მოსმენაზე?

2.     როგორ ფიქრობ, ვინ შეიძლება ალეგორიულად იგულისხმებოდეს წითელი ეშმაკის სახით?

3.      როგორი მოლოდინი გაქვს ტექსტთან დაკავშირებით? რა შეიძლება მოხდეს შემდეგ თავებში?

 

II ნაწილი
რა მოუვიდა ტაროს დედას?

ტარომ
არ იცოდა, მთიდან რომ წითელი ეშმაკი უთვალთვალებდა. მივიდა თუ არა შინ, პირდაპირ კარიდან დაიძახა ხმამაღლა:
_
ბებია! ოცდაათი კვერი აღარ მყოფნის, ორმოცდაათი გამომიცხვე, რა! ანდა სულაც ასი!
პასუხის მაგიერ კვნესა შემოესმა. შეიხედა ოთახში და რას ხედავს, _ გაწოლილა ბებია ჭილოფზე და კვნესის.
_
რა მოგივიდა, ბებია? _ ჰკითხა ტარომ.
_
ეჰ, შვილო, დავბერდი, მუხლებში ძალა გამომელია... მუშაობისას მთიდან დავგორდი.
_
ეს რა მოგსვლია! გეტკინა რამე, ბებია?
_
წელში მამტვრევს, შვილო. თანაც ცუდმა ფიქრებმა წამიღო... დიდი ხანია მინდოდა, შენთვის ზოგიერთი რამ მომეყოლა. ვიცდიდი, გაიზრდება და მერე-მეთქი. შენ კი ჯერ ისევ პატარა ხარ, მთლად ბავშვი... დრო კი არ ითმენს, დავბერდი უკვე, სიკვდილი კარს მომადგა და უნდა მოვასწრო, გიამბო...
_
რა უნდა მიამბო, ბებია?
_
შენი მშობლების ამბავი. იმასაც გეტყვი, რატომ შეგარქვეს ურჩხულის ბიჭი.
_
კი მაგრამ, შენ არ მითხარი, დედ-მამა მაშინ დაგეხოცა, პატარა რომ იყავიო? ბავშვები რომ დამცინოდნენ და ურჩხულის ბიჭს მეძახდნენ, შენ არ მამშვიდებდი _ მშობლები ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენო?
_
ჰო, ტარო, მამაშენი მართლა ადამიანი იყო, შეშის მჭრელი, და მთაში დაიღუპა, მაგრამ დედაშენი...
_
მითხარი, ბებია, არაფერი დამიმალო!
_
ვინ იცის, დედაშენი იქნებ ახლაც ცოცხალია...
_
რაო? შეიძლება დედა ცოცხალია?
ბებიამ ნაღვლიანად დაუქნია შვილიშვილს თავი და უამბო:
თურმე ტაროს დედას ტაცუ ერქვა. იგი დედისერთა იყო. მშობლებს ერთადერთი შვილის დროულად გათხოვება არ გასძნელებიათ. ჰოდა, ტაცუ შეშის მჭრელ მატახეის მიათხოვეს. მატახეი მთაში დადიოდა ხოლმე შეშის საჭრელად, მაგრამ ერთხელ ბედმა უმუხთლა, ხრამში გადაიჩეხა და დაიღუპა.
მალე ქვეყნად ტარო უნდა გაჩენილიყო. დედამ და ბებიამ, ბოლოს და ბოლოს, გამოიტირეს მატახეი და ერთადერთი სიხარულის მოლოდინში იყვნენ.
იმ ხანებში, რატომღაც, ტაცუს სამუშაოდ მთაში წასვლა მოუხდა.
_
რა გაეწყობა, წადი, შვილო, მაგრამ ფრთხილად იყავი! _ ალერსიანად გაისტუმრა ბებიამ.
მოხუცს გული ცუდს არაფერს უგრძნობდა. უცებ, საღამო ხანს, მთაში საშინელი ჭექა-ქუხილი ატყდა. მთები ზანზარებდნენ, ირგვლივ ჩამობნელდა, კოკისპირული წვიმა წამოვიდა.
«
რა ეშველებათ მთაში. ნეტა რა დღეშია ჩემი ტაცუ?!» ღელავდა ბებია, ადგილს ვერ პოულობდა. ცოტა ხანში ისევე უცებ შეწყდა ღვართქაფი, როგორც დაიწყო.
რას ხედავს ბებია: მთიდან თავზარდაცემული ხალხი გამორბის, ყველა სხვადასხვა ხმაზე მოთქვამს. ზოგი ძირს ეცემა კიდეც. ყველა ფერწასული, ხელფეხდასისხლიანებულია, თითქოს ეკალბარდებში დაკაწრულანო. მოხუცი მიხვდა, რაღაც უბედურება მეწიაო და გარეთ გამოვარდა:
_
ოჰ, კეთილო ადამიანებო, როგორ ვდარდობდი თქვენზე... ეს რა ქარიშხალი ამოვარდა... ყველანი ხომ ცოცხლები ხართ? ჩემს ტაცუს ხომ არაფერი შეემთხვა? _ იკითხა მოხუცმა.
_
ვაი, რომ სწორედ შენს ტაცუს ეწია უბედურება... დავკარგეთ ტაცუ...
_
როგორ თუ დაკარგეთ?
_
შეშას რომ ვჭრიდით, ტაცუს გაუჭირდა ჩვენთან მუშაობა და ქვემოთ დავტოვეთ სადილის მოსამზადებლად. მან ცეცხლი დაანთო და საქმეს შეუდგა. უცებ ამოვარდა ქარიშხალი, აგუგუნდა მთები, ატყდა ჭექა-ქუხილი, წამოვიდა ჩანჩქერივით წვიმა. ცოცხალ-მკვდარნი კლდეს შევეფარეთ. როგორც კი წვიმამ გადაიღო, მაშინვე ტაცუსთან გავიქეცით, ხომ მარტო გვყავდა დატოვებული და რას ვხედავთ...
გლეხებმა ერთმანეთს გადახედეს, ერთიც ამოიოხრეს და ძლივს ამოღერღეს:
_
ვხედავთ, იმ ადგილას, სადაც ტაცუ დავტოვეთ, უკვე დიდი ტბაა, ტაცუ კი არსად ჩანს...
გამწარებულმა მოხუცმა წამოავლო ხელი კერიაზე ანთებულ მუგუზალს და უმალ მთისაკენ გაეშურა.
საბრალო ხან ხის ფესვებს წამოედებოდა ხოლმე, ხან ფეხი უცურდებოდა და ეცემოდა... ბოლოს, როგორც იქნა, რის ვაივაგლახით ააღწია მთაზე. იქ ყველაფერი გადასხვაფერებული დახვდა: ალაგ-ალაგ მთები გავარვარებულიყო, ღრმა უფსკრულებს შავი ხახა დაეღოთ, ქვები კი ისე დაფხვნილიყო, ფეხის მოკიდება ჭირდა. საითაც გაიხედავდი, ყველგან მეხისგან გადარუჯული ხეები ეყარა, რომლებსაც გაშიშვლებული ტოტები საცოდავად გაეფარჩხათ.
მოხუცი მბჟუტავი მუგუზლით ძლივს მიიკვლევდა გზას. როგორც იქნა, მიაღწია იმ უზარმაზარ ტბასთან, თანასოფლელებმა რომ მიანიშნეს.
_
ტაცუ! ხმა გამეცი, ცოცხალი ხარ, შვილო? _ დაიძახა მან.
_
ახლავე ამოვალ, დედი! _ გაისმა ტბის სიღრმიდან ყრუ ხმა.
წყალი აბუყბუყდა, აქაფდა, გაირღვა ტალღები და ტბიდან საშინელი ურჩხული ამოიმართა.
_
დედა! _ წარმოთქვა ურჩხულმა და ცრემლით სავსე თვალები მიაპყრო მოხუცს, _ მაპატიე, დედა, დამნაშავე ვარ, ამიტომაც დავისაჯე ასე. მაგრამ ჩემს თავს აღარ ვჩივი, ბავშვი მენაღვლება, სულ მალე რომ უნდა გამიჩნდეს. გევედრები, მოუარე ჩემს პატარას, დედობა გაუწიე!
თავზარდაცემული მოხუცი იქვე ჩაიკეცა.
_
შენი არაფერი მჯერა, ურჩხულო, _ უთხრა მან, _ თუ მართლა ჩემი შვილი ხარ, ისევ ტაცუდ მეჩვენე!
ურჩხულმა მწუხარედ გადააქნია თავი და ტბაში გაუჩინარდა.
დიდხანს, ძალიან დიდხანს ელოდა მოხუცი ქალიშვილის გამოჩენას, მაგრამ ამაოდ.

 

ამის შემდეგ რამდენიმე თვე გავიდა... ერთხელ ბებია მდინარეში ბოსტნეულს რეცხავდა. როგორც ყოველთვის, ახლაც ტაცუზე ფიქრობდა: «ნეტავ, რას აკეთებს ჩემი შვილი ტბის ფსკერზე. რას ვიფიქრებდი მე ბედშავი, რომ ამგვარ უბედურებას შევესწრებოდი სიბერეში»...
რეცხავდა მოხუცი ბოსტნეულს და თან ცრემლი სდიოდა და სდიოდა ღვარად. უცებ შეამჩნია, რომ მდინარე რაღაცას რწევა-რწევით მოაცურებდა: ცუმბოკუ-კამბოკუ, ცუმბოკუ-კამბოკუ... ბებია დააკვირდა და დაინახა, მდინარეს უცნაურად მოწნული, ჩიტის ბუდისნაირი კალათა მოჰქონდა, შიგაც უცნაური რაღაც იდო.
ბებიამ მაშინვე მიაძახა:
თუ ჩვენი საუნჯე ხარ _
გამოსცურე ჩვენთან!
თუ სხვისი საუნჯე ხარ _
შორს ჩვენგან!
მართლაც, უცნაური კალათა ერთი კი შეთამაშდა ტალღებზე და პირდაპირ მოხუცის ფეხებთან მიცურდა. კალათაში მოკლე კიმონოში გამოწყობილი პატარა ბიჭუნა იწვა. ჩვილს პირში ალმასივით გამჭვირვალე კენჭი ედო და გამალებით წოვდა.
ბებიამ აიტაცა ბავშვი და ატირდა. მშვენიერი ბიჭუნა იყო. მხოლოდ ორივე ფეხზე მეტად უცნაური, თევზისქერცლისნაირი ხალები ჰქონდა. სწორედ ეს გახლდათ ტარო.

 

 

ტექსტის წაკითხვის შემდეგ იმსჯელე;

 

ტაროს დაბადების ეპიზოდი რას გახსენებს (ოდესმე წაგიკითხავს მსგავსი ამბავი?)

 

 

 

 


შემზარავი ამბავი

_
მთის ტბასთან თუ მივალ, დედაჩემს ვნახავ? _ იკითხა ტარომ.
ბებიამ მწუხარედ დააქნია თავი და ლოყაზე ცრემლი ჩამოუგორდა.
_
ჰოდა, შინ წამოგიყვანე, _ განაგრძო ბებიამ მოყოლა, _ რა მეჭმია, არ ვიცოდი. თუმცა საჭმელს არ ითხოვდი, არც ტიროდი. თანდათან იზრდებოდი და იზრდებოდი. ალმასივით გამჭვირვალე მრგვალ კენჭს კი გამუდმებით წოვდი. მაგრამ ნახევარი წლის შემდეგ, კენჭი დაილია თუ არა, შენც მორთე ტირილი. ალბათ, მოგშივდა. რა არ ვიღონე, ფეტვის ფაფაც მოგიდუღე, მაგრამ პირი არაფერს დააკარე. გულამომჯდარი ტიროდი და ტიროდი. მაშინ ზურგზე აგიკიდე და ტბისკენ გავეშურე, მთაში. ტბაზე სამარისებური სიჩუმე იდგა. ჩამუქებული წყალი ოდნავადაც არ იძვროდა. «არ გესმის, ტაცუ, როგორ ტირის შენი ბიჭი? _ დავიძახე და თან განანავებდი, _ თუ გესმის, გამოდი წყლიდან და მირჩიე, რა ვქნა, როგორ მოვიქცე. ის გამჭვირვალე კენჭი, რომელსაც ტარო წოვდა, უკვე დაილია. ბავშვი გულამომჯდარი ტირის, პირს არაფერს აკარებს».
ტბის წყალი უცებ შეირხა, ტალღები ათამაშდა, მერე გაიწ-გამოიწია და გამოჩნდა ურჩხული. იგი ორივე თვალით დაბრმავებულიყო.
«
გამარჯობა, დედა! _ ალერსიანად მითხრა ტაცუმ (ნამდვილად ის იყო), _ ვგრძნობ, ჩემი ტარო მაგარი ბიჭი გაიზრდება, ისე ხმამაღლა ყვირის. მაპატიე, დედა, ამოდენა საზრუნავი რომ მოგახვიე თავს. აჰა, კიდევ ერთი კენჭიც, ისევ წოვოს ტარომ. ესეც რომ დაილევა, უკვე რაც გინდა აჭამე, ტარო ყველაფრის ჭამას შეძლებს. გემუდარები, კარგად მოუარე ჩემს ბიჭუნას
ესა თქვა ურჩხულმა და ხელის ცეცებით ჩაგიდო პირში ბრჭყვიალა კენჭი. შენ უმალ შეწყვიტე ტირილი, კიდეც გაიცინე.
«
ტაცუ, თვალი რამ დაგივსო? _ შევძახე, _ ან ეს გამჭვირვალე კენჭები...» მაგრამ სათქმელი ვერ მოვათავე, ისე გაუჩინარდა ურჩხული, თითქოს არც გამოჩენილაო. მზემ მაგრად დააცხუნა. ძლივს მეკავე ხელში, გამჭვირვალე კენჭს კი ისევ უდარდელად წოვდი.

 

ტექსტის წაკითხვის შემდეგ იმსჯელე;

შენი აზრით რა განსაკუთრებული თვისება ჰქონდა კენჭს, რომლითას ჩვილი ტარო საზრდოობდა?


მას შემდეგ არ მახსოვს, რამდენი ხანი გავიდა. ერთხელ, მგონი, მესამე ზაფხული იყო, საშინელი ქარიშხალი ამოვარდა. ქუხდა, ელავდა, თითქოს ცა უნდა ჩამოიქცესო. ქარიშხლის ზუზუნში რაღაც ძახილი შემომესმა უცებ:
«
ჩრდილოეთში მივდივარ, შორეული ტბისაკენ... ჩემს შვილს მოუარე, ტაროს...»
კარში გამოვვარდი და რაც ძალი და ღონე მქონდა დავიყვირე:
«
სად მიდიხარ, ტაცუ. ნუთუ ვეღარასოდეს ვეღარ გნახავ
პასუხად წყვდიადიდან ნაღვლიანმა ხმამ მოატანა:
«
როცა ტარო...»
_
მოჰყევი, ბებია, მოჰყევი! რას გაჩუმდი?
_
როცა ტარო ღონიერი და ჭკვიანი გახდება, მომძებნისო. მერე კიდევ უფრო იმატა ქარიშხალმა და უეცრად საშინელმა გრძელკლანჭებიანმა ურჩხულმა გადამიქროლა თავზე.
_
ესე იგი, დედაჩემი შორეულ ტბაში ცხოვრობს, ჩრდილოეთში და მე მელოდება?! რა თქმა უნდა, წავალ და ნახავ, თუ ვერ ვიპოვი!
_
რას ამბობ, შვილო, ჯერ შენთვის ნაადრევია ამაზე ფიქრი! ისევ ბავშვი ხარ...
ამ დროს სოფელში დიდი ალიაქოთი ატყდა.
_
ეს რა უბედურება მოხდა, გოგონა დაიკარგა... ეს რა უბედურებაა!..
ამ ხმაურზე კარი გაიღო და აიას თავზარდაცემული ბაბუა შემოვარდა.
_
დავიღუპე, დავიღუპე! _ ყვიროდა იგი, _ ჩემი აია ეშმაკმა მოიტაცა!
_
რაო? აია ეშმაკმა მოიტაცა?
_
აბა, სხვა ვინ იქნებოდა იმ წყეულის მეტი? სწორედ იმან. რამ ამაჩემებინა მე უგუნურს, ცივი წყალი მინდა-მეთქი! თანაც ბნელოდა უკვე. ბაბუა, ცივ წყალს მე მოგიტანო, დასტაცა დოქს ხელი და წყაროსკენ გაეშურა. ცოტა ხნის შემდეგ საზარელი ღრიალი შემომესმა. ნეტავ ხომ არაფერი მოხდა-მეთქი, გავიფიქრე. გარეთ გამოვვარდი. დავინახე, რაღაც უზარმაზარი, შავი გრიგალი მიქროდა ტყისკენ. აბა, ვინ იყო, თუ არა წყეული ეშმაკი?.. _ ამოიოხრა ბაბუამ და მწარედ აქვითინდა, _ საჩქაროდ ჩავირბინე წყაროსთან, იქ მხოლოდ გადაყირავებული დოქი ეგდო, წყალიც მთლად დაღვრილიყო...
კრიჭაშეკრული ტარო გულმოსული შეჰყურებდა ჩამობნელებულ ცას. ან კი რა გაემტყუნებოდა ასეთი შემზარავი ამბის გამგონეს.

 


ტარო აიას დასახსნელად მიემგზავრება

ირიჟრაჟა.
ტარო გულმოდგინედ ემზადებოდა შორეული მგზავრობისათვის. ბებიას გამომცხვარი ფეტვის კვერებით სავსე ტომარა ქამარზე გამოიბა და ყველას გამოემშვიდობა. უცებ აიას ბაბუაც შეგულიანდა _ დაიწყო ფაციფუცი, ხელების ქნევა. აიას საძებნელად მეც წამოვალო, დაიჟინა. ძლივს დააშოშმინა ტარომ:
_
აბა, სად უნდა წამოხვიდე, ბაბუა! ეშმაკს მარტოც ვეყოფი, საკადრისად გავუსწორდები და შენს აიასაც შინ მოგგვრი.
ტაროს რიხიან სიტყვებზე ბებია ამაყად გაიმართა წელში, თითქოს ამაღლდა კიდეც. ტარომ ისიც დაუმატა, ჯერ ხომ აიას ვიპოვი, მერე ავდგები და დედაჩემსაც მოვძებნიო.
_
ვიცი, ბებია, შენ გული გიწუხს, ისევ პატარა გგონივარ, მაგრამ ცდები. მე უკვე ღონიერი ვარ. თავისუფლად შემიძლია შორეულ ტბასთან მივიდე, ჩრდილოეთში, და დედაჩემს ჯადო ავხსნა, გავათავისუფლო, _ თქვა მან, _ დედაჩემიც ხომ ადამიანი იყო და არა ეშმაკი. მე ვიპოვი დედას და კვლავ ადამიანად ვაქცევ. შენ კი, ბებია, დარდი ნუ გაქვს, მალე დავბრუნდებით.
ბებიამ ცრემლი შეიმშრალა და თავი გადააქნია.
მერე უბიდან ხის სავარცხელი ამოიღო და ტაროს გადასცა.
_
აჰა, წაიღე... ეს დედაშენის სავარცხელია!
_
გმადლობ, ბებია. ნახვამდის!
წავიდა ტარო სოფლიდან და პირდაპირ მთისაკენ გაემართა, სადაც მას და აიას უყვარდათ თამაში.
იგი ხის ქვეშ, ჩრდილში ჩამოჯდა. უცებ საიდანღაც კურდღელი გამოცუნცულდა, დედა ღორმაც მოირბინა, წრუწუნაც მოცუნცულდა, მერე მელიაც, დათვიც _ ყველანი მოგროვდნენ და შემოეხვივნენ ტაროს.
_
გაიგეთ, რა მოხდა? აია ეშმაკმა მოიტაცა, _ შესჩივლა მათ ტარომ, _ ხომ არ იცით, სად წაიყვანა იმ წყეულმა?
_
მე ვიცი, მე! _ დაიწრიპინა თაგვმა, _ წითელმა ეშმაკმა იგი დონდოროს მთისაკენ გააქანა. იმ მთაზე ჩემი ნათესავები ცხოვრობენ და მაშინვე მთელ სათაგვეთს მოსდეს ეს ამბავი.
ამის გაგონებაზე ცხოველებმა ერთხმად წამოიძახეს:
_
ჰო, სწორედ ის წითელი ეშმაკი იქნება, მთელი დღე დოლზე რომ უბრახუნებს!
_
ის საძაგელი შეიკლავს საწყალ აიას, აიძულებს, შეუსვენებლივ უკრას სალამურზე, მერე ადგება და მოკლავს.
_
ნუ გეშინიათ, წითელ ეშმაკს მე მოვუღებ ბოლოს და აიასაც დავიხსნი, _ დაამშვიდა ისინი ტარომ.
მაშინ დედა ღორმა დინჯად ჩაილაპარაკა:
_
ტარო, ხომ გაგიგონია ანდაზა, «შორი გზა მოიარე და შინ მშვიდობით მიდიო». მე ვფიქრობ, ურიგო არ იქნებოდა, წინდაწინ რომ ტენგუსთან შეივლიდე და მის ჯადოსნურ ძალასაც შეიმატებდე. მართალია, ადამიანებშიც არიან ძლიერები, მაგრამ ტენგუ მაინც სულ სხვაა.
_
გმადლობ, ღრუტუნა, რჩევისთვის. მიმასწავლე, სად ცხოვრობენ ტენგუები!
_
მე თვითონ წაგიყვან, ტარო. გოჭუნებო, ცოტა ხნით დაგტოვებთ და, აბა, თქვენ იცით, როგორ ჭკვიანად იქნებით!
თანხმობის ნიშნად ათივე გოჭმა დააქნია თავი. იმ დროს ისეთი კარგები იყვნენ, რომ ტარომ ვერ მოითმინა, ტომარა გახსნა და თითო-თითო ფეტვის კვერი ჩამოურიგა.
ტარო ზურგზე მოახტა გარეულ ღორს და შურდულივით გაქანდა. ღორი ლაღად ახტებოდა ნაკადულებს, არხეინად მიჭენაობდა თვალუწვდენელი უფსკრულების ციცაბო ნაპირებზე, გაუვალ ტყეებშიაც მოხერხებულად ძვრებოდა... ასე იარეს მთელი დღე-ღამე. როგორც იქნა, გაიარეს ტყე და წინ დიდი მდელოები გამოჩნდა.
_
აქ რაღაც ამბავია! _ წამოიძახა ტარომ, _ შეგროვილან ამდენი კურდღლები, ირმები, მაიმუნები... დახტიან, ტლინკაობენ. რას ბღავიან, ნეტა რა აჩხუბებთ?
_
არავინ არ ჩხუბობს! _ იწყინა ერთმა კურდღელმა, _ ეს ჩხუბი ნუ გგონია, სუმოა!
_
სუმო?
_
ეს ვინაა, საჭიდაო წრეში სულ რომ დაგვიტკეპნა მიწა? _ დაიწრიპინა ვიღაცამ ტაროს ფეხებთან, _ აქ დგომა არ შეიძლება, ვერ ხედავ, მოედანი ფუჭდება?!
გაოცებულმა ტარომ ძირს დაიხედა და მართლაც პატარა მოედანი შეამჩნია, რომელზეც ბლომად მოეყარათ სილა და ორი წრუწუნა გულმოდგინედ დარაჯობდა.
_
მაპატიეთ, გეთაყვა, ვერ შევამჩნიე.
ტარო ღორიდან ჩამოხტა და დატკეპნილი სილა მოასწორა. მერე ირგვლივ მიმოიხედა და დაინახა, წიფლის ჩრდილქვეშ დათვები ჭიდაობდნენ, კლდის ქვემოთ კი ორი ტახი შებმოდა ერთმანეთს.
ყველაფერი ეს სულ არ ჰგავდა სუმოს. ისმოდა გამამხნევებელი შეძახილები, ნამდვილი ჭიდაობა კი არსად ჩანდა. კურდღლები ყურებში ჩაფრენოდნენ ერთმანეთს, ირმები რქებით ძიძგილაობდნენ... მეტად სასაცილო სანახაობა კი იყო. ტარომაც ვერ შეიკავა სიცილი.
_
რა მოხდა, რამ გაგაგულისათ? _ ჰკითხა მან.
_
ასე გვიბრძანა ბატონმა ტენგუმ, _ მიუგო დათვმა.
_
რაო? რა თქვი, ბატონმა ტენგუმო? _ წამოვარდა დედა ღორი, _ ესე იგი, აქ ტენგუს სამფლობელოა? მართალს ამბობ?
_
ტყუილი რა საკადრისია! _ იწყინა დათვმა, _ რა თქმა უნდა, ეს ტენგუ-მანძიროსა და ტენგუ-მანტაროს სამფლობელოა. ირგვლივ გაიხედე, რამდენი მოედანია!
_
კი მაგრამ, ყველას ერთად მოგინდათ სუმო? _ იკითხა ტარომ.
_
ჩვენ კი არ მოგვინდა. ძმებს _ ტენგუ-ბატონებს ძალიან უყვართ ტარო. ამ ცოტა ხნის წინ ტენგუ-ყორანი მოფრინდა და შეგვატყობინა, მალე აქ მათი უდიდებულესობა ტენგუ-ბატონები მობრძანდებიანო. ტენგუ-ყორანს სურს ჩვენი ხელოვნება აჩვენოს მათ.
_
ისე, როგორები არიან ეს თქვენი ტენგუები, უჟმურები ხომ არ არიან?
_
რას ამბობთ, პირიქით, მაგათნაირ გულისხმი¬ერებს სად შეხვდებით, მთელი ქვეყანაც რომ მოიაროთ. ახლა როგორ უყვართ მხიარულება?! დალევენ თუ არა საკეს, მაშინვე აცეკვდებიან. აგე, იმ მთებზე, სადაც მათი სუმოს მოედნებია, ჩვეულებრივზე გაცილებით მეტი სოკო, წაბლი და ხურმა მოდის ხოლმე.
_
მართლაც რომ კეთილნი ყოფილან თქვენი ტენგუები! _ აღტაცებით წამოიძახა ტარომ.
ამ ლაპარაკში რომ იყვნენ, კურდღელი სულ ცმუკავდა. თვალს ხშირად გააპარებდა ხოლმე ტაროსკენ. ბოლოს, როგორც იქნა, გაბედა და ჰკითხა:
_
წეღან რომ თქვი, ეს ჭიდაობა არ ჰგავს სუმოსო, შენ მართლა იცი სუმოს ილეთები? თუ აგრეა, გვასწავლე, გეთაყვა!
_
კარგი. რადგან ასე გულით მოიწადინეთ, გასწავლით. პირველ ყოვლისა, წრეში სწორად უნდა შეხვიდეთ...
ტარომ ორი ნაბიჯი გადადგა წინ: დენ, დენ...
ბაჯ, ბაჯ! _ მძიმედ გადააბიჯეს დათვებმა და ტახებმა. სკუპ, სკუპ! _ მიჰყვნენ მელიები და კურდღლები. წრუწუნები კი ოდნავი ფაჩუნით გადახტნენ _ ცან, ცან!
_
აი, ასე. ახლა ერთმანეთისკენ წადით!
მერე ტარომ აუხსნა, სანამ ჭიდაობას დაიწყებენ, როგორ უნდა შევიდნენ წრეში, მერე მოწინააღმდეგე როგორ უნდა დადონ ბეჭებზე. ბოლოს კისრული ილეთიც უნდა ეჩვენებინა, მაგრამ მოულოდნელად საშინელი ქარი ამოვარდა. ჰაერში ხმელ-ხმელი ფოთლები დაბზრიალდა... ყველანი პირქვე დაემხვნენ.
_
ვიშ! _ დაიყვირეს ერთხმად, _ ტენგუ-ბატონები გვეახლნენ!

ტენგუები ტაროს ჯადოსნურ
ძალას აძლევენ

უხილავმა ხელებმა უცებ მოასუფთავეს იქაურობა, თითქოს ცოცხით მოხვეტესო ხმელი ფოთლები და საჭიდაო მოედანიც მზად იყო.
ამ დროს გაისმა ფრთების ფათქუნი და ორი ტენგუ ნარნარად დაეშვა წრეში. ამდენი მხეცი რომ თავმოყრილი დაინახეს, გაკვირვებით იკითხეს:
_
რა ამბავია, რა აურზაურია?
დათვმა თაყვანი სცა სტუმრებს და დინჯად მოუყვა ყველაფერს.
ტენგუებმა ერთმანეთს გადახედეს და გაიცინეს:
_
აბა, ერთი ვნახოთ თქვენი სუმო!
შეცბუნებული წრუწუნები უმალ გამოხტნენ და დაიწყეს ჭიდაობა. მათ სხვებიც მიჰყვნენ.
თაგვებმა, მაიმუნებმა და დათვებმა სტუმრებს კისრული ილეთიც აჩვენეს, ტარომ ახლახან რომ ასწავლათ.
ჭიდაობას სტუმრები ცნობისმოყვარეობით შესცქეროდნენ.
_
ახლა კი შენი ჯერია, ტარო! _ თქვა ტენგუ-მანძირომ და წინ გავიდა.
ამის თქმა და ხელის ჩაჭიდება ერთი იყო. მაგრამ მოწინააღმდეგეც ღირსეული დაუხვდა. ტარო ყველანაირად შეეცადა, მაგრამ ტენგუს ადგილიდან ძვრაც ვერ უყო.

საშინაო დავალება

წარმოიდგინე, რომ მიოკო მაცუტინის მოთხრობის მიხედვით თამაში უნდა შექმნა პატარებისთვის. როგორი იქნებოდა შენ მიერ შექმნილი თამაში:

·       რაზე გაამახვილებდი ყურადღებას?

·       გარეგნობით როგორები იქნებოდნენ პერსონაჟები?

·       როგორი იქნებოდა შენ მიერ შექმნილი პერსონაჟი ტარო?

 

 

                  შენი ვიდეოთამაშისთვის დახატე ტარო

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

III ნაწილი
_
ყოჩაღ, მომეწონე! _ უთხრა ტენგუმ და ხელი შეუშვა, _ ასეთ საინტერესო მოწინააღმდეგეს პირველად შევხვდი. წამოდი ჩვენთან, გამოქვაბულში, ვისაუბროთ, თითო ფიალა საამო საკეც დავლიოთ...
_
ხვალ კი ჩემთან იჭიდავებ! _ უთხრა ტენგუ-მანტარომ.
ტარომ თავი გააქნია:
_
არა, ტენგუ-ბატონო. თქვენთან საჭიდაოდ არ მცალია, თუმცა ძალიან მიყვარს სუმო. შორი გზა მაქვს გასავლელი, მეჩქარება...
_
სად გეჩქარება? სად უნდა წახვიდე ამ ციცაბო მთებში, ისიც ასეთი სახიფათო ბილიკებით?
მაშინ ტარომ დაწვრილებით უამბო აიასა და წითელი ეშმაკის შესახებ. მერე დედამისის ანდერძიც გაანდო... მოკლედ, ყველაფერს მოჰყვა, არაფერი დაუმალავს და ბოლოს სთხოვა:
_
ტენგუ-ბატონო, ცოტაოდენს ხომ არ მიწილადებდით თქვენს ჯადოსნურ ძალას?
_
ჰო, მართლა, რატომ არ უნდა შევმატოთ ტაროს ჩვენი ძალა? _ ერთმანეთს გადაულაპარაკეს ტენგუებმა და თანხმობის ნიშნად თავი დააქნიეს.
_
დარდი ნუ გაქვს, _ თქვა ტენგუ-მანტარომ, _ ასი კაცის ძალას მოგცემთ. აბა, აიღე ეს ფიალა.
ტენგუ-მანძირომ ქამრიდან დოქი მოიხსნა და უზარმაზარი ფიალა ჯადოსნური ხის ნაყოფისაგან მომზადებული საკეთი გაავსო. ტარომ ორივე ხელით ჩამოართვა ფიალა და უცებ გადაკრა. საკემ ცეცხლივით ჩასწვა ყელი და სხეულში თითქოს ძალა ჩაექცაო.
_
ყოჩაღ, ტარო! _ დაიძახა ტენგუმ, _ ახლა სცადე, ის კლდე ასწიე!
ტარომ თვალით აწონ-დაწონა კლდე, მერე ეძგერა, გაიჭაჭა, მაგრამ ვერ ასწია. კლდე მხოლოდ ოდნავ შეინძრა.
_
ერთი ფიალა კიდევ დალიე! _ უთხრა ტენგუმ.
ტარომ მეორე ფიალაც გამოცალა. ისევ ცეცხლივით მოედო ყელში, იგრძნო, რომ კიდევ მოემატა ძალა. კლდე უკვე თავისუფლად ასწია.
_
აბა, ერთიც კიდევ!
ტარომ მესამედაც დაცალა ფიალა. ამჯერად ყელი აღარ დასწვია. ძალა კი ისევ მოემატა. ბიჭმა კლდე შეათამაშა ხელში, მაღლა აისროლა და ბურთივით დაიჭირა.
ტენგუებს გაეცინათ:
_
ამიერიდან ნურც ერთი ეშმაკის ნუ შეგეშინდება, ტარო. წადი და საკადრისად გაუსწორდი წითელ ეშმაკს. შეგიძლია შუაზე გახლიჩო, ცხვირიც მოამტვრიო.
_
მადლობელი ვარ თქვენი, ტენგუ-ბატონებო, _ უთხრა გახარებულმა ტარომ, _ შენიც, ღრუტუნავ. ახლა კი, რადგან დონდოროს მთა აქვე ყოფილა, მარტო წავალ, შენ შინ დაბრუნდი, შვილებთან.
_
ნუ გენაღვლება, ჩემს გოჭებს ახლა ისე ტკბილად სძინავთ, როგორც ბატატებს ნიადაგში, _ თქვა დედა ღორმა, _ მეც წამოგყვები...
ტარომ თავი გააქნია:
_
არა, ღრუტუნა, შენ არ წაგიყვან. შინ წადი, შვილებს მიხედე! ყველა მომიკითხე და გადაეცი, მალე სასიხარულო ამბებს შეგატყობინებთ-თქო.
ტარო გამოემშვიდობა ჯადოქარ ტენგუებს, მერე დედა ღორსაც და დონდოროს მთისაკენ გაუდგა გზას.
გრგვინვადქცეული
წითელი ეშმაკი

ძნელად სავალი გზა იყო დონდოროს მთისკენ. გვერდს ვერ აუქცევდი დაბურულ ტყეებს. ხავსმოდებულ ტოტებქვეშ აუარებელი შხამა სოკო ამოყრილიყო _ წითელი, რუხი, შავი... მიდიოდა და მიდიოდა ტარო შხამიან სოკოებში, მაღლა-მაღლა. ბოლოს ერთ უფსკრულს მიადგა. ზედ უფსკრულის პირას მაღალი წითელი ჭიშკარი დაუხვდა. ჭიშკრის თაღი ცას ებჯინებოდა.
ტარომ ჭიშკარზე დააკაკუნა.
ხმა არავინ გასცა. მობეზრდა ტაროს ამდენი კაკუნი და კარი შეაღო. იქ ბილიკი დაინახა, რომელიც ხევის ძირას ეშვებოდა. ტარო გაბედულად ჩაუყვა ბილიკს...
ამ დროს წითელი ეშმაკი ძალზე დაკავებული გახლდათ _ ხუმრობა ხომ არაა, დოლზე უკრავდა:
დონ, დონ, დოდონ!
დოდენ, დონ, სუდენ, დონ!
თავისი ხელოვნებით დამტკბარი წითელი ეშმაკი თვალდახუჭული, ნესტოებდაბერილი უბრახუნებდა დოლზე და გრძნობით აყოლებდა თავს.
საეჭვოა, რომ ამ მუსიკით ვინმე სხვაც დამტკბარიყო, ის კი თავს არ ზოგავდა, რაც შეეძლო თავგამოდებით უბრახუნებდა.
«
ჰმ, _ გაიფიქრა ტარომ, _ კურდღელსა და წრუწუნას ტყუილად არ ასტკივებიათ ყური, ის კი არა, ამ ხმაურისაგან შეიძლება დაყრუვდე კიდეც
შევიდა ტარო სახლში, დაჯდა ჭილოფზე. ზის და გაღიმებული უმზერს წითელ ეშმაკს. ეშმაკი კი, ნუ იტყვით, რა განცხრომაშია. უბრახუნებს, თან გუნებაში ეცინება, ტუჩებს აცმაცუნებს, ცხვირში დუდღუნებს. უცებ ტარო შეამჩნია და გაოცებისაგან პირი დააღო.
_
აქ საიდან გაჩნდი? _ ჰკითხა მან.
_
შენ ეი, წითელო ეშმაკო! ახლავე აქ გააჩინე აია, თორემ, იცოდე, შუაზე გაგხლეჩ, ცხვირსაც ამოგამტვრევ! _ მიაძახა ტარომ.
_
კიდევ ხომ არაფერი გნებავს? ერთი ამას დამიხედეთ, მიყვირის კიდეც ეს ლიფსიტა, _ გაიკვირვა ეშმაკმა, _ ხმა ჩაიკმიდე, შე ბრიყვო, შენა! სადღაა ის გოგო. დიდი ხანია ჩემმა ბატონმა, შავმა ეშმაკმა წაიყვანა... ეჰ, როგორ არ გამიმართლა... _ დაღვრემილი განაგრძობდა წითელი ეშმაკი, _ როგორ მინდოდა ერთხანს მისი დაკვრით დავმტკბარიყავი!
_
სად ცხოვრობს შავი ეშმაკი?
_
კუროგანეს მთაზე. აქედან ჩრდილოეთით... ისე, რომ იცოდე, იქიდან დაბრუნებული არავინ მინახავს.
_
შენ ასე გგონია?
ტარო წასასვლელად წამოდგა, მაგრამ წითელმა ეშმაკმა ხელები გაასავსავა:
_
საით, საით მიიჩქარი! დარჩი, რა, ცოტა ხანს ვისაუბროთ!
_
შენ რაზე უნდა გესაუბრო?
_
ჩემი ბატონის, შავი ეშმაკის ამბავს მოგიყვები, არ გინდა? თანაც ნამცხვრით გაგიმასპინძლდები...
_
ნამცხვარს კი შეჭამდა კაცი, _ ჩაილაპარაკა ტარომ.
_
მერედა რა ნამცხვარია, ბრინჯისა. შავმა ეშმაკმა მომართვა. ალბათ ასეთი არც გიჭამია შენს დღეში. დარჩი, რა?!
წითელი ეშმაკი მოუხეშავი ნაბიჯებით გაძუნძულდა ოთახიდან. ხელებს მოწყვეტილივით მიიქნევდა, თითქოს მიწამდე დასთრევდა. უცებ შემობრუნდა და ტაროს უთხრა:
_
სანამ ნამცხვარს მოვიტან, ჩემ მაგივრად შენ დაუკარი დოლზე! გუნება მიფუჭდება, თუ ჩემი საყვარელი დოლის ხმა არ მესმის.
_
კარგი, დავუკრავ და რა თქმა უნდა, შენზე უკეთესადაც.
მიუჯდა ტარო დოლს, დაიწყო დაკვრა და უნებურად გაერთო:
ტონ-ტოკო, ტონ-ტოკო!
ტეკე-ტენ-ტენ.
ტოკა-ტოკა, ტონ-ტონ!
ტენ-ტეკე-ტენ!
ამასობაში წითელი ეშმაკი სამზარეულოში შევარდა, დიდი ჟანგიანი დანა გამოიტანა და ჭასთან დაიწყო ლესვა.
_
დახეთ ლიფსიტას. გამომეცხადა აქ და მბრძანებლობაც არ დამიწყო? _ ლუღლუღებდა თავისთვის, _ ახლავე ვაჩვენებ სეირს! ავკუწავ და დიდ ტაფაზე შევწვავ. ბედი რომ არაფერში მაქვს, როგორ საჩქაროდ მჭირდება ახლა დანა, ეს კი მთლად არ დაჟანგებულა?..
ლესავს დანას წითელი ეშმაკი და თავისთვის ბურტყუნებს. ოთახიდან დოლის ხმა მოისმის.
_
ფუ, რა უმსგავსოდ უკრავს! _ იჭმუხნება ეშმაკი, _ მოსმენა შეუძლებელია. ლამისაა შევუვარდე და ვაჩვენო, როგორ უნდა დაკვრა. მაგრამ რას დავეძებ, ერთხანს თავი შეიქციოს, არსად გამექცეს...
ამ დროს ეშმაკის ფეხებთან სოროში წრუწუნა იჯდა, ეს რომ გაიგონა, სოროდან გამოვარდა და ოთახისკენ მოჰკურცხლა.
_
ტარო! _ დაიწრიპინა მან, _ ეჰ, ტარო, ტარო! კაცმა რომ გკითხოს, დიდ საქმეზე მიდიხარ, ბრინჯის ნამცხვარზე კი სულმა წაგძლია. იცოდე, ტარო, შეიძლება სიცოცხლეს გამოესალმო! წითელი ეშმაკი დანას ლესავს შენს დასაკლავად. წადი, სანამ დროა, თავს უშველე, შენ მაგივრად მე დავაბრახუნებ დოლზე.
თაგვმა დაიწყო დოლზე კუდით ბრახუნი:
ტენ-ტეკე,
ტენ-ტეკე!
_
აბა, რაღას უდგახარ, გაიქეცი!
_
აჰა, ეშმაკს საოჯახო დანით ნდომებია თურმე ჩემი დაკვლა! ბრინჯის ნამცხვრით გამასპინძლებას კი მპირდებოდა. ესე იგი მომატყუა თავისი ჭკუით.
_
მოგატყუა, აბა, რა! ყველა შენსავით კეთილი ნუ გგონია ამქვეყნად. გირჩევნია, მალე გაიქცე, სანამ მე ვაბრახუნებ...
_
არსადაც არ გავიქცევი. არ მიყვარს მტრისაგან გაქცევა. თაგუნა, შენ განაგრძე შენებურად, მე კი წითელ ეშმაკთან მივალ.
თაგვმა ერთი ამოიოხრა და მთელი ძალით დასცხო კუდი დოლს:
ტენ-ტენ,
ტენ-ტეკე-ტენ!
მშვენივრად უკრავდა წრუწუნა, რაც მთავარია, ხმამაღლა. ამასობაში ტარო ეზოში მალულად გავიდა. წითელი ეშმაკი ქვაზე წახრილიყო და გულმოდგინედ ლესავდა და ლესავდა დანას.
_
როგორაა საქმე, წითელო ეშმაკო? კარგად ვერ გალესე?
_
როგორ, შენ აქა ხარ? მაშ, იქ ვინ უკრავს? _ განცვიფრდა ეშმაკი.
_
შენ ისე აჩხარუნებ მაგ დანას, რომ დოლის ხმა აღარ მესმის.
_
ააა... აი, რატომ გარჯილხარ!
წითელმა ეშმაკმა ნაღვლიანად გადახედა ნახევრად გალესილ დანას.
_
როგორც ჩანს, ჩემს დასაკლავად ემზადები! ვნახოთ, ვნახოთ!
ტარო საბრძოლველად წამოიმართა და შეტევისათვის მოემზადა.
სირცხვილისა თუ ბრაზისაგან ისე გაწითლდა ეშმაკი, რომ ისედაც წითელი სახე სულ წითელი პილპილივით გაუხდა.
_
ოჰ, შე ლიფსიტავ, შენა! _ წამოიყვირა მან და თავისი ჟანგიანი დანით ტაროსკენ გაექანა.
ტარო ფეხებში გაუსხლტა ეშმაკს, ხელიდან დანა მოხერხებულად გამოსტაცა და შორს გადაისროლა. დანა პირდაპირ მთის მდინარეში ჩავარდა, თევზად იქცა და დინებას გაჰყვა.
მერე ტარომ ხელი სტაცა წითელ ეშმაკს და მიწაზე დაანარცხა. დაანარცხა ერთხელ, დაანარცხა მეორედ... მანამ არ მოეშვა, სანამ სულ მთლად არ გააბრტყელა.
_
შემიბრალე! _ შეევედრა ეშმაკი, _ ტარო, როდის გახდი ასეთი ღონიერი? პირდაპირ სასწაულია!
_
არამზადა ხარ, წითელო ეშმაკო, არამზადა! საბრალო გლეხებს რის ვაივაგლახით მოჰყავთ ცერცვი და ფეტვი, შენ კი სულ უჩანაგებ. გამოტყდი, ხომ შენ იპარავ?
_
ვიპარავ... _ ძლივს ამოილუღლუღა ეშმაკმა.
_
ესეც არ იკმარე და აია მოიტაცე! ახლა ჩემი მოკვლაც მოინდომე. დასანდობი ხარ, განა? ავიღებ და სადმე შორს გადაგისვრი, შენს ბოროტებას რომ ბოლო მოეღოს... სულაც მდინარეში გისვრი, ან მთის გადაღმა. თუმცა, უმჯობესია, ჯოჯოხეთში გაგისტუმრებ, ემა-ეშმაკთან...
_
, გევედრები, მაგას ნუ იზამ! თუ მაინცდამაინც უნდა გამწირო, ისევ ცაში გამტყორცნე. მგრგვინავი კამინარის შეგირდი მაინც გავხდები და ჩემს გემოზე დავუკრავ დოლს. რა ყრია შავი ეშმაკის სამსახურში? ხან მიბრძანებს, საჭმელი მოიპარე და მომიტანეო, ხან საკეს მოისურვებს, ხან კი გოგო მომგვარეო, დაიჟინებს. მუსიკას სულ ვერ იტანს. თუ შემისწრო, როცა დოლზე ვუკრავ, შენს მტერს, ისეთ დღეს დამაყენებს, სიკვდილს მომანატრებს...
_
ეგ მართლა კარგად მოიფიქრე. მგრგვინავი კამინარის შეგირდობაც საქმეა.
ტარომ წითელ ეშმაკს დოლი მიაწოდა და გახარებულმა უთხრა:
_
აჰა, მაგრად დაიჭი, მიწაზე არ ჩამოგივარდეს! მე კი რაც ძალი და ღონე მაქვს, ცისკენ გაგტყორცნი.
აიყვანა ტარომ წითელი ეშმაკი და ის იყო, მაღლა უნდა აეგდო, რომ ეშმაკი დაჭრილივით აღრიალდა:
_
დაიცა, ტარო, დაიცა! რაღაც მინდა გითხრა. კუროგანეს მთაზე შავ ეშმაკთან თუ წახვალ, დაიხსომე _ შავი ეშმაკი ძალზე ოსტატურად იცვლის ხოლმე სახეს. ფხიზლად იყავი, როგორც კი სხვა ვინმედ გადაიქცევა, მაშინვე უნდა დაიძახო: «ნამუ უნ კეი არაბი სო ვაკა». სამჯერ რომ შეულოცავ ასე, შენ თვითონაც რადაც გინდა, იმად გადაიქცევი. აი, ეს მინდოდა მეთქვა შენთვის. ახლა კი გამტყორცნე ცაში.
_
გმადლობ, წითელო ეშმაკო. ცაში რომ ახვალ, დოლზე მაგრად დააბრახუნე და მეც მივხვდები, რომ მშვიდობიანად ახვედი... აბა, ერთი, ორი, სამი... გასწი!..
და ტარომ მაღლა ატყორცნა ეშმაკი. სულ ბზრიალ-ტრიალით მიქროდა ცისკენ. მერე თვალს მიეფარა. ცოტა ხნის შემდეგ ქუხილი გაისმა: გოროგოროგორო!
_
ესეც ასე, ყველაფერი რიგზეა. მიუღწევია ცამდე. იქ მისი დოლის ხმა უფრო ასატანია, ვიდრე აქ, დედამიწაზე.
კუროგანეს მთა

ტარომ გატყორცნა თუ არა წითელი ეშმაკი მგრგვინავ კამინარისთან, თვითონ კუროგანეს მთისკენ გაემართა, სადაც შავი ეშმაკის სამფლობელო იყო.
აღარსად ჩანდა მწვანე ხეები. ირგვლივ მხოლოდ რუხი და შავი სალი კლდეები წამოყუდებულიყო. აქა-იქ ხმელი ხის ტოტები ეყარა, რომლებიც ქარს მოეხვეტა. თეთრად ანათებდა ირმებისა და ანტილოპების ძვლები. მზე წუთით გამოაჭყიტებდა და მაშინვე ღრუბლებს მიეფარებოდა. გარშემო მძიმედ ჩამოწვა ნისლი. არც წინ და არც უკან გზა არ ჩანდა.
კიდევ კარგი, რომ ტაროს გამოჩენისთანავე უცბად გაიფანტა ნისლი, თორემ ბიჭი ისე ღრმა უფსკრულის ნაპირს მიჰყვებოდა, ძირს რომ გადაეხედა, შეიძლება უცებ თავბრუ დახვეოდა და გადაჩეხილიყო კიდეც.
«
სად მოუყვანია შავ ეშმაკს აია! _ გაიფიქრა ტარომ, _ აქ ხომ ძალიან საშიშია
ბევრი იარა თუ ცოტა, ბოლოს ნისლში გახვეული შავი მთა დაინახა.
«
ალბათ ეს არის კუროგანეს მთა!» _ მიხვდა ტარო და ნაბიჯს უმატა.
უცებ საიდანღაც სალამურის ნაზი ხმა შემოესმა.
«
ეს ხომ აიაა? რა თქმა უნდა, ის არის
ტარომ შორიდან იცნო ათ გოჭზე შეთხზული ნაცნობი სიმღერა და თვითონაც ამღერდა. საბედნიეროდ, ის იყო, ნიავმაც დაუბერა და ნისლი გაფანტა. ტარომ აიას მოჰკრა თვალი. იგი ზურგშექცევით იჯდა, როგორც კლდის პირას ყვავილი და ნაღვლიანად უკრავდა სალამურზე. ტარო ერთხანს ჩუმად იდგა, აიას მისჩერებოდა და მოულოდნელი სიხარულისაგან ხმას ვერ იღებდა.
თითქოს გულმა უგრძნოო, აიამ სალამური ძირს დადო და მიიხედ-მოიხედა. გაოცებისაგან დიდრონი ლამაზი თვალები დააჭყიტა.
_
ნუთუ ეს შენა ხარ, ტარო? სიზმარია თუ ცხადი?
_
რის სიზმარი, აია! მართლა მე ვარ, ტარო! _ შესძახა გახარებულმა და სამჯერ დააბაკუნა ფეხი, როგორც სუმოში გამოსვლისას იციან ხოლმე, _ ერთი მაჩვენე, სად არის შავი ეშმაკი. ახლავე გავუსწორდები.
_
სადღაც წავიდა... ალბათ, მალე დაბრუნდება. დღეს დიდი სიხარული მოელის: მთის ძირას რომ სოფელია, იქიდან ვახშმად ქალიშვილი უნდა მოჰგვარონ.
_
არამზადა!
_
, რომ იცოდე, რა ბოროტი ჯადოქარია! ხალხს მთის წყარო მოსტაცა და ახლომახლო სოფლებს წალეკვით ემუქრება. დაშინებული ხალხი ყოველ წელს თითო ქალიშვილს სწირავს მსხვერპლად, რათა ათასობით ადამიანი დაიფარონ განსაცდელისაგან.
_
ერთი უყურე! _ წამოიძახა ტარომ და ბრაზისაგან წამოჭარხლდა, _ გლეხებს ყველაზე ძვირფასი რამ, წყალი მოსტაცა და კიდევ რაებს სჩადის. არაფერია, მაგასაც მოეღება ბოლო!
_
იცოდე, ტარო, ფრთხილად. ძალიან ღონიერია!
_
აი, ნახავ, რა დღესაც დავაყრი!
საშინელმა გრუხუნმა შეარყია მთები. ერთ კლდეს გვერდი ჩამოენგრა და ხმაურით გადაეშვა უფსკრულში.
_
შავი ეშმაკი მოდის. ტარო, აქ მოდი, ჩქარა!
აია მკლავში სწვდა ტაროს და გამოქვაბულში, ხის სკივრში დამალა. ამ დროს შავი ეშმაკი ნაკვერჩხლებივით ანთებული თვალებით შემოიჭრა გამოქვაბულში.
_
რაშია საქმე, საიდანღაც ადამიანის სუნი მცემს! _ დაიძახა მან.
შავ ეშმაკზე შემზარავი მართლაც არ მოიძებნებოდა ქვეყნად. მთელი სხეული რკინის ბანჯგვლებით ჰქონდა დაფარული, თათებზე კლანჭები წამოზრდოდა, პირიდან თეთრი ეშვები გადმოეყარა...
_
ეი, გომბიო! გამოქვაბულში ვიღაცაა-მეთქი, შენ გეუბნები, _ თქვა ეშმაკმა და თვალის ცეცებით მიმოიხედა, _ ახლავე გამომიჩინე, თორემ...
_
არა, არავინ არის!
_
ნუ მატყუებ! _ დაიღრიალა შავმა ეშმაკმა გაბზარული ზარის ხმით, _ ვიცი, მიმალავ, მაგრამ გამოქვაბულის შემოსასვლელში რომ ყვავილებია, იმათგან შევიტყვე: როცა აქ კაცი შემოვა _ თეთრი ყვავილი იშლება, როცა ქალი _ წითელი. ეს დიდი თეთრი ყვავილი ხომ მე ვარ, მაგრამ ის პატარა თეთრი ყვავილი ვინღაა?
_
ეს მე გახლავარ, ტარო!
ტარომ სკივრს სახურავი ახადა, გადმოხტა და შავ ეშმაკს წარუდგა.
_
ჰმ, მეც ვიფიქრე, ვინმე არის-მეთქი! ქინქლა არ ყოფილა? გინდა უცბად გადაგსანსლო?..
შავმა ეშმაკმა ხელები ასწია, პირი გააწკლაპუნა და ტაროსკენ გაიწია. შეშინებული აია წამოვარდა, ტაროს წინ აეფარა და იყვირა:
_
ხელი არ ახლოთ, ეს ჩემი ძმაა!

ბრძოლა შავ ეშმაკთან

_
ესე იგი, შენი ძმაა... რა გაეწყობა, დარჩეს ჩვენთან, მხოლოდ ერთი პირობით: სტუმრად მხოლოდ მას მივიღებ, ვინც მე მაჯობებს. შევეჯიბროთ ერთმანეთს _ ჩვენ ორში ვინც მეტ ცერცვს შეჭამს, გამარჯვებულმა მერე დამარცხებულიც შესანსლოს... ჰა? რაღა დაგიმალო და გვარიანად მომშივდა კიდეც. რას დამუნჯდი, არ გაწყობს?
აიამ გამოათრია დიდრონი ტაფები და ზედ ცერცვი დაყარა. ტაროს წილი ცერცვის მარცვლები წყალში ამოავლო, რომ დარბილებულიყო, ხოლო ეშმაკის წილ მარცვლებში წვრილ-წვრილი კენჭები შეურია...
ეს სანაძლეო ტარომ ადვილად მოიგო.
_
არა, ეს არ ითვლება! _ თქვა ეშმაკმა, _ მოდი, ახლა ვიჭიდაოთ! ეზოში გამოდი, სტუმარო, ერთი ვნახოთ, ვინ უფრო ღონიერია!
შავი ეშმაკი ცეკვა-ცეკვით გაძუნძულდა გამოქვაბულიდან. მისი ნაბიჯებისგან მთები აძაგძაგდა, თითქოს მიწისძვრააო. გამოქვაბულს დიდი ლოდი ჩამოენგრა და ხრამში ჩაგორდა.
_
--, შენ გინდა სუმოში შემეჯიბრო, არა? მოვსინჯოთ, მეც მიყვარს სუმო, _ თქვა ტარომ და უკან გაჰყვა შავ ეშმაკს.
დაეძგერნენ ერთმანეთს, მაგრამ ვერც ერთმა ვერ დასძრა მოწინააღმდეგე ადგილიდან.
ამ დროს ტარომ თვალი შეასწრო ეშმაკის უზარმაზარ მუცელს და სიცილი წასკდა. მერე ვეღარ მოითმინა და ხმამაღლა წაიმღერა:
დენ-დერა-დენ!
დენ-დერა-დენ!
ეს მთა როგორ მაოცებს...
ეშმაკო, ვერ გაივსებ
მაგ გაუმაძღარ მუცელს!
შავ ეშმაკს გაუკვირდა: «დახეთ, კიდევაც რომ მღერის
ტარომ ისევ გააგრძელა თავისი სახუმარო სიმღერა:
დენ-დერა-დენ!
დენ-დერა-დენ!
ეს მთა როგორ მაოცებს...
შავი ეშმაკი ცოტათი მოდუნდა. ამასობაში ტარომ ერთი ისეთი შემოჰკრა, რომ მოწინააღმდეგე ყირამალა გადაეშვა უფსკრულში. ვიდრე ძირს დაენარცხებოდა, ეშმაკი კლდის გამონაშვერს დაებღაუჭა და ქოშინით ამოსძახა ტაროს:
_
მოხერხებული ყოფილხარ, სტუმარო, მაგრამ გამარჯვებული ის იქნება, ვინც მესამედ გაიმარჯვებს.
დაიძახა ეს თუ არა, მაშინვე პატარა ბორცვისოდენა ტახად იქცა.
ტახმა წინ წამოყარა ალესილი ეშვები, აიჯაგრა და ეძგერა ტაროს. გაბოროტებული სულ ცეცხლს აფრქვევდა პირიდან.
შეშინებულმა აიამ შეჰკივლა და სახეზე ხელი აიფარა...
მაგრამ ისევ საოცრება! ცოტა ხნის შემდეგ ტახის ხმამაღალი ქშენაღა ისმოდა. «სასწაული»... _ გაიფიქრა გოგონამ და თვალები გაახილა. ტარო არსად ჩანდა, მხოლოდ ტახის დინგთან დაფრინავდა პაწაწინა ფუტკარი არხეინად და ბზუოდა: «--...»
გამძვინვარებული ტახი ცდილობდა ფუტკრის დაჭერას, მაღლა იშვერდა უზარმაზარ დინგს, მაგრამ ამაოდ. ფუტკარი ბზუილ-ბზუილით ხან ცხვირზე დაასკუპდებოდა, ხან თვალებთან ებლანდებოდა. ბოლოს შეუძვრა ყურში და მწარედ უკბინა. ტახმა საშინლად დაიღრიალა და ყალყზე შედგა. ხან ხეს შეაფხანა ყური, ხან მიწაში ჩარგო დინგი. მიწაზედაც გაგორდა. სიმწრისაგან სულ წრეებს ხაზავდა. გზაც ვეღარ გაიკვლია, თვალთ დაუბნელდა, თავბრუ დაესხა და ბოლოს უფსკრულში გადაიჩეხა.
საშინელმა ხმაურმა მთები შეაზანზარა და უფსკრულიდან შავი კვამლის უშველებელი სვეტი ამოიმართა, ფსკერზე კი შავი ეშმაკის მოხაზულობის შავი ლოდი დარჩა.
აკანკალებული აია იდგა და ვერ მიმხვდარიყო, რა მოხდა _ სასიხარულო თუ სამწუხარო ამბავი...
ამ დროს ომახიანი ხმა შემოესმა:
_
დაინახე, აია, შავი ეშმაკი ლოდად რომ ვაქციე? ეს შელოცვა წითელმა ეშმაკმა მასწავლა. შევულოცე თუ არა სამჯერ, მაშინვე ფუტკრად გადავიქეცი და ეშმაკსაც ბოლო მოვუღე. აია, დაუკარი სალამური, მე კი ვიცეკვებ, _ და ტარომ წამოიწყო სიმღერა, თან ტაშს უკრავდა და ფეხებს აბაკუნებდა:
დენ-დერა-დენ!
დენ-დერა-დენ!
ქვეყნად ცხოვრობდა
შავი ეშმაკი.
ქვეყნად ცხოვრობდა
ავი ეშმაკი.
ლოდად იქცა
ამ მთის ძირას,
ლოდად იქცა...
დაუბერე, ქარო,
შეუნგრიე მკერდი!
ყველაზე ძლიერო,
წელიწადის ქარო!
დიდხანს იმღერეს და იცეკვეს. მერე დაიქანცნენ და იქვე ჩამოსხდნენ. ამ დროს ნიავმა საიდანღაც სალამურისა და დოლის ტკბილხმოვანი ჰანგები მოიტანა, რომელსაც სევდიანი სიმღერა მოჰყვა...
სევდიანი სიმღერა

საოცარი ამბავია. ამ უდაბურ მთებში თითქოს სულდგმულიც არ ჭაჭანებს და უცებ _ სიმღერა!
_
იქნებ ზეიმია? _ ივარაუდა აიამ, _ მაგრამ ნაღვლიანად რომ მღერიან?..
_
გეგონება, ხმა მართლა ქვესკნელიდან მოდისო... წამო, აია, ვნახოთ, რა მოხდა!
ვიწრო ბილიკით ჩაირბინეს შავი კლდეები, სადაც წვიმისაგან გახასხასებული ძვლები იყო მიყრილ-მოყრილი. ფლატეებიან ნაპირს რომ მიადგნენ, აიამ წამოიძახა:
_
გახედე, ტარო, გახედე!
მიჩოჩდნენ ორი უზარმაზარი კლდის შუა ნაპრალთან, გადაიხედეს ქვემოთ და რა დაინახეს: თეთრ ტანსაცმელში გამოწყობილი ხალხის მწკრივი ნელ-ნელა მიიწევდა წინ. მერე თანდათან გაარჩიეს, რომ მათ თეთრი ფიცრებისაგან გაკეთებული ტახტრევანი მიჰქონდათ და ნაღვლიანად მღეროდნენ. მათ სიმღერას სალამურები და დაფდაფები ეხმიანებოდა, გეგონებოდათ, ადამიანები კი არა, ჯოჯოხეთის მოციქულები არიანო.
ტარომ და აიამ ერთმანეთს გადახედეს, მერე ხელიხელჩაკიდებულები მთიდან ძირას ჩასრიალდნენ და პირდაპირ თეთრსამოსიანთა ფეხთით აღმოჩნდნენ.
ხალხი დაფრთხა. უცებ დააგდეს ტახტრევანი და აქეთ-იქით მიიმალნენ.
_
ეჰეი, ხალხნო, ნუ გეშინიათ, თქვენიანები ვართ! საით გარბიხართ? _ ხმამაღლა დაიძახა ტარომ, მაგრამ უკან არავის მოუხედავს, ხმაც არ გაუციათ, ბოლოს ერთი ბერიკაცი ძლივს მოფორთხდა, ისიც შიშისაგან თავს მაღლა ვერ სწევდა.
_
ბაბუა, რამ დააფრთხო ეს ხალხი, ჩვენ ხომ ყაჩაღები არ ვართ?
შეშინებულმა მოხუცმა ტარო და აია შეათვალიერა და შვებით ამოისუნთქა:
_
მართლა არ ყოფილხართ ყაჩაღები! მაგრამ აქ საიდან გაჩნდით, ჰა? შავი ეშმაკის მსახურნი ხომ არა ხართ?
_
შავი ეშმაკის მსახურნი? არა! სადღაა თქვენი შავი ეშმაკი, ჭირი მოგჭამათ, ლოდად იქცა.
_
რაო? ლოდად?
_
ჰო, რა! გახედე, აგე, იქ უზარმაზარი შავი ლოდი რომ გდია, შავი ეშმაკია. ჩვენ მოვუღეთ ბოლო, განა! არ გაიგონე, მთებში რომ გრუხუნი ატყდა? სწორედ მაშინ მოხდა ეს ამბავი...
_
როგორ არ გავიგონე, კიდეც ვიფიქრე, ქვეყანა ხომ არ იქცევა-მეთქი. ესე იგი, შავი ეშმაკი აღარ არის ქვეყნად ხომ?
სიხარულისაგან ატირდა ბერიკაცი. აკანკალებული ხელით გამოაღო ტახტრევანის კარი, სადაც თეთრ კიმონოში გამოწყობილი ლამაზი ქალიშვილი გულწასული ეგდო.
_
გონს მოდი, შვილო, ნუღარაფრის გეშინია. ამ ყმაწვილმა გიხსნა. შავი ეშმაკი სამუდამოდ მოგვაშორა. თვალი გაახილე, მზეთუნახავო! ეჰეი, ხალხო! აქ მოდით, ნუ გეშინიათ, შავი ეშმაკი აღარ არსებობს, ლოდად ქცეულა.
უცებ ყველანი მოგროვდნენ, ატყდა ჩოჩქოლი. აბა, რა უნდა ექნათ? ბედნიერი დღე გაუთენდათ _ შავი ეშმაკი მოისპო, რომელმაც ათეული და ასეული წლების განმავლობაში ხალხს სისხლი გაუშრო. ყველას სიხარულის ცრემლი სდიოდა, მადლობას უხდიდნენ თავიანთ მხსნელებს _ ტაროს და აიას. მერე დაწვრილებით უამბეს კიდეც, შავმა ეშმაკმა როგორ მოიტაცა მათი წყარო, ყოველწლიურად როგორ ითხოვდა დიდ გასამრჯელოს, ადამიანის მსხვერპლსაც არ ერიდებოდა. უგუნებოდ რომ იყო, ანდა რაიმე არ მოეწონებოდა, მაშინვე სოფელში შავ ღრუბლებს გაგზავნიდა ხოლმე, რამდენიმე დღით იქაურობას ჩამოაბნელებდა, მზის სხივს არ მიაკარებდა. ზოგჯერ კი ნათესებს დასეტყვავდა და მთელ მოსავალს წალეკავდა, მინდვრებსა და სოფლებს დატბორავდა ხოლმე.
_
მოდი, ვნახოთ, რა არის ამ გამოქვაბულში!
დაღლილობა უცებ დაავიწყდა ყველას და შავი ეშმაკის გამოქვაბულისაკენ შეუყვნენ.
_
ეს გამოქვაბული ბრინჯითაა სავსე!
_
აქ კი ოქროს და ვერცხლის მთებია!
_
ერთი შეხედეთ, როგორ ბრწყინავს იასპი _ თვალი პატიოსანი!
გაოცებული გლეხები გაფაციცებით ათვალიერებდნენ შავი ეშმაკის საგანძურს. ტარო და აია კი სულ მაღლა-მაღლა მიჰყვებოდნენ მთას. ბოლოს ერთ პატარა გამოქვაბულს მოჰკრეს თვალი.
გამოქვაბულიდან ცხენის ჭიხვინი და ფლოქვების თქარათქური ისმოდა. შეიჭყიტეს გამოქვაბულში და რას ხედავენ: ლამაზი თეთრი ცხენი მაყვალივით შავ თვალებს აბრიალებს და აბრეშუმივით ფაფუკ კუდს აქეთ-იქით იქნევს.
_
აჰა, ეს ის თეთრი ცხენია ალბათ, შავი ეშმაკი რომ ტრაბახობდა _ დღეში ას რის* თავისუფლად გავირბენო.
_
რა დიდებული ბედაურია! სხვა არაფერი მინდა ამ საგანძურიდან, ცხენს კი სიამოვნებით წავიყვან, _ თქვა ტარომ.
_
რა კარგი იქნება, ტარო! მართლაც შესანიშნავია, _ გაუხარდა აიას.
გამოვიდნენ გამოქვაბულიდან. სადავეში ხელჩავლებული მოჰყავდათ თეთრი ცხენი. უცებ შეამჩნიეს სულ ზემოთ, მთის კორტოხისაკენ მიმავალი ბილიკი.
«
იქ რაღა უნდა იყოს? _ გაიფიქრეს და ბილიკს აუყვნენ. აღმართი რომ აიარეს, ასეთი სანახაობა გადაეშალათ:
მთებს შუა ზვირთკამკამა ტბა გარინდებულიყო. ტბის ნაპირას მოხუცი კაცი იდგა. ეს სწორედ ის მოხუცი გახლდათ, პირველად რომ გამოელაპარაკა ტაროს. მოხუცს გულზე ხელები დაეკრიფა და მოსარკულ ტბას დასცქეროდა.
_
ასეა, _ თქვა მან, _ ოქრო, ვერცხლი და იასპი ხომ ძვირად ფასობს, მაგრამ ჩვენთვის, გლეხებისათვის, წყალზე ძვირფასი არა არის რა. როგორ ვიტანჯებოდით, ეს ტბა რომ შავი ეშმაკის ხელში იყო. გმადლობთ, ტარო! გმადლობთ, აია! თქვენ დაგვიხსენით ტყვეობიდან.
მოხუცმა ისევ ტბას დახედა. უცებ ფეხებთან პატარა მრგვალი სარკე დაინახა. მოხუცმა აიღო სარკე და აიას გაუწოდა:
_
გამომართვი ეს სარკე, აია. მართალია პატარაა, სამაგიეროდ, ლამაზი!
აიამ სარკე გამოართვა, კიმონოს სახელოთი გააპრიალა და უთხრა:
_
ძალიან გამახარა ამ ლამაზმა სარკემ! ამ სარკის მეტს არც არაფერს წავიღებ აქედან.
ტარო კი ჩუმად იდგა და ტბას დასცქეროდა. ატირებას ცოტა უკლდა. ტბამ დედა მოაგონა.
_
ცოტა, კიდევ ცოტაც დაიცადე, დედა! _ წაიჩურჩულა ტარომ, _ შენც მალე გიპოვი!..

თვალუწვდენელი ველები

ტარო და აია ფერდობზე დაეშვნენ. თეთრი ცხენი ისევ სადავით მიჰყავდათ. ბარში დიდი მხიარულება იყო. გლეხებს ტახტრევანი პირამდე გაევსოთ შავი ეშმაკის გამოქვაბულში ნაპოვნი განძეულით.
მაინც რა უცებ დაავიწყდათ გუშინდელი უბედურება და მწუხარება! ახლა მხიარული შეძახილებით იმხნევებდნენ თავს და შინისაკენ მიიჩქაროდნენ.
ჩამავალი მზე მთებს მიეფარა. უკუნი ღამე ჩამოწვა, მაგრამ გლეხების მხიარულებას არაფერი უშლიდა ხელს. ბერიკაცმა ტაში შემოჰკრა და ლაზათიანი სიმღერაც შემოსძახა:
ციცაბო კლდის გადაღმა
შავი ეშმაკი დასახლდა.
დოდონ, დოდერან,
დოდონ-ტო!
მუდამდღე ვცახცახებდით
შავი ეშმაკის შიშითა...

ახლა მეორემ აიტაცა სიმღერა:

მაგრამ ერთხელ იმ მთებიდან.
იმ ციცაბო მთებიდან,
ქვეყნად ყველა გმირზე გმირი
ჩვენ მხსნელად მოგვევლინა.
დოდონ, დოდერან,
დოდონ-ტო!
შეებრძოლა შავ ეშმაკს და
ისეთი დღე აწია,
ის ბოროტი ავი სული
ლოდად გადააქცია!
დოდონ, დოდერან,
დოდონ-ტო!
ასე ტაშ-ფანდურაში გაატარეს მთელი ღამე. ვერც კი შეამჩნიეს, ისე შემოათენდათ.
სახიფათო ფრიალო მთები უკან მოიტოვეს და მაღალ-მაღალი კრიპტომერიების ტყეში შევიდნენ. ჰაერი ჩიტების ჭიკჭიკითა და წიწვების მსუყე სუნით იყო სავსე. გუშინდელი ამბავი კი მხოლოდ უსიამოვნო სიზმარივით აგონდებოდათ.
_
შეხედეთ! _ მხიარულად წამოიძახა მოხუცმა, _ აგერ, მაღალი კლდეც გამოჩნდა, გადაღმა ხომ ჩვენი სოფელია. იქ ყველაფერი სხვაგვარადაა, ვიდრე მთაში. ცოტაც და კლდესაც შემოვუვლით. აბა, იქ ნახეთ, რა ამბავი იქნება.
აია და ტარო შეჩერდნენ. გაბრუებულნი იყვნენ სანახაობით.
ქვემოთ, დაბლობში, ქლიავისფრად დაბინდულ შორეულ მთებამდე, მწვანედ ბიბინებდა ბრინჯის ყანები. მათ შუა კი მზით აციმციმებული მდინარე ობისმაგვარი* ქამარივით მიიკლაკნებოდა. აქა-იქ ცერცვის მიმობნეული მარცვლებივით მოჩანდა პატარ-პატარა ყავისფერი სახლები...
_
რა თვალუწვდენელი ველებია! _ აღმოხდათ აიას და ტაროს. ისინი ხომ მთის ვიწროებში გაიზარდნენ და აქამდე არც კი ენახათ ასეთი სივრცეები.

ბრინჯის ოთხმოცდარვა ნამცხვარი

_
შემობრძანდით, შემობრძანდით!
_
დასხედით, დაისვენეთ!
_
ინებეთ, თბილი წყლით სავსე კასრები...
სოფელმა აიასა და ტაროს არნახული ზეიმი გაუმართა.
_
ასე ახალგაზრდებმა როგორ დაამარცხეს შავი ეშმაკი?!
_
სულ მთლად ბავშვები არიან...
_
ყოჩაღ, ყოჩაღ!
_
ამიერიდან მშვიდად ვიცხოვრებთ!
_
სიხარულიც ამას ჰქვია!
_
მე კი არაფერი ვიცოდი, ჩემთვის მდინარეზე მივდიოდი სათევზაოდ...
_
შენ თუ გგონია, მე ვიცოდი, მეც ტყეში მივდიოდი სოკოსთვის...
_
რახან აგრეა, ჩამოვივლი სოფლად და ბრინჯის ქვაბებს შევაგროვებ.
_
ესეც საქმეა...
_
ადრეც უნდა მოგვფიქრებოდა!
სოფელი აქოთქოთებული და გამოცოცხლებული იყო. ყველანი ქვაბების ირგვლივ ფუსფუსებდნენ. მალე ქათქათა ბრინჯი გორაკებად დახვავდა.
_
მოდით, ბრინჯის ნამცხვრები დავაცხოთ!
_
მართლაც კარგი რამ იქნება...
_
ხილფაფიანი ნამცხვარიც არ იქნება ურიგო...
_
ქლიავიანიც...
_
უქლიავო და უხილფაფოც, უბრალო ნამცხვარიც კარგია.
აია და ტარო შეჰყურებდნენ სამზადისს და უკვირდათ, ამ სოფელში ასე მდიდრად რომ ცხოვრობდნენ.
ეზოები ყვავილებით მოფენილიყო, გუბეებში თეთრი და წითელი კობრები დაცურავდნენ, საქათმეებში ქათმები კაკანებდნენ, თავლაში ცხენები ფლოქვებს მოუთმენლად აბაკუნებდნენ, ბოსელში კი ძროხები ზანტად იცოხნებოდნენ.
და აი, გაწკრიალებული ვეებერთელა ოთახი. დიდ კერიასთან, ნაკვერცხლების გროვაზე, წყლით სავსე ქვაბი თუხთუხებს.
შემოაქვთ ხორაგით სავსე ხონჩები. ზედ უხვადაა გველთევზები, კობრები და მდინარის ნაბოძები სხვა სიკეთე. მოაქვთ სოკოები, გვიმრის ყლორტები, შემწვარი წაბლი, ხურმის ჩირი და სხვა სანოვაგე. ხონჩის შუაგულში კი ბრინჯის ცხელ-ცხელი, სურნელოვანი ნამცხვრების ზვინია აღმართული.
_
გთხოვთ, გასინჯოთ ჩვენი ნახელავი!
_
გთხოვთ, ნუ იუკადრისებთ!
_
მიირთვით, სტუმრებო!
_
ისიამოვნეთ!
ტარო რაც შეეძლო მოხერხებულად მოკალათდა და მადიანად მოულხინა ბრინჯის ნამცხვარს.

ოცი ჯამი თევზის შეჭამანდი და ოთხმოცდარვა დიდი ნამცხვარი

_
უჰ რა გემრიელია, რა გემრიელია! რომ შემეძლოს, კიდევ გეახლებოდი, რა მოგივიდა, აია, სამი ნამცხვარიც ძლივს შეჭამე!
ტარომ ოთხმოცდარვა ნამცხვარი გადასანსლა და ოთხმოცდამეცხრეს შეუდგა, მაგრამ პირთან მიტანისთანავე ცრემლი წასკდა და აქვითინდა.
მთელი სოფელი ფეხზე დადგა. როგორ არ შეწუხდებოდნენ, მათი საამაყო გმირი, რომელმაც შავი ეშმაკი მოსპო, ხელში ლუკმაგაშეშებული იდგა და ცრემლად იღვრებოდა...
_
რა მოგივიდა, ტარო? _ ჰკითხა აიამ და მხარზე ხელი დაუსვა.
_
მუცელი ხომ არ გტკივა? _ თანაგრძნობით ჰკითხა მოხუცმა, _ ან იქნებ გულზე შემოგაწვა?
და უცებ ატყდა ერთი ამბავი. ზოგმა დაიძახა: არიქა, წყალიო, ზოგმა _ ჩქარა მკურნალიო!
_
არაფერი არ მინდა! _ სლუკუნით თქვა ტარომ, _ იმიტომ ვტირი, რომ ბებიაჩემსაც არ აწყენდა, ერთხელ მაინც გაესინჯა ასეთი გემრიელი ბრინჯის ნამცხვარი. არა მარტო ბებიას, ჩემს თანასოფლელებსაც. იცით, ჩემი სოფელი ფრიალო მთებს შუაა მოქცეული. ველები ისე მაღლაა ფერდობებზე შეფენილი, რომ ხალხს უჭირს იქამდე ნაკელიანი კასრების ატანა. დიდი ვაივაგლახით აათრევენ და მოასხამენ ხოლმე ხრიოკ მინდორზე. ამ ყოფაში ხშირად ხრამშიაც იჩეხებიან. ამას წინათ ბებიაჩემიც გადმოვარდა მთიდან. და, რაც მთავარია, იმ უხეირო მინდორზე ცერცვის, ფეტვისა და კარტოფილის გარდა არაფერი მოდის. ზოგჯერ კი ესეც ვერ მოჰყავთ. მაშინ გლეხები ბამბუკის მარცვლებს ფქვავენ და იმისგან აცხობენ კვერს. იმდენად ღარიბია ჩვენი სოფელი, რომ ამბობენ, ჩვენთან დაფქვილი ქვაც შეიჭმება, თუკი ყელში გადაეტიაო. საბრალო ბებიაჩემი სულ თავჩარგული მუშაობს დილიდან დაღამებამდე. მე კი იმ საწყალს გულს ვუწყალებდი _ ეს არ მეყოფა, ბებია, მეტი გამომიცხვე-მეთქი.
უსმინა აიამ, უსმინა და თვითონაც დაღონდა, ჩაფიქრდა. მასაც გაახსენდა მოხუცი ბაბუა, მერე ტყის ბინადარნიც მოიგონა...
_
აი, თურმე რაზე წუხხარ და ტირი, _ თქვა მოხუცმა, _ თუ სხვა არაფერი გაწუხებს, ამ გასაჭირში ჩვენ გიშველით. ადექით და ბაბუაც და ბებიაც ჩვენთან გადმოიყვანეთ. თუ გნებავთ, მთელი თქვენი სოფელიც აქ დაასახლეთ. ამოდენა ადგილი ყველას გვეყოფა. ჩვენს მინდვრებში უხვად მოდის ბრინჯი, წყალში თევზია, ტყეში კი სოკო. შავმა ეშმაკმა აგვიკლო, თორემ ამაზე კარგი ადგილი ქვეყნად არ მოიძებნება.
_
კარგი აზრია, გადმოდით ჩვენთან საცხოვრებლად! _ ერთხმად დაიძახეს აქეთ-იქიდან.
_
ყველანი დავეტევით.
ტარომ ცრემლი ხელისგულებით მოიწმინდა და თქვა:
_
გმადლობთ გულუხვი მასპინძლობისათვის, მაგრამ ჯერ სხვაგან მეჩქარება, კიდევ მაქვს მოსაგვარებელი საქმე. მომგვარეთ ის თეთრი ცხენი, შავი ეშმაკის გამოქვაბულში რომ ვნახე.
ამასობაში გათენდა კიდეც.
ტარო და აია სახლიდან რომ გავიდნენ, ჯერ კიდევ ბნელოდა. სოფლის ბოლოში ტარომ აია ცხენზე შესვა და უთხრა:
_
ახლა დროა დედაჩემის საძებნელად წავიდე. შენ კი, აია, დაჯექი ცხენზე და შინ წადი!
_
რას ამბობ, ტარო, მეც შენთან წამოვალ. ერთად მოვძებნოთ დედაშენი. ხომ ხედავ, ამ ცხენს შეუძლია დღეში ასი რის გარბენა!
_
რაო? უკვე დაგავიწყდა, შავი ეშმაკის შიშით როგორ კანკალებდი? სადაც მე მივდივარ, იქ ქალებისა და ბავშვების წაყვანა არ შეიძლება. ცხენიც ვერ გვზიდავს ორივეს, პატარაა. აბა, მშვიდობით, ჩემო რაშო, იცოდე, აია სახლამდე მიიყვანე!
თეთრი ცხენი გაბრაზდა, პატარააო, რომ თქვეს, და თავი გვერდზე მიაბრუნა. მაგრამ ტარომ ალერსიანად შეუსვა ხელი ფაფარში და იგი კვლავ მოლბა, ფეხები დააბაკუნა და წვრილი ხმით დაიხვიხვინა: «--».
_
აია, მომიკითხე ბებია, ბაბუა და თანასოფლელები...
თეთრმა ცხენმა ფლოქვი დაჰკრა და გაქუსლა.
_
ტარო-! _ მხოლოდ ეს მოასწრო აიამ, მოიხედა და ტარო უკვე აღარსად ჩანდა.
ტარომ დილის სუფთა ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და ზეცას ახედა.
«
ბებიამ მითხრა, დედაშენი შორეული ჩრდილოეთის ტბაში ცხოვრობსო. თურმე ანდერძი დაუბარებია _ ჩემი შვილი როცა გაიზრდება და ღონიერი და ჭკვიანი გახდება, დამიხსნისო. ასეც ვიზამ. ვიპოვი დედას, თუნდაც ყველა ტბის შემოვლა დამჭირდეს, რაც ამქვეყნად არსებობს. ტენგუს ნაბოძები ძალა რამდენიც გინდა, მაქვს, მაგრამ საამისო ჭკუა მეყოფა კი



 


ნაწილი II

ქალბატონი ყიყლიყო

აიასთან გამოთხოვების შემდეგ ტარომ კარგა შორი მანძილი გაიარა. გეზი ჩრდილოეთისკენ აეღო, თვალუწვდენელი ბრინჯის ყანების გასწვრივ. მას სულ უფრო და უფრო აცვიფრებდა ზღაპრულად გადაშლილი, მწვანედ აბიბინებული სივრცე, რადგან მშობლიური მთების მწირსა და ქვიან ნიადაგზე ჰქონდა შეჩვეული თვალი.
«
აი, ველებიც ამას ჰქვია!» _ ფიქრობდა ტარო და მტკიცედ მიაბიჯებდა ბრინჯის ყანებს შუა გაჭრილ ბილიკზე. ცოტაც რომ გაიარა, სანდომიანი გარეგნობის ახალგაზრდა შემოხვდა.
_
კეთილო კაცო, ერთი რამ მინდა გკითხო, _ მიმართა ტარომ, _ აქ, სადმე ახლოს ხომ არ არის ის ტბა, რომელშიც ურჩხული ცხოვრობს?
_
ურჩხული? _ გაიკვირვა ახალგაზრდამ და თავი გააქნია, _ უჩვეულო ტბას დაეძებ. გამიგია, ქალბატონ ყიყლიყოს სამფლობელოში ერთი ჭაობი უნდა იყოს, სადაც დიდი გველი ცხოვრობსო, მაგრამ ამ არემარეში რომ ურჩხული ცხოვრობდეს, ეს კი პირველად მესმის. ეჰ, არ ვუგდებთ ყურს მოხუცების ნაამბობს, თორემ რამდენი საინტერესო რამ გვეცოდინებოდა...
_
ქალბატონ ყიყლიყოს სამფლობელო მიმასწავლე საით არის.
_
სულ პირდაპირ უნდა იარო, არსად გადაუხვიო. ალბათ, ერთ დღეში კიდეც მიხვალ. ისე, გაფრთხილდი, დიდმა გველმა არ გადაგსანსლოს, თორემ მეორედ ვერ მოხვალ ამქვეყნად...
ტარომ მგზავრს მადლობა გადაუხადა და წახალისებულმა განაგრძო გზა. ხომ შეიძლება ის დიდი გველი სწორედ მისი მოჯადოებული დედა იყოს. კიდევ ბევრი იარა ტარომ. მზეს უკვე წითლად შეეღება ცა და ის იყო, მიმალვას აპირებდა. «ალბათ, დღეს ვერც მივაღწევ ქალბატონ ყიყლიყოს სამფლობელომდე», _ გაიფიქრა ტარომ და იქაურობას თვალი მოავლო. დიდებულ ველებს სარეველა მოსდებოდა, არც მიწა მოეხნათ, ბრინჯის ჩითილებიც გადაურგავი იყო.
«
ნეტავ რაშია საქმე? რომელ გიჟს მოუშენებია ბრინჯის ყანებში სარეველა? ამის შემყურე ლამისაა ავტირდე!» _ ფიქრობდა ტარო.
_
ჰეი, შეჩერდი! _ შეჰკივლა უცებ ვიღაცამ.
გაიხედა ტარომ და ხედავს, ხელების ქნევით და ყვირილით დედაბერი მოსდევს.
_
შეჩერდი, ვინც ხარ! გესმის, შეჩერდი! სულერთია, მგზავრი ხარ თუ მაწანწალა-მათხოვარი, ვერსად გაგიშვებ. ჩემთან უნდა დარჩე სამუშაოდ.
ესა თქვა და იქვე ფეხმოკეცილი ჩაჯდა.
_
მათხოვარი არა ვარ, ტარო ვარ!
_
ვინც გინდა იყავი, ოღონდ ჩემს სამფლობელოში იმუშავე.
_
შენ ვინა ხარ? ან რა გაყვირებს?
_
მაშ როგორ არ გიყვირო? ქალბატონი ყიყლიყო გახლავარ, ამ არემარეში ყველაზე მდიდარი. სულ ახლახან სამას სამოცდახუთი მუშახელი მყავდა. დილიდან დაღამებამდე ვამუშავებდი. მერე თანდათან გამიძვრნენ ხელიდან. ხან ერთი გამეპარებოდა, ხან _ მეორე. არც ერთი აღარ შემრჩა. ყანებში ბალახი გადაიბარდა, ბრინჯიც ვერ გავმარგლეთ... _ დედაბერი ცხარე ცრემლით ატირდა, _ მთელი დოვლათი მეკარგება!.. ---! ყოველდღე ცრემლსა ვღვრი. ---! ამ მინდვრებზე მოყვანილი ბრინჯით ოთხმოცდარვა ბეღელი სხვენამდე აივსებოდა! აქედან კი რას მოვიწევ? მხოლოდ ბალახს! ---! რაც გინდა მთხოვე, ოღონდ დარჩი და იმუშავე!
_
აჰა, მაშ შენ ბრძანდები ქალბატონი ყიყლიყო? გავიგე, შენს სამფლობელოში ჭაობი ყოფილა და იმ ჭაობში ვეშაპი თუ რაღაც დიდი გველი ცხოვრობსო. მართალია?
_
რა გველი, რის გველი! _ გაბრაზდა დედაბერი, _ გველი კი არა, ურჩხულია. შენ ვინ გგონივარ? გესმის, მე მდიდარი მემამულე ვარ. დიახაც, ჩემს ჭაობში ცხოვრობს ურჩხული, მხოლოდ წელიწადში ერთხელ გამოჩნდება ხოლმე. რა დროს მაგაზე ლაპარაკია. ის მითხარი, იმუშავებ თუ არა ჩემთან, ჰა?
_
კარგი, ვიმუშავებ! მხოლოდ ერთი პირობით; ცხოვრებით იმ ჭაობის პირას უნდა ვიცხოვრო. ისეთი ზნე მჭირს, როგორც კი წყალს მოვშორდები, ვეღარ ვიძინებ.
_
მე ეგ სულაც არ მადარდებს. ჩემი მუშებიც სწორედ ჭაობთან ცხოვრობდნენ ხოლმე...
ქალბატონ ყიყლიყოს სამფლობელომდე რომ მიაღწიეს, ამასობაში დაღამდა კიდეც. მიადგნენ ერთ უზარმაზარ სახლს. გეგონებოდათ, იქიდან სადაცაა მაქციები გამოცვივდებიანო, თუმცა შიგ დედაბრისა და კატის გარდა არავინ იყო. არც ადამიანის ხმა, არც რამ ნაპერწკალი _ ირგვლივ სამარისებური სიჩუმე იდგა. სახლის უკან მთვარით გასხივოსნებული ჭაობი გარინდებულიყო. ყაპმოდებული ტბის ზედაპირიდან ნისლი მაღლა-მაღლა მიიწევდა. აქ ყოველივე შემზარავზე შემზარავი იყო. «ნამდვილი ურჩხულის სამყოფელია», _ გაიფიქრა ტარომ, ჭაობს რომ გადახედა.
_
ტარო! ტარო! _ მოისმა დედაბერის წიკვინა ხმა, _ მოდი აქ, აი, შენი ლოგინი.
ტარო შევიდა ერთ პატარა ოთახში და გაოცდა. სანათის მკრთალ შუქზე, რომელიც დედაბერს ეკავა, ძლივს გაარჩია მიწის იატაკი და რამდენიმე ძელი, მიკარებისთანავე რომ ბორძიკობდა.
_
ეს ძელი თავქვეშ ამოიდე და დაიძინე. ხვალ კი, დილაუთენია, მამლის პირველივე ყივილზე წამოხტი და მუშაობას შეუდექი. ახლა ხომ გაიგე, რატომაც მეძახიან ქალბატონ ყიყლიყოს? ჩემი მუშები პირველი მამლის დაძახებაზე უმალ დგებოდნენ და მუშაობას შეუდგებოდნენ ხოლმე. ამიტომაც შემარქვეს ეს სახელი, _ თქვა დედაბერმა. ცეცხლს შეუბერა და გაუჩინარდა.
«
მართლაც რა საოცარი მამული ჰქონია! ან კი როგორ ეძინა ამ პაწაწკინტელა სოროში სამას სამოცდახუთ მუშახელს, ისიც ძელების სასთუმალზე. რა გაეწყობა, რამენაირად მოვითმენ. ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა გავიგო, ამ ჭაობში ცხოვრობს თუ არა დედაჩემი».
ტარო დაელოდა, როდის მიწყნარდებოდა დედაბერი. მერე ჩუმად გამოვიდა სახლიდან, ბნელი ღამე იყო. თბილი ქარი ქროდა და ხეებს აშრიალებდა. დადგა ტარო ჭაობის ნაპირას და წყნარად დაიძახა:
_
დედა! ეს მე ვარ, ტარო. შენთან მოვედი. თუ აქ ხარ, გამომხედე!..
მაგრამ ჭაობი ოდნავადაც არ შერხეულა. ტარომ მეორედაც დაიძახა, მესამედაც... ჭაობში კი კვლავ სამარისებური სიჩუმე იყო, მხოლოდ ზედაპირზე დასრიალებდა წვრილ-წვრილი ჭავლი.
_
აკი მითხრა დედაბერმა, ურჩხული წელიწადში ერთხელ გამოჩნდებაო. ალბათ, მართლა ასეა, მაგრამ ვინ იცის, როდის იქნება წელიწადის ის ერთი დღე?!
დაღვრემილი დაბრუნდა ტარო ოთახში, ძელზე მიდო თავი და თვალი დახუჭა.

ხელში შერჩა მხოლოდ
სამი თავთავი

დიდი ხანი არ გასულა მას შემდეგ, რაც ტარომ თავი მიდო ძელზე და მიიძინა. ალბათ, ათჯერაც ვერ მოასწრო ამოხვრინვა, რომ ქუჩაში გაისმა:
_
ყიყ-ლი-ყო!
რა თქმა უნდა, ტარომ ყურიც არ ათხოვა. არხეინად განაგრძობდა ხვრინვას. მაშინ ვიღაც ფეხაკრეფით შევიდა ქოხში, შეჩერდა, კისერი წაიგრძელა და ტაროს სუნთქვას მიაყურა. მერე აიღო კედელზე ჩამოკიდებული ჭილის ლაბადა, მამლის ფრთებივით დააფართხუნა და დაიძახა:
_
ყიყ-ლი-ყო!
ისე ხმამაღლა დაიყივლა, ნამდვილი მამალი გეგონებოდათ. მერე ისევ წაიგრძელა კისერი და ტაროსკენ დაიხარა. ის კი ისევ ხვრინავდა, უწინდელზე უფრო მაგრად. თან ისე ხმამაღლა და გაბმულად, გეგონებოდათ, ქვის ათ საცეხველში ხორბალს ერთდროულად ცეხვავენო. მაშინ ახალმოსულმა ფეხი დააბაკუნა, ხელი ჩაიქნია და აღრიალდა:
_
ოჰ, შე ზარმაცო ძილისგუდავ!
თურმე ის სწორედ ამ სამფლობელოს გამგებელი, ქალბატონი ყიყლიყო ბრძანდებოდა. მან ხელი დასტაცა იატაკზე მიგდებულ ხის ჩაქუჩს და მაღლა შემართა. ტაროს სძინავს, ვითომც არაფერიაო. აბა, გაფრთხილდი, ტარო! ჩაქუჩს შენ ხომ არ გიღერებს დედაბერი? დედაბერმა ჩაქუჩი მთელი ძალით შემოჰკრა ძელს, რომელიც ტაროს სასთუმლად ედო.
_
ეი, ადექი! უკვე გათენდა რა ხანია! _ დაიღრიალა მან, _ მთელი ჩემი ცხოვრება, უკვე გავჭაღარავდი კიდეც, მსახურებს მამლის ყივილით ვუფრთხობდი ძილს, ასეთ ზარმაცს ჯერ არ მოვსწრებივარ.
_
თაგვები ფხაჭუნობენ თუ რა ამბავია ნეტავ? _ იკითხა ტარომ ნამძინარევი ხმით.
_
რისი თაგვები, ეს მე ვარ! ახლავე ადექი-მეთქი, გესმის, გათენდა! ახლავე შეუდექი მუშაობას!
ტარომ თვალები მოიფშვნიტა. ხედავს. ისევ ღამეა, ბნელა.
_
მკვირცხლად წამოხტი და გასწი მინდორში! მერე ისაუზმებ! _ არ ცხრებოდა დედაბერი.
_
თუ ასეა საქმე, მაშინ არც წუხელ მივახშმია, ბებია.
_
რომელ ვახშამზე ლაპარაკობ? ჯერ ხელი არ გაგინძრევია და უკვე საჭმელს მთხოვ? აბა, ჰე, გასწი მინდორში!
ზანტად წამოდგა ტარო, ყბა კინაღამ გაეხა, ისე დაამთქნარა.
_
ესეც ასე! მეგონა, ამ სახლში მაქციები ცხოვრობდნენ, თურმე ვინ ყოფილა გამგებელი.
გავიდა ტარო მინდორში და სამას სამოცდახუთი მუშახელის საქმე ერთ დღეში მოათავა. ბრინჯის მთელი ნერგები გადარგო, გამარგლა.
_
კარგი მუშაკაცი ვიშოვე! _ უხაროდა დედაბერს, _ მართალია, დილით გაღვიძება უჭირს, სამაგიეროდ, სამას სამოცდახუთი კაცის საქმეს უძღვება. მაგარი ბიჭია!
დედაბერმა ფული შეაჩხრიალა და მადლობა შესწირა უფალს ამ სიკეთისთვის.
მას შემდეგ ყოველ დილით ძელზე ჩაქუჩის დაკვრით აღვიძებდა დედაბერი ტაროს და მინდვრად გზავნიდა სამუშაოდ. დრო გადიოდა. უკვე მარგვლაც მორჩა და შემოდგომა მოახლოვდა. ყოველ ღამით მიდიოდა იგი სანაპიროზე და დედას უხმობდა, მაგრამ გარინდებული ჭაობი პასუხს არ იძლეოდა.
და აი, ერთხელ, სანამ მკას შეუდგებოდა, წავიდა ტარო ჭაობის პირას და, როგორც ყოველთვის, ხმადაბლა დაიძახა:
_
დედა! ეს მე ვარ, ტარო. შენთან მოვედი, ამოიხედე ჭაობიდან...
არავითარი პასუხი. დაღონდა ტარო. მუხლებზე მოივლო ხელები, თავჩაქინდრული დაჯდა. უცებ უბიდან ბრინჯის ქატოს კვერი, ვახშმად რომ ერგო, გადმოუვარდა და ჭაობში ჩაგორდა. ტარომ თავი ასწია, უნებლიეთ თვალი გააყოლა, როგორ მიგორავდა კვერი წყალში. მოულოდნელად ჭაობი აბუყბუყდა და წყლიდან გველმა ამოყო თავი. იგი არც ძალიან დიდი იყო და არც ძალიან პატარა. ეს იყო თეთრი გველი.
_
შენ გადმომიგდე ბრინჯის ქატოს კვერი? _ დაისისინა მან, _ ასი წელია ამ ჭაობში ვცხოვრობ და აქაურებისაგან ერთხელაც არაფერი მიმიღია. ვიფიქრე, ერთი ვნახო, რა სასწაული მოხდა, საიდან მერგო ეს ძღვენი-მეთქი. ალბათ რამე საქმე გაქვს ჩემთან?
ყველაფერი უამბო ტარომ, არ დაუმალავს. უთხრა: გაგონილი მქონდა, ამ ჭაობში ურჩხული ცხოვრობსო და მოუთმენლად ველოდი, როდის ინებებდა გამოჩენას.
_
ამ ჭაობის გამგებელი მე კი ვარ, _ დაისისინა გველმა, _ მაგრამ რაღაც არ მახსოვს, შენნაირი ვაჟი რომ მყოლოდეს. ურჩხულს აქ არასოდეს უცხოვრია. აქაურ ქალბატონს ყელზე დაადგებოდა, მის სამფლობელოში რომ ურჩხული დაბუდებულიყო! ვერ წარმოიდგენ, რა საზიზღარი დედაბერია, ძალიან ცუდად მეპყრობა, ამიტომაც მალე მთელ მის მინდვრებს ბალახი ამოჭამს...
დააღონა ტარო თეთრი გველის სისინმა. თვალთაგან ცრემლი ჩამოუგორდა.
_
ნუ წუხხარ!@ _ ასისინდა გველი, _ შენ ხომ კვერით გამიმასპინძლდი, მე კი სიბრძნეს გიწილადებ. გამიგონია, რომ ცხრა მთას იქით მართლა არის დიდი ტბა, სადაც ურჩხული ცხოვრობს. მაგრამ ვიდრე იქ წახვიდოდე, მთიელ დედაბერთან შეიარე, რომელიც მეცხრე მთის ძირას ცხოვრობს. უთხარი, თეთრმა გველმა მოგიკითხა-თქო. იგი აუცილებლად დიდი სიბრძნით დაგაჯილდოებს.
თქვა თუ არა ეს თეთრმა გველმა, ჭაობში გაუჩინარდა.

* * *
მეორე დღეს ტარომ აიღო ნამგალი და შეუდგა მკას. იქ, სადაც გასულ წელს მხოლოდ სარეველა ბალახი მობარდულიყო, ახლა ბრინჯის მწიფე თავთავი ბიბინებდა. ისეთი საამო სამზერი იყო, რომ უნებლიეთ აგამღერებდა. ტარომ ერთ დღეში მოასუფთავა მინდორი, რომელსაც ჩვეულებრივ ათასი კაცი მკიდა. ბოლოს დედაბერს უთხრა:
_
ხომ მოვრჩი მუშაობას, ახლა გამიშვი!
_
რა, მიდიხარ? გულშიაც არ გაივლო. ერთი წელი კიდევ მემსახურე! _ სთხოვა დედაბერმა და თან გაიფიქრა: იქნებ სულაც აჯობებს, რომ გავისტუმრო? მოსავალი უკვე აღებულია, ზამთარში ბევრი არაფერია საქმე და მუქთად რატომ უნდა ვაჭამო. გავუშვებ, იქნებ ამაზე უკეთესიც გამომიგზავნოს ღმერთმაო, და სხაპასხუპით მიაყარა: _ კარგი, კარგი, წადი! რაც შეეხება გასამრჯელოს, მოდი, ასე ვქნათ: იმდენ ბრინჯს მოგცემ, რამდენსაც ერთი ხელის მოსმით აიღებ.
ამის გაგონებაზე ტარომ ეშმაკურად ჩაიცინა.
_
იცოდე, არ გადათქვა, ბებია!
_
არა. ის ძნა წაიღე, რომელსაც დაძრავ, _ უთხრა დედაბერმა და გულში უხაროდა, ეგ არის, გავაცურეო. გაზაფხულიდან შემოდგომამდე წელში გაწყდა, იმუშავა და გასამრჯელოდ ერთ ძნას მივაქვავებო, მაგრამ მოტყუვდა დედაბერი, არ იცოდა, ვისთან ჰქონდა საქმე.
_
რა გაეწყობა, ბებია, კარგად მეყოლე! _ უთხრა ტარომ.
გავიდა ტარო მინდორში, ერთად შეკონა მთელი დღის მომკილი ბრინჯი, რომელიც ათასი კაცის წილი მაინც იქნებოდა, ზურგზე წამოიკიდა და მთისკენ გაუდგა გზას.
დედაბერი გაშტერდა:
_
ეი, ტარო! საით? რას შვრები? ჩემი ბრინჯი სულ მიგაქვს? მოიცა!..
ქალბატონი ყიყლიყო ფეხშიშველა გამოუდგა ტაროს. ბრინჯის ძნა კი არხეინად მიიწევდა წინ, თანაც ირწეოდა: დოკუნკოდონ, დოკუნკოდონ...
მესამე დღეს ძლივს დაეწია დედაბერი ტაროს, ცოცხალ-მკვდარი ჩაებღაუჭა ძნას და მოთქმა დაიწყო:
_
ვაიმე, წელი! ვაიმე, მუხლები! გევედრები, გაჩერდი!..
დედაბერმა ხელი ჩაავლო ბრინჯის მთას, უნდოდა უკან შემოებრუნებინა, მაგრამ ვერაფერს გახდა, ვერ მოერია, ხელში კი მხოლოდ სამი თავთავი შერჩა. გულშეღონებული ძირს დაეცა ჩაბღუჯული სამი თავთავით.

ცხრა მთას იქით

მიდიოდა ტარო და ზურგზე წამოკიდებული უზარმაზარი ბრინჯის ძნა მიჰქონდა.
_ «
დედაბერი სულ ბალახის ალაბულას მაჭმევდა, _ ფიქრობდა იგი, _ მაგრამ მასთან მუშაობით არაფერი დამიკარგავს, მაინც საინტერესო იყო. ის ხომ ვისწავლე, თუ როგორ მოჰყავთ ბრინჯი, ისიც გავიგე, ქვეყნად ძუნწი ხალხიც რომ ყოფილა».
გაიარა ტარომ დიდი ველი და ისევ აზიდულ მთებს მიადგა.
«
მთიელი დედაბერი მეცხრე მთის ძირას ცხოვრობს, მე კი ჯერ პირველ მთას ძლივს გავცდი. მაინც რამდენი მთაა ამქვეყნად?! ჩემი სოფელიც ხომ მთებშია მომწყვდეული, აქაც ირგვლივ მთებია. ალბათ ყველგან ცხოვრობს ხალხი!» _ გაიფიქრა ტარომ.
და მართლაც: მთების ჩრდილში, მზიურ ველზე მოჩანდა პატარ-პატარა სახლები, თალგამის, ფეტვისა და ბარდის მინდვრები. და როცა ტარომ ჩაიარა ზურგზე წამოკიდებული უზარმაზარი ბრინჯის ძნით, ხალხმა შესძახა:
_
ეჰეი, ყმაწვილო, სად მიდიხარ? საითკენ გაგიწევია?
_
შორეული ტბისკენ მივდივარ, ცხრა მთას იქით.
ხალხი გააოცა მისმა პასუხმა.
_
როგორ, შორეული ტბისკენ მიდიხარ? არ გაბრიყვდე, არ წახვიდე, თუ თავი არ მოგბეზრებია. ამბობენ, იქ ურჩხული ცხოვრობსო.
_
ძალიანაც კარგი! _ მხიარულად მიუგო ტარომ, _ სწორედ იმ ურჩხულს ვეძებ.
_
რას ამბობს, რას ამბობს! _ ოხრავდნენ, _ ჯერ ახალგაზრდაა, გამოუცდელი, შიში არ იცის. იმ მხარეში კი იმდენი საფრთხობელა ცხოვრობს _ ---, აურაცხელი...
ტარომ გაიცინა, გლეხებს ფეხებთან დაუგდო მძიმე ტვირთი:
_
აჰა, წაიღეთ, ეს ბრინჯის ძნა ყველასათვის მიჩუქებია.
_
რა, ამ თავთავისაგან ბრინჯი ამოვა განა?
როგორც ძვირფას საუნჯეს, ისე ათვალიერებდნენ გლეხები ბრინჯის თავთავს, ხელისგულზე იდებენ, ხელში წონიდნენ, ხელს უსვამდნენ.
_
არასოდეს არ გვიჭამია ბრინჯი... გემრიელია, ყმაწვილო?
_
მერედა როგორი! _ ხალისიანად მიუგო ტარომ, _ მაგრამ ჯერ უნდა გალეწოთ ეს თავთავი, მერე გაანიავოთ, მერე ბრინჯის სუფთა მარცვალი უნდა მოხარშოთ დიდ ქვაბში ისე, რომ სულ დარბილდეს. ისეთი გემრიელია, ისეთი, თითებს ჩაიკვნეტ.
გლეხებმა თავი გადააქნიეს, აჩოჩქოლდნენ.
_
მთელ ძნას გიტოვებთ, _ თქვა ტარომ, _ ღმერთმა შეგარგოთ!
_
როგორ, ამას გვიტოვებ? _ გაიოცა ხალხმა.
ერთი ბერიკაცი წინ გამოვიდა და უთხრა:
_
ეს შესანიშნავი ბრინჯი ჩვენ შეიძლება ერთ ჯერზე შევჭამოთ, რა გამოვა აქედან? ხომ ასეა?
_
სწორია, სწორი! _ ყველა ეთანხმებოდა თავის ქნევით.
_
იმ მთების გადაღმა და აი, ამ მთების გადაღმაც ძალიან ბევრი ადამიანია, რომლებსაც, ჩვენი არ იყოს, არასოდეს უჭამიათ ბრინჯი, ხომ ასეა?
_
ასეა, ასე!
_
ჰოდა, არ აჯობებს, ეს ბრინჯი სათესლედ რომ დავიტოვოთ და გაზაფხულზე მინდვრად დავთესოთ?
_
დიდებული აზრია! _ დაიძახეს ერთხმად.
მაშინ ბერიკაცმა თქვა:
_
იცი, რა, ყმაწვილო, ჩვენ იმდენი ბრინჯი დაგვიტოვე, რაც დასათესად გვეყოფა, დანარჩენი სხვა ხალხს გაუნაწილე.
და ტაროს გული ეტკინა, ათასი რამ იფიქრა: «როგორ უნდა დაამუშაოს საბრალო ხალხმა ეს ციცაბო მთები ბრინჯისთვისაღელვებულმა ფეხი დააბაკუნა და დაიძახა:
_
, როგორ მინდა ყველაზე ძლიერი ვიყო! მაშინ ამ მთებს ზღვისკენ მივწევდი და მორევში გადავუძახებდი. აქ მინდორი იქნებოდა და თქვენც კიდით კიდემდე სულ ბრინჯს დათესავდით.
ხალხმა მხოლოდ ამოიოხრა:
_
ნეტამც შორეული ტბა ამოგვაშრობინა, სადაც ურჩხული ცხოვრობს... რამხელა მიწა გათავისუფლდებოდა... ეჰ, წყლის ნაყვაა ამაზე ოცნება.
აი, თურმე რას ფიქრობდნენ ისინი _ შორეულ ტბაზე ოცნებობდნენ.
უცებ ტაროს გული მოეცა.
«
როგორც კი დედას ვიპოვი, _ გაიფიქრა მან, _ პირველად ამ გლეხების ნატვრას ვუამბობ. ყველაფერს მოვუყვები, რაც კი ამქვეყნად ვნახე. ჩემს განზრახვასაც ვეტყვი _ ხალხისთვის რომ მინდა თავი გავწირო, თუნდაც სიცოცხლის ფასად დამიჯდეს ეს».
ნეკერჩხალი მთებს ხანძარივით მოსდებოდა... ტარო კი მიდიოდა თავისი ძნით და გზადაგზა თავთავებს არიგებდა. მას ყველგან ერთი და იგივე ჩივილი ესმოდა გლეხებისაგან: რომ არ ჰყოფნით მიწები ბრინჯის დასათესად.
«
მალე მაინც ვნახო დედა, _ ფიქრობდა ტარო, _ ყველაფერს მოვუყვე».
აი, მეცხრე მთაც გადაიარა ტარომ და მთის ძირას ბამბუკის ფოთლებით გადახურული პატარა ქოხი დაინახა. ქოხში იჯდა ღრმა მოხუცი და სართავ ჯარას ატრიალებდა. სწორედ ეს გახლდათ მთიელი დედაბერი, თეთრმა გველმა რომ მიასწავლა ტაროს.

არც დავნებდები, არც დავიღუპები!

მთიელი დედაბერი ისე ატრიალებდა სართავ ჯარას, ვერ მიხვდებოდით, ხედავდა ტაროს თუ არა, ანდა ართავდა ძაფს თუ არა. მაშინ ტარომ მხრიდან გადმოიღო დარჩენილი თავთავი და ხმამაღლა დაიძახა:
_
ბებია, ეჰეი, ბებია! თეთრმა გველმა მოგიკითხა, ქალბატონ ყიყლიყოს ჭაობში რომ ცხოვრობს.
სართავს თავი გაანება მთიელმა დედაკაცმა და ტაროს შეხედა:
_
ეგ რა თქვი? თეთრმა გველმა მოკითხვა შემომითვალა?.. კარგი, კარგი... დაჯექი, ვილაპარაკოთ, შენ ვინა ხარ ან რისთვის გარჯილხარ?
_
ტარო ვარ, შენთან მოვედი, გზა რომ მიმასწავლო შორეული ტბისკენ. ამბობენ, იმ ტბაში ურჩხული ცხოვრობსო. მართალია, ბებია?
_
ცხოვრებით კი ცხოვრობს, მაგრამ შენ რად მოხვდები მას, არ ვიცი, _ თქვა დედაბერმა და მოღუშული სახით გააგრძელა საქმიანობა, _ ტყუილად რომ მოგიხდეს იქ წასვლა, ხომ არ დამემდურები?
_
როგორ გეკადრება?
_
ჰოდა, მაშინ გზას კი მიგასწავლი.
მთიელი დედაბერი გარეთ გამოვიდა და უთხრა:
_
ქოხიდან რომ გახვალ, პირდაპირ, წიწვიანი ტყის გაყოლებით ჩრდილოეთისკენ გასწი. მერე ლელიანი ჭაობი დაიწყება. იმას რომ გასცდები, დაინახავ ორ მაღალ კრიპტომერიას. მათ ქვეშ ორი ტურა დაგხვდება. ისინი ხმამაღლა ყმუიან, მათი ყმუილის გადაძახილი მთებში გაისმის. კრიპტომერიების იქით ვაციწვერათი მოფენილი ველია. იქ ცხოვრობს უზარმაზარი, საშინელი ობობა. იცოდე, არ ჩაუვარდე იმ ობობას თათებში. იგი მოხერხებულად იტყუებს ადამიანებს. ვაციწვერას ველს რომ გაივლი, მთას აუყევი და შორეულ ტბასაც მიადგები. ძნელია ურჩხულის გამოხმობა, იგი ტბის ფსკერზეა მიყუჟული და არასოდეს არ ამოდის წყლიდან. იქნებ შენი ხმა ვერც კი გაიგონოს და მთელი სიცოცხლე იმ ნაპირზე ჯდომა მოგიწევს, ურჩხული კი მაინც არ ამოვა.
მთიელი დედაბერი გაჩუმდა.
_
გმადლობ, ბებია! ახლა წავალ, შენ კი ცოტაოდენ ბრინჯის თავთავს დაგიტოვებ, გაცეხვე და ჭამე.
გაუხარდა მთიელ დედაბერს, პირი კინაღამ ყურებამდე გაეხა, ისე გაიცინა.
_
მოიცა, შენ ეგ ბრინჯი გამაცეხვინე, მე კი მოვხარშავ და გაგიმასპინძლდები...
ტარომ ბრინჯის თავთავი გაცეხვა, მარცვალი გაასუფთავა და მოსახარშად შემოდგა. მალე ქვაბიდან სურნელოვანი ორთქლი ამოიჭრა.
უცებ ჰაერში თეთრი ფიფქები ათამაშდა და ძირს, მიწაზე დაეშვა.
_
რა უბედურებაა! ეს რა ამინდია! შენ დღეს ვერ წახვალ ტბაზე. თოვლი ტურებსა და დიდ ობობაზე უფრო სახიფათოა.
მაგრამ რა გააჩერებს მთიელი დედაბრის ქოხში, როცა საოცნებო შორეული ტბა სულ ახლოსაა, თითქმის ხელით მისწვდება.
_
არაფერია, ბებია! წავალ. აი, ბრინჯიც უკვე მოიხარშა.
ტარომ ქამარზე ტოპრაკი გამოიბა, რომელშიც ბრინჯის ნამცხვრები ეწყო და გაუდგა გზას.

* * *
გაიარა წიწვნარი, გასცდა ლელიან ჭაობსაც და მიადგა ორ დიდ კრიპტომერიას. ხედავს, კრიპტომერიების ძირას მართლა დგას ორი ტურა და საზარელი ხმით ყმუის. მათი ყმუილი მთებში ექოდ გაისმის. ტაროს რომ თვალი მოჰკრეს, წითელხახადაღებულნი გამოქანდნენ მისკენ.
_
დაიცადეთ, ტურებო, დაიცადეთ! _ დაუძახა ტარომ, _ თქვენთვის ძალიან ბევრი წითელცერცვიანი ბრინჯის ფაფა მოვიტანე.
ტარომ არ დააყოვნა და ჯერ ბრინჯის ნამცხვრები გადაუგდო. ტურები ხარბად ეცნენ ნამცხვარს. ამ დროს ტარომ იხელთა, გვერდი აუქცია მათ და ვაციწვერათი მოფენილ ველზე გავიდა. ხედავს _ მოედინება მდინარე, ზედ არც ხიდია, არც ნავი მოჩანს სადმე. დაჯდა ტარო ნაპირზე და ჩაფიქრდა. რა ქნას, როგორ გავიდეს მეორე მხარეს?
წყლიდან პაწაწინა ობობა ამოძვრა, ცერცვის მარცვალზე პატარა. დაახვია ტაროს ფეხზე წვრილზე წვრილი აბლაბუდა და ისევ წყალში ჩაყვინთა. ცოტა ხნის შემდეგ ისევ ამოძვრა, ახლა მეორე ფეხზეც დაახვია აბლაბუდა და კვლავ წყალში გაუჩინარდა. ასე გაიმეორა რამდენიმეჯერ. ტაროს რაღაც ეჭვი შეეპარა. შემოიხსნა აბლაბუდები ფეხებიდან და იქვე, ტირიფის კუნძზე გამოაბა.
უცებ წყლიდან უცნაური ძახილი გაისმა:
ენ იარა ია- ნო ია-,
გასწი-გამოსწი!
ენ იარა ია- ნო ია-,
გასწი-გამოსწი!
ამ დროს ტირიფის კუნძი შეინძრა, ამოიტანა მიწის გოროხი და წყალში გადაეშვა. ტარო გაოცდა. წყალში კი ვიღაცამ ტაში შემოჰკრა და დაიძახა: «ჭკვიანია! ჭკვიანიმდინარე მაშინვე გაქრა და დარჩა მხოლოდ ვაციწვერათი მოფენილი ველი, სადაც ზუზუნით დათარეშობდა ნიავწანწალა.
_
კინაღამ არ გავები?! ცხადია, ეს ობობას ოინი იყო.
ტარომ შვებით ამოისუნთქა და გზა განაგრძო. შეამჩნია, რომ თოვლის ფანტელები ახლა ფარფატით კი არა, მძიმედ ეშვებიან მიწაზე.
_
უჰ, რა ბევრი ხართ, ფიფქებო! _ წამოიძახა ტარომ და სიმღერა შემოსძახა, ბავშვობაში რომ ბებიამ ასწავლა:
ცაში ფარფატებენ თეთრი ქინქლები.
დაბლა ეშვებიან ბამბის ქულები.
მიწაზე წვება მძიმე თოვლი.
თოვამ უფრო და უფრო უმატა. დაუბერა ქარმა. სუნთქვა გაჭირდა. ტარო კი მიდიოდა მუშტებდაჭიმული და ყვიროდა:
_
შენ ეი, ქარბუქო! ვერაფერს დამაკლებ! მე მაინც წინ-წინ ვივლი!
ამასობაში დაღამდა. სიბნელეში თავბრუდამხვევად ბზრიალებდნენ და ფარფატებდნენ თოვლის ფიფქები. გზადაგზა ნისლით დაბურული თოვლის კედელი აღიმართებოდა, მერე კედელი ინგრეოდა, შემდეგკი ისევ თავიდან იწყებდნენ ცეკვა-თამაშს თეთრი ფიფქები...
პირი თოვლით გამოეტენა, თვალებს ვეღარ ახელდა, სუნთქვა უჭირდა, ტარო თოვლის გუნდას დაემგვანა.
_
ტყუილია, ვერ წამაქცევ! @არ დაგნებდები! მე დედა უნდა ვნახო. ბევრი საქმე მაქვს დედასთან, _ იმეორებდა ტარო და ჯიუტად მიაბიჯებდა.
თითქოს დასცინიანო, ყოველი მხრიდან მოისმოდა: «ხა-ხა-ხა! ხა-ხა-ხა! ხა-ხა-ხა
ჩვენგან თავის დაღწევა,
აბა, გაბედე!
თოვლის ქალწულთ დაუსხლტები?
აბა, გაბედე!
ჩვენგან თავის დაღწევა,
აბა, გაბედე!
და ისევ დაუსრულებელი: «ხა-ხა-ხა! ხა-ხა-ხა! ხა-ხა-ხატაროს თვალწინ ხან გამოჩნდებოდნენ და ხან ქრებოდნენ თეთრსახიანი თოვლის ქალწულები.
_
საძაგლებო! საძაგლებო! საძაგლებო! დამეკარგეთ აქედან!
ტარო იგერიებდა თოვლის ქალწულებს და გზას განაგრძობდა. იმის თავი აღარ ჰქონდა, რომ გაეგო, საით მიდიოდა, ან რამდენი ხანი მიდიოდა და ბოლოს თოვლში ჩაეფლო, ნამქერმა დაფარა.
უცებ ისევ გაისმა შემზარავი ხარხარი: «ხა-ხა-ხა! ხა-ხა-ხა! ხა-ხა-ხა!»... ზოგჯერ მიწყდებოდა ეს ხმა, ზოგჯერ კი ქარის ზუზუნს აედევნებოდა ხოლმე.
თოვლი ბარდნიდა და ბარდნიდა. მალე ტაროს ძლიერი ხელები, განიერი, მხურვალე მკერდი და ნორჩი სახე თოვლმა მთლად დაფარა.

მაშ, წავიდეთ ტბისკენ

ირიჟრაჟა. ქარიშხლის ნაკვალევიც აღარ იყო. ყოველივემ საშინელი სიზმარივით ჩაიარა. ცა ლურჯად მოწმენდილიყო. მზეც ანათებდა. ამ დროს ცისკიდურზე ზანზალაკების ხმა გაისმა და გამოჩნდა თეთრი რაში. იგი ისე მოულოდნელად მოიჭრა, გეგონებოდათ, პირდაპირ მზიდან დაეშვაო. რაში მოფრინავდა, მოაპობდა ზამთრის გაყინულ ჰაერს. ბოლოს გაჩერდა სწორედ იმ ადგილას, სადაც ტარო თოვლში იყო ჩამარხული. გაჩერდა და იქვე გაქვავდა.
რაშიდან ჩამოხტა თეთრი ყვავილის ფურცელივით ნაზი გოგონა. ეს აია იყო.
_
სად, ხარ, ტარო? სად წევხარ თოვლში ჩაფლული?
აია ისეთი გულისყურით აკვირდებოდა იქაურობას, ალბათ მის თვალს პაწაწინა ნემსიც არ გამოეპარებოდა. და უცებ თოვლში ამოჩრილ კიმონოს წვერს მოჰკრა თვალი.
მივარდა აია და პატარა თითებით გაქექა თოვლი.
ცოტა ხანში მხრები გამოჩნდა, მერე ტანი. დამძიმებული ხელები უძრავად ეწყო.
_
გონს მოდი, ტარო!
აიამ შეანჯღრია ტარო და თეთრ რაშს გახედა.
_
ჩემო რაშო! მომეხმარე, გეთაყვა! _ სთხოვა აიამ.
რაშმა მაშინვე ფლოქვებით გადაყარა თოვლი, კიმონოში ჩასჭიდა კბილები ტაროს და ნამქრიდან ამოათრია. მერე მოიქნია აბრეშუმივით ფაფუკი კუდი და თავისი ცეცხლოვანი სული შეუბერა. ტაროს ნელ-ნელა ლოყები გაუწითლდა, მერე თვალიც გაახილა.
გაოცებულმა ტარომ აიას შეხედა, შემდეგ ირგვლივ მიმოიხედა. მას მოეჩვენა, თითქოს ისევ ვაციწვერათი მოფენილ ტრამალებს მიჰყვებოდა. ტარომ თვალები დაახამხამა და თქვა:
_
ასე მგონია, სიზმარში ვარ!
_
არა, სიზმარი არაა, ტარო. ეს მე ვარ, აია! სიკვდილს გადაგარჩინე, საშველად მოვედი.
_
როგორ მომაგენი, ან როგორ მოაღწიე აქამდე?
ამ დროს, თითქოს თავი გაახსენაო, თეთრმა რაშმა დაიჭიხვინა და ფლოქვები დააბაკუნა.
_
ჰო, მართლა, ჩვენმა რაშმა წამომიყვანა. რაც სოფელში დავბრუნდი, სულ შენზე ვფიქრობდი. ჰოდა, ერთხელ, შენზე ფიქრში გართული სარკეში ვიცქირებოდი, იმ სარკეში, შავი ეშმაკის სამფლობელოდან რომ წამოვიღე. და რას ვხედავ, შენ არ გამოჩნდი?! თავიდან კი ბუნდოვნად ჩანდა, მაგრამ მერე თანდათან მკვეთრად გამოისახა ყველაფერი. მას შემდეგ, როგორც კი მოვისურვებდი, ჩავიხედავდი სარკეში და დაგინახავდი ხოლმე.
ვხედავ: დგახარ და მუშაობ მინდორში. ნეტავ რას უცდის, რატომ არ მიდის დედის საძებნელად-მეთქი, მიკვირდა. მერე ვიფიქრე: «შეიძლება სულაც იქ არის ის ტბა, რომელშიც ურჩხული ცხოვრობს». დაგინახე, ზურგზე წამოკიდებული ზვინით როგორ ახვედი მთაზე, როგორ დაურიგე გლეხებს ბრინჯის თავთავი. მთიელ დედაბერს რომ შეხვდი, ძალიან გამიხარდა. ვიფიქრე: ახლა დედას ნამდვილად მალე იპოვის-მეთქი.
ჰოდა, ისიც სარკეში დავინახე, თოვლში რომ დაეცი, ძალა რომ გამოგელია და ვეღარ წამოდექი... გავიქეცი სადგომში, თეთრ რაშს ვტაცე ხელი ფაფარში და ის იყო, შენკენ გამოვფრინდით.
«
ჩემო რაშო, _ შევეხვეწე, _ ხომ სწრაფად დარბიხარ, დღეში ასი რი შეგიძლია გაირბინო. იქნებ უფრო რომ მოინდომო, ათასი რიც დაფარო! აჰ, ნეტავ ჩიტივით ფრენა შეგეძლოს! თუ დროზე არ მივუსწარით, ტარო დაიღუპება».
რაშმა წუთით არ დააყოვნა, შურდულივით აიჭრა ცაში, მართლაც გაფრინდა. ჰოდა, ახლა ხომ ხედავ, შენთან ვართ...
ამ დროს რაშმა ხმამაღლა დაიჭიხვინა, ფლოქვები ისევ დაჰკრა, გაახსენა: რა დროს ლაპარაკია, დროზე წავიდეთ, სანამ თოვლი ისევ არ მოსულაო. ორივე ზურგზე შემაჯექით, ორივეს გაგაქროლებთ. აგე, იმ მთის უკან რომ ტბაა, იქ უნდა მივიდეთო.
შესხდნენ აია და ტარო თეთრ რაშზე და გაქუსლეს. რაშმა ისკუპა და ხერხის გალესილ კბილებს რომ ჰგავდა, იმ ქედს გადაახტა. უცებ ნაირფრად ალივლივებული უზარმაზარი ტბა გამოჩნდა.
_
რა დიდი და ლამაზი ტბაა! _ წამოიძახა ტარომ, _ აქ მთელი ქვეყანა თავისუფლად მოთავსდება!
თეთრი რაში არჩევდა, სად ჯობდა დაშვება და ნელ-ნელა უვლიდა ტბას გარშემო. ტარო სულ ძირს იცქირებოდა.
_
ხედავ, აია? მთის გასწვრივ ლურჯი ცა მოჩანს. იქ ზღვაა! ამბობენ, ეს ქვეყნის დასალიერი არისო. აი, ჩვენც მოვედით აქ.
_
მართლა რა შორს წამოვედით! _ თქვა აიამ და ძირს გადაიხედა.
ტარო უცებ ისე შეხტა, რომ აია კინაღამ ძირს გადმოვარდა. კიდევ კარგი, მოასწრო და ფაფარში ჩაეჭიდა რაშს.
_
ტარო, ასე თუ იხტუნე, ორივენი ძირს გადმოცვივდებით.
_
რომ იცოდე, რა ბრწყინვალე აზრი მომივიდა თავში. შეხედე, ტბას ირგვლივ რომ მთები აკრავს, ერთი მათგანი ყველაზე დაბალია, თანაც ზღვისკენ იმზირება. ის რომ დავანგრიოთ, ტბის წყალი პირდაპირ ზღვაში წავა. ტბის ფსკერი კი შესანიშნავი მინდორი იქნება და ზედ დიდძალი ბრინჯი და ცერცვი მოვა. რა კარგი იქნება, აია! ჩვენ აქ მთებიდან ჩამოვიყვანთ ხალხს. ბებიასაც წამოვიყვანთ, შენს ბაბუასაც, ყველანი აქ ვიცხოვრებთ ერთად.
_
დედაშენი სადღა იცხოვრებს? _ იკითხა აიამ, _ მისი სახლი ხომ ტბაა?
_
არაფერია! დედა ისევ ადამიანი გახდება. მე დავეხმარები. თუ ვინიცობაა, ურჩხულად დარჩენას ისურვებს, მაშინ სხვაგან ამოვთხრით მისთვის დიდ ტბას.
თეთრმა რაშმა რამდენიმე წრე შემოხაზა და ნელ-ნელა დაეშვა ძირს.
ტაროს გული აუფანცქალდა: ნუთუ მართლა ამ ტბაში ცხოვრობს დედაჩემი?!

ბრმა ურჩხული

დიდი ფრინველივით მძიმედ და ნელა დაეშვა თეთრი რაში ტბის ნაპირას. ტარო სწრაფად გადმოხტა, რაც ძალი და ღონე ჰქონდა გაიჭაჭა და დაიძახა:
_
დედა, მე ვარ, ტარო! ამომხედე ტბიდან!
მისი ხმა ნიავმა ტბის ზედაპირზე გაფანტა.
ტარომ ღრმად ჩაისუნთქა, ისევ მოიკრიბა ძალა და დაიძახა:
_
დედა, მე ვარ, ტარო! ამომხედე ტბიდან!
მისმა ხმამ ახლა მხოლოდ შუა ტბამდე მიაღწია და საპნის ბუშტივით გაქრა.
_
დედა! _ მესამედ დაიძახა ტარომ.
ჩამიჩუმი არ ისმოდა. მხოლოდ ტალღები ირხეოდა ოდნავ. ყვიროდა ტარო, ვიდრე ხმა არ ჩაეხრინწა, მაინც არავინ პასუხობდა.
_
ყველაფერი ამაოა! აქ არავითარი ურჩხული არ ცხოვრობს. თუ ცხოვრობს, ყოველ შემთხვევაში, დედაჩემი _ არა. ამდენი ძახილის შემდეგ ხმას მაინც მომაწვდიდა.
მწარედ ატირდა ტარო.
_
ნუ ტირი, ტარო! _ დაამშვიდა აიამ, _ ტბა, ჩანს, ღრმაა და არ ესმის დედაშენს შენი ხმა.
აიამ ამოიღო თავისი სალამური, ჩამოჯდა ტბის პირას და წყნარად დაუკრა. ქარმა აიტაცა სალამურის ტკბილხმოვანი ჰანგები და მთელ ტბას მოჰფინა. ნაპირთან თევზები მოცურდნენ _ დიდი და პატარა. ერთმანეთს ასწრებდნენ, ვერ ეტეოდნენ, ფარფლებს იქნევდნენ, მაშინ აიამ უთხრა:
_
თევზებო, ჩადით ტბის ფსკერზე და ურჩხულს უთხარით, ტარო მოვიდა და ნაპირთან გელოდება-თქო!
თევზებმა ერთმანეთს გადახედეს და ეჭვით გადააქნიეს თავი:
_
თქვენ გგონიათ, ხმას გაგვცემს? რომ იცოდეთ, რა უჟმურია. წევს მუდოსავით და ხმას არ იღებს...
_
ერთხელაც არ გაუღია პირი...
ბოლოს კობრმა თქვა:
_
ტყუილად რად ლანძღავთ... ურჩხული ბრმაა და ამიტომაც არ იღებს ხმას, ყველას ერიდება... მე მივალ მასთან...
და გაბედულად მოიქნია ფარფლები.
ტარომ შეაჩერა იგი:
_
კობრო, ეს გადაეცი და უთხარი: ტარო მოვიდა და შენი ნახვა უნდა-თქო!
ტარომ უბიდან ხის სავარცხელი ამოიღო, რომელსაც მთელი გზა სათუთად ინახავდა. გამოართვა კობრმა სავარცხელი და ტალღებში გაუჩინარდა... წუთიც არ გასულა, იგი შურდულივით ამოვარდა წყლიდან და ჰაერში სამჯერ შეითამაშა.
_
მუდო ურჩხულმა გამომართვა სავარცხელი, ატირდა და მთხოვა, უთხარი, ახლავე მოვალო.
_
ესე იგი, მართლა დედაჩემი ყოფილა! _ წამოიძახა ტარომ. წელში გასწორდა, ხელი მომჯიღა და ხმამაღლა დაიძახა: _ დედა!
წყალი შეირხა, ოქროსფრად ალივლივდა და წყლიდან უზარმაზარი ურჩხული ამოიმართა.
ურჩხული ნაპირთან მიცურდა, უსინათლო თვალები ტაროს მიაშტერა და გრძელი კისერი კიდევ უფრო წაიგრძელა წინ.
_
დედა, მე ვარ, ტარო!
ტარო ყელზე მოეხვია ურჩხულს, ალერსიანად გადაუსვა ხელი და თვალებიდან მუხუდოსოდენა ცრემლები გადმოუგორდა.
_
ჩემთან მოხვედი... ასე შორს, ამ მიუსავალ ჩრდილოეთში... ნეტავ ერთხელ მაინც შემახედა როგორი ხარ! ალბათ დიდი, ღონიერი...
_
ბოლოს და ბოლოს, ხომ გიპოვე, დედა. ამიერიდან სულ ერთად ვიქნებით, _ უთხრა ტარომ.
ამ სიტყვებზე ბრმა ურჩხულს მდუღარე ცრემლები წამოუვიდა.
_
რა კეთილი ხარ, ტარო! ნუთუ შენ ჩემთან იცხოვრებ, ამ საშინელ ურჩხულთან?
_
რა თქმა უნდა, დედა. ბებიაც და კიდევ სხვებიც ამასვე გააკეთებენ, ყველანი შენთან ვიცხოვრებთ... მხოლოდ ის მითხარი...
ტარო უცებ გაჩუმდა, იფიქრა: იქნებ, სჯობია არ ვკითხოო, მაგრამ მაინც თავი ვერ შეიკავა და ჰკითხა:
_
მხოლოდ ის მითხარი, ურჩხულად რატომ გადაიქეცი. ხომ შეიძლება ისევ ადამიანად იქცე?

ურჩხულად რატომ გადავიქეცი

ტაროს შეკითხვაზე ურჩხულმა თავი დახარა, ერთი ღრმად ამოიოხრა და დაიწყო:
_
ყველაფერი ეს იმიტომ მოხდა, რომ მე აღთქმა გავტეხე. ალბათ, გაგიგონია ძველი თქმულება: ვინც სამ თევზს მარტო შეჭამს, წყლის ურჩხულად გადაიქცევაო. გაზაფხული იყო. სხვებთან ერთად მეც წავედი მთაში სამუშაოდ, თუმცა ძალიან მიჭირდა სიარული _ ფეხმძიმედ ვიყავი შენზე. არაფერი არ მინდოდა _ არც კვერი, არც ფეტვის ფაფა, არც წყაროს წყალი... ყოვლად შეუძლებელი იყო ამ დროს ჩემი ტყეში წასვლა, მაგრამ რა მექნა, გაჭირვებამ მაიძულა. მამაშენი ხომ ადრე მოკვდა, ჰოდა, მე თუ არა, სხვა ვინ წავიდოდა სამუშაოდ.
თანასოფლელებმა რომ ნახეს, რა ტანჯვით მივლასლასებდი, მუხლები მეკვეთებოდა _ შემიბრალეს, ქვემოთ დამტოვეს სადილის მოსამზადებლად, თვითონ კი ტყეში წავიდნენ.
ძალიან გამიხარდა, ასე გულთბილად რომ მომექცნენ, დავჯექი ხის ძირას, ფეხი გავმართე, ცოტა დავისვენე. მზე ჩადიოდა, მდინარისკენ ჩავყევი წყლისთვის. ვხედავ, სამი თევზი მოცურავს _ დიდრონი, მსუქნები... შევედი წყალში და თუმცა წყალი ცივი იყო, დავიჭირე სამივე.
ყველას გავუმასპინძლდები, ყველას გავახარებ-მეთქი, _ გავიფიქრე. გავაჩაღე ცეცხლი და საჩქაროდ შევწვი თევზები. მაგრამ რატომღაც ჩემიანებს შეაგვიანდათ. მომშივდა, შემწვარი თევზის სუნმა გამაბრუა. «რაც იქნება, შევჭამ ჩემს წილ თევზს, სამაგიეროდ, მერე აღარ ვახლებ ხელს, დანარჩენი იმათ ჭამონ». ავიღე ერთი ნაჭერი და გავსინჯე. არასოდეს მიჭამია ასეთი გემრიელი თევზი. მოხედვაც ვერ მოვასწარი, ის თევზი ისე შემომეჭამა. სულმა წამძლია, მეორეც შევსანსლე, მერე მესამეც. გონს გვიან მოვედი. გულში რაღაც სიმხურვალე ვიგრძენი, თითქოს კოცონი მინთიაო. ყელი გამიშრა. კასრთან მივვარდი და წყალი მოვსვი, რამდენიც არ დავლიე, წყურვილი ვერა და ვერ მოვიკალი. მდინარისკენ გავიქეცი, დავიხარე და პირდაპირ მდინარეს დავეწაფე. ვიგრძენი, სისხლი უკუმექცა.
მერე რა მოხდა, არ მახსოვს... გონს რომ მოვეგე, უკვე მე აღარ ვიყავი _ რაღაც საშინელი წყლის ურჩხული ვიწექი ცისფერ ტბაში, ტბა როდისღა გაჩნდა, არც ის ვიცი.
მაშინ გამახსენდა ძველების ნათქვამი: ის, ვინც სამ თევზს მარტო შეჭამს, წყლის ურჩხულად იქცევაო! კი გამახსენდა, მაგრამ გვიანღა იყო. ასეა, ვინც მხოლოდ თავის თავზე ფიქრობს, ადამიანად ყოფნის ღირსი არ არის....
ტაროს დედამ მოყოლა დაამთავრა. ისევ ამოიოხრა. გაახსენდა ტანჯული დღეები. ურჩხულად ქცეული როგორ ჩაიძირა ცისფერი ტბის ფსკერზე, სადაც სინათლის სხივიც ვერ აღწევდა. წყვდიადში მოქცეულს ადამიანური ცხოვრება ენატრებოდა, მაგრამ ამ უბედურებაში თავად ედო ბრალი _ ადამიანური ადათი დაარღვია. ამიტომაც მიეზღო ჭუჭყიან შლამში მარტო ცხოვრება...
_
ეს უსამართლობაა! _ წამოიძახა ბრაზმო¬რეულმა ტარომ, _ ნამდვილი უსამართლობა! შენს მუცელში ხომ მე ვიყავი და, ალბათ, იმიტომ შეჭამე ის საცოდავი თევზი. ამან დაგაკარგვინა ადამიანად ყოფნის უფლება? ეს ხომ უმკაცრესი სასჯელია?!
_
ოჰ, ტარო! არ შეიძლება მხოლოდ ერთი იყოს მაძღარი, სხვები კი შიმშილობდნენ. ეს ჩვევა მთის დუხჭირი ცხოვრების გამო დამკვიდრდა.
_
ეს ხომ არ მოხდებოდა, სამყოფად რომ ყოფილიყო თევზი ან ბრინჯის გემრიელი ნამცხვრები, ისე როგორც იმ სოფელში აქვთ, მე რომ შავი ეშმაკისგან გავათავისუფლე. მათი მდინარე კობრითა და გველთევზებითაა მდიდარი, ტყე _ სოკოებით, კენკრით, ხურმითა და წაბლით. მინდვრებსა და მთებში უხვად მოსდით გემრიელი ბრინჯი. მერედა, რა არომატული სუნი აქვს ბრინჯის ნამცხვარს. ყველაფერი რომ საკმარისი იყოს, მაშინ არავინ დაითვლიდა, ვინ მეტი შეჭამა, ვინ ნაკლები, თავსაც არავინ დაიწყევლიდა სამი თევზის გულისთვის...
ტაროს უცებ მოაგონდა თავისი უბედური სოფელი, იქაური დუხჭირი ცხოვრება. თითქოს ცხადად შემოესმა ბებიას ხმა _ წელში სამად მოხრილი, მინდორში ცერცვს რომ აბნევდა და ლოცვასავით იმეორებდა:
აჰა, ერთი მარცვალი _
დამიბრუნე ათასი!
აჰა, კიდევ მეორეც _
მომე ათი ათასი!
«
ეჰ, რა მოხდება, გლეხებს რომ მეტი მიწა ჰქონდეთ, _ გაიფიქრა ტარომ, _ ამ ტბის ადგილზე ხომ დიდებული სახნავ-სათესი იქნებოდა

ტაროს თხოვნა

_
დედა! _ მიმართა ტარომ დედას, _ ერთი სურვილი მინდა გაგიმხილო, რომლისთვის სიცოცხლესაც არ დავიშურებ.
_
რა გაწუხებს მითხარი, შვილო, არ დამიმალო!
_
მინდა, ტბის წყალი ზღვაში ჩავუშვა. ეს მიწა გადავხნა და ბრინჯი დავთესო.
დედა გააოცა ამ ნათქვამმა, არაფერი უპასუხია.
_
ძალიან დიდი გზა გამოვიარე შენთან მოსვლამდე, დედა. გზადაგზა, ყველგან, მხოლოდ მთებს ვხვდებოდი. საითაც არ გავიხედე _ მთები, მთები და მთები. მათ შორის აქა-იქ პატარ-პატარა მინდვრებიცაა, მაგრამ ისეთი პაწაწინა, ზედ ერთი კაცი თუ დაეტია, მეორისთვის სადღაა ადგილი. წინათ ეგონათ, რომ სწორედ ეს იყო ადამიანური ცხოვრება. დღეს კი სხვაგვარად ფიქრობენ: თუ მიწა გვექნა, ბრინჯის მოყვანა შეგვეძლება და ცხოვრებაც სასიკეთოდ შეგვეცვლებაო. ეს მე გავიგე, შენთან რომ მოვდიოდი. მანამდე ჭამისა და ძილის მეტს არაფერს ვაკეთებდი. ახლა კი ვიცი, რისთვის ვცხოვრობ. გთხოვ, დედა, დამითმე ეს ტბა. იმ მთას გავანგრევ, წყალს გავუშვებ, მთიდან ხალხს ჩამოვიყვან, აქ დავასახლებ. მიწას მოვხნავთ, ბრინჯს დავთესავთ და ხალხი მუდამ მაძღარი იქნება. არავის არ ექნება ისეთი მწარე ხვედრი, როგორიც შენ გქონდა, დამითმე ტბა!
დედა ხმას არ იღებდა, მან იცოდა: ტბასთან ერთად თვითონაც აღარ იქნებოდა. დიდი და მძიმე გზა გაიარა, სანამ ამ ტბაში მოვიდოდა და მოკალათდებოდა. ძველ ტბაში ვეღარ დაეტია. ახლა კი ესეც უნდა მიატოვოს!
«
შევასრულებ ტაროს თხოვნას, _ გადაწყვიტა მან, _ ჩემგან ჰქონდეს ხალხს საჩუქრად ეს ადგილი. აქამდე ხომ მარტო ჩემს თავზე ვფიქრობდი
ურჩხულმა თავი ასწია და წყნარად თქვა:
_
მესმის შენი სურვილი, ტარო. ახლა მიხარია კიდეც, ურჩხული რომ ვარ. ჩემი სხეული ყოველგვარ რკინაზე მაგარია. მივაწვები მთას და ვერც ერთი ქვა ვერ გამიძლებს _ დაინგრევა. მხოლოდ ერთი რამ მაღონებს: ვერაფერს ვხედავ, მოდი, კისერზე შემაჯექ და ჩემ მაგივრად შენ იყურე წინ.
_
ეს სულაც არ მომფიქრებია, შენ რომ მთის დანგრევა შეგეძლო. რასაც მეტყვი, ყველაფერს შევასრულებ, აბა, გისმენ!
_
პირობა მომეცი, რაც უნდა გაგიჭირდეს, არ იტირებ და არც საქმეს მიატოვებ.
_
არ ვიტირებ, დედა. შეუპოვარი ვიქნები, რაც ჩავიფიქრეთ, ნახე, თუ არ შევასრულოთ. გესმის სალამურის ხმა? აია უკრავს, ჩემი საუკეთესო მეგობარი. მან სიცოცხლე შემინარჩუნა. აქ მოდი, აია, _ დაუძახა ტარომ, _ გვისმინე, რაზე ვლაპარაკობთ.
აია შორიახლოს, ნაპირთან იჯდა და სალამურზე უკრავდა. ტახები, კურდღლები, თაგვები, დათვები და მელიები გარს შემოხვეოდნენ და უსმენდნენ. ასე უცებ როდის შეგროვდნენ?
აიამ ტაროს შეხედა, წამოდგა და გაიღიმა:
_
სახეზე ყველაფერი გაწერია. რა თქმა უნდა, ყველანაირად ვეცდებით, რომ შენი ოცნება აღსრულდეს. რაოდენ ძნელიც უნდა იყოს იგი.
_
ჩვენც დაგეხმარებით! _ დაიძახეს მხეცებმა.
ტარომ და აიამ ერთმანეთს გადახედეს და მხიარულად გაიცინეს. როგორ არ გაიცინებდნენ, როცა პაწაწინა წრუწუნაც მთელი ძალით წრიპინებდა და კუდს მიწაზე ურტყამდა.
_
თქვენ კეთილი მხეცები ხართ! _ გაუღიმა ტარომ და თეთრი კბილები გადმოყარა, _ რადგან ასეა, გავარდით მთებში, ტყეებში და ყველას შეატყობინეთ, მთას ვანგრევთ-თქო. ვისაც როგორ შეუძლია, მოგვეხმაროს: ტახებმა მიწა ეშვებით გათხარონ, დათვებმა, მელიებმა და კურდღლებმა _ თათებით; თაგვებმა და თხუნელებმა მიწაში გასასვლელი გათხარონ, ხვრელები გაიყვანონ. აბა, ასე, ყველანი ერთიანი ძალით შევეჭიდოთ და სარძევე კბილივით შევარყევთ მთას.
მთებსა და ტყეებს მოედვნენ მხეცები, ამბავი მოსდეს იქაურობას. აია მიუახლოვდა ურჩხულს, კისერზე ხელი მოხვია და უთხრა:
_
ეს მე ვარ, აია. მეც ახლავე გავფრინდები თეთრი რაშით და ხალხს გავაფრთხილებ, გრუხუნს რომ გაიგებენ, არ შეშინდნენ, აიღონ ნიჩბები და ტბისკენ გამოსწიონ.
_
კარგად მოგიფიქრებია, გოგონა, _ უთხრა ურჩხულმა, აიას ნათქვამი რომ მოისმინა, _ შენს სახეს კი ვერ ვხედავ, მაგრამ ხმაზე გატყობ, რომ ალერსიანი, კეთილი და ჭკვიანი ხარ. მაშ, წადი ყველას უთხარი, მალე დაიქუხებს, ერთ-ერთი მთა დაინგრევა, ნიაღვრები გადმოხეთქავს და მერე ახალი მიწა დაიბადება-თქო. მე მინდა, არავინ შეეწიროს ამ ამბავს, ან არ დაშავდეს ვინმე.
_
დაწვრილებით მოვახსენებ, როგორც მიბრძანებთ! ნახვამდის!
მოახტა აია თეთრ რაშს და მალე ცაში მიიმალა.

მიწის დაბადება

_
მაშ, შევუდგეთ, ტარო! ვინ იცის, რამდენ ხანს მოვუნდებით ამ მთის განგრევას. ერთი კი ვიცი _ მდინარე შორეული ჩრდილოეთის ზღვაში ჩავა.
ეს თქვა ურჩხულმა და თავდახრილი შეევედრა მიწისა და წყლის ღმერთებს. ტარომ თვალი დახუჭა და უმალ ბებია გაახსენდა: «ცოტაც კიდევ, ბებია, მალე აღსრულდება ჩემი ოცნება».
მზეც ამოვიდა.
_
ახლა შემაჯექი კისერზე, ტარო, მაგრად ჩამჭიდე ხელი, _ უთხრა დედამ, წყლიდან სწრაფად ამოიმართა და უამრავი შხეფიც ამოაფრქვია.
შავი ღრუბლები ბოლქვა-ბოლქვად დაიძრა ცაში, ამოვარდა ქარიშხალი, კოკისპირული წვიმა წამოვიდა. ცა და მიწა თვალისმომჭრელმა ელვამ დასერა. უზარმაზარი ტალღები ღმუილით ეხეთქებოდნენ კლდეებს. საშინელი ხმაური გაისმა, თითქოს ასი ჩანჩქერი ერთად გადმოეშვაო მთიდან. უზარმაზარი ტალღის ქოჩორზე წამოიმართა ურჩხული და ტალღასთან ერთად მიენარცხა მთას. მთა არც შერხეულა. უკან დაიხია ურჩხულმა, ძალა მოიკრიბა, კვლავ მიენარცხა მთას აბობოქრებულ ტალღასთან ერთად. ისევ უკან დაიხია. ბოლქვა-ბოლქვად აიმართნენ ტალღები. ასე გაგრძელდა მთელი ღამე. ირიჟრაჟა, მაგრამ ქარიშხალი არ ცხრებოდა. ისევ ამოვიდა მზე, ისევ დაღამდა. მთა კი უძრავად იდგა. ურჩხულს სხეული ჭრილობებით დაესერა.
_
აბა, კლდეს დასცხე, დედა! აი, აქ! _ ისმოდა ტაროს შეძახილი წყვდიადსა და ტალღების ხმაურში. უცებ ტაროს შემოესმა ნაცნობი დაფდაფის ხმა და სიმღერა:
უჰ, რა მხიარულად ჟღერს საყვარელი დაფდაფი!
საკეზე და ბრინჯზე უფრო მიყვარს ჩემი დაფდაფი!
მკერდში გული ძაგძაგებს, უკრავს ჩემი დაფდაფი!
ტამ-ტარა-რამ, ტამ-ტამ-ტამ-ტამ!
_
ეს ხომ წითელი ეშმაკია? ეჰეი, წითელო ეშმაკო, ერთი მოუხმე შენს ნაცნობ მგრგვინავებს და მოგვეშველე ამ მთის განგრევაში.
შავი ღრუბლებიდან ნაცნობი ხმა გაისმა:
_
შენი გულისთვის, ტარო, არაფერს დავიშურებ. მე ხომ შენი წყალობით ვცხოვრობ ასე მხიარულად და უდარდელად. მთის განგრევა რა უნდა იყოს, როგორ არ მოგეხმარები.
წითელმა ეშმაკმა მოიხმო ასი ნაცნობი მგრგვინავი. ასივემ ერთად დაჰკრა ას დაფდაფს. ტარომ ყურებში თითები დაიცო, დედის ზურგს გაეკრა. ისეთი გრგვინვა ატყდა, გეგონებოდათ, ქვეყანა იქცევაო, მაგრამ უცებ ყველაფერი მიწყნარდა.
ტარომ თვალი გაახილა, ხედავს, მთა ორად გახლეჩილა, თითქოს უფსკრულს ხახა დაუღიაო.
_
შეხედე, დედა! მგრგვინავებმა მთა უკვე გაჩეხეს.
ურჩხულმა ერთხელ კიდევ მოიკრიბა ძალა და უკანასკნელად მიენარცხა მთას. მთა საშინელი გრუხუნით ჩამოიშალა და ტბიდან ჩანჩქერივით ითქრიალა წყლის ნაკადმა. შხეფებსა და ქაფში წინ ურჩხული მიქროდა, ტარო ისევ კისერზე ეჯდა. გაშმაგებული მდინარე გზადაგზა მთებსა და კლდეებს მიანგრევდა, ტყეებიც სულ წალეკა.
ღრუბლები გაიფანტა. მზემ ისევ გამოაცოცხლა მიწა. მზის სხივებით აკამკამებული მდინარე ჩრდილოეთის ზღვაში შეიჭრა. შორეული ტბის ნამყოფზე გადაიშალა გაშლილი, ნოყიერი მინდორი.
«
მინდორიც ამას ჰქვია! _ მიიხედ-მოიხედა გახარებულმა ტარომ, _ როგორ გული მწყდება, ამ დიდებულ ვაკეს შენ რომ ვერ ხედავ, დედა
ტარო კისერზე მოეხვია დედას და მწარედ ატირდა.
_
გმადლობ, დედიკო! შენზე ძვირფასი ადამიანი ქვეყნად არ მეგულება! ეს რა მოგსვლია, მთელი სხეული დაგჭრია, სულ სისხლში ხარ მოსვრილი... შენ მხოლოდ სხვებისთვის იზრუნე. მადლობელი ვარ! ნუთუ მთელი სიცოცხლე ურჩხულად უნდა დარჩე?
ტარო იარებს რომ ხელს უსვამდა, მისი ცრემლი დედამისის ბრმა თვალებს დაეცა. და მოხდა სასწაული: საშინელი ურჩხული ნაზ, მოხდენილ ქალად იქცა, თვალიც აეხილა და ტარომ ცხადლივ დაინახა თავისი დედა.
_
მადლობელი ვარ, ტარო! _ უთხრა და ატირდა, თან ხელს არ უშვებდა შვილს, _ შენ რომ არა, მთელ სიცოცხლეს შორეული ტბის ფსკერზე გავატარებდი, სიბნელეში, სადაც სინათლე ვერ აღწევს. რამდენი ხანია გელოდი! ვფიქრობდი: გაიზრდება ჩემი ბიჭი ჭკვიანი, ღონიერი და დამიხსნის-მეთქი. მართლაც გაიზარდე, მაგრამ უფრო ჭკვიანი და ღონიერი, ვიდრე მე მეგონა. შენმა ვაჟკაცობამ შემმატა ძალა და ადამიანადაც მაქცია.
ამ დროს აიაც გამოჩნდა თეთრი რაშით. ლამაზი თვალები ცრემლით აევსო, ტაროს დედა რომ დაინახა.
_
დედა! ტარო! _ შესძახა მან, _ მოდით, დასხედით რაშზე და შორეული ტბისკენ გავქანდეთ. ხალხი უკვე ბარებითა და გუთნებით მოდის, ბრინჯის თავთავიც მოაქვთ, ტარომ ადრე რომ დაურიგა.
_
ჰო, უნდა ვიჩქაროთ, _ დაეთანხმა ტარო, _ საქმე ახლა იწყება. წავიდეთ, დედა! მიწა გველოდება...
ხალხმა თვალუწვდენელ მინდორზე ბრინჯი დათესა. მალე მან ოქროს თავთავი მოისხა და როცა მოსავალი აიღეს, ტარომ და აიამ მხიარული ქორწილიც გააჩაღეს.
მოიპატიჟეს დედაც, ბებიაც, ბაბუაც, ყველა თანასოფლელი და დაიწყეს ცხოვრება ახალ მიწაზე მხიარულად და ბედნიერად. იბედნიერონ და იბედნიერონ!

 

 

შემაჯამებელი დავალება

გადმოეცი შენი შთაბეჭდილება მოთხრობის შესახებ!

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ოსკარ უაილდი-კენტერვილური აჩრდილი

(მისტიკური, მაგრამ ნამდვილი ამბავი)

 

თავი პირველი

 

როცა ამერიკის ელჩმა ბატონმა ხაირამ . ოუტისმა კენტერვილის სასახლის ყიდვა გადაწყვიტა, ყველანი არწმუნებდნენ, დიდ სისულელეს სჩადიო; სასახლეში აკი მოჩვენება ცხოვრობსო.

თვით ლორდი კენტერვილი მეტისმეტად წესიერი კაცი იყო.

 

ამიტომ ამ ფაქტის გამო გააფრთხილა მყიდველი: "ჩვენ ამ სასახლეში ცხოვრებას, სიმართლე გითხრათ, თავს ვარიდებთო; მეტადრე მას მერეო, რაც ჩემმა ბიძაშვილმა, ქვრივმა ჰერცოგინიამ, აქ ნერვული შოკისგან ავი ზნე აიკიდაო. სადილისთვის ემზადებოდაო საცოდავი, როცა მხრებზე ჩონჩხმა დააწყოო ხელები.

არ დაგიმალავო, ბატონო ოუტის, რომ მოჩვენება ჩემი ოჯახის სხვა წევრებსაც გამოეცხადაო. მას ჩვენმა მღვდელმაც მოჰკრაო თვალი, ღირსმა მამამ ოგასტუს დემპირმაო, სამეფო კოლეჯის საბჭოს წევრმაო კემბრიჯში. ჰერცოგინიას რაც ეს იაღლიში შეემთხვაო, ჩვენი სასახლიდან გუდა-ნაბადი აიკრესო მსახურებმა; ხოლო ქალბატონმა კენტერვილმა ძილი დაკარგაო. ყოველღამ ესმისო გაურკვეველი ხმები დერეფნიდან და ბიბლიოთეკიდან".

რა გაეწყობა, მილორდ, - მიუგო ელჩმა, - ვყიდულობ სახლს თავის ავეჯიან-მოჩვენებიანად. მე ჩამოვედი მოწინავე ქვეყნიდან, სადაც ყველაფერია, რაც კი ფულზე იყიდება.

ერთიც გაითვალისწინეთ: მარჯვე ახალგაზრდობა გვყავს; შეუძლიათ ყირამალა გადაატრიალონ ძველი ქვეყანა, მაშ, სულ ჩვენმა ჭაბუკებმა არ გაზიდეს თქვენგან საუკეთესო აქტრისები და ოპერის პრიმადონები? მოჩვენებას ვინ შეგარჩენდათ? იმწამსვე აღმოჩნდებოდა ჩვენს რომელიმე მუზეუმში და დიდძალ ფულსაც დაქაფავდნენ.

ვშიშობ, რომ მოჩვენება მაინც არსებობს, - გაიღიმა ლორდმა კენტერვილმა, - რა ვუყოთ, თუ არ დახარბდა თქვენი ფხიანი იმპრესარიოების წინადადებას. აგერ სამი საუკუნე ხდება, რაც მას იცნობენ აქაურები. უფრო ზუსტნი თუ ვიქნებით - ათას ხუთას ოთხმოცდაოთხი წლიდან. ჩვენი ოჯახის რომელიმე წევრის სიკვდილის წინ იცის ხოლმე გამოჩენა.

ძვირფასო ლორდ, ოჯახის ექიმმაც იცის ხოლმე ასეთ დროს გამოჩენა. გარწმუნებთ, სერ, არავითარი მოჩვენებანი არ არსებობენ და ბუნების კანონებიც, ვგონებ, ერთია ყველასათვის; თვით ინგლისის წარჩინებული ფენისთვისაც კი.

თქვენ, ამერიკელები, ჯერაც ისე ახლოს ხართ ბუნებასთან! - წამოიძახა ლორდმა კენტერვილმა; ეტყობა, მთლად ვერ გაისიგრძეგანა ბატონ ოუტისის ბოლო შენიშვნა, - რა გაეწყობა, თუ თქვენ ხელს გაძლევთ მოჩვენებიანი სახლი, ყველაფერი რიგზეა, ოღონდ დაიხსომეთ: მე თქვენ გაგაფრთხილეთ!

რამდენიმე კვირაში ხელი მოაწერეს ნასყიდობას და ლონდონის სეზონის დასრულების მერე ელჩი ოჯახითურთ გადმობარგდა კენტერვილის სასახლეში.

ქალბატონ ოუტისს, რომელიც თავის დროზე ნიუ-იორკში განთქმული იყო სილამაზით, ახლა საშუალო ასაკის მანდილოსანი ეთქმოდა. მიმზიდველობა არც ახლა აკლდა: ლამაზი თვალები ჰქონდა და დიდებული პროფილი. ამერიკელი ქალები, სამშობლოს დატოვების მერე, სახეზე ქრონიკული ავადმყოფის იერს მოირგებენ ხოლმე; აქაოდა, ეს ევროპული დახვეწილობის ნიშანიაო.

ქალბატონ ოუტისს ეს შეცდომა არ მოსვლია. ის შესანიშნავი ჯანმრთელობითა და ძალთა არნახული სიჭარბით გამოირჩეოდა. ძნელი იყო მისი გარჩევა ნამდვილი ინგლისელისგან. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ჭეშმარიტებას, რომ ჩვენ და ამერიკელებს ბევრი გვაქვს საერთო; პრაქტიკულად - ყველაფერი, გარდა, რაღა თქმა უნდა, ენისა.

უფროსი ვაჟისთვის სახელის შერჩევისას მშობლებს პატრიოტიზმის ბუშტი გაუსკდათ და ბიჭს ვაშინგტონი დაარქვეს. სასიამოვნო გარეგნობის ქერათმიანი ყმაწვილი სულ წუხდა ხოლმე ამის გამო. ამერიკულ დიპლომატიაში ღირსეული ადგილის დასაკავებლად ემზადებოდა. სწორედ ამიტომ ზედიზედ სამი სეზონი ენერგიულად იცეკვა ნიუპორტის სამორინეში კოტილიონი, თან - წამყვან წყვილში.

თვით ლონდონშიც კი გაუვარდა შესანიშნავი მოცეკვავის სახელი.

მისი დაიკო ვირჯინია ოუტისი მეთექვსმეტეში იყო გადამდგარი. ტანადი, ირემივით ნარნარი; დიდრონი, ნათელი და ცისფერი თვალები ჰქონდა; შესანიშნავი ცხენოსანი! ერთხელ მოხუცებული ლორდი ბილტონი შეუგულიანებია და გასწრებაზე გააჭენეს ცხენები ჰაიდპარკის გარშემო ორ წრედ. გოგონამ ცხენის ერთ-ნახევარი ტანით გადაასწრო მეტოქეს და პირველი მიიჭრა აქილევსის ქანდაკებასთან. ამით ისე აღაფრთოვანა ჩეშირის ახალგაზრდა ჰერცოგი, რომ უკანასკნელმა მაშინვე ხელი სთხოვა. ჭირისუფალმა ძლივს დააშოშმინა ცრემლმორეული ვაჟკაცი და უკანვე, იტონში გაისტუმრა.

ვირჯინიას ორი ტყუპი ძმა მოსდევდა, რომლებსაც «ვარსკვლავზოლებიანებს» ეძახდნენ, რადგან სულ ამერიკის დროშას აფრიალებდნენ. ოჯახის ყველაზე მგზნებარე რესპუბლიკელები ესენი იყვნენ, თუ, რა თქმა უნდა, თვით ელჩს არ ჩავთვლით.

კენტერვილის სასახლიდან უახლოეს რკინიგზის სადგურამდე შვიდიოდე მილი იყო, მაგრამ ბატონმა ოუტისმა წინასწარ აფრინა დეპეშა ეკიპაჟისათვის. ოჯახი საუკეთესო გუნებაზე დაიძრა სასახლისაკენ.

ივლისის მშვენიერი საღამო იდგა. ჰაერი გაჟღენთილი იყო ფიჭვნარის თბილი სურნელით. ჟამ-ჟამად სმენას სწვდებოდა თავისივე ხმისგან თრობამორეული გვრიტის ნაზი ღუღუნი. გვიმრის მოშრიალე ბარდებში გაიელვებდა ხოლმე ხოხბის ჭრელჭრული მკერდი. მაღალი წიფლებიდან იჭყიტებოდნენ ციყვები, რომლებიც ქვემოდან მთლად პაწაწკინტელები ჩანდნენ; ხოლო პატარა ბუჩქებში განაბული კურდღლები შეშინებულნი გარბოდნენ ხავსიან კოლბოხებზე, პაწია თეთრი კუდების ქნევით.

მაგრამ როგორც კი სასახლისკენ მიმავალ ხეივანში გავიდნენ, უცებ ცა ღრუბლებით მოიქუფრა და ჰაერში უცნაურმა სიჩუმემ დაისადგურა. თავზე აურაცხელმა ჭილყვავმა გადაუფრინათ. ის-ის იყო, სასახლეს მიაღწიეს, რომ წვიმაც დაიწყო.

კიბესთან ელოდათ სალუქი დედაბერი შავი აბრეშუმის კაბაში, თეთრი ჩაჩითა და წინსაფრით.

ეს გახლდათ ქალბატონი ამნი, შინამოსამსახურე, რომელიც ქალბატონმა ოუტისმა ქალბატონ კენტერვილის დაჟინებული თხოვნის მერე დაიტოვა. ის თავდახრით მიესალმა თითოეულს და საზეიმოდ, ძველებურ ყაიდაზე წარმოთქვა: «კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კენტერვილის სასახლეში

ახალი მობინადრეები მოხუცებულ ქალს სახლში შეჰყვნენ, გაიარეს ტიუდორების სტილით ნაგები ჰოლი და ბიბლიოთეკაში აღმოჩნდნენ. ეს იყო გრძელი და დაბალჭერიანი ოთახი, შავი მუხით მოჭედილი, დიდი ვიტრაჟით კარის პირდაპირ. აქ უკვე ყველაფერი მზად იყო საღამოს ჩაისთვის. მათაც საჩქაროდ გაიხადეს ლაბადები და მოსაცმელები, მიუსხდნენ მაგიდას და სანამ ქალბატონი ამნი ჩაის ჩამოარიგებდა, იქაურობის თვალიერება იწყეს.

ანაზდად ქალბატონმა ოუტისმა ბუხრის გვერდით, იატაკზე ჟამთასვლისაგან დამუქებული წითელი ლაქა შენიშნა.

რაღაი თავად ვერ მიხვდა, რა უნდოდა აქ ლაქას, ქალბატონ ამნის მიუბრუნდა:

აქ, ალბათ, რაღაც დაექცათ, არა?

დიახ, ქალბატონო, - მიუგო მოხუცმა შინამოსამსახურემ, ცოტა არ იყოს, გაბზარული ხმით, - ამ ადგილასსისხლი დაიღვარა.

რა საშინელებაა! - წამოიძახა ქალბატონმა ოუტისმა, - მე არაფრად მეპიტნავება ჩემს მისაღებში სისხლის ლაქა.

ახლავე უნდა მოვაშოროთ!

დედაბერს გაეღიმა და ისევ იდუმალი ჩურჩულით უპასუხა:

თქვენ ხედავთ ქალბატონ ელეონორა დე კენტერვილის სისხლს, ქალბატონისა, რომელიც აი ამ ადგილას ათას ხუთას სამოცდათხუთმეტ წელს მოკლა მისმა მეუღლემ, ბატონმა საიმონ დე კენტერვილმა. ბატონმა საიმონმა კიდევ ცხრა წელიწადი იცოცხლა. შემდეგ კი უცებ გაქრა ფრიად იდუმალ ვითარებაში. მის სხეულს ვეღარსად მიაგნეს. აი, ცოდვილი სული კი დღემდე დაბორიალებს სასახლეში. ტურისტები და სხვა სტუმრები ყოველთვის აღტაცებით ათვალიერებენ ამ ლაქას და მისი მორეცხვა არასგზით არ შეიძლება.

სისულელეა! - დაბეჯითებით წარმოთქვა ვაშინგტონ ოუტისმა, - პინკერტონის ფირმის სანიმუშო საწმენდი სითხე ეგრევე გააქრობს. ეს თქვა და სანამ შეშინებული შინამოსამსახურე დაუშლიდა, წამის უმალ ჩაიმუხლა, პომადის მსგავსი, ოღონდ შავი ფერის სალესი ძელაკი მოიმარჯვა და ლაქის ამოყვანას შეუდგა.

წუთიც და ლაქისგან კვალიც აღარ დარჩა.

პინკერტონი არასოდეს გიღალატებს! - დასჭექა გაბრწყინებულმა ყმაწვილმა აღტაცებული ოჯახის წინაშე.

მაგრამ ამ სიტყვების წარმოთქმისთანავე საშინლად იელვა და ნახევრად ჩაბნელებული ოთახი განათდა. ისეთმა მეხმა გაიტკაცუნა, რომ ყველანი ზეზე წამოცვივდნენ, ქალბატონმა ამნიმ კი გრძნობა დაკარგა.

რა საძაგელი კლიმატია აქ, - აუმღვრეველი სიფათით ჩაილაპარაკა ამერიკის ელჩმა და ნაფაზი დაარტყა, - ეს ბებერი ინგლისი ისე ჭარბადაა დასახლებული, რომ წესიერი ამინდიც კი ყველას არ ჰყოფნის. მე ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ემიგრაცია ერთადერთი ხსნაა ბრიტანეთისათვის.

ძვირფასო ხაირემ, - თქვა ქალბატონმა ოუტისმა, - თუ ამან ასე გააგრძელა წარამარა გრძნობის დაკარგვა, ჩვენ კაი დახლი დაგვიდგება.

დაუქვითე ჯამაგირიდან, როგორც ჭურჭლის დამსხვრევისათვის ვუქვითავთ ხოლმე და ესეც მალე მოიშორებს ამ ცუდ ჩვევას, - უპასუხა ელჩმა.

და მართლაც, ორ-სამ წუთში ქალბატონი ამნი გონზე მოვიდა. სხვათა შორის, აშკარად ნაწყენი ჩანდა. ტუჩები ჯიუტად მოკუმა და ბატონ ოუტისს განუცხადა, ამ სახლში მალე უბედურება დატრიალდებაო.

ჩემო ბატონო, - თქვა მან, - მე აქ ისეთები მინახავს, რომ ყველა ქრისტიანს თმა ყალყზე დაუდგებოდა. საშინელებებისაგან, აქ რომ დატრიალებულა, რამდენი ღამე თეთრად გამითენებია.

მაგრამ ბატონმა ოუტისმა და მისმა მეუღლემ აუხსნეს პატივცემულ მოხუცს, რომ მოჩვენებებისა არ ეშინიათ. მანაც ღმერთს შეავედრა თავისი ახალი პატრონები; ისიც მიანიშნა, რომ ურიგო არ იქნებოდა მისთვის ჯამაგირის მომატება.

მერე კი გაუბედავი ნაბიჯებით თავის ოთახს მიაშურა.

 

თავი მეორე

 

მთელი ღამე ქარბუქი არ დამცხრალა, მაგრამ სხვა მხრივ არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა. ერთი კი იყო: როცა დილით ოუტისები სასაუზმოდ დაბლა ჩავიდნენ, სისხლიანი ლაქა თავის ადგილას დახვდათ.

სანიმუშო საწმენდი სითხის ღირსებაში არავის ეჭვი არ შეგეპაროთ! - გამოაცხადა ვაშინგტონმა, - სადაც კი გამომიცდია, არსად უღალატია. აქ მართლაც მოჩვენების ხელი ურევია.

და მან ერთხელ კიდევ პირწმინდად ამოიყვანა ლაქა, მაგრამ მეორე დილას ლაქა ჯიუტად ზიმზიმებდა თავის ადგილას. ასე განმეორდა მესამე დილასაც, თუმცა წინა საღამოს ბატონმა ოუტისმა, სანამ დასაძინებლად წავიდოდა, პირადად ჩაკეტა ბიბლიოთეკა და გასაღები ჯიბეში ჩაიდო.

ახლა მოჩვენების პრობლემამ მთელი ოჯახი ფეხზე დააყენა. ბატონ ოუტისს, ცოტა არ იყოს, ეჭვი შეეპარა თავის უწინდელ თავდაჯერებაში: ცოტას ხომ არ ვაჭარბებო, სულებს ასე დაბეჯითებით რომ უარვყოფო. ქალბატონმა ოუტისმა პარაფსიქოლოგიურ საზოგადოებაში გაწევრიანება ისურვა, ვაშინგტონმა კი მოზრდილი წერილი მისწერა მაიერსსა და პოდმორს დანაშაულებრივი სისხლიანი ლაქების თაობაზე. და თუ კიდევ ეეჭვებოდათ ოდნავ მაინც აჩრდილების არსებობა, ერთ ღირსსახსოვარ ღამეს ყველა ეჭვი საბოლოოდ განიფანტა.

დღე იყო ცხელი და მზიანი.

საღამოთი აგრილდა და მთელი ოჯახი სასეირნოდ გამოვიდა. შინ მხოლოდ ცხრა საათისთვის დაბრუნდნენ და მაშინვე მსუბუქად ივახშმეს. აჩრდილებზე არ უსაუბრიათ. ის აგზნებული განწყობილება, სულების მატერიალიზაციას რომ უწყობს ხელს, არ შექმნილა. საუბრობდნენ, როგორც ბატონი ოუტისი მიყვებოდა შემდეგში, იმაზე, რაზეც ჩვეულებრივ საუბრობენ ხოლმე საზოგადოების უმაღლესი ფენის განათლებული ამერიკელები:

იმაზე, რომ ამერიკელი მსახიობი, ქალბატონი ფანი დევენპორტი უდავოდ სჯობია ფრანგ სარა ბერნარს, რომ საუკეთესო ინგლისურ ოჯახებშიც კი არ მოგართმევენ სიმინდს, წიწიბურას კვერებსა და ღომს;

ბოსტონის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე მთელი კაცობრიობის სულიერი განვითარებისათვის;

იმაზე, რა დიდი უპირატესობა აქვს რკინიგზაზე ბარგის გადაზიდვის გაფორმებისას საბარგო ქვითრების სულ ახლახან შემოღებულ სისტემას;

იმაზე, რა ტკბილად ჟღერს ნიუიორკული გამოთქმა გატყლარჭულ ლონდონურთან შედარებით.

ერთი სიტყვით, განსაკუთრებული არაფერი თქმულა. არც ბატონი საიმონ დე კენტერვილი უხსენებია ვისმე. საღამოს თერთმეტზე ყველანი დასაძინებლად გაემართნენ.

ნახევარ საათში სახლში შუქი ჩაქრა.

ცოტა ხანში ბატონი ოუტისი გამოაღვიძა, ცოტა არ იყოს, უცნაურმა ბგერებმა: დერეფანში, იქვე, მის კართან, თითქოს ლითონი ჩხარუნებდა, თან - სულ უფრო და უფრო მკაფიოდ. წამოდგა, გაჰკრა ასანთს და საათს დახედა. ზუსტად პირველი იყო. წონასწორობის დაუკარგავად მაჯა გაისინჯა. მაჯისცემა, როგორც ყოველთვის, თანაბარი და მშვიდი ჰქონდა. იდუმალი ბგერები კი არ წყდებოდა, მეტიც, ბატონ ოუტისს ცხადად მოესმა ნაბიჯების ხმა. მაშინ კი ფეხები გაყო ოთახის ფაჩუჩებში, აბგიდან შეფუთული მოგრძო შუშა ამოიღო და კარი გააღო.

პირდაპირ, მის წინ, მთვარის მიმქრალ შუქზე იდგა უაღრესად საშინელი სახის ბერიკაცი, თვალები გავარვარებული ნაკვერჩხლებივით უელავდა; ჭაღარა გრძელი თმა აჩეჩილად ეყარა მხრებზე; ძველებურ ყაიდაზე გამოყვანილი წვირიანი კაბა ნაფლეთებად იყო ქცეული.

ბორკილგაყრილ ხელ-ფეხზე მძიმე და ჟანგიანი ჯაჭვები ეკიდა.

სერ, - მიმართა მას ბატონმა ოუტისმა, - იძულებული ვარ, დაბეჯითებით გთხოვოთ, რომ ამიერიდან შეზეთოთ ხოლმე თქვენი ჯაჭვები. ამ მიზნით თქვენთვის წამოვიღე ერთი შუშა მანქანის ზეთი, სახელწოდებით «დემოკრატიის ამომავალი მზე», რომელიც ცნობილია თავისი ეფექტიანობით.

საფუთავზე დართულია ჩვენი გამოჩენილი მღვდლების დადებითი გამოხმაურებანი, რაც ადასტურებს ამ სითხის განსაკუთრებულ ღირსებებს. ვტოვებ შუშას აქვე, მაგიდაზე და დიდი სიამოვნებით მოგამარაგებდით ზეთის ახალ-ახალი ულუფებით საჭიროების მიხედვით.

ეს თქვა და შეერთებული შტატების ელჩმა შუშა მარმარილოს მაგიდაზე დადო. თვითონ კი კარი გაიხურა და ლოგინში შეძვრა.

კენტერვილური მოჩვენების აღშფოთებას საზღვარი არ ჰქონდა. შუშა პარკეტზე დაანარცხა და დერეფნისკენ წაბორიალდა ავისმომასწავებელი ფოსფორული ნათებითა და ყრუ კვნესით, მაგრამ როგორც კი მუხის კიბეს აუყვა, კარი ელვის სისწრაფით გააღო და იქიდან ორი პატარა, თეთრად მოსილი ფიგურა გამოცუნცულდა. უშველებელმა ბალიშმა გადაიშხუილა მოჩვენების თავზე.

ასეთ ვითარებაში წამის დაკარგვაც დიდი სისულელე იქნებოდა.

სულმაც სივრცის მეოთხე განზომილებაში დურთა თავი და სასწრაფოდ გაუჩინარდა. ამის მერე სახლში სიჩუმემ დაისადგურა.

აჩრდილი სასახლის მარცხენა სახურავქვეშ განთავსებულ საიდუმლო სენაკში გაიძურწა. იქ მთვარის სხივს მიეყრდნო; ცოტა სული მოითქვა და შეეცადა, გადაეხარშა შექმნილი ვითარება. არასოდეს თავისი უზადო სამასწლოვანი აჩრდილური ცხოვრების მანძილზე ასეთი გაუგონარი შეურაცხყოფა არ განუცდია.

რა არ გაახსენდა იმ წუთში: სასიკვდილოდ როგორ შეაშინა ქვრივი ჰერცოგინია, როცა იგი ერთიანად მაქმანებსა და ბრილიანტებში ჩამჯდარი იდგა სარკის წინ; როგორი კრუნჩხვები დამართა ოთხ მოახლეს მხოლოდ იმით, რომ გაუღიმა სასტუმრო ოთახის ფარდიდან.

ერთხელაც, ცოტა არ იყოს, წაიანცა: მოუკიდა სანთელს, რომელიც ბიბლიოთეკიდან გვიან ღამით გამოსულ სამრევლო მღვდელს ხელში ეკავა. საცოდავს ავი ზნე ეტაკა და დღემდე ბატონ უილიამ გალთან მკურნალობს.

სხვა ამბავიც გაახსენდა; ერთხელ მოხუც მადამ დე ტრემუიაკს უთენია, რიბირაბოზე გამოეღვიძა და რას ხედავს: ბუხართან, სავარძელში თავის გემოზე გამოჭიმულა ჩონჩხი და მის დღიურებს კითხულობს. უბედურმა დედაბერმა შიშისაგან ტვინის ანთება აიკიდა და ექვსი კვირით სარეცელს მიეჯაჭვა. როგორც კი გამოკეთდა, ეკლესიას შეურიგდა და ყველა კავშირი გაწყვიტა ცნობილ სკეპტიკოსთან მესიე დე ვოლტეროსთან.

ის საშინელი ღამეც გაახსენდა, როცა მზაკვარი ლორდი კენტერვილი საგარდერობოში მოიგუდა ყანყრატოში ჩაჩრილი აგურის ვალეტისაგან.

სულთმობრძავი ბერიკაცი გამოტეხილა: ამ კარტით ვთაღლითობდი და ჩარლზ ჯეიმს ფოქსს კროკფორდში მთელი ორმოცდაათი ათასი გირვანქა მოვუგეო. მერე კი დაიფიცა: საგარდერობოში კენტერვილის მოჩვენება გამომეცხადა და მონიშნული კარტი გადამაყლაპაო.

ყველა გაახსენდა, ვინც კი მისი დიადი ფათერაკების მსხვერპლი გამხდარა: მსახურთუხუცესიდან დაწყებული, რომელმაც ტყვია დაიხალა, როცა სასადილო ოთახის სარკმელში მწვანე ხელმა მოუკაკუნა, და მშვენიერი ქალბატონი სტატფილდით დამთავრებული, რომელიც მთელი ცხოვრება შავი ხავერდის შარფით იმალავდა ხუთი თითის ანაბეჭდს ყელის ფუმფულა კანზე; ბოლოს კი თავი დაიხრჩო საკობრე წყალსაცავში, სამეფო ხეივნის ბოლოს.

ჩონჩხი, როგორც ყველა დიდ ხელოვანს შეეფერება, აღტაცებული დარჩა საკუთარი თავით. აღტაცებით გადაავლო გონების თვალი მის მიერ ნათამაშევ საუკეთესო როლებს. ჩაცინებისაგან ტუჩები მოეღრიცა, როცა გაახსენდა თავისი სულ ბოლო გამოსვლა წითური რაბენის ანუ მოგუდული ჩვილის როლში; თავისი დებიუტი ბექსლეის ჭაობის წურბელის, მჭლე გიბეონის როლში.

გაახსენდა, როგორ მოახდინა ივნისის ერთ წყნარ საღამოს ნამდვილი ფურორი, როცა ჩოგბურთის მოედანზე ერთი პარტიაც კი ითამაშა თავისი ჩონჩხის ჩხარაჩხურით. თავად განსაკუთრებული არაფერი დაუნახავს ამაში, მაგრამ ფურორი კი ნამდვილად შედგა.

აი, ყოველივე ამის მერე სასახლეში მობრძანდნენ ვიღაც ყოვლად უვიცი, საშინლად თანამედროვე ამერიკელები და ხელებში სჩრიან მანქანის ზეთს. თან რა ბრიყვული რაღაც რქმევია ამ ზეთს _ დემოკრატიის ამომავალი მზე! ბალიშებსაც რომ ესვრიან?! არა, ეს, უბრალოდ, აუტანელია! ისტორიას არ ახსოვს მოჩვენებების ასე აბუჩად აგდება.

და ჩონჩხმა შურისძიება გადაწყვიტა.

უკვე ირიჟრაჟა. ის კი ჯერაც ღრმა ფიქრებში იყო გახვეული.

 

თავი მესამე

 

დილით, საუზმეზე, ოუტისები უმთავრესად მოჩვენებაზე საუბრობდნენ.

შეერთებული შტატების ელჩი, ბუნებრივია, ცოტა გაწბილებული ჩანდა, მისი საჩუქარი რომ არ მიიღეს.

მე არ ვისურვებდი, რომ მოჩვენებას ვინმემ ზიანი მიაყენოს, - თქვა მან, - ერთიც უნდა დავამატო; სახლის ესოდენ ძირძველი ბინადარისათვის ბალიშების სროლა ძალიან შორს დგას თავაზიანობისაგან.

სამწუხაროდ, ამ სრულიად სამართლიან შენიშვნას ხარხარით შეხვდა ტყუპი.

მაგრამ, მეორე მხრივ, - განაგრძობდა ელჩი, - თუ მოჩვენება გაჯიუტდა და არ ისარგებლებს ჩვენი სახელოვანი ზეთით, მოგვიწევს მისთვის ჯაჭვების ახსნა. როგორღა გინდა დაიძინო, როცა ყურისძირში ასეთი ჩხარაჩხური გესმის?

ასეა თუ ისე, კვირის ბოლომდე ისინი არავის შეუწუხებია, თუმც ბიბლიოთეკის იატაკზე სისხლიანი ლაქა ყოველ დილას ისევ და ისევ ჩნდებოდა. ეს, კაცმა რომ თქვას, უცნაური იყო, რადგან ბატონი ოუტისი ღამით მუდამ კეტავდა ბიბლიოთეკის კარს, ხოლო ფანჯრები ურდულიანი დარაბებით იგმანებოდა. ისიც გასაკვირი იყო, რომ სისხლის ლაქა ქამელეონივით მიწყივ იცვლიდა ფერს; ხან მკრთალი წითელ-ყვითელი ეთქმოდა, ხანალისფერი, ხანმეწამული. ერთხელ კი, როცა ისინი დაბლა ჩავიდნენ თავისუფალი ამერიკული რეფორმაციულ-ეპისკოპური ეკლესიის გამარტივებული რიტუალის შესასრულებლად, ლაქას ზურმუხტისფერმა დაჰკრა.

ეს კალეიდოსკოპური ცვლილებები ოჯახის წევრებს, რა თქმა უნდა, ძლიერ ართობდა. ამის თაობაზე ყოველ საღამოს ნაძლევსაც კი დებდნენ. მხოლოდ ნორჩი ვირჯინია ვერ პოულობდა ამაში ვერაფერ გასართობს.

ლაქის დანახვაზე რატომღაც მოიღუშებოდა ხოლმე. ზურმუხტისფერი ლაქის დანახვაზე კი ლამის ცრემლიც მოერია.

მოჩვენება მეორედ კვირა ღამეს გამოჩნდა. ოუტისები ჯერ ჩაძინებულნიც არ იყვნენ, როცა ჰოლში ნაცნობი ჩხარაჩხური გაისმა. ისინი წამოცვივდნენ, ძირს გაექანენ და ასეთი სურათი იხილეს: ქვის იატაკზე გდია რაინდის უზარმაზარი აბჯარი, კვარცხლბეკიდან გადმოგდებული; ხოლო მაღალსაზურგიან სავარძელში მოჩვენება ზის; თან ტკივილისაგან იმანჭება და მუხლებს ისრესს.

ტყუპმა ეგრევე დააყარა მოჩვენებას გოროხები დატენილი მილაკებიდან, რომლებიც წინდახედულად თან წამოიძღვანიეს. ეს გასაოცარი სიმარჯვით ქნეს. ასეთ სიმარჯვეს მხოლოდ მაშინ შეიძლება მიაღწიო, თუ დიდხანს და ბეჯითად ვარჯიშობ სუფთა წერის მასწავლებელზე.

შეერთებული შტატების ელჩმა კი რევოლვერი მიადო ზედ და კარგი ტონის კალიფორნიული წესების სრული დაცვით უბრძანა: «ხელები ზევით».

სულმა გამწარებული ბგერები ამოუშვა, ცქვიტად წამოხტა, ქარისგან გატაცებული ღრუბლის ფთილასავით გაძვრა ოუტისებს შორის, სანთელი ჩაუქრო ვაშინგტონს და ყველანი ბნელში დატოვა.

კიბის ზედა ბაქანს რომ მიაღწია, ძლივს სული მოითქვა და მოაფიქრდა თავისი სახელგანთქმული ეშმაკისეული ხითხითი, რასაც ბევრჯერ გადაურჩენია ხოლმე. ამბობდნენ, ამ ბგერებისაგან ერთ ღამეში გასთეთრებია ლორდ რეიკერს პარიკი, ხოლო სამი ფრანგი აღმზრდელი მანდილოსანი სასწრაფოდ გასცლია აქაურობას ისე, რომ ერთი თვეც არ უმუშავიათ სასახლეში.

და ატეხა მან უსაზარლესი ხითხითი. ეს ავბედითი ბგერები კიდევ დიდხანს ზრიალებდნენ სასახლის ბებერ თაღებქვეშ. გამყინავი ექო ჯერაც არ იყო მიწყნარებული, როცა გაიღო კარი და ზღურბლზე ქალბატონი ოუტისი გამოჩნდა მკრთალი ცისფერი ხალათით.

თუ არ ვცდები, თქვენ შეუძლოდ უნდა ბრძანდებოდეთ, - თქვა მან, - აი, მე მოგიტანეთ ექიმ დობელის მიქსტურა. ვფიქრობ, კუჭის ჩივილები უნდა გქონდეთ და, უკაცრავად პასუხია, ნაწლავგაუვალობაც უნდა გაწუხებდეთ. ამ წამლისგან მაშინვე გამოკეთდებით, აი, ნახავთ.

აჩრდილმა ავი მზერა ესროლა ქალბატონს და იქვე განიზრახა დიდ შავ ძაღლად გადაქცევა. ამ ნაცადმა ტრიუკმა ადრევე მოუტანა მას დამსახურებული დიდება და კენტერვილების კერძო ექიმის აზრით, მისი მაღალაღმატებულება თომას ჰორტონის განუკურნებელი გონებასუსტობის მიზეზად იქცა, მაგრამ მოახლოებული ნაბიჯების ხმამ აჩრდილს ხელი ააღებინა ამ ცბიერი განზრახვის ასრულებაზე.

იმასღა დასჯერდა, რომ მკრთალი ფოსფორული ციმციმი იწყო, ხოლო როცა ტყუპი სირბილით მივარდა, გულის გამყინავი სამარისეული კვნესა ამოუშვა და გაქრა.

თავის თავშესაფარს რომ მიაღწია, სრულიად გატეხილი ჩანდა. აჩრდილი უსაზღვრო სასოწარკვეთილებამ შეიპყრო. ტყუპის უზრდელობა და ქალბატონ ოუტისის ხეშეში მატერიალიზმი თავისთავად ხომ იყო ესოდენ შეურაცხმყოფელი, მაგრამ ყველაზე მეტად ის აღონებდა, რომ აბჯარი ვერ აისხა. ვარაუდობდა, რომ თვით ამ თანამედროვე ამერიკელებსაც კი შიშის ფეთებას მოჰგვრიდა აბჯარასხმული მოჩვენება; სხვა რომ არა, თავიანთი სახალხო პოეტის ლონგფელოს ხათრით მაინც, რომლის დახვეწილი პოეზიითაც ის საათობით ტკბებოდა, როცა კენტერვილები ქალაქად გადაბარგდებოდნენ ხოლმე.

თან ეს ხომ მისი საკუთარი აბჯარი იყო, ბოლოს და ბოლოს. თავის დროზე ძალიანაც უხდებოდა და ერთხელ კენილუორტის ტურნირზე აბჯარასხმულმა თვით ქალწული დედოფლის რამდენიმე საქებარი სიტყვაც კი დაიმსახურა.

მაგრამ მას მერე ბევრმა წყალმა ჩაიარა. ახლა, ამდენი ხნის შემდეგ, აბჯრის დიდი სამკერდე და ფოლადის მუზარადი ერთობ ემძიმა, ვეღარ გაუძლო და უკაცრავად პასუხია, ქვის იატაკზე მოადინა ბრაგვანი. ორივე მუხლი დაიჩეჩქვა და მარჯვენა ხელის მტევანიც იტკინა.

ამის მერე რამდენიმე დღე უქეიფოდ იყო.

ოთახიდანაც არ გამოდიოდა, თუ არ ვიანგარიშებთ ღამღამობით სისხლიან ლაქაზე ზრუნვას, მაგრამ მის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ თავს კარგად უაქიმა და გამოკეთდა კიდეც. გადაწყვიტა, ერთხელ კიდევ, ამჯერად უკვე მესამედ, ეცადა ამერიკელი ელჩისა და მისი ოჯახის წევრებისთვის ჭკუის სწავლება. დღეც დათქვა: პარასკევი, ჩვიდმეტი აგვისტო. მთელი ეს დღე, დაღამებამდე, თავისი გარდერობის თვალიერებასა და ტანისამოსის შერჩევას მოანდომა. ბოლოს არჩევანი ასეთ ვარიანტზე შეაჩერა: ეხურება მაღალი, ფართოფარფლიანი და წითელფოჩიანი ქუდი; ეცმევა სუდარა ფურფუშებიანი სახელოებით და ასეთივე საყელოთი; ქამარში ჟანგიანი ხანჯალი ექნება გარჭობილი.

საღამოს ჭექა-ქუხილი დაიწყო. ქარი ისე ბობოქრობდა, რომ ძველი სასახლის კარ-ფანჯარას ერთიანად გაუდიოდა ზანზარი. ერთი სიტყვით, აჩრდილი უკეთეს ამინდს მართლაც რომ ვერ ინატრებდა.

გეგმა მოფიქრებული ჰქონდა. თავიდან ფეხაკრეფით შეიპარებოდა ვაშინგტონ ოუტისის ოთახში. ერთხანს ძილს არ დაუფრთხობდა და გაურკვეველი სისინით იდგებოდა მის საწოლთან; ხოლო მერე ნაღვლიანი მუსიკის თანხლებით სამჯერ ჩაიცემდა ხანჯალს ყელში. ვაშინგტონი განსაკუთრებით სძულდა, რადგან მშვენივრად იცოდა: სწორედ ამ ყმაწვილს ჰქონდა საძაგელი ჩვევა, ამოეყვანა თავისი «სანიმუშო ქიმიური სითხით» სახელგანთქმული კენტერვილური სისხლიანი ლაქა.

ამ უგუნური და თავხედი ყმაწვილის ასეთი ნაყოფიერი დამუშავების შემდეგ გაეშურებოდა შეერთებული შტატების ელჩის საძინებლისკენ და თავის ცივ, ნესტიან ხელისგულს ზედ შუბლზე დაადებდა ქალბატონ ოუტისს; თან შიშისგან გათანგულ მის ქმარს ცივად ჩაუსისინებდა ყურში კენტერვილების საგვარეულო აკლდამის შემზარავ საიდუმლოებას.

პატარა ვირჯინიასათვის საგანგებოდ არაფერი მოუფიქრებია. მისგან არავითარი წყენა არ ახსოვდა. მეტიც, ეს გოგონა სასიამოვნო და კეთილი ვინმე ჩანდა.

აი, ტყუპს კი მართლაც ჭკუას ასწავლის. ჯერ მკერდზე დააჯდება, რათა ორივეს ჰაერის უკმარისობისაგან შფოთიანი სიზმარი მოუვლინოს; შემდეგ ჩაწვება მათ შორის, მომწვანო ცხედრის სახეს მიიღებს და ფეხს არ მოიცვლის იქიდან, სანამ ამ თავხედებს ბოლომდე არ დაადამბლავებს შიში.

მერე გაიძრობს სუდარას, გაიშიშვლებს თეთრ ძვლებს, გაცოცდება ოთახში და ასე განასახიერებს დამუნჯებულ დანიელს, ანუ თვითმკვლელ ჩონჩხს. ეს მისი ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი როლი იყო და არაფრით ჩამოუვარდებოდა მისსავე სახელგანთქმულ შმაგ მარტინს, ანუ გამოუცნობ საიდუმლოს.

თერთმეტის ნახევარზე მთელი ოჯახი, გამოცემული ბგერების მიხედვით თუ ვიმსჯელებდით, დასაძინებლად დაწვა. მხოლოდ ტყუპის ოთახიდან ისმოდა ერთხანს ველური სიცილის ხმა. ბიჭუნები მოსწავლისათვის ჩვეული უზრუნველობით ანცობდნენ ძილის წინ. თორმეტის თხუთმეტი წუთისათვის სახლში საბოლოოდ დაისადგურა სრულმა სიჩუმემ. შუაღამის დადგომისთანავე ჩვენი მოჩვენება თავისი კეთილშობილური მისიის აღსასრულებლად დაიძრა.

ჭოტი მინებს ეხეთქებოდა. ბებერი ურთხელის კენწეროზე ყორანი ჩხაოდა.

სახლის ირგვლივ ქარი დაეხეტებოდა და აწრიალებული სულივით კვნესოდა. მაგრამ ოუტისებს უშფოთველად ეძინათ. ვერც კი წარმოედგინათ, რა განსაცდელი ელოდათ. ქარისა და წვიმის ხმასაც კი ვერ დაეხშო შეერთებული შტატების ელჩის თანაბარი ხვრინვა.

აჩრდილი ფეხაკრეფით გამოვიდა მუხით მოპირკეთებული კედლის პანელიდან. სახე ბოროტი ჩაცინებისგან დაღრეჯოდა. მალე, სწორედ იმ წამს, როცა მიიპარებოდა მისი და მისგან მოკვდინებული მეუღლის კუთვნილი ოქროსფერ-ცისფერი საგვარეულო გერბებით გაწყობილ უზარმაზარ ფანჯარასთან, მთვარის მრგვალი მოხაზულობა ერთთავად ღრუბლებს მიეფარა.

მისრიალებდა ავბედითი ლანდივით და ეტყობოდა, თვით ღამის წყვდიადსაც კი აფრთხობდა.

ანაზდად მოეყურა, თითქოს ვიღაცამ დაუძახა.

ადგილზევე გაშეშდა, მაგრამ ეს წითელი ფერმის ნაგაზი ყეფდა. მოჩვენებამ გზა განაგრძო შუასაუკუნეებისეული გინებითა და ჟანგიანი ხანჯლის ქნევით. ბოლოს იმ ადგილამდე მიაღწია, საიდანაც დერეფანი იწყებოდა. ბოლო დერეფანი უბედური ვაშინგტონის ოთახში გადიოდა. იქ წამით შეყოვნდა სულის მოსათქმელად. სახლში შემოღწეული ქარი ჭაღარა ბუწუწებსა და სამარის სუდარას უფრიალებდა. ქსოვილი უცნაურ შეფერილობასა და ფანტასტიკურ მოხაზულობას იღებდა.

ამასობაში თხუთმეტი წუთი გავიდა და მოჩვენებამ იგრძნო, რომ გადამწყვეტი მოქმედების ჟამი დადგა.

კმაყოფილი სახით ჩაიხითხითა და წინ დაიძრა, მაგრამ იქვე საწყალობელი კვნესა აღმოხდა და ერთბაშად უკან დაიხია: თან შიშისგან გაფითრებული სახე გრძელი ძვლიანი ხელებით დაიფარა. პირდაპირ მის წინ - არც მეტი, არც ნაკლები - საზარელი აჩრდილი იდგა; უძრავი, ვითარცა ქვის ქანდაკება, მახინჯი ურჩხული, შლეგის ზმანება ავი; მელოტი თავი ულაპლაპებდა; მრგვალი და სქელი სახე ჰქონდა, ოღონდ მკვდრისფერი. ზედაც საძაგელი ღიმილი შეჰყინვოდა. თვალები მისი წითლად კვესავდნენ; პირი განიერ ჭას ედრებოდა, რომლის ფსკერზეც ცეცხლი ბრიალებდა. უგვანო ტანისამოსი, ზუსტად მისას რომ ჰგავდა, თეთრ სუდარაში ხვევდა მის უშველებელ ტანს. მკერდზე ფირფიტა ეკიდა. ზედ გოთური შრიფტით იყო გამოყვანილი წარწერა, რომლის ამოკითხვა შეუძლებელი იყო სიბნელეში.

ალბათ, სამარცხვინო ამბებს, ბინძურ მანკიერებებსა და ველურ ბოროტმოქმედებებს თუ გვაუწყებდა იგი. დაუპატიჟებელ სტუმარს ზეაღმართულ მარჯვენა ხელში ელვარე ხმალი ეპყრა.

კენტერვილის სული, რომელსაც აქამდე არასოდეს ენახა სხვა მოჩვენებები, ბუნებრივია, საშინლად შეძრწუნდა. კიდევ ერთხელ შეავლო თვალი საზარელ აჩრდილს და თავისი ოთახისკენ მოკურცხლა. ისე გარბოდა დერეფანში, რომ ფეხებს ვეღარა გრძნობდა. სუდარის ნაკეცები ფეხებში ებლანდებოდა. ჟანგიანი ხანჯალი გზაში დაუვარდა; მეორე დილას მსახურთუხუცესმა აღმოაჩინა ის ელჩის ჩექმაში.

თავის ოთახს რომ მიაღწია, ჩვენი მოჩვენება უბადრუკ საწოლზე მიეგდო და თავი ზეწარში დურთა, მაგრამ მალევე გაიღვიძა მასში იმ ომახიანმა სულისკვეთებამ, რითაც ძველთაგანვე ამაყობდნენ კენტერვილები და გადაწყვიტა, გათენებისთანავე სწვეოდა ახალ მოჩვენებას და გაეცნო იგი. მართლაც, როგორც კი დილის რიჟრაჟმა ვერცხლისფრად ინათა, იმ ადგილისკენ გაუტია, სადაც მოჩვენებას გადაეყარა.

ბევრი ფიქრის მერე იმ დასკვნამდე მივიდა, რომ, ბოლოს და ბოლოს, ორი მოჩვენება სჯობია ერთს და რომ თავის ახალ მეგობართან ერთად უკეთ გაუსწორდება საძაგელ ტყუპს.

მაგრამ დახეთ უბედურებას! როცა იმ ადგილს მიაღწია, თვალწინ საშინელი სურათი გადაეშალა. აშკარა იყო, მოჩვენებას რაღაც შეემთხვა. ცარიელ უპეებში სხივი ჩაჰქრობოდა, მოელვარე ხმალი ხელიდან გავარდნოდა, კედელს მიყრდნობოდა რაღაც დაძაბულად და არაბუნებრივად.

კენტერვილის სულმა მასთან მიირბინა და ხელები მოხვია. და იმავ წამს აჩრდილის თავიჰოი, საშინელებავ! - ანაზდად მოსწყდა მხრებს და იატაკზე გაგორდა. ტანი დალბა. თურმე ხელები მარმაშის ფარდას მოხვია; ხოლო მის ფეხებთან ცოცხი, სამზარეულოს დანა და ცარიელი გოგრა გდია.

რას ნიშნავდა ეს უცნაური გარდასახვა? აკანკალებული ხელებით აიღო იატაკიდან წარწერებიანი ფირფიტა და დილის ნაცრისფერ სინათლეზე თავისუფლად გაარჩია სიტყვები: "ოუტისების ფირმის მოჩვენება - ერთადერთი ნამდვილი მოჩვენება. ერიდეთ ნაყალბევს! არც ერთი სხვა მოჩვენება ნამდვილი არაა

ახლაღა მიხვდა, რომ გააბრიყვეს, ეშმაკობით აჯობეს, თითზე დაიხვიეს! მის თვალებში კენტერვილებისათვის ჩვეულმა გამომეტყველებამ იელვა. უკბილო ღრძილები დააღრჭიალა, გამომხმარი ხელები ცისკენ აღაპყრო და ძველებური სტილისტიკის უაღრესად ხატოვანი ნიმუშებით დაიფიცა: სანამ შანტეკლერი ორჯერ დაიყივლებდეს, სისხლიანი საქმეები დატრიალდება და მკვლელობა ამ სახლში გაუგონარი ნაბიჯებით შემოვა.

ეს თავზარდამცემი ფიცი დასრულებული არც კი ჰქონდა, რომ შორეული სახლიდან მამლის ყივილი მოისმა. მოჩვენებამ ნიშნის მოგებით ჩაიქირქილა და მოთმინებით იწყო ლოდინი. უცადა ერთი, მერე ორი საათი, მაგრამ მამალი რატომღაც არ ჩქარობდა მეორედ დაყივლებას. ბოლოს, როცა რვის ნახევარზე მოახლეები მოვიდნენ, იმედი გადაეწურა და გაწბილებული წაფარფატდა თავისი სადგომისაკენ. იქ ძველი სარაინდო წიგნების ფურცვლას შეუდგა, რაც ყოველთვის უყვარდა.

იქ ეწერა, რომ ამგვარი ფიცის წარმოთქმისას, ყოველთვის, მამალმა ორჯერ უნდა დაიყივლოს.

ღმერთმა დასწყევლოს ეს საძაგელი ფრინველი! - ჩაიჩურჩულა მან, - ადრე თუ გვიან დადგება ჟამი, ჩემი ნაცადი მახვილი მას ყელს გამოღადრავს და აიძულებს, დაიყივლოს; ოღონდ ეს უკვე სასიკვდილო ყივილი იქნება!

ეს თქვა და თავის მოხერხებულ ტყვიის კუბოში ჩაწვა. იქ იწვა, სანამ სრულიად დაბნელდებოდა.

 

თავი მეოთხე

 

დილას მოჩვენება ერთიანად მოწყვეტილი იყო. თავი იჩინა უკანასკნელი ოთხი კვირის გაწამაწიამ. ნერვები ისე ჰქონდა დაჭიმული, რომ მცირეოდენი გაფაჩუნებაც კი აკრთობდა. მთელი ხუთი დღე არ გამოსულა ოთახიდან. ბიბლიოთეკის სისხლიან ლაქასაც თავი ანება. რაკი ის ოუტისებს არ სჭირდებათ, მით უარესი მათთვის.

ისინი, ეტყობა, იმ ადამიანთა რიცხვს ეკუთვნიან, რომლებიც არსებობის მდაბალ, ნივთიერ დონეს სჯერდებიან და არავითარი უნარი არ შესწევთ, საკადრისი მიაგონ მოვლენათა სიმბოლურ მნიშვნელობებს. რაც შეეხება აჩრდილთა არსებობის თეორიულ საკითხებს, ვთქვათ, ასტრალურ სხეულთა განვითარების ფაზებს, ეს, სიმართლე გითხრათ, მისი კომპეტენციის ფარგლებიდან გადიოდა. მან ერთი რამ იცოდა: მისი წმიდათაწმიდა მოვალეობაა, კვირაში ერთხელ მაინც გამოჩნდეს დერეფანში, ხოლო ყოველი თვის პირველ და მესამე ოთხშაბათს აჩრდილების ენაზე ილუღლუღოს დიდ ფანჯარასთან. ვერც კი წარმოედგინა ამ მოვალეობებზე უარის თქმა.

მართალია, თავისი მიწიერი ცხოვრება მან ფრიად უზნეოდ განვლო, მაგრამ, აი, საიქიოში გასაოცარი კეთილსინდისიერება გამოავლინა. ზემოხსენებულ ოთხშაბათობათა მერე იწყებოდა შაბათობანი. შუაღამიდან ღამის სამ საათამდე დერეფნებს დაივლიდა; თან ცდილობდა, არავის დანახვებოდა და ვერც ვინმეს გაეგონა ხმა მისი. ფეხსაცმელს ოთახში ტოვებდა, რათა ჭიებისგან გამოჭმულ ფიცრულ იატაკზე სრულიად უხმაუროდ ევლო; შავი ხავერდის ფართო მანტიაში გაეხვეოდა და არასოდეს ავიწყდებოდა თავისი ჯაჭვის გულმოდგინედ შეზეთვა «დემოკრატიის ამომავალი მზით».

უნდა ითქვას, რომ ამ ნაბიჯის გადადგმა ძალიან გაუჭირდა, მაგრამ ერთ საღამოს, როცა ოჯახი ვახშმობდა, ბატონ ოუტისის საძინებელში შეიძურწა და ზეთის ბუშტი დაითრია.

თავიდან ცოტათი დამცირებულად გრძნობდა თავს ამის გამო, მაგრამ ძალიან მალე იძულებული გახდა, ეღიარებინა, რომ ეს სასარგებლო გამოგონებაა და ჩინებულად ადგება პირადად მას.

ამ თვინიერების მიუხედავად მაინც არ ეშვებოდნენ. დერეფნის გასწვრივ სულ რაღაც თოკები იყო გაბმული. ისიც წამოედებოდა ხოლმე და დაეცემოდა. ერთხელაც, როცა შავი ისააკის, ანუ ჰოგლეის ტყის მონადირის მოსასხამში შემოვლას ასრულებდა, ფეხი მოუსრიალდა და კინაღამ კისერი მოიტეხა. თურმე, ტყუპს ქონით მოუპრიალებია იატაკი გობელენიანი დარბაზის შესასვლელიდან მუხის კიბის ბაქნამდე. ამ საძაგელმა ოინმა ისე გაამწარა, რომ გადაწყვიტა, ერთხელ კიდევ, ამჯერად საბოლოოდ, თავისი გათელილი ღირსებისა და კენტერვილური მოჩვენების მაღალი სტატუსის დაცვა ეცადა - ხვალვე ღამით იტონის მამაც აღსაზრდელებს გაბედული რუპერტის, ანუ უთავო გრაფის როლში მოვლენოდა.

ეს საყვარელი როლი სამოცდაათ წელზე მეტია, რაც არ უთამაშია; მას აქეთ, რაც შიშის ზარი დასცა მშვენიერ ქალბატონს ბარბარა მოუდიშს: ისე შეაშინა, რომ ქალბატონმა მოულოდნელად გააუქმა ნიშნობა კენტერვილის ახლანდელი ლორდის ბაბუასთან და გრეტნა-გრინში გაიქცა ულამაზეს მამაკაცთან, ჯეკ კასლტონთან ერთად. თან განაცხადა: არაფრისდიდებით არ მივთხოვდებიო კაცს, რომლის ოჯახი მახინჯ მოჩვენებებს იფარავს და ნებას რთავს, ტერასაზე დაძრწოდნენ შეღამებისას.

ბეჩავი ჯეკი მალე ლორდ კენტერვილის ტყვიისგან დაიღუპა უონდსვორტის ველზე შემდგარ დუელში. ლედი ბარბარა ერთ წელიწადში დარდისაგან გარდაიცვალა ტენბრიჯ-უელსში. ასე რომ, დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, კენტერვილური მოჩვენების გამოსვლას რუპერტის როლში გრანდიოზული წარმატება ხვდა წილად.

ესაა, რომ ამ როლისათვის მეტისმეტად რთული გრიმი იყო საჭირო; თუ, რა თქმა უნდა, გამართლებულია ამ უაღრესად თეატრალური ტერმინის გამოყენება ზებუნებრივი სამყაროს ანუ, მეცნიერულად რომ ვთქვათ, «უმაღლესი რიგის ბუნებრივი სამყაროს» მიმართ.

გრიმის მომზადებაზე მთელი სამი საათი დაეხარჯა. საბოლოოდ ყველაფერი კარგად დასრულდა და მოჩვენება ერთობ კმაყოფილი დარჩა თავისი სახით. მართალია, ამ მორთულობის განუყრელი ნაწილი, მაღალი ტყავის წაღები, ცოტათი დიდი მოუვიდა, ხოლო ერთ-ერთი საუნაგირე დამბაჩა ვეღარსად იპოვა, მაგრამ მთლიანობაში მორთულობა ტანზე დიდებულად მომდგარი ეჩვენა.

ზუსტად ორის თხუთმეტ წუთზე გამოძვრა კედლის პანელიდან და დერეფანს აუყვა. ტყუპის ოთახს რომ მიაღწია, შეამჩნია, კარი ოდნავ მოღებული იყო. თავისი გამოცხადებისათვის მეტი შთამბეჭდაობის მისაცემად ფართოდ გამოაღო კარი.

იმწამსვე წყლით სავსე მძიმე დოქი გამოუქანეს. დოქმა მარჯვენა ბეჭთან ჩაუქროლა და ერთიანად გაწუწა წყლით. იქვე, ფართო საწოლის ბალდახინიდან დაგუდულმა სიცილმა იფეთქა.

ამან ისე იმოქმედა მის ნერვებზე, რომ თავქუდმოგლეჯილი გაიქცა თავის სამალავში. მეორე დღეს კი ძლიერი გაციებისაგან ჩაწვა. კიდევ კარგი, თავი ოთახში დატოვა, თორემ მის დასუსტებულ ორგანიზმს დიდი გართულებები ელოდა.

ამის მერე ამ ხეპრე ამერიკელების დაშინების ყოველგვარი იმედი დაკარგა. ფაჩუჩებით დალასლასებდა დერეფნებში. კისერზე სქელი წითელი შარფი ჰქონდა შემოხვეული გამჭოლი ქარის შიშით; ხოლო ტყუპის შიშით ძველებურ პატრუქის თოფს არ იშორებდა ხელიდან.

საბოლოო დარტყმა სექტემბრის ცხრამეტში განიცადა.

სასახლის უზარმაზარ ჰოლში ჩავიდა. დარწმუნებული იყო, იქ მაინც არ დაუფრთხობდნენ სიმშვიდეს; მით უფრო - ასე გვიან. იქ ერთ დროს კენტერვილების საგვარეულო პორტრეტები ეკიდა. ახლა კი ისინი შეერთებული შტატების ელჩისა და მისი მეუღლის დიდი ფოტოსურათებით იყო შეცვლილი. მოჩვენება მათი გესლიანი გაქირდვით ერთობოდა ხოლმე.

სადად, მაგრამ კოხტად იყო ჩაცმული: გრძელი სუდარა ემოსა, რომელსაც აქა-იქ სამარის ობი დასდებოდა. ქვედა ყბა ყვითელი ხილაბანდით ჰქონდა აკრული; ხელში კი პატარა ფარანი და ბარი ეჭირა, მესაფლავენი რომ ხმარობენ ხოლმე. კაცმა რომ თქვას, გეგონებოდათ, იონა უსაფლავო, ანუ ცხედართა გამტაცებელი ჩერთსეის კალოდან.

, ეს მის მიერ განსახიერებული საუკეთესო როლი იყო. ეს როლი კიდევ დიდხანს ემახსოვრებათ კენტერვილებს, რადგან სწორედ მისი ბრწყინვალედ შესრულების გამო წაეჩხუბნენ თავიანთ მეზობელს, ლორდ რაფორდის.

ოთხის თხუთმეტი წუთი იყო. სახლში, მისი ანგარიშით, სრული სიჩუმე სუფევდა. ბიბლიოთეკაში შეფარფატდა: ნეტა დარჩა თუ არა რაიმე კვალი მაინც სისხლიანი ლაქისგანო, მაგრამ ბნელი კუთხიდან უცაბედად თავს დაესხა ორი ფიგურა: მიეჭრნენ და თავზემოთ ხელების გააფთრებული ქნევით შიგ ყურში ჩასძახეს: «აუუუუ

მოჩვენება ნამდვილ პანიკაში ჩავარდა, რაც სრულიად გასაგებია მსგავს ვითარებაში. კიბეს ეცა, მაგრამ იქ ვაშინგტონი იყო ჩასაფრებული ბაღის სარწყავი მოწყობილობით. მტრებისგან ყოველმხრივ გარშემორტყმულმა დიდი რკინის ღუმელში დურთა თავი. საბედნიეროდ, ღუმელი არ ენთო.

ჩვენი მოჩვენება საკვამურს აუყვა და ასე მიიტანა სული თავის სადგომამდე საშინლად დასვრილმა, აბურძგნილმა და სასომიხდილმა.

ამის მერე თავი ანება ღამეულ ძრომიალს. ტყუპი ერთხანს განაგრძობდა ჩასაფრებას. ყოველ საღამოს, მშობლებისა და შინამოსამსახურის დიდი უკმაყოფილების მიუხედავად, იატაკი თხილის ნაჭუჭებით იყო მოფენილი, მაგრამ აჩრდილი, ეტყობა, ისე დამცირებულად გრძნობდა თავს, რომ სახლის მობინადრეებს აღარ ეკარებოდა.

ამიტომ ბატონმა ოუტისმა შესაძლებლად ცნო, ისევ ჩასჯდომოდა რამდენიმე წლის წინ დაწყებულ თავის სქელტანიან ნაშრომს ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატიული პარტიის ისტორიის შესახებ; ქალბატონმა ოუტისმა საუცხოო პიკნიკი გამართა ზღვის ნაპირას და მთელი საგრაფო გააოგნა _ სუყველა კერძი მოლუსკებისგან იყო დამზადებული, ბიჭები გაიტაცა ბურთმა, პოკერმა, კარტმა და სხვა ამერიკულმა სახალხო თამაშებმა; პონიზე ამხედრებული ვირჯინია კი ხეივნებში დასეირნობდა ჩეშირის გრაფის თანხლებით, რომელიც კენტერვილის სასახლეში ატარებდა თავისი არდადეგების ბოლო კვირას.

ჩათვალეს, რომ მოჩვენება გადაიხვეწა სასახლიდან. ბატონმა ოუტისმა მისწერა კიდეც ამის თაობაზე ლორდ კენტერვილს, რომელმაც საპასუხო წერილში სიხარული გამოხატა ამის გამო და სთხოვა, მიელოცა მისი სახელით ეს ამბავი ელჩის ღირსეული მეუღლისათვის.

მაგრამ ოუტისები ცდებოდნენ - მოჩვენება არსადაც არ გადახვეწილა. მართალია, ლამის დახეიბრდა, მაგრამ ფარ-ხმლის დაყრას არ აპირებდა. მისთვის ცნობილი გახდა, რომ სტუმრებს შორის ჩეშირის ახალგაზრდა ჰერცოგიც იყო.

ეს კი სწორედ იმ ლორდ ფრენსის სტილტონის შვილიშვილი გახლდათ, რომელიც ერთხელ პოლკოვნიკ კარბერს ას გინეაზე დაენაძლევა.

დაენაძლევა, რომ ზარს გააგორებდა კენტერვილის მოჩვენებასთან. დილით კი ლორდი სამორინეს იატაკზე იპოვეს დამბლადაცემული. მართალია, მან ღრმა სიბერეს მიაღწია, მაგრამ ორად ორი სიტყვის თქმასღა ახერხებდა: «ორი ექვსიანი».

ეს ამბავი თავის დროზე ფართოდ გახმაურდა, თუმცა ძალიან ცდილობდნენ მის მიჩუმათებას ორივე კეთილშობილი ოჯახისადმი პატივისცემის გამო. მომხდარი დაწვრილებითაა აღწერილი ლორდ ტეტლის წიგნში «მოგონებანი უფლისწულ-რეგენტისა და მისი მეგობრების შესახებ». მოჩვენებას, ბუნებრივია, სურდა დაემტკიცებინა, რომ არ დაუკარგავს გავლენა სტილტონებზე, რომლებთანაც შორეული ნათესაობაც აკავშირებდა. მისი ბიძაშვილი მეორე ქორწინებით იყო გათხოვილი ბატონ ბალკლიზე; ხოლო უკანასკნელისგან, როგორც საყოველთაოდაა ცნობილი, ჩეშირის ჰერცოგთა საგვარეულო იწყება.

საგანგებოდ მოემზადა იმისათვის, როგორ გამოეცხადებოდა ვირჯინიას ახალგაზრდა თაყვანისმცემელს. საამისოდ თავისი ესოდენ წარმატებული როლი «ბერი ვამპირი, ანუ სისხლისგან დაცლილი ბენედიქტელი» შეარჩია.

ამ როლში იმდენად საზარელი იყო, რომ ერთხელ, 1764-ის ახალ წელს, მისმა მხილველმა ბებერმა ქალბატონმა სტარტაპმა გულშემზარავად დაიკივლა და აპოპლექსიური დარტყმა მიიღო. სამ დღეში აღესრულა კიდეც, მაგრამ მანამდე მოასწრო კენტერვილებისთვის, ახლო ნათესავებად რომ ეკუთვნოდა, უარი ეთქვა მემკვიდრეობაზე; ხოლო მთელი თავისი ქონება ლონდონელ აფთიაქარს დაუტოვა, ვინც წამლებით ამარაგებდა ხოლმე.

მაგრამ სულ ბოლო წამს ტყუპის შიშით მოჩვენებამ ვეღარ გაბედა ოთახიდან გამოსვლა. ახალგაზრდა ჰერცოგმა ლაღად იძინა დილამდე სამეფო სარეცელზე, დიდი ფოჩებით მორთული ბალდახინის ქვეშ. ღამით ვირჯინია ეზმანა.

 

თავი მეხუთე

 

რამდენიმე დღეში ვირჯინიამ და მისმა კულულებიანმა თაყვანისმცემელმა ცხენებით გაისეირნეს ბროკლეის ველებზე. ეკალბარდებში გოგონას ისე შემოეფხრიწა ტანსაცმელი, რომ სახლში უკანა შესასვლელიდან გადაწყვიტა შესვლა, არავინ დამინახოსო. გობელენის დარბაზს ჩაურბინა.

კარი გამოღებული იყო და შიგ თითქოს ვიღაცას მოჰკრა თვალი. დედაჩემის მკერავი თუაო, იფიქრა.

შეჩერდა და შიგ შეიხედა, დაფხრეწილი კაბის დაკერება უნდოდა ეთხოვა. მის გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა მკერავი არა და კენტერვილის აჩრდილი კი შერჩა ხელთ.

მოჩვენება ფანჯარასთან იჯდა და უყურებდა, როგორ სცვიოდა გაყვითლებულ ხეებს ფოთლები, როგორ ცეკვავდნენ ისინი პარკის გრძელ ხეივანში. თავი გადაჯვარედინებულ ხელებზე ედო. მთელი მისი პოზა სასოწარკვეთილებას გამოხატავდა. ისეთი ეული ჩანდა, ისე დაჩაჩანაკებული და უმწეო, რომ პატარა ვირჯინიას, თავიდან გაქცევა და თავის ოთახში გამოკეტვა რომ ჰქონდა გადაწყვეტილი, შეეცოდა და მისი ნუგეშისცემა მოუნდა. ისე მსუბუქად მიაბიჯებდა და ისე ღრმად წუხდა, რომ ჩონჩხმა მისი ყოფნა მხოლოდ გვიან შენიშნა, - როცა გოგონა გამოელაპარაკა.

დამიჯერეთ, მე თქვენ ძალიან თანაგიგრძნობთ. ხვალ ჩემი ძმები იტონში ბრუნდებიან და მაშინ, თუ თქვენ კარგად მოიქცევით, არავინ არაფერს დაგიშავებთ.

თქვენ მთხოვთ, კარგად მოვიქცე, არა? რა აზრი აქვს ამას? - ჰკითხა მოჩვენებამ და გაკვირვებით ამოხედა ლამაზ გოგონას, რომელმაც გაბედა მასთან გამოლაპარაკება, - არავითარი! იცი თუ არა, რომ მე, უბრალოდ, უნდა ვაჟღარუნო ჯაჭვები, ვისისინო სასახლის ჭუჭრუტანებში და ვიბორიალო ღამღამობით? შენ, ალბათ, ამას ეძახი ცუდ ქცევას.

მაგრამ იცი თუ არა, რომ სწორედ ესაა ჩემი არსებობის მთელი აზრი?

არავითარი აზრი ამაში არაა და თქვენ მშვენივრად იცით, რომ ცუდად იქცეოდით. ქალბატონმა ამნიმ პირველივე დღეს გვითხრა, რომ თქვენ მოკალით ცოლი.

დავუშვათ, ასეა, - გაღიზიანება დაეტყო სულს, - მაგრამ ეს ჩემი პირადი საქმეა და სხვას არავის ეხება.

ადამიანთა მოკვლა არაა კარგი. ეს ძალიან, ძალიან ცუდია, - თქვა ვირჯინიამ იმ პურიტანული სერიოზულობით, რომელიც, ალბათ, ახალი ინგლისის რომელიღაც შორეული წინაპრისგან ერგო მემკვიდრეობით, ახლა კი მის საყვარელ სახეს ეფინებოდა ჟამ-ჟამად.

, როგორ ვერ ვიტან ამ იაფფასიან ჭკუის სწავლებას, აბსტრაქტულ ეთიკას! ჩემი ცოლი ძალიან შეუხედავი იყო; არ მახსოვს, რიგიანად გაეხამებინოს ჩემი პერანგის საყელო; არც სამზარეულოსი გაეგებოდა რამე. დიდი მოუხერხებელი ვინმე იყო. ავიღოთ თუნდაც ასეთი შემთხვევა. ერთხელ ჰოგლეის ტყეში ნადირობისას, ირემი გავაგორე; დიდებული ფური, სულ ერთი წლისა. გგონია, თავი გაართვა და ბოლოს და ბოლოს სუფრაზე მომართვა? ან კი რაღა აზრი აქვს ახლა ამაზე ლაპარაკს? ეს ხომ წარსულია? ვთქვათ და, ნამდვილად მოვკალი ცოლი, მაგრამ არც ის იყო მაინცდამაინც ლამაზი, რომ მისმა ძმებმა შიმშილით ამომხადეს სული და ასე მიმიყვანეს სიკვდილის პირას.

შიმშილით მოგკლეს? , ბატონო მოჩვენებავ

მაპატიეთ, მინდოდა მეთქვა, ბატონო საიმონ. თქვენ, ალბათ, ახლაც გშიათ! მე ჩანთაში კარაქიანი პური მაქვს. ინებეთ, გეთაყვა!

არა, გმადლობთ. მე დიდი ხანია არაფერს ვჭამ, მაგრამ ეს შენს თავაზიანობას ოდნავადაც არ ამცირებს; და საერთოდ, შენ გაცილებით სჯობიხარ შენს საშინელ, უზრდელ, უხეშ და უპატიოსნო ოჯახს.

არ გაბედოთ ასეთი ლაპარაკი! - წამოიძახა გოგონამ და ფეხი დააბაკუნა, - ეს თქვენ ხართ უზრდელი, საშინელი და უხეში; ხოლო რაც შეეხება პატიოსნებას, თავადაც მშვენივრად მოგეხსენებათ, ვინ მპარავდა ყუთიდან საღებავებს იმ თქვენი სულელური სისხლიანი ლაქისათვის. ჯერ იყო და, ყველა წითელი საღებავი გაქრა, მათ შორის ალისფერი; ასე რომ, მე ვეღარ ვხატავდი დაისებს. შემდეგ თქვენ ამომაცალეთ ზურმუხტოვანი მწვანე და ყვითელი ქრომი. აღარაფერი დამიტოვეთ, ინდიგოსა და ჩინური მათეთრებლის გარდა.

იძულებული გავხდი და შემოვიფარგლე მთვარიანი პეიზაჟებით. ისინი კი აუტანლად მოსაწყენია, თან ძნელად დასახატი, მაგრამ ერთხელაც არ დამიბეზღებიხართ, თუმცა კი ძალიან გაბრაზებული ვიყავი. და საერთოდ, ეს ყველაფერი, უბრალოდ, სისულელეაგანა არსებობს ზურმუხტისფერი სისხლი?

მაშ, რაღა უნდა მექნა? - თქვა აჩრდილმა, ცოტა არ იყოს, შეცბუნებულმა, - ახლანდელ დროში ნამდვილი სისხლის შოვნა არც ისე ადვილია. ხოლო რაკი შენმა ძვირფასმა ძამიამ საქმეში "სანიმუშო ლაქასაწინააღმდეგო სითხე" ჩართო - და ყველაფერი სწორედ აქედან დაიწყო - მე სხვა აღარაფერი დამრჩენოდა, თუ არა შენი საღებავების გამოყენება. რაც შეეხება ფერს, იცი თუ არა, რომ ეს გემოვნების საქმეა? კენტერვილებს ცისფერი სისხლი გვაქვს; ყველაზე ცისფერი მთელ ინგლისში.

მაგრამ თქვენ, ამერიკელებს, ასეთი რამეები არ გაინტერესებთ.

თქვენ რა იცით, ჩვენ რა გვაინტერესებს? გირჩევთ, ჩამობრძანდით ჩვენთან და გაიფართოეთ თვალსაწიერი.

მამიკო სიამოვნებით მოგიხერხებთ უფასო მგზავრობას. მართალია, ბაჟი სპირტიანებზე და, მაშასადამე, ალბათ ყოველივე სპირიტულზეც საშინლად მაღალია, მაგრამ საბაჟოზე არ დაგაბრკოლებენ. იქ ყველა მოხელე დემოკრატია. ნიუ-იორკში კი უზარმაზარი წარმატება გელით. მე იმდენი ადამიანი ვიცი, სიამოვნებით რომ გაიღებენ ასი ათას დოლარს, ოღონდ კი უბრალო, ჩვეულებრივი ბაბუა ჰყავდეთ; ასჯერ მეტს გადაიხდიან, ოღონდ კი მოჩვენება გაიჩინონ ოჯახში.

ვშიშობ, რომ არ მომეწონება თქვენი ამერიკა.

ნუთუ მხოლოდ იმის გამო, რომ ჩვენში არაფერია წარღვნამდელი და ქვის ხანისა? - დამცინავად ჰკითხა ვირჯინიამ.

არაფერი წარღვნამდელი და ქვის ხანისა? მაშ, რაღაა თქვენი ფლოტი და მანერები?

აბა, ნახვამდის. წავალ და ვთხოვ მამას, კიდევ ერთი კვირით გაუგრძელოს ტყუპს აქ ყოფნის ვადა.

გთხოვთ, ნუ წახვალთ, მის ვირჯინია! - წამოიძახა აჩრდილმა, - მე ისე მარტოსული და უბედური ვარ! მე სრულიად არ მესმის, რა ვქნა. ყველაზე მეტად დაძინებას ვისურვებდი, მაგრამ ვაი, რომ არ შემიძლია.

რა სისულელეს ლაპარაკობთ! ამისათვის საკმარისია ჩაწვეთ და სანთელი აანთოთ.

აი, ღვიძილი კი მართლა ძნელია; მეტადრე ეკლესიაში, დაძინებისათვის კი არავითარი ძალისხმევა არაა საჭირო. ეს ძუძუთა ბავშვსაც კი შეუძლია, თუმცა თითქმის არაფერი გაეგება, მთლად ჩერჩეტია.

მე უკვე სამასი წელიწადია აღარ მძინავს, - ნაღვლიანად აღმოხდა აჩრდილს. ვირჯინიას მშვენიერი, ცისფერი თვალები გაკვირვებისაგან გაუფართოვდა, _ დიახ, სამასი წელიწადია აღარ ვიცი, რაა ძილი. უსაშველოდ დავიღალე!

ვირჯინიას სახე მოეღუშა, ბაგეები ვარდის კოკრებივით აუთრთოლდა; მიუახლოვდა მოჩვენებას, ჩაიმუხლა და ჩახედა უძველეს, დანაოჭებულ სახეში.

ბეჩავი, ბეჩავი მოჩვენება! - ძლივს გასაგონად ჩაილაპარაკა, - ნუთუ ისეთი ადგილი არ გეგულებათ, სადაც ძილს ისურვებდით?

შორს, ძალიან შორს აქედანიქ, ფიჭვნარებს იქით, - მიუგო მოჩვენებამ წყნარი, მეოცნებე ხმით, - პატარა ბაღია. ბალახი იქ მაღალია და ხშირი. ბალახებში ყვავიან თავიტკენიები, ასე რომ ჰგვანან ციურ ვარსკვლავებს.

იქ მთელი ღამე ბულბული გალობს; მთელი ღამე, განუწყვეტლად ცივი, ბროლის მთვარე დამცხრალი სახით დაჰყურებს ქვეყნიერებას და მძლავრ ურთხელს გაუშლია ვეებერთელა ტოტები.

ვირჯინიას ცრემლით აევსო თვალები; დასველებული სახე ხელისგულებში ჩარგო.

შენ სიკვდილის ბაღს გულისხმობ? - ჩურჩულით თქვა.

დიახ, სწორედ მას. ალბათ, როგორი მშვენიერია სიკვდილი! რა კარგია, იწვე რბილ, თბილ მიწაში და იცოდე, რომ იქვე, შენ ზევით ბალახები ირხევიან. იწვე და უსმენდე მარადიულ სიჩუმეს. რა კარგია, არ იყოს არც «გუშინ», არც «ხვალ». რომ შეიძლება დაივიწყო დროის სვლა, გადახვიდე სამუდამო დავიწყებაში და პოვო სიმშვიდეიცი, შენ შეგიძლია მიშველო. შენ შეგიძლია გააღო ჩემთვის სიკვდილის ტაძრის ჭიშკარი.

აკი შენთან სიყვარულია. სიყვარული კი სიკვდილზე ძლიერია!

ვირჯინიას ცივმა ჟრუანტელმა დაუარა და ერთხანს მათ შორის სიჩუმე ჩამოვარდა. გოგონას ეჩვენებოდა, ყველაფერი ეს მეზმანაო თითქოს. მერე ისევ მოჩვენება ალაპარაკდა და მისი ხმა ქარის სუნთქვას ედრებოდა.

შენ არ წაგიკითხავს ძველი წინასწარმეტყველება, ბიბლიოთეკის ფანჯარაზე გამოსახული?

, არაერთხელ! - წამოიძახა გოგონამ და მოჩვენებას მიაპყრო მზერა, - მე მისი დაზეპირებაც მოვასწარი. ის ძველებური, უცნაური ასოებითაა გამოყვანილი. ასე რომ, უცბად ვერც წაიკითხავ. სულ რვა სტრიქონია:

"როდესაც ნორჩი ქალწულის ნებით

ცოდვილ ბაგეებს დასცდება ლოცვა;

გამხმარი ნუში აღდგება მკვდრეთით

და აყვავდება ხელახლა როცა;

და უწმინდესი ქალწულის ცრემლით

გადირეცხება ამდენი გლოვა,

მაშინ დაცხრება ჭექა-ქუხილი

და სასახლეში სიმშვიდე მოვა".

ოღონდ არ მესმის, რას ნიშნავს ეს.

ეს ნიშნავს, - წუხილით მიუგო აჩრდილმა, - რომ შენ უნდა გამოიტირო ჩემი ცოდვები, რადგან მე აღარ შემომრჩა ცრემლი.

შენ უნდა ილოცო ჩემი სულისთვის, რადგან მე აღარ შემომრჩა რწმენა; და მაშინ, თუ შენ ყოველთვის დარჩები ასეთი კეთილი, წმინდა და თვინიერი, სიკვდილის ანგელოზი შემიწყნარებს მე. საშინელი ჩვენებები დაგედევნებიან სიბნელეში, ბოროტ ხმებს ჩაგისისინებენ ყურში, მაგრამ ვერას დაგაკლებენ, რადგან ჯოჯოხეთის ბნელი ძალები უძლურნი არიან ბავშვის სიწმინდესთან!

გოგონა გარინდებული უსმენდა. აჩრდილმა შეხედა მის დაბლა დახრილ ოქროსკულულებიან თავს და სასოწარკვეთილებისაგან აწრიალდა. უცებ გოგონა წელში გაიმართა. გაფითრებული იყო. თვალები უცნაურად უელავდა.

მე არ მეშინია! - თქვა დაბეჯითებით, - მე ანგელოზს შევავედრებ თქვენს სულს.

აჩრდილი აღტაცებული წამოდგა, დასწვდა გოგონას ნატიფ ხელს, ძველებური ჰაეროვანი რხევით დაუკრა თავი და ნაზად ეამბორა.

ყინულივით ცივი იყო მისი ხელები, ბაგეები კი - ცეცხლივით მწველი; მაგრამ ვირჯინიამ თავი შეიკავა. ჩონჩხმა ხელჩაკიდებული გამოატარა ის ნახევრად ჩაბნელებული მთელი დარბაზი.

ჟამთასვლისაგან ფერწასულ მწვანე გობელენებზე მონადირეთა პატარა ფიგურები იყო ამოქარგული. ისინი ფოჩებიან საყვირებს უკრავდნენ და ნამცეცა ხელებს ვირჯინიას უქნევდნენ, თითქოს ანიშნებდნენ, უკან დაბრუნდიო.

"დაბრუნდი, პატარა ვირჯინია, დაბრუნდი!" - ყვიროდნენ ისინი, მაგრამ აჩრდილმა უფრო მაგრად მოუჭირა ხელზე და გოგონამ თვალები დახუჭა, რათა არ დაენახა მონადირეები. ხვლიკისკუდიანი თვალებდაჭყეტილი ურჩხულები თვალს უკრავდნენ ჩუქურთმებიანი ბუხრის თაღიდან და ხმადაბლა ბურტყუნებდნენ მის კვალდაკვალ: "ფრთხილად, პატარა ვირჯინია, ფრთხილად! ვაითუ ვეღარ გნახოთ ამიერიდან", მაგრამ მოჩვენება უფრო და უფრო უჩქარებდა ნაბიჯს და ვირჯინია ყურს არ უგდებდა მათ.

როცა დარბაზის ბოლოში გავიდნენ, მოჩვენება შეჩერდა და წყნარად წარმოთქვა გოგონასათვის გაუგებარი რამდენიმე სიტყვა. გოგონამ თვალები გაახილა და დაინახა, როგორ თანდათან გამქრალა კედელი, ვითარცა ბურუსი რამ და მის ცხვირწინ პირი დაუბჩენია შავ უფსკრულს. დაუბერა ყინულოვანმა ქარმა და გოგონამ იგრძნო, როგორ ექაჩებოდნენ კაბაზე.

ჩქარა, ჩქარა! - უყვიროდა აჩრდილი, - თორემ ძალიან, ძალიან გვიან იქნება.

წამიც და კედლის პანელი მათ ზურგს უკან შეიკრა. გობელენებიან დარბაზში აღარავინ იყო.

 

თავი მეექვსე

 

ათ წუთში ზანზალაკმა დაიწკრიალა - ოჯახს ჩაიზე უხმობდნენ.

ვირჯინია კი არ ჩანდა.

ქალბატონმა ოუტისმა ერთ-ერთი მსახური გაუშვა მის მოსაყვანად. მსახური მალევე დაბრუნდა და განაცხადა, რომ გოგონას ვერსად მიაკვლია.

ვირჯინიას სჩვეოდა ყოველ საღამოს ბაღში გასვლა სასადილო მაგიდის ყვავილებისათვის. ამიტომ ქალბატონ ოუტისს თავიდან არაფრის შეშინებია, მაგრამ როცა ექვსი შესრულდა, ვირჯინია კი არ ჩანდა, ქალბატონი ოუტისი აშკარად აღელდა და ბიჭუნებს უბრძანა, ეძებნათ დაი პარკში. თვითონ კი ბატონ ოუტისთან ერთად მთელი სახლი დაიარა, ყველა კუნჭული გადააქოთა. შვიდის ნახევარზე ბიჭუნები დაბრუნდნენ და მოახსენეს, რომ ვირჯინიას კვალს ვერსად წააწყდნენ.

ახლა ყველანი შეშფოთდნენ. არც იცოდნენ, რა ეღონათ. უცებ ბატონ ოუტისს გაახსენდა, რომ რამდენიმე დღის წინ ბოშათა ბანაკს თავის ერთ-ერთ მამულში ცოტა ხნით გაჩერების ნება დართო.

მაშინვე უფროს ვაჟსა და ორ თანამშრომელთან ერთად ბლეკფელის ხევისაკენ გაეშურა. სწორედ აქ ეგულებოდა ბოშები. მოუსვენრობისაგან აწრიალებულ ჩეშირის ახალგაზრდა ჰერცოგსაც უსიკვდილოდ მათთან ერთად სურდა წასვლა, მაგრამ ბატონი ოუტისი მოერიდა შესაძლო ჩხუბს და წინდახედულად უთხრა უარი. როცა მიაღწიეს ბლეკფელის ხევს, იქ ცეცხლიღა ბჟუტავდა, ბალახში თეფშები ეყარა. ბოშებს გუდა-ნაბადი აეკრათ და აბარგებულიყვნენ.

ბატონმა ოუტისმა ვაშინგტონსა და თანამშრომლებს ძებნის გაგრძელება დაავალა, თვითონ კი შინისაკენ გაეჩქარა, რათა მთელი საგრაფოს პოლიციის ინსპექტორებისათვის დეპეშები დაეგზავნა და ეთხოვა დახმარება მაწანწალებისა და ბოშების მიერ გატაცებული გოგონას მოძებნაში. შემდეგ განკარგულება გასცა და ცხენი მოჰგვარეს. ცოლი და ტყუპი სადილზე დაიყოლია, თვითონ კი მხლებლებთან ერთად ცხენით გაქუსლა ასკოტისაკენ.

ორი მილიც არ ჰქონდათ გავლილი, რომ უკან ფლოქვების თქარათქური მოესმათ.

ბატონმა ოუტისმა მოიხედა: მათ თავის პონიზე ამხედრებული ახალგაზრდა ჰერცოგი ეწეოდა. ის უქუდოდ იყო. სახე ჭარხალივით გასწითლებოდა.

მომიტევეთ, ბატონო ოუტის, - თქვა სულმოუთქმელად, - მაგრამ განა შემიძლია სადილობა, როცა ვირჯინია დაკარგულია? ნუ გამიწყრებით, გეთაყვა, მაგრამ უნდა გითხრათ: შარშან ჩვენთვის ნიშნობის უფლება რომ მოგეცათ, მსგავსი არაფერი მოხდებოდა. თქვენ მე უკან არ გამაბრუნებთ, ხომ ასეა? მე არ მსურს იქ დაბრუნება და არც დავბრუნდები.

ამ თვალწარმტაცი არისტოკრატის შემყურე ელჩმა ღიმილი ვერ შეიკავა. გული აუჩუყა ამ ბიჭის ასეთმა ერთგულებამ ვირჯინიასადმი. გადაიხარა მისკენ და მხარზე ალერსით მოუთათუნა ხელი.

რაო, სესილ, სხვა რა გზა მაქვს, - მიუგო მან, - რაკი გადაწყვიტე, რომ არ დაბრუნდები, თან უნდა წაგიყვანო. ეგაა, რომ ქუდის ყიდვა მოგვიწევს ასკოტში.

მე ქუდი არ მჭირდება! მე ვირჯინია მჭირდება! - სიცილით წამოიძახა ახალგაზრდა ჰერცოგმა და ერთად გაქუსლეს რკინიგზის სადგურისკენ.

ბატონმა ოუტისმა ჰკითხა სადგურის უფროსს, ბაქანზე ვინმეს ხომ არ მოგიკრავთ თვალი ასეთი და ასეთი გოგონასთვისო.

იმან გარკვეული ვერაფერი უპასუხა, მაგრამ ყველა ხაზზე უდეპეშა და დაჰპირდა ბატონ ოუტისს, რომ ფხიზლად იქნებოდნენ, ხოლო თუ რაიმეს გაარკვევდნენ, მაშინვე აცნობებდნენ.

ელჩმა ახალგაზრდა ჰერცოგს ქუდი უყიდა სელით მოვაჭრის ფარდულში, რომელიც ის იყო, იკეტებოდა. შემდეგ ამალასთან ერთად სოფელ ბექსლისკენ გასწია, რომელიც ოთხი მილით იყო სადგურიდან დაშორებული. მიასწავლეს, რომ იქ დიდი სათემო საძოვრები იყო და ბოშები იყრიდნენ ხოლმე თავს. გააღვიძეს სოფლისთავი, მაგრამ ვერაფერს მიაგნეს და საძოვრების გავლით შინ დაბრუნდნენ.

სასახლეში თერთმეტისათვის მოაღწიეს დაღლილებმა და სასომიხდილებმა. ჭიშკართან ვაშინგტონი და ტყუპი ფარნებით ელოდნენ, რადგან დაბურულ ხეივანში ბნელოდა, თვალთან თითს ვერ მიიტანდი.

ვაი, რომ არც აქ იყო არავითარი სანუგეშო სიახლე. ვირჯინიას თითქოს ცამ უყო პირი. არსად მისი კვალი არ ჩანდა.

თურმე ბოშებს ბროკლეის ველებზე დაეწივნენ, მაგრამ გოგონა მათთან არ აღმოჩნდა. თავიანთი უცაბედი აბარგება ბოშებმა იმით ახსნეს, რომ ჩერტონის ბაზრობაზე დაგვიანებისა ეშინოდათ; თურმე მისი გახსნის დღე შეეშალათ. თვითონაც ძალიან შეწუხდნენ გოგონას გაქრობის გამო და ოთხი მათგანი ძებნაშიც დაეხმარა ჭირისუფალს. ისინი ერთობ მადლიერნი იყვნენ ბატონ ოუტისისა იმისათვის, რომ მან თავისი მამული დაუთმო ბანაკისათვის. ერთად დაჩხრიკეს სათევზე წყალსაცავის ფსკერი, საგვარეულო მამულის ყოველი კუთხე-კუნჭული, მაგრამ ამაოდ.

ბატონი ოუტისი და ბიჭები სრულიად დათრგუნვილნი ბრუნდებოდნენ სასახლეში. მათ კვალდაკვალ მოჰყვებოდა ცხენოსანი მხლებელი, რომელსაც მოჰყავდა ორივე ცხენი და პონი. ჰოლში ტრიალებდა შეშინებულ მსახურთა გროვა, ხოლო ბიბლიოთეკაში, დივანზე საწყალობლად იწვა ქალბატონი ოუტისი.

გონზე თითქმის აღარ იყო ამ საშინელ დღეს განცდილი უბედურების გამო. მსახური ქალი ჟამ-ჟამად სპირტით უსველებდა შუბლს. ბატონმა ოუტისმა ძლივს დაითანხმა ცოტა წახემსებაზე და ბრძანა, ვახშამი მოერთმიათ ყველასათვის, ვინც სასახლეში მოიყარა თავი.

ეს ძალიან მწუხარე ვახშამი იყო. არავინ ხმას არ იღებდა. ტყუპიც კი დუმდა და დათრგუნვილი ჩანდა. მათ ძლიერ უყვარდათ დაი. ნავახშმევს ბატონმა ოუტისმა ყველა დასაძინებლად გაისტუმრა.

მაინც ვეღარაფერს ვიღონებთ ამაღამ, დილას კი ტელეგრაფით სასწრაფოდ გამოვიძახებო სამძებრო პოლიციას სკოტლენდ-იარდიდან. ახალგაზრდა ჰერცოგს ღამის თევა ეწადა, მაგრამ არ გაჭრა მისმა ხვეწნა-მუდარამ. და იმწამს, როცა ისინი სასადილო ოთახიდან გამოდიოდნენ, ეკლესიის კოშკიდან საათმა თორმეტი ჩამოჰკრა. უკანასკნელ ზარზე უცებ ძლიერი ტკაცანი გაისმა. ვიღაცამ გულის მომწყვლელად დაიყვირა და მთელი სახლი შეირყა ჭექა-ქუხილისგან; ხოლო როცა ჰაერში აჟღერდა მომხიბვლელი, არამიწიერი მუსიკა, კიბის თავზე კედლის პანელი გრუხუნით გაირღვა და კიბის ბაქანზე ტილოსავით გაფითრებული ვირჯინია გამოვიდა პატარა ზარდახშით ხელში.

ყველანი ჯგროდ მისცვივდნენ და შემოეხვივნენ. ქალბატონმა ოუტისმა მაგრად ჩაიკრა გულში; ახალგაზრდა ჰერცოგმა გზნებით აკოცა; ტყუპი კი ველურივით როკავდა მის გარშემო.

, ღმერთო, ჩემო გოგონა, სად დაიკარგე მთელი დღე? - წამოიძახა ბატონმა ოუტისმა. ცდილობდა, ხმაში მკაცრი კილო გამოერია, რადგან ყოველივე ეს სულელურ თამაშად წარმოუდგა, - მე და სესილმა შენს ძებნაში ქვეყანა შემოვიარეთ; დედაშენს კი გული კინაღამ გაუსკდა შიშისაგან.

აღარასოდეს აღარ გვეხუმრო ასე.

ხუმრობა ნებადართულია მხოლოდ მოჩვენებასთან! მო-ჩვე-ნე-ბასთან! - ხმამაღლა დამარცვლა ტყუპმა და როკვა განაგრძო.

საყვარელო ჩემო, მშობლიურო, გიპოვეთ, მადლობა ღმერთს! - წარამარა იმეორებდა ქალბატონი ოუტისი და ათრთოლებულ ქალიშვილს კოცნიდა, თან აბურდულ ოქროს კულულებზე ეფერებოდა, - აღარასოდეს დამტოვო ამდენი ხნით!

მამა, - წყნარი ხმით ალაპარაკდა ვირჯინია, - მე მთელი ეს საღამო სულთან გავატარე.

ის მოკვდა. თქვენ უნდა მიხვიდეთ და შეხედოთ მას. ის ცხოვრებაში ძალიან ცუდად იქცეოდა, მაგრამ მოინანია თავისი ცოდვები და მისახსოვრა განძეულობით სავსე აი ეს ზარდახშა.

ყველანი გაოგნებულნი შესცქეროდნენ, მაგრამ ის სრულიად მშვიდად ლაპარაკობდა. მერე მიბრუნდა და ყველანი კედლის პანელის ხვრელთან მიიყვანა; აქედან ვიწრო საიდუმლო დერეფნით განაგრძეს გზა. ვაშინგტონი უკან მიჰყვებოდა პროცესიას ანთებული სანთლით, რომელიც მაგიდიდან აიღო.

მალე მიადგნენ დიდ ანჯამებზე დაკიდებულ მუხის კარს, რომელიც ჟანგიანი ლურსმნებით იყო მიჭედილი.

შეეხო თუ არა ვირჯინია, კარი მაშინვე გაიღო. ყველანი დაბალჭერიან სენაკში შევიდნენ. ჭერი კამაროვანი იყო. კედელში ნამცეცა, გისოსებიანი სარკმელი იყო დატანებული. კედელში ჩასმულ უშველებელ რკინის რგოლზე მიჯაჭვული იყო უკიდურესად დაძაბუნებული ჩონჩხი, რომელიც ქვის იატაკის მთელ სიგრძეზე გაშოტილიყო. თითქოს ცდილობდა, მისწვდომოდა თავისი გრძელი ძვალ-თითებით ძველებურ ლანგარსა და დოქს. ისინი კი ისე იყო დადებული, რომ ვერ მისწვდომოდა.

დოქი, ეტყობოდა, ერთ დროს წყლით იყო სავსე, რადგან ფსკერი და კედლები მწვანედ იყო დაობებული. ლანგარზე ერთი მუჭა მტვერიღა დარჩენილიყო.

ვირჯინიამ ჩონჩხის გვერდით დაიჩოქა, პატარა ხელები შეატყუპა და ხმადაბლა, ჩურჩულით შეუდგა ლოცვას. დანარჩენები განცვიფრებით შესცქეროდნენ ყოველივე ამას. გრძნობდნენ, რომ მათ წინაშე ფარდა ეხდებოდა ძველი ტრაგედიის საიდუმლოს.

შეხედეთ, შეხედეთ! - უცბად წამოიძახა ერთ-ერთმა ტყუპისცალმა; ის მთელი ეს დრო სარკმელში იყურებოდა, რათა გაერკვია, სასახლის რომელ ნაწილში იმყოფებოდნენ, - გამხმარი ნუში აყვავდა! მე კარგად ვარჩევ მის ყვავილებს, რადგან ამაღამ ასე მკაფიოდ ანათებს მთვარე.

ეს ნიშნავს, რომ უფალმა მიუტევა მას! - საზეიმოდ გამოაცხადა ვირჯინიამ და წამოდგა. ყველამ შენიშნა, რომ რაღაც მშვენიერმა ციალმა გააცისკროვნა მისი სახე.

თქვენ ანგელოზი ხართ! - აღმოხდა ახალგაზრდა ჰერცოგს; მიეჭრა, ხელები მოხვია და აკოცა.

 

 

თავი მეშვიდე

 

ამ არაჩვეულებრივი მოვლენებიდან მეოთხე დღეს, შუაღამემდე სადღაც ერთი საათით ადრე, კენტერვილის სასახლიდან სამგლოვიარო კორტეჟი დაიძრა. კატაფალკში რვა შავი ცხენი იყო შებმული და თითოეულს თავი სირაქლემის ბუმბულებით ჰქონდა მორთული.

ტყვიის კუბოზე მდიდრული ძოწისფერი სუდარა ეფარა კენტერვილების გერბით, რაიც ოქროს ძაფით იყო ნაქსოვი. კატაფალკისა და ეკიპაჟების გვერდით მსახურები მიაბიჯებდნენ ანთებული ჩირაღდნებით და მთელ ამ მსვლელობას არაჩვეულებრივი ელფერი დაჰკრავდა.

მიცვალებულის უახლოესი ნათესავი, ლორდი კენტერვილი საგანგებოდ ჩამოვიდა დაკრძალვაზე უელსიდან. ის პირველ კარეტაში იჯდა პატარა ვირჯინიასთან ერთად. მათ მოჰყვებოდათ შეერთებული შტატების ელჩი მეუღლითურთ; შემდეგ ვაშინგტონი და სამი ბიჭუნა. პროცესიის ბოლოში მიდიოდა კარეტა, რომელშიც ქალბატონი ამნი იჯდა. ეჭვი არავის შეჰპარვია ერთ რამეში: რაკი მოჩვენება ამ ღირსეულ ქალბატონს ორმოცდაათ წელიწადზე მეტხანს აფრთხობდა, მაშასადამე, ქალბატონს ყველა საფუძველი ჰქონდა, გაეცილებინა ის უკანასკნელ გზაზე.

კარეტებიდან გადმოსულნი სამარესთან მივიდნენ, რომელიც ღრმად იყო გაჭრილი სოფლის სასაფლაოს კუთხეში, პირდაპირ ურთხელის ძირას. ღირსმა მამამ ოგასტუს დემპირმა დიდი შთაგონებით წაიკითხა სულის მოსახსენებელი ლოცვა.

როცა მღვდელი გაჩუმდა, მსახურებმა ძველი ჩვეულებისამებრ ჩააქრეს თავიანთი ჩირაღდნები; ხოლო, როცა კუბოს საფლავში უშვებდნენ, ვირჯინია მიუახლოვდა მას და სახურავზე ნუშის თეთრი და ვარდისფერი ყვავილებისგან დაწნული დიდი ჯვარი დაადო. იმავე წამს ღრუბლიდან გამოცურდა მთვარე და პატარა საფლავი მკრთალი ვერცხლით მორწყა; ხოლო შორეულ ჭალაში ბულბული ამღერდა. ვირჯინიას გაახსენდა, როგორ აღწერა მოჩვენებამ სიკვდილის ბაღი. თვალები ცრემლით აევსო. აქეთობისას, ერთი სიტყვა რაა, ის არ დასცდენია.

მეორე დილას, სანამ ლორდი კენტერვილი ლონდონს გაემგზავრებოდა, ბატონმა ოუტისმა ლაპარაკი ჩამოუგდო ვირჯინიასათვის მოჩვენების ნაჩუქარ განძეულობაზე. დიდებული რამ იყო ეს განძეულობა; მეტადრე კი ლალის ყელსაბამი ვენეციურ ჩარჩოში, მეთექვსმეტე საუკუნის შემოქმედების იშვიათი ნიმუში. მისი ღირებულება ისე დიდი იყო, რომ ბატონი ოუტისი გოგონას უკრძალავდა საჩუქრის მიღებას.

მილორდ, - თქვა ელჩმა, - მე ვიცი, რომ თქვენს ქვეყანაში კანონი "მკვდარი ხელის" შესახებ ვრცელდება არა მხოლოდ მიწის საკუთრებაზე, არამედ ოჯახურ განძეულობაზეც.

ამიტომ ჩემი ქალიშვილისათვის გადაცემული განძეულობა სინამდვილეში თქვენს საგვარეულოს ეკუთვნის ან, ყოველ შემთხვევაში, უნდა ეკუთვნოდეს. მაშ, გთხოვთ, წაიღოთ ის ლონდონში და ჩათვალოთ თქვენი კანონიერი ქონების ნაწილად; ქონებად, რაც დაუბრუნდა კანონიერ მფლობელს, თუმცა კი რამდენადმე უცნაურ გარემოებაში.

რაც შეეხება ჩემს ქალიშვილს, ის ჯერ კიდევ ბავშვია და მადლობა ღმერთს, ჯერჯერობით ნაკლებად ეტანება ესოდენ ძვირფას სამშვენისებს. გარდა ამისა, ქალბატონმა ოუტისმა მაცნობა - მან კი, უნდა გამოგიტყდეთ, ქალიშვილობის წლებში რამდენიმე ზამთარი გაატარა ბოსტონში და ცუდად როდი ერკვევა ხელოვნების საკითხებში - რომ ეს სამკაული დიდი ფული ღირს; და თუ გაიყიდებოდა, მასში სოლიდურ თანხას გადაიხდიდნენ.

ასეთ პირობებში, ლორდ კენტერვილ, მოგეხსენებათ, ვერ დავუშვებ, რომ ეს განძეულობა ჩემი ოჯახის რომელიმე წევრს ერგოს. საერთოდაც, ასეთი ძვირად ღირებული ზიზილ-პიპილები, როგორი მართებულიც და აუცილებელიც უნდა ეჩვენებოდეთ ისინი ბრიტანელ არისტოკრატებს პრესტიჟისათვის, არაფრად სჭირდებათ სისადავის ურყევ რესპუბლიკურ პრინციპებზე აღზრდილ ადამიანებს.

სხვათა შორის, ვერ დაგიმალავთ, - განაგრძობდა ელჩი, - ვირჯინია ბედნიერი იქნებოდა, თუ ნებას დართავდით, ჰქონოდა ზარდახშა თქვენი უბედური, გზააბნეული წინაპრის სახსოვრად. რამდენადაც ეს ნივთი ძველი და საკმაოდ გაცვეთილიცაა, იქნებ მართლა შესაძლებლად ჩაგეთვალათ მისი თხოვნის ასრულება.

მე კი, ჩემდათავად, უნდა გამოგიტყდეთ, რომ ძალიან მაკვირვებს ჩემი ქალიშვილის დაინტერესება შუა საუკუნეებით. ამის ახსნა შემიძლია მხოლოდ ერთი რამით: ვირჯინია დაიბადა ლონდონის ერთ-ერთ გარეუბანში, როცა ქალბატონი ოუტისი ათენიდან ბრუნდებოდა.

ლორდმა კენტერვილმა პატივცემული ელჩის საუბარი უდიდესი გულისყურით მოისმინა. შიგადაშიგ ჭაღარა ულვაშს თითებით აიპრეხდა ხოლმე უნებლიე ღიმილის დასაფარავად.

როცა ბატონმა ოუტისმა დაასრულა, მან მაგრად ჩამოართვა ხელი და უთხრა:

ძვირფასო ბატონო ოუტის, თქვენმა მშვენიერმა ქალიშვილმა ჩემს უბედურ წინაპარს, ბატონ საიმონს, ჭეშმარიტად ფასდაუდებელი სამსახური გაუწია და მე, ისევე როგორც ყველა ჩემი ნათესავი, უზომოდ მადლობელი ვარ მისი და აღტაცებულიც - მისი გასაოცარი გაბედულებითა და თავგანწირვით.

განძეულობა კანონიერად ეკუთვნის მას და მხოლოდ მას. მისთვის ამ სამკაულების გამორთმევა ისეთი უგულობა იქნებოდა ჩემგან, რომ რამდენიმე კვირაში ბებერი ცოდვილი უეჭველად ამოვიდოდა სამარიდან და სიცოცხლის ბოლომდე არ მომასვენებდა.

თანაც ეს განძეულობა, - განაგრძობდა ლორდი, - სულაც არაა საოჯახო საკუთრება, რადგანაც არც ერთი ეს სამკაული მოხსენიებული არაა ანდერძში ან სხვა იურიდიულ დოკუმენტში და მათი არსებობის შესახებ დღემდე არავინ არაფერი იცოდა.

გარწმუნებთ, მათზე მე იმდენივე უფლება მაქვს, რამდენიც, ვთქვათ, თქვენს მსახურთუხუცესს. ეჭვიც არ მეპარება, როცა ვირჯინია გაიზრდება, სიამოვნებით ატარებს მათ. ამასთან, თქვენ გავიწყდებათ, ბატონო ოუტის, რომ სასახლე ავეჯიან-მოჩვენებიანად იყიდეთ და, მაშასადამე, ყველაფერი, რაც მოჩვენებას ეკუთვნოდა, ავტომატურად იქცა თქვენს საკუთრებად.

მართალია, ბატონი საიმონი ღამღამობით ერთგვარ აქტივობას იჩენდა, მაგრამ კანონის თვალსაზრისით ის მკვდრად ითვლებოდა. მაშასადამე, მამულის ყიდვით თქვენ მთელი მისი პირადი საკუთრებაც შეიძინეთ.

ბატონ ოუტისს გული ატკინა ლორდ კენტერვილის უარმა, მიეღო განძეულობა და სთხოვა, შეეცვალა გადაწყვეტილება, მაგრამ კეთილშობილი პერი მტკიცე იყო და ბოლოს და ბოლოს დაითანხმა ელჩი, ნება დაერთო ქალიშვილისათვის, მიეღო ეს საჩუქარი.

როცა 1890 წლის გაზაფხულზე ჩეშირის ახალგაზრდა ჰერცოგინია, მისი ქორწინების გამო, დედოფალს წარუდგინეს, მისმა სამკაულებმა საყოველთაო აღტაცება გამოიწვია.

დიახ, დიახ, ჩეშირის ჰერცოგინია იგივე ჩვენი პატარა ვირჯინიაა. როგორც კი ახალგაზრდა ჰერცოგი სრულწლოვანი შეიქნა, ვირჯინია მისთხოვდა მას და ასე იქცა ჰერცოგინიად; ჰერცოგის გვირგვინი დაიდგა თავზე - ჯილდო, რომელსაც ყველა კეთილზნიანი ამერიკელი ქალიშვილი იღებს ხოლმე.

ვირჯინია და ახალგაზრდა ჰერცოგი ისე მომხიბვლელები იყვნენ და ისე უყვარდათ ერთმანეთი, რომ მათმა კავშირმა აღტაცებაში მოიყვანა ყველა, ბებერი მარკიზა დამბლტონის გარდა.

ეს ქალბატონი ცდილობდა ჰერცოგისათვის თავისი შვიდი გაუთხოვარი ქალიშვილიდან რომელიმე მიეთხოვებინა. ამ მიზნით სამი ძვირად ღირებული წვეულება გადაიხადა.

უცნაურია, რომ თვითონ ბატონი ოუტისიც არ გახლდათ მაინცდამაინც აღტაცებული. ახალგაზრდა ჰერცოგისადმი დიდი პირადი კეთილგანწყობის მიუხედავად, ის თეორიულად ყოველგვარი ტიტულის წინააღმდეგი იყო და მოცემულ შემთხვევაში, მის საკუთარ სიტყვებს თუ დავიმოწმებთ, "შიშობდა, ტკბობისაკენ მიდრეკილი არისტოკრატიის გავლენას არ მოედუნებინა მისი ქალიშვილი და არ შეერყია მისი რესპუბლიკური სისადავის პრინციპები".

მაგრამ ბოლოს და ბოლოს მოხერხდა მისი დარწმუნება ამ შიშის უსაფუძვლობაში; და როდესაც თავისი ქალიშვილი ჰანოვერ-სკვერში აღმართული წმინდა გიორგის ეკლესიის საკურთხეველთან მიჰყავდა, ვეჭვობ, მთელ ინგლისში მოძებნილიყო მასზე ბედნიერი ადამიანი.

თაფლობის თვის შემდეგ ჰერცოგი და ჰერცოგინია კენტერვილის სასახლეს ეწვივნენ და იქ ყოფნის მეორე დღეს ინახულეს ფიჭვნარის ახლოს მიგდებული საფლავი. ვერა და ვერ მოიფიქრეს შესაფერისი ეპიტაფია ბატონ საიმონის საფლავის ქვისთვის. ბოლოს გადაწყვიტეს, ინიციალებსა და ბიბლიოთეკის ფანჯარაზე გამოსახულ ლექსს დასჯერებოდნენ.

ჰერცოგინიამ ცოცხალი ვარდები დააფინა საფლავზე. ერთხანს კენტერვილის მოჩვენების სამუდამო განსასვენებელთან იდგნენ, მერე კი ნახევრად დანგრეული ძველებური მონასტრისაკენ გაემართნენ. ჰერცოგინია წაქცეულ სვეტზე ჩამოჯდა.

მისმა ახალგაზრდა მეუღლემ კი მის ფეხებთან მოიკალათა. ის ეწეოდა და უსიტყვოდ შეჰფრფინვიდა მეუღლის მშვენიერ თვალებს. უცებ ბოლომდე მოუწეველი პაპიროსი გადააგდო, მეუღლის ხელს დასწვდა და უთხრა:

ვირჯინია, ცოლი არაფერს არ უნდა უმალავდეს ქმარს, ხომ ასეა?

მე არც არაფერს გიმალავ, ძვირფასო სესილ.

ვთქვათ, არ მიმალავ, - გაეღიმა ჭაბუკს, - მაგრამ შენ ხომ არასოდეს გიამბია ერთი ამბავი: რა მოხდა, როცა შენ და მოჩვენება მარტონი იყავით ჩაკეტილნი?

მე ეს არავისთვის მიამბია, სესილ, - თქვა ვირჯინიამ და უცებ სახე შეეცვალა.

ვიცი, მაგრამ ჩემთვის შეგეძლო გეთქვა

სესილ, გეთაყვა, არაა საჭირო თხოვნა; მე არ შემიძლია ამის მოყოლაუბედური ბატონი საიმონი. რაოდენ დავალებული ვარ მისგან! ნუ გეცინება, სესილ, ეს მართლა ასეა. მან დაინახა, რაა სიცოცხლე და რა - სიკვდილიდა მთავარი: რატომაა სიყვარული ორივეზე ძლიერი.

ჰერცოგი ადგა და აკოცა ცოლს.

რა გაეწყობა, დაე ინახავდე ამ საიდუმლოს შენთვის, ოღონდ კი გული, შენი გული მეკუთვნოდეს მე, - უჩურჩულა ვაჟმა ქალს.

ის მუდამ შენ გეკუთვნოდა, სესილ.

მაგრამ ჩვენს შვილებს მაინც ხომ მოუყვები როდისმე?

ვირჯინია გაწითლდა და შეიშმუშნა...

 

 

ტექსტის წაკითხვის შემდეგ;

·        ისაუბრე ინგლისელთა დამოკიდებულების შესახებ ტრადიციებისა და ცრურწმენების მიმართ;

·        ისაუბრე აჩრდილსა და ამერიკის ელჩის შვილების თავგასავალზე; როგორი განწყობა შეგიქმნა მონათხრობმა?

·        როგორ ფიქრობ, რა არის ტექსტის მთავარი სათქმელი?

·        ურჩიე მკითხველებს,  რატომ უნდა წაიკითხონ ოსკარ უაილდის კენტერვილური აჩრდილი;

·        რას გეუბნება ეპიგრაფი-მისტიკური, მაგრამ ნამდვილი ამბავი?

 

 

 

 

 

 

 

რაბინდრანათ თაგორი -წვიმები და შემოდგომა

წყარო: https://fragmentebi.wordpress.com

ინდური კალენდრის თანახმად, ყოველ წელიწადს გარკვეული პლანეტა განაგებს. მე შევნიშნე, რომ ცხოვრების ყოველ მონაკვეთზე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს  წელიწადის ამა თუ იმ დროს. როდესაც ბავშვობას ვიგონებ, ყველაზე უწინ მახსენდებიან წვიმიანი დღეები აი, ქარი მიერეკება წვიმას, რომელმაც წყლით აავსო აივანი. ოთახის ყველა კარი მჭიდროდ დახშულია. მოხუცი მზარეული, ფერია, მთლად გაწუწული ბრუნდება ბაზრიდან. ხელში უჭირავს  ბოსტნეულითა და ხილით სავსე კალათა. ძლივს მოაბიჯებს გუბეებში. მე კი, უმიზეზო სიხარულით ატაცებული, ხტუნვა-კუნტრუშით დავრბივარ აივანზე

ან კიდევ, მეორე სურათი: სკოლაში ვართ. ვმეცადინეობთ დერეფანში, რომლის სვეტებს შორის ჭილოფებია ჩამოშვებული. შუა დღის შემდეგ მძიმედ გროვდებიან ღრუბლები, მოზღვავდებიან და შავად ეკვრიან ცას. თვალის დახამხამებაში შხუილით დასცხო კოკისპირული. დროდადრო ხანგრძლივად და გამაყრუებლად გრუხუნებს მეხი: გეგონება გაცოფებული ალქაჯი ფრჩხილებით ფხრეწსო ცას კიდით კიდემდე; ჩვენი ჭილოფის კედელი აფრასავით ტკაცუნებს ქარისგან. ჩვენ სიამოვნებით ვაქნევთ ფეხებს, ქარიშხალი კი ხმაურობს და ბობოქრობს ჩვენს ნაცვლად. ჩემი სული მიჰქრის შორს, უნაპირო ოკეანეში, რომელსაც მიაპობს ზღაპრული უფლისწული.

ან Saravan-ის თავის ღამეთა წყვდიადი, მთვლემარეს რომ ყრუდ ჩამესმოდა წვიმის ხმაური და ყოველგვარ ძილზე უნეტარეს სიმშვიდეს მაგრძნობინებდა. წუთით რომ ვფხიზლდებოდი და სასიამოვნო ძილბურანში მხურვალედ ვლოცულობდი, _ ნეტავ იწვიმოს დილასაც, წყლით დაიფაროს ჩვენი ხეივანი, საცურაო აუზი პირამდე გაავსოსო.

მაგრამ ამ ასაკში, რომელზეც ახლა მინდა გიამბოთ, შემოდგომაა უპირატესი. იმ წლებს ვიგონებ აშვინის თვის მკაფიო ლჟვარდში. აი, შემოდგომის მზის ოქროცურვილი სხივები ნაზად ირეკლებიან ნამნაპკურებ ბალახში მე ვსეირნობ აივანზე და ჯოგიას ხმაზე ვთხზავ სიმღერებს:

შემოდგომის ცისკრის შუქზე,                                                                                             არ ვუწყი რას ელის გული

შემოდგომის დღე ნელა მიედინება; სახლის ზარი რეკს თორმეტჯერ. მელოდია იცვლება, მაგრამ ჩემი სული აღსავსეა მუსიკის შეგრძნებით, როცა გარინდულს აღარ მესმის არც მოვალეობა, არც შრომის მოწოდება და ვმღერი:

გულო ჩემო, რა უსაგნოდ ერთობი                                                                                       ამ ზანტად მოღიმარე შემოდგომის დღეს?

დღის მეორე ნახევარში თეთრ ნოხზე წამოწოლილი ვნებივრობ ოთახში. ხელთ მაქვს სახატავი ალბომი, მაგრამ მხატვრობის მძიმე ტვირთს როდი ვეწევი _ მე მხოლოდ ვესალბუნები ხატვის სურვილს. ყველაზე დიდი და მნიშნელოვანი მაინც დაუხატავი რჩება. შემოდგომის დღის წმნიდა  ნათლი კი თანდათან ავსებს პატარა კალკუტურ ოთახს, ვით ბროლის ჭიქას ოქროსფერი შუშხუნა ღვინო.

არ ვიცი რატომ, მაგრამ ის ყოველი დღე მაგონდება ამ შემოდგომის ცივი ცის ქვეშ, შემოდგომის შუქდაფენილი, როცა მინდვრის ოქროსფრად დამწიფებული თავთავების მსგავსად მომწიფდა ჩემი სიმღერები. შემოდგომის ელვარებით ივსებოდა ჩემი ოცნების ბეღელი. შემოდგომის ელვარებით ივსებოდა ჩემი ოცნების ბეღელი. შემოდგომა აღაგზნებდა ჩემ სულს პოეტური წვიმის უმიზოზო სიხარულით.

ბავშვობის წვიმებსა და ყრმობის შემოდგომას შორის უდიდეს განსხვავებას იმაში ვხედავ, რომ პირველ ხანებში ბუნებით ვიყავ გარშემორტყმული, მთელი ჩემი ყურადღება ბუნების მოვლენათა  მრავალფეროვნებისაკენ მქონდა მიქცეული. მაშინ როცა შემოდგომის ნაზი შუქით გაცისკროვნებული ზეიმი თვით ადამიანის არსში სრულდება, უკვე აღარ გიტაცებს ღრუბლებისა და მზის შუქის ციალი, და სულს ავსებს გლოვისა და სიხარულის ტალღები.

ჩემმა სიმღერებმა დღეს ადამიანთა სავანეს მიაღწიეს. აქ უკვე დაუკითხავად ვეღარ შეჰბედავ. ერთ კარს მოსდევს მეორე, დარბაზს დარბაზი. ხშირად უკან დაბრუნებაც კი გვიხდება, და მაშინ თავს ვინუგეშებთ მხოლოდ ფანჯრის მინაზე ასხლეტილი შუქით ან სასახლის საკრავთა შორეული ჰანგების სევდიანი ხმებით. სული სულს იცნობს, ნებისყოფას შეუერთდება, მაგრამ ვიდრე ამ სასურველ საფეხურს მივაღწევდეთ, ბევრი მტკივნეული ზღუდეა გადასალახავი. ცხოვრების ნიაღვარი ეხეთქება ამ ზღუდეებს; ქაფდება და იღვრება ცრემლადაც და სიცილადაც. და ისე ბზრიალებს და ბრუნავს მის მორევში. რომ ვეღარ გამოიცნობ, რა გზა უდევს წინ.

 

დავალება: გაგვიზიარე პირადი შთაბეჭდილება ტექსტის შესახებ;

 

 

 

 

 

 

 

 

 

რიჩარდ ბახი-თოლია ჯონათან ლივინგსტონი

ავტორის  შესახემ

რიჩარდ ბახიპილოტი და  მწერალი.

დაიბადა 1936 წლის 23 ივნისს აშშ-ში.

დაბადების ადგილიოუკ-პარკი, ილინოისი, ამერიკის შეერთებული შტატები;

 

 რიჩარდი ცნობილი კომპოზიტორის, იოჰან სებასტიან ბახის შორეული შთამომავალია.

1955 წელს დაამთავრა ლონგ-ბიჩის სახელმწიფო კოლეჯი;

 

***

ირიჟრაჟა, ამომავალი მზის სხივები ოქროსფრად აციმციმდა წყნარი ზღვის პაწაწინა ტამღებზე.

ნაპირიდან ერთი მილის დაშორებით თევზსაჭერმა გემმა წყალი ააღელვა, ამ ცნობამ წამიერად მიაღწია სასაუზმოდ გამზადებული გუნდის ყურამდე, რამდენიმე წუთში ათასობით თოლია გემს მიაწყდა და საჭმლის მოსაპოველად ერთმანეთში აირია. დაიწყო რიგითი, ფუსფუსით აღასვსე დღე.

იქით კი, გემისა და ნაპირისგან მოშორებით, ყველასგან განმარტოებით საწვრთნელ ვარჯიშებს ატარებდა თოლია ჯონათან ლივინგსტონი. ჯონათანი ასი ფუტის სიმაღლეზე აფრინდა, აპკიანი ფეხები დაუშვა, ნისკარტი ასწია, მორკალული ფრთები წინ გაიშვირა და, ტკივილის მიუხედავად, შეეცადა ეს მდგომარეობა შეენარჩუნებინა. წინ გაწეული ფრთები სიჩქარეს ამცირებდა - ახლა იგი ისე ნელა მიფრინავდა, რომ ნიავი სახეზე ეფერებოდა, ხოლო ოკეანე მის ქვემოთ აღარ მოძრაობდა. ცდის სურვილმა დაიმონა: თვალები მოჭუტა, სუნთქვა შეიკრა და სცადა სულ ცოტათი... არც კი... სულ ერთი დუიმით კიდევ მოეღუნა ფრთები... ბუმბული აეშალა, სიჩქარე მთალდ დაკარგა და ჩამოვარდა.

თოლიები ფრენისას, როგორც მოგეხსენებათ, არც არასდროს მერყეობენ და არც არასდროს ჩერდებიან. ჰაერში გაჩერება მათთვის სახელის გატეხაა, თავის მოჭრაა.

მაგრამ ჯონათან ლივინგსტონი არ ცხრებოდა, ძალების დაძაბვით ისევ მოღუნა აცახცახებული ფრთები - ნელ-ნელა, ნელ-ნელა, და - კვლავ მარცხი. მერე რა! ის ხომ ჩვეულებრივი თოლია არ იყო.

თოლიების უმრავლესობას ფრენა იმდენად აინტერესებს, რამდენადაც ეს მისთვისაა აუცილებელი - გაფრინდეს საჭმლის საშოვნელად და დაბრუნდეს ნაპირზე. მათთვის მთავარია საკვები და არა ფრენა. ჩვენი თოლიასთვის კი მთავარი სწორედ ფრენა იყო და არა საკვები. ფრენა ჯონათან ლივინგსტონს ყველაფერს ერჩია.

მაგრამ იგი ხვდებოდა, რომ მის ამ გატაცებას სხვა ფრთოსნები კეთილი თვალით არ შეხედავდნენ. თვით მისი მშობლებიც ვერ ფარავდნენ შეშფოთებას, როცა ჯონათანი მთელი დღეებით მარტოვდებოდა, თავისთვის ვარჯიშობდა, რატომღაც წყლის ზედაპირთან დაფრინავდა.

იგი ვერაფრით მიმხვდარიყო, რატომ ჩერდებოდა ჰაერში მეტხანს, როცა წყლიდან ცალი ფრთის სიმაღლეზე მიფრინავდა და რატომ ეხარჯებოდა ამ დროს ნაკლები ენერგია. დაჯდომისას, ჩვეულებრივ, ორი ფეხით დგაფუნით კი არ ჩადიოდა წყალში, არამედ მკვრივად აკეცილი ფეხებით წყის ზედაპირზე გასრიალდებოდა ხოლმე და გარშემო მდოვრე ნაკადებს გაიყოლებდა. როცა მან ნაპირზეც დაიწყო ქვიშაზე სრიალი და ნაკვალევის ნაბიჯით ზომვა, მშობლები მართლაც სერიოზულად აღშფოთდნენ.

- რატომ, ჯონ, - ჰკითხა დედამ, - რატომ ისე არ იქცევი, როგორც ყველა? რატომ ეჯიბრები დაბლა ფრენაში ვარხვებსა და ალბატროსებს? რატომ არაფერსა ჭამ? ჯონ, შენგან ცარიელი ბურტყლი და ძვლებიღა დარჩა.

- ვიყო ძვალი და ტყავი, მე ეგ სულაც არ მადარდებს, დედილო. მე მინდა ვიცოდე, რა შემიძლია ვაკეთო ჰაერში და რა არა, ეს არის და ეს. უბრალოდ, მინდა ვიცოდე.

- მომისმინე ჯონათან, - უთხრა მამამ დაყვავებით. - ზამთარი მოახლოვდა. თევზსაჭერი გემები სულ უფრო იშვიათად გამოჩნდებიან, თევზი სიღრმეში წავა. სწავლა თუ გსურს, ჯობს საკვების მოპოვება ისწავლო. ფრენა, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, მაგრამ მარტო ფრენით ხომ ვერ გაძღები. ნუ დაივიწყებ - იმიტომ დაფრინავ, რომ ჭამო.

ჯონათანმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. რამდენიმე დღეს იგი მართლაც ცდილობდა სხვა თოლიებივით მოქცეულიყო: გაჰკიოდა და თანამოძმეებს ეკინკლავებოდა ნავსადგომებსა და თევზსაჭერ გემებთან, ყვინთავდა თევზისა და პურის ნატეხების დასაჭერად. არაფერი გამოუვიდა.

- რა უაზრობაა, - გაიფიქრა მან და ძლივს დაჭერილი ანჩოუსი უკან დადევნებულ მშიერ მოხუც თოლიას გადაუგდო., - ამ დროს ხომ ფრენის შესწავლას მოვახმარდი. მაინც რამდენი რამ მაქვს შესაცნობი!

– არ გასულა ცოტა ხანი და ჯონათანი ისევ მარტო იყო შორს, ზღვაში: მშიერი, გახარებული, აღტყინებული.

ამჯერად ფრენის სისწრაფეს ამუშავებდა და ერთი კვირის ვარჯიში საკმარისი გამოდგა, რომ სიჩქარის შესახებ მეტი სცოდნოდა, ვიდრე ყველაზე სწრაფ თოლიას ამქვეყნად.

ათასი ფუტის სიმაღლეზე ჯონათანი მკვეთრ პიკეზე გადავიდა და ფრთების ქნევით მთელი ძალით განაგრძო. მაშინ მიხვდა, რატომ იკეცავენ ფრთებს თოლიები პიკირების დროს. უკვე ექვსი წამის შემდეგ, საათში სამოცდაათი მილის სიჩქარით ეშვებოდა, ამ სიჩქარეზე ფრთა აქნევისას მდგრადობას კარგავს.

ყველა ცდა უშედეგოდ მთვარდებოდა. ყოველ ღონეს ხმარობდა, ძალებს უკიდურესად ძაბავდა, სულ ტყუილად - დიდ სიჩქარეზე მართვის კონტროლს ვეღარ ინარჩუნებდა.

ისევ ათასი ფუტის სიმაღლე, ძლიერი ბიძგი წინ, გადასვლა პიკეში, ფრთების ძალუმად ქნევა და ვერტიკალურად ვარდნა. ყოველ ცდაზე მარცხენა ფრთა აქნევისას რატომღაც უშეშდებოდა, თვითონაც მარცხნივ იხრებოდა; მარჯვენა ფრთას აჩერებდა, რათა წონასწორობა აღედგინა, მაგრამ მარჯვნივ ყირავდებოდა და თითქოს ცეცხლში იხრაკებაო, ბზრიალით ვარდებოდა.

დიდი გარჯის მიუხედავად ფრთის აქნევა არ გამოუდიოდა. ათჯერ სცადა, ათივეჯერ, როგორც კი სიჩქარე საათში სამოცდაათ მილს გადააჭარბებდა, თავს ვეღარ იმორჩილებდა, აბურძგნილი ბუმბულების გროვას ემსგავსებოდა და წყალს ენარცხებოდა.

- აჰა, გასაგებია, - როგორც იქნა, მიხვდა ჯონათანი, როცა არც ერთი მშრალი ბუმბული აღარ შერჩა, - დიდ სიჩქარეზე ფრთები არ უნდა ამოძრაო: ორმოცდაათ მილამდე შეგიძლია იქნიო, მერე კი ერთ მდგომარეობაში უნდა გეჭიროს.

შემდეგი ცდა ორი ათასი ფუტის სიმაღლიდან დაიწყო. პიკეში შესვლისას ნისკარტი წინ გაიშვირა და ფრთები გაშალა; როგორც კი საათში ორმოცდაათი მილი განავითარა, ფრთების ქნევა შეწყვიტა. მართალია, ამისთვის ძალების უდიდესი დაძაბვა დასჭირდა, მაგრამ მაინც თავისი გაიტანა. ათი წამის განმავლობაში ოთხმოცდაათი მილის სიჩქარით მოქროდა. ჯონათანმა თოლიებს შორის ჩქაროსნული ფრენის მსოფლიო რეკორდი დაამყარა!

მაგრამ გამარჯვების სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა. როგორც კი პიკედან გამოსვლა მოინდომა, როგორც კი ფრთების მოხრილობა შეცვალა, მართვა დაკარგა და ისევ ულმობელ ქარბუქში მოხვდა; თავი ვეღარ შეიკავა და ქვასავით გამაგრებულ წყალს დაასკდა.

გონს რომ მოეგო, კარგა ხნის დაღამებული იყო, მის მოტივტივე სხეულს მთვარის შუქი დაჰნათოდა. დაფლეთილი ფრთები რკინის ნაჭრებად ქცეოდა და მაინც, დამარცხების სიმძიმე ბევრად მეტ ტვირთად აწვა. თითქოს ინატრა კიდეც, ეს სიმძიმე საკმარისი ყოფილიყო, რათა თოლიას სხეული ნელ-ნელა ფსკერამდე ჩაეყვანა და ყველაფერი დასრულებულიყო.

უკვე იძირებოდა, როცა შიგნიდან წამოსული რაღაც უცნობი, დახშული ხმა შემოესმა: ,,გამოსავალი არ არის. მე თოლია ვარ. ის უნდა ვაკეთო, რისთვისაც ბუნებამ შემქმნა. იმისთვის რომ ვყოფილიყავი გაჩენილი, ფრენის შესახებ ამდენი გამეგო, ტვინის ნაცვლად თავში სქემები მედებოდა. ჩქაროსნული ფრენისთვის რომ დავბადებულიყავი, შევარდენივით მოკლე ფრთები მექნებოდა და თევზების ნაცვლად თაგვებზე ვინადირებდი. მართალია მამაჩემი, უნდა შევეშვა ამ უაზრობას. დავბრუნდები შინ, მშობლიურ გუნდში და დავკმაყოფილდები იმით, როგორიცა ვარ - საბრალო, სუსტი თოლია“.

ხმა მიწყდა, ჯონათანი დაეთანხმა. ღამით თოლია ნაპირზე უნდა იყოს და არა ზღვაში, ამიერიდან ისიც წესიერი თოლია იქნება. ყველასთვის ასე აჯობებს.

ჩამუქებული წყლიდან გაჭირვებით აზიდა სხეული და ნაპირისკენ გასწია, თან კმაყოფილი იყო, რომ მცირე სიმაღლეზე ძალების დაუხარჯავად შეეძლო ფრენა.

,,არა, არა, - გაიფიქრა თოლიამ, - ძველებურად ცხოვრება არაფერს მარგებს, არც ის, რაც მისწავლია. მე ისეთივე თოლია ვარ, როგორც სხვა ნებისმიერი და მეც ისევე ვიფრენ, როგორც დანარჩენები დაფრინავენ.“ დიდი წამებით ას ფუტამდე და ფრთების ენერგიული ქნევით ნაპირისკენ წავიდა.

გადაწყვეტილების მიღებამ შვება მოჰგვარა - აწი გუნდთან ერთად ჩვეულებრივად იცხოვრებს. შემეცნების მომქანცველ გზაზე სიარულისგან თავისუფალია: აღარც ბრძოლა ელის, აღარც დამარცხება. მაინც რა სასიამოვნოა - არაფერზე ფიქრობდე და წყვდიადიდან ხმელეთის ჩირაღდნებისკენ მიფრინავდე.

- სიბნელე! - გამაფრთხილებლად გაისმა დახშული ხმა. - სიბნელეში თოლიები არ დაფრინავენ!

მაგრამ ჯონათანს მისი მოსმენა აღარ უნდოდა. რა მშვენიერია აქაურობა: სავსე მთვარე, წყალზე მოთამაშე მკრთალი ათინათი - მოკიაფე ვარსკვლავებად რომ იფანტება ხოლმე, ირგვლივ კი, საოცარი სიმშვიდე და მყუდროება...

- დაეშვი! თოლიები სიბნელეში არ დაფრინავენ! ბნელში საფრენად რომ გაჩენილიყავი, ბუს თვალები გექნებოდა! ტვინის ნაცვლად სქემები გედებოდა! შევარდენის მოკლე ფრთები გებმებოდა!

იქ, წყლიდან ასი ფუტის სიმაღლეზე, ღამის წყვდიადში ჯონათან ლივინგსტონმა თვალები მოჭუტა. ტკივილი და წეღანდელი გადაწყვეტილება უკვალოდ გამქრალიყო.

მოკლე ფრთები! შევარდენის მოკლე ფრთები!

,,ეს ხომ ხსნაა! რა სულელი ვარ! სულ პატარა, ერთი ციცქნა ფრთები მჭირდება - ეს არის და ეს! თურმე დაიწყვე ფრთები და მარტო ბოლოები ამოძრავე. მოკლე ფრთები!

იგი მაღლა აფრინდა და მრუმე ზღვას ორი ათასი ფუტით დაშორდა. მარცხზე ან სიკვდილზე არც უფიქრია, ფრთები მჭიდროდ შეიკეცა, მხოლოდ ხანჯლებივით ვიწრო ბოლოები მიუშვირა ქარს და თავქვე დაეშვა.

ქარი ურჩხულივით ღრიალებდა, სიჩქარე მატულობდა - სამოცდაათი მილი საათში, ოთხმოცდაათი, ას ოცი, კიდევ მეტი. ახლა საათში ას ორმოცი მილის სიჩქარეზე ფრთების ნაკლები დაძაბვა უხდებოდა, ვიდრე უწინ სამოცდაათით ფრენისას; ფრთის ბოლოების მცირე მობრუნებაც საკმარისი გამოდგა, რათა პიკედან გამოსულიყო და მთვარის შუქით განათებულს შურდულივით გაექროლა ტალღების თავზე.

ქარი ისე სცემდა სახეში, თვალს ვერ ახელდა, სიხარულმა მოიცვა... ,,ას ორმოცი მილი საათში! თანაც მართვის დაუკარგავად! ორის მაგიერ ხუთი ათასი ფუტიდან რომ დავიწყო პიკირება, ნეტა რა სიჩქარეს...“

წინანდელი ფიქრები თითქოს ქარიშხალმა გაფანტაო, დავიწყებას მიეცა. ჯონათანმა, მართალია, დათქმული პირობა დაარღვია, თავს დამნაშავედ მაინც არ გრძნობდა. ასეთი დაპირებები, მხოლოდ იმ თოლიებს ზღუდავენ, რომლებიც ყოველდღიურობას ვერ გასცილებიან.

მას კი, ვინც შემეცნებისთვის იღწვის, წინ ვერაფერი დაუდგება.

განთიადისას ჯონათანი ისევ ჰაერში იყო. ხუთი ათასი ფუტის სიმაღლიდან თევზსაჭერი გემები წყლის ცისფერ ზედაპირზე ნაფოტებად მოჩანდნენ, სასაუზმოდ გამზადებული თოლიების გუნდი ნისლის მოძრავ ნაგლეჯს დამსგავსებოდა.

თოლია აგზნებული მიფრინავდა, სიხარულით ცოტათი კიდეც თრთოდა, ეამაყებოდა, შიში რომ დასძლია. შემდეგ, ზედმეტი მომზადების გარეშე, ფრთები შეიკეცა, ფრთის მოკლე ბოლოები კუთხეებად გაიშვირა და პიკეზე გადავიდა. ოთხი ათასი ფუტის გალევისას ზღვრულ სიჩქარეს მიაღწია, ქარი ხმაურიან მსუსხავ სხეულად იქცა და სიჩქარის მომატებას შეუძლებელს ხდიდა. ახლა იგი ორას თორმეტი მილი-საათის სიჩქარით შვეულად ეშვებოდა. ნერწყვი გადაყლაპა, მშვენივრად ესმოდა, ასეთ სიჩქარეზე ფრთები რომ გაშლოდა, მილიონ ნაკუწად იქცეოდა; მაგრამ სისწარფე იყო ძლიერება, იყო სიხარული და იყო სილამაზე.

ათასი ფუტის სიმაღლიდან პიკედან გამოსვლა დაიწყო, ძლიერი ქარისაგან ფრთების ბოლოები დაფლეთოდა. გემი და თოლიების გუნდი გვერდზე გადაიხარნენ და კატასტროფულად იწყეს ზომაში მატება, პირდაპირ იქით მიექანებოდა.

გაჩერება არ შეეძლო. ისიც კი არ იცოდა, ამ სიჩქარეზე როგორ უნდა მოეხვია.

შეჯახება უეჭველ სიკვდილს ნიშნავდა

თვალები დახუჭა.

დიახ, იმ დღეს ისე მოხდა, რომ როცა მზე ამოვიდა, თვალდახუჭული ჯონათან ლივინგსტონი ორას თორმეტი მილი-საათის სიჩქარითა და ყურისწამღები სივსივით მოსაუზმე თოლიების გუნდის შუაგულში შეიჭრა. ამჯერად ბედმა გაუღიმა - არავინ დაშავებულა.

იმ დროს, როცა ნისკარტი ცისკენ აიშვირა, ჯერ კიდევ საათში ას სამოცი მილის სიჩქარით მიქროდა. ხოლო როცა სიჩქარე ოც მილამდე დაიყვანა და, ბოლოს და ბოლოს, ფრთების გაშლა შეძლო, გემი ოთხი ათასი ფუტის იქით დარჩენილიყო და წყლის ზედაპირზე ნამცეცივით მოჩანდა.

ჯონათანი ზეიმობდა. ზღვრული სიჩქარე! ორას თორმეტი მილი საათში თოლიასათვის! ეს იყო გარღვევა, განუმეორებელი შემთხვევა გუნდის ისტორიაში; ამ წუთიდან ჯონათანის ცხოვრებაში ახალი ერა დაიწყო. მაგრამ იგი ამით არ დაკმაყოფილდა, თავის საწვრთნელ სივრცეში რვა ათას ფუტზე აფრინდა, პიკეზე გადასასვლელად ფრთები შეიკეცა და მაშინვე აღმოაჩინა, როგორ უნდა მოეხვია.

მიხვდა, რომ ძალიან დიდი სიჩქარისას ფრთის ბოლოზე ერთი ბუმბულის ოდნავი გადაწევაც საკმარისია ფართო, მდოვრე მოხვევისათვის. მაგრამ სანამ ამას გაიგებდა, იმასაც მიხვდა, რომ ასეთი სიჩქარისას ერთზე მეტი ბუმბულის ამოძრავება თოფის ტყვიასავით ბზრიალს იწვევდა და... მოკლედ, ჯონათანი პირველი თოლია იყო დედამიწის ზურგზე, უმაღლესი პილოტაჟის ფიგურებს რომ დაეუფლა.

იმ დღეს სხვა თოლიებთან საუბარში დრო აღარ დაუკარგავს, მზე კარგა ხნის ჩასული იყო, ის კი ისევ დაფრინავდა. მკვდარი მარყუჟი, შენელებული და მრავალბრუნიანი კასრი, გადაბრუნებული შტოპორი, უკუ იმელმანი, ვირაჟი - მიყოლებით აითვისა.

ჯონათანი ნაპირზე თავმოყრილ თოლიების გუნდს გვიან ღამით შეუერთდა. საშინლად დაღლილიყო და თავბრუ ეხვეოდა, მაგრამ დაშვებისას ერთი მკვდარი მარყუჟი კიდევ გააკეთა სიამოვნებით, ხოლო დაჯდომამდე სწრაფი კასრის შესრულებაც მოასწრო. ,,როცა გარღვევის შესახებ შეიტყობენ, აღტაცებაში მოვლენ, - ფიქრობდა თოლია. - რამდენად საინტერესო გახდება ცხოვრება! ნაცვლად იმისა, რომ აქეთ-იქით ვიწანწალოთ თევზსაჭერ გემებთან, ცხოვრება აზრს შეიძენს! უმეცრების ბინდბუნდიდან გამოვალთ, სრულყოფილი და ყოვლისშემძლე გავხდებით, ჩვენ მივაღწევთ თავისუფლებას! ჩვენ ფრენას ვისწავლით!“

მომავლის ცა ვარსკვლავებით მოიჭედა.

თოლიები ერთად შეჯგუფებულიყვნენ - სათათბირო შეკრებილიყო. ჩანდა, დიდხანს ისხდნენ ასე. მართლაც, მის გამოჩენას ელოდნენ.

,,ჯონათან ლივინგსტონ! დადექი ცენტრში!“ - გაისმა უხუცესის მედიდური ხმა. ცენტრში ჩადგომა ან უდიდეს შერცხვენას, ან უდიდეს პატივს ნიშნავდა. ამგვარ პატივს თოლიები მხოლოდ გამორჩეულ ბელადებს მიაგებდნენ. ,,ეჭვი არაა, გუნდმა ამ დილით, საუზმობისას, ჩემი გარღვევა შეამჩნია, - გაიფიქრა თოლიამ. - მაგრამ ასეთი პატივი რა საჭიროა. მე ბელადობა სულაც არ მინდა. მე მხოლოდ ის მინდა გავუზიარო, რაც აღმოვაჩინე, ის უსაზღვრო სივრცეები დავანახო, ჩვენ წინ რომ გადაშლილა“. - ჯონათანი ცენტრში დადგა.

ჯონათან ლივინგსტონ, შენი თანაგუნდელების წინაშე შერცხვენილად ცხადდები!“ - განაცხადა უხუცესმა.

თითქოს თავში კეტი ჩასცხესო. მუხლებში სისუსტე ირგძნო, ბუმბული ჩამოეშალა, ყურებში რაღაც გუგუნებდა. სამარცხვინო ცენტრი? შეუძლებელია! გარღვევა! ეტყობა ვერ გაიგეს! ისინი შეცდნენ, აშკარად შეცდნენ!

,,...დაუფიქრებლობისა და უპასუხისმგებლობის გამო, მისთვის რომ თოლიების და ოჯახის ღირსება და ადათი შელახე...“ - ზვიადად განაგრძობდა ხმა.

სამარცხვინო ცენტრი გუნდიდან გაძევებას და შორეულ კლდეებზე მარტოდ-მარტო გადასახლებას ნიშნავდა.

,,...მოვა დრო, ჯონათან ლივინგსტონ, როცა მიხვდები, რომ უპასუხისმგებლობა არაფერს გარგებს. ცხოვრების არსი ჩვენთვის უცნობი და შეუცნობადია, ერთია მხოლოდ ნათელი - ამქვეყნად იმიტომ მოვსულვართ, რომ ვჭამოთ და იქამდე ვიცოცხლოთ, სანამ გავძლებთ.“

თოლიები სათათბიროს, როგორც წესი, არასოდეს ეკამათებიან, ჯონათანის ხმამ კი სიჩუმე დაარღვია.

– უპასუხისმგებლობა? ძმებო! - წამოიძახა მან. - რა არის უპასუხისმგებლობა? ის რომ არსებობის უმაღლეს აზრს, დანიშნულებას ჩავწვდი და მას ვიცავ? ათასი წლები გადის, დავყიალებთ თევზის საძებნელად. ახლა ჩვენმა ცხოვრებამ სხვა აზრი შეიძინა -ცხოვრება შეცნობაა, აღმოჩენაა, თავისუფლებაა! გამომცადეთ, მომეცით საშუალება გაჩვენოთ, რას მივაღწიე...

გუნდი თითქოს გაქვავდაო.

– შენ აღარ ხარ ჩვენი ძმა, - ერთხმად ჩაილაპარაკეს თოლიებმა, მედიდურად დაიხშეს ყურები და ზურგი აქციეს.

ჯონათანმა დარჩენილი დღეები სიმარტოვეში გაატარა. შორეულ კლდეებზე არ გაჩერებულა, უფრო იქით გადაფრინდა. მარტოობა არ ადარდებდა, იმაზე წუხდა, რომ თოლიებმა არ ისურვეს დაეჯერებინათ ფრენის სიდიადე, არ ისურვეს თვალის გახელა და დანახვა.

ყოველდღე ახალ რაღაცას სწავლობდა, აღმოაჩინა, ჩქაროსნული დაშვების შედეგად ათი ფუტის სიღრმიდან იშვიათი, გემრიელი თევზის ამოყვანა შეიძლებოდა ოკეანიდან. ამიერიდან თევზსაჭერი გემები და პურის ნამცეცები აღარ სჭირდებოდა. ჯონათანმა ჰაერში ძილიც ისწავლა, ღამით, როცა ხმელეთის ქარი უბერავდა, მზის ჩასვლიდან ამოსვლამდე მიმართულების დაუკარგავად ასობით მილს ფარავდა. იმავე შინაგანი ინტუიციის მეოხებით შეეძლო ზღვაზე ჩამოწოლილი ხშირი ნისლისთვის თავი დაეღწია და ლაჟვარდოვან ცაში აჭრილიყო... მაშინ, როცა, სხვა თოლიები მიწაზე ისხდნენ და ვერც კი წარმოედგინათ, ბურუსისა და წვიმის გარდა თუ არსებობდა რამე. მან ისწავლა, როგორ შეჰყოლოდა სიმაღლის ქარს ხმელეთის სიღრმეში, სადაც მსუყე მწერებით იტკბარუნებდა ხოლმე პირს.

მარტოკას მოუწია იმით სარგებლობა, რისი განდობაც მთელი გუნდისთვის სურდა. ჯონათანმა ფრენა ისწავლა და არ ნანობდა, ამ ფასად რომ დაუჯდა. მიხვდა, რომ მოწყენილობა, შიში და ღვარძლი უმოკლებდნენ თოლიებს სიცოცხლეს. მან ეს ყველაფერი დაივიწყა და ჭეშმარიტად ბედნიერი, ხანგრძლივი ცხოვრება განვლო.

ერთ საღამოს ისინი მოფრინდნენ. ჯონათანი, ჩვეულებრივ, მარტოდმარტო დანავარდობდა საყვარელ ცაში. მის ფრთებთან საიდანღაც გაჩენილი ორი თოლია ვარსკვლავივით ელვარებდა და ნაზ, სასიამოვნო შუქს ღვრიდა დაისის მწუხრში. კიდევ უფრო გასაოცარი მათი ფრენის ტექნიკა იყო - ისე ზუსტად მოძრაობდნენ, რომ ერთდუიმიანი დაშორება მათსა და ჯონათანის ფრთებს შორის არ ირღვეოდა.

ჯონათანს ხმა არ გაუცია, ისეთი გამოცდა ჩაუტარა, რომელსაც აქამდე ვერც ერთი თოლია ვერ ასრულებდა. მან ფრთები ისე გაშალა, რომ სიჩქარე მინიმუმამდე დაიყვანა - ცოტაც და ვარდნა გარდუვალი იქნებოდა. სხივმფენმა თოლიებმაც ისე შეანალეს სვლა, მანძილი არ დაურღვევიათ. მათ იცოდნენ ნელი ფრენა.

ჯონათანმა ფრთები შეიკვეცა. ამოტრიალდა და საათში ას ოთხმოცდაათი მილის სიჩქარით წამოვიდა. ისინი არც ამჯერად დაშორებიან, ძველებურად გვერდით მიჰყვებოდნენ.

დასასრულ იგი იმავე სიჩქარეზე გრძელ ვერტიკალურ, შენელებულ კასრზე გადავიდა. უცნობი თოლიები ჰარმონიულად მოქმედებდნენ და ეღიმებოდათ.

ჯონათანმა ჰორიზონტალური მდგომარეობა აღიდგინა და ცოტა ხანს ჩუმად მიფრინავდა. ,,ძალიან კარგი, - თქვა ბოლოს, - ვინა ხართ?“

– ჩვენ შენი გუნდიდან ვართ, ჯონათან, შენი ძმები ვართ, - ისინი მშვიდად და დამაჯერებად ლაპარაკობდნენ. - შენ წასაყვანად მოვედით; მაღლა, შინ უნდა დავბუნდეთ.

- მე ,,შინ“ არ გამაჩნია, არც გუნდი. მე გაძევებული ვარ. ჩვენ ახლა ქართა დიადი მთის თავზე მივფრინავთ, რამდენიმე ასეულ ფუტზე კიდევ შემიძლია ავიტანო ჩემი მობერებული სხეული, მაგრამ მეტზე - არა.

– შეგიძლია ჯონათან, ამასაც შეძლებ, რადგან სწავლობდი. შემეცნების პირველი ეტაპი დასრულებულია, ახლა დროა, შემდეგზე გადახვიდე.

ეს სიტყვები უნათებდა ცხოვრების გზას მუდამ, ამიტომ ახლაც უმალ მიხვდა. ისინი სიმართლეს ამბობდნენ - მას შეეძლო კიდევ უფო მაღლა აფრენა და შინ დაბრუნება.

ჯონათანმა უკანასკნელად მოავლო ხანგრძლივი მზერა ცას - ესოდენ მიმზიდველ ლაჟვარდოვან სამყაროს, სადაც ამდენი ცოდნა შეიძინა.

– მე მზად ვარ. - განაცხადა ბოლოს.

ჯონათან ლივინგსტონი ვარსკვლავივით ბრწინვალე ორი თოლიას თანხლებით მაღლა აფრინდა და უკუნით მოსილ ცაში გაუჩინარდა.

მეორე ნაწილი

ეს ალბათ ზეცაა, გაიფიქრა თოლიამ და უნებურად გაეღიმა. დიდი ვერაფერი ზრდილობაა ზეცის რაობაზე ფიქრი, როცა ეს-ესაა იქ მოხვდი.

ახლა, როცა მიწას დაშორდა და სხივმფენი თოლიების თანხლებით ღრუბლებს ასცლიდა, შეამჩნია, რომ მისმა სხეულმაც იმათ მსგავსად დაიწყო ელვარება. თუმცა გარეგნულად შეიცვალა, ისევ ის მარად ჭაბუკი თოლია იყო, რომელიც მუდამ ცოცხლობდა მისი ოქროსფერი თვალების მიღმა.

თითქოს ესეც იმ თოლიას სხეული იყო, და მაინც, ასე კარგად ადრე არასოდეს უფრენია. ,,რა საინტერესოა, - ფიქრობდა ჯონათანი, - ნახევარი ძალით ორჯერ უფრო სწრაფად ფრენა და ორჯერ მეტის გაკეთება შემიძლია, ვიდრე დედამიწაზე ცხოვრების საუკეთესო დღეებში“.

თეთრი ბუმბული თვალისმომჭრელად უბრწყინავდა. ფრთები გლუვი გაუხდა და გაკრიალებულ ვერცხლის ფირფიტებს დაემსგავსა. იგი აღტაცებით შეუდგა ახალი ფრთების გამოცდას და მათში ძალების მოზღვავება იგრძნო.

როცა საათში ორას ორმოცდაათი მილის სიჩქარეს მიაღწია, იგრძნო, რომ ჰორიზონტალური ფრენის მაქსიმალურ სისწრაფეს უახლოვდებოდა. ორას სამოცდაცამეტზე რომ ავიდა, მიხვდა, მეტს ვეღარ მოუმატებდა და ცოტათი იმედგაცრუებული დარჩა. თურმე მისი ახალი სხეულის შესაძლებლობებიც განსაზღვრული ყოფილა. მართალია, ძველი რეკორდი მნიშვნელოვნად გააუმჯობესა, მაგრამ ზღვარი მაინც არსებობდა და მის დასაძლევად უდიდესი ძალების მოკრება იქნებოდა საჭირო. ,,ზეცაში არაფრის ზღვარი არ უნდა არსებობდეს“, - გაიფიქრა მან.

ღრუბელი გაიხსნა, ,,გზა მშვიდობისა ჯონათან“, - მიაძახეს გამყოლმა თოლიებმა და ჰაერშივე გაუჩინარდნენ.

ჯონათანი ზღვის თავზე მიფრინავდა და კლდოვან ნაპირს უახლოვდებოდა. რამდენიმე თოლია ადგილიდან აფრენას ამუშავებდა. შორს ჩრდილოეთით, ჰორიზონტთან ახლოს, სხვები დაფრინავდნენ. ახალი სივრცეები, ახალი ფიქრები, ახალი კითხვები. ,,რატომ არიან აქ ასე ცოტა თოლიები?“ ზეცა თოლიების გუნდებით უნდა იყოს სავსე! რატომ დავიღალე ასე მალე? აკი ზეცაში თოლიები არასოდეს იღლებიან და არ ეძინებათ“.

სად სმენია ამის შესახებ? მის მეხსიერებაში დედამიწაზე გატარებული ცხოვრების სურათები თანდათან ფერმკრთალდებოდა. მიწა ის ადგილი იყო, სადაც დიდი ცოდნა დააგროვა, მაგრამ იქ რა ხდებოდა, დაწვრილებით ვეღარ იგონებდა. ახსოვდა თოლიების ჭინჭყლობა საჭმლისათვის, ისიც ახსოვდა, გაძევებული რომ იყო.

ნაპირს რომ მიუალოვდა, თხუთმეტამდე თოლია შემოეგება. ხმა არავის ამოუღია, მაგრამ ჯონათანმა იგრძნო, რომ მისი მოსვლა გაუხარდათ და აქ იყო მისი საბუდარი. ის დღე ძალიან გრძელი იყო, იმდენად გრძელი, რომ მზის ამოსვლა აღარც ახსოვდა.

დასაჯდომად ნაპირისკენ მიტრიალდა, ფრთები აიქნია, ერთი დუიმის სიმაღლეზე ჰაერში შეჩერდა და რბილად დაეშვა ქვიშაზე. სხვა თოლიებიც დასხდნენ, მაგრამ ამისთვის ბუმბულის შერხევა დასჭირდათ მხოლოდ. ისინი გაშლილი ქათქათა ფრთებით რწევა-რწევით მიჰყვნენ ნიავს, მერე ბუმბულების მდგომარეობა როგორღაც შეცვალეს და ზუსტად მაშინ გაჩერდნენ, რა წამსაც ფეხებით მიწას მისწვდნენ. მშვენიერი მანევრი იყო, მაგრამ ჯონათანი ისე მოიქანცა, გამეორება აღარ უცდია. სიტყვა არ დაუძრავს, იჯდა ქვიშაზე და ეძინა.

ჯონათანი პირველსავე დღეებში მიხვდა, რომ ფრენის შესახებ აქ მას არანაკლები სიახლის შეცნობა მოუწევდა, ვიდრე წინანდელ ცხოვრებაში. თუმცა განსხვავებაც იყო - აქ მის თანამოაზრე თოლიებთან ჰქონდა ურთიერთობა. ყოველი მათგანისთვის ცხოვრებაში მთავარი იყო ფრენის საიდუმლოებას ჩასწვდომოდა, ფრენას სრულყოფილად დაუფლებოდა; ეს მათი უსაყვარლესი საქმიანობა იყო. ისინი საოცრად მომხიბლავი ფრინველები იყვნენ; დაუზარებლად, მთელი საათობით ამუშავებდნენ ფრენის ტექნიკას და მართვის ახალ მეთოდებს ცდიდნენ.

დრო გადიოდა და ჯონათანს თანდათან დაავიწყდა ის სამყარო, საიდანაც მოვიდა, ის ადგილები, სადაც მისი გუნდის თოლიები ბინადრობდნენ, თოლიები, რომელთაც ფრენის სილამაზე ვერ შეეგნოთ და ფრთებს მხოლოდ საკვების ძებნასა თუ ერთმანეთთან ჭიდილში ხმარობდნენ. მაგრამ ხანდახან უცაბედად აგონდებოდა

იმ დილითაც ასე მოხდა. როცა რამდენიმე ჩქარი კასრის შესრულების შემდეგ მასწავლებელთან ერთად ნაპირზე ისვენებდა, მშოლიური მხარე გაახსენდა.

–სხვები სად არიან სალივან? - შეეკითხა იგი უხმოდ, რადგან უკვე კარგად ფლობდა ტელეპატიას, რომელსაც აქაური თოლიები იყენებდნენ ჩხავილისა და ყვირილის ნაცვლად. - ასე ცოტანი რატომ ვართ? იცი, სადაც მე ვცხოვრობდი...

– ათასობით თოლია სახლობდა, ვიცი - კვერი დაუკრა სალივანმა. – მაგის პასუხად ის მომდის თავში, ჯონათან, რომ შენისთანა თოლია მილიონში ერთია. უმეტესი ჩვენთაგანი წინ ძალიან ნელა მიიწევს. ჩვენ ერთი ცხოვრებიდან მეორე მსგავს ცხოვრებაში ისე გადავდივართ, რომ გვავიწყდება, საიდან მოვედით, არ გვადარდებს, საით მივყავართ რაღაც ძალებს, მთავარია, დღეს ვიყოთ კარგად. წარმოიდგინე, რამდენი სიცოცხლე უნდა გავიაროთ, სანამ პირველად დაგვებადება ეჭვი, რომ ცხოვრება არ არის მარტო ძღომა,მხოლოდ ბრძოლა, მხოლოდ ძალაუფლების მოპოვება. ათასი სიცოცხლე, ჯონ, ათი ათასი! მერე კიდევ ასი, ვიდრე დაიწყებთ მიხვედრას, რომ არსებობს სრულყოფილება და კიდევ ასი სიცოცხლეა საჭირო, მანამ დავრწმუნდებით, რომ ცხოვრების აზრი ისაა, ამ სრუყოფილებას მივაღწიოთ და შემდეგ სხვებს გავუზიაროთ. იგივე კანონი, რა თქმა უნდა, ჩვენთანაც მოქმედებს. აქ რასაც შევიმეცნებთ, იმის შესაბამისად ვირჩევთ მომავალ ცხორებას. თუ ახალი არაფერი ვისწავლეთ, შემდეგი ცხოვრებაც ამის მსგავსი იქნება, იგივე წინაღობებითა და ბორკილებით.

სალივანმა ფრთები გაშალა და სახე ქარს მიუშვირა.

– მაგრამ შენ, ჯონ, – განაგრძო მან. – ისე სწრაფად აითვისე ყველაფერი, რომ აქამდე მოსასვლელად ათასი ცხოვრების გავლა არ დაგჭირვებია.

ცოტა ხანში ისინი კვლავ აფრინდნენ და წვრთნა განაახლეს. პარალელური კასრის შესრულება საკმაოდ რთული იყო. თავქვე რომ მოფრინვდა, ჯონათანს ერთდროულად უნდა ეფიქრა, ფრთები როგორ მოეხარა და მასწავლებელთან შეთანხმებულად როგორ ემოძრავა.

–ერთიც ვცადოთ, - იმეორებდა სალივანი. – ერთხელ კიდევ.

ბოლოს, როგორც იქნა, კარგიაო, თქვა და გარე მარყუჟის დამუშავებას შეუდგნენ.

ერთ საღამოს ღამის ფრენისგან თავისუფალი თოლიები ჩაფიქრებულნი ისხდნენ ქვიშაზე. ჯონათანმა მთელი გამბედაობა მოიკრიბა და უხუცეს თოლიას მიუახლოვდა. ამბობდნენ, რომ იგი მალე აპირებდა ამ ქვეყნიდან წასვლას.

– ჩიანგ, – მიმართა აღელვებულმა ჯონათანმა.

მოხუცმა თოლიამ ალერსიანად შეხედა: ,,გისმენ შვილო“, უხუცესი ნაცვლად იმისა, რომ წლებთან ერთად დასუსტებულიყო, სულ უფრო ძლიერდებოდა.

ყველა თოლიაზე სწრაფად დაფრინავდა და სრულყოფილად ფლობდა ისეთ ილეთებს, სხვები რომ მხოლოდ ეცნობოდნენ.

- ჩიანგ, ეს ზეცა არ არის, ხომ მართალია?

მთვარე ანათებდა, უხუცესმა გაიღიმა

- შენ ჯერ კიდევ სწავლობ, ჯონათან, - თქვა მან.

- კარგი, მაგრამ წინ რა გველოდება? საით მივდივართ? ნუთუ არ არსებობს ისეთი ადგილი, ზეცა რომ ჰქვია?

- არა, ჯონათან, ეგეთი ადგილი არ არსებობს. ზეცა არც ადგილია, არც დრო. ზეცა სრულყოფილების დაუფლებაა. - უხუცესი წუთით დადუმდა. -რამდენადაც ვიცი, შენ ძალიან ჩქარა დაფრინავ, არა?

- მე? ... მე მიყვარს სისწრაფე. - ჯონათანი შეცბა და ამავე დროს, ეამა უხუცესის ყურადღება.

- ზეცას მაშინ მიუახლოვდები, ჯონათან, როცა სრუყოფილ სიჩქარეს მიაღწევ. ეს არ ნიშნავს ათასი-მილი საათში, ან მილიონი ან თუნდაც სინათლის სიჩქარე განავითარო, რამეთუ ნებისმიერი რიცხვი მაინც ზღვარია, სრულყოფილებამ კი საზღვრები არ იცის. მიაღწიო სრულყოფილ სიჩქარეს, შვილო ჩემო, ნიშნავს - გაჩნდე იქ.

ჩიანგს მეტი არაფერი უთქვამს, უცაბედად გაქრა და იმავე წამს წყლის პირთან გაჩნდა - დაახლოებით ორმოცდაათი ფუტის დაშორებით უწინდელი ადგილიდან. შემდეგ კვლავ გაუჩინარდა და წამის მეათედში ისევ ჯონათანის გვერდით აღმოჩნდა. ეს ისე, ხუმრობით - უთხრა მან.

ჯონათანი განცვიფრებული მისჩერებოდა, სულ დაავიწყდა ზეცის შესახებ რომ ეკითხებოდა.

- როგორ ახერხებთ ამას? რა გრძნობა გეუფლებათ ამ დროს? რა მანძილზე შეგიძლიათ ფრენა?

- ნებისმიერ მანძლზე და ნებისემიერ დროში შეიძლება ფრენა, თუკი მოისურვებ,- უპასუხა მან. მე ყველგან და ყველა დროში ვყოფილვარ, სადამდეც ჩემს აზრს მიუღწევია. - ჩიანგმა ზღვას გახედა. - უცნაურია, ის თოლიები, მოგზაურობის გულისთვის სრულყოფილებას რომ უარყოფენ, სინამდვილეში ვერსად მიდიან. ხოლო ვინც მოგზაურობას თმობს და სრულყოფილებისკენ ისწრაფვის, მთელ სამყაროს მოივლის ხოლმე. დაიხსომე, ჯონათან, ზეცა ადგილით და დროით არ განისაზღვრება, რადგან მათ მნიშვნელობა აღარ გააჩნიათ. ზეცა...

- შეგიძლიათ ასე ფრენა მასწავლოთ? - ახალი საიდუმლოს დაუფლების წინათგრძნობამ ჯონათანი ააკანკალა.

- რასაკვირველია, თუკი გსურს.

- ძალიან, ძალიან მინდა. როდის დავიწყებთ?

- შეგვიძლია ახლავე დავიწყოთ, საწინააღმდეგო თუ არაფერი გაქვს.

- თქვენსავით მინდა ვიფრინო. მითხარით რა გავაკეთო. - თქვა ჯონათანმა და თვალებში საოცარი სინათლე ჩაუდგა.

ჩიანგი წყნარად ლაპარაკობდა და უმცროს მეგობარს ყურადღებით აკვირდებოდა.

- ფიქრის სიჩქარით რომ იფრინო, ანუ გაჩნდე იქ, სადაც მოისურვებ, ამისათვის, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა შეიგნო, რომ უკვე მიფრინდი...

ძირითადი არსი, ჩიანგის თქმით, ის იყო, რომ ჯონათანს უნდა დაეძლია წარმოდგენა, თითქოს მისი არსება ტყვე იყო სხეულისა, რომელსაც ოცი დუიმის სიგრძის ფრთები ჰქონდა გამობმული და წინასწარდადგენილი შესაძლებლობებით იყო შეზღუდული. მთავარი იყო მიხვედრილიყო, რომ მისი ჭეშმარიტი ,,მე’’, ისეთივე სრულყოფილი, როგორც დაუწერელი რიცხვი, ერთდროულად არსებობდა სამყაროს ყველა წერტილში და დროის ნებისმიერ მონაკვეთში.

ჯონათანი დღითი დღე სულ უფრო თავგამეტებით ვარჯიშობდა. განთიადიდან შუაღამემდე ჰაერში იყო. ასეთი მონდომების მიუხედავად წინ ერთი ნაბიჯითაც ვერ წაიწია.

- ამოიგდე რწმენა თავიდან! - უმეორებდა ჩიანგი. - ფრენის სასწავლად რწმენა არ დაგჭირვებია. ფრენის შეცნობა დაგჭირდა. ახლაც ზუსტად იგივეა საჭირო. მოდი, კიდევ სცადე...

ერთხელ, როცა ჯონათანი თვალდახუჭული იჯდა ნაპირზე და გონება დაეძაბა, უეცრად იაზრა რას სთხოვდა ჩიანგი. ,,ჭეშმარიტად! მე სრულყოფილი თოლია ვარ, ჩემი შესალებლობები უსაზღვროა!“ მან სიხარულის უზომო მოზღვავება იგრძნო.

- კარგია! - ჩიანგის ხმაში გამარჯვების ნოტები აჟღერდა.

ჯონათანმა თვალი გაახილა. უხუცესის გვერდით მარტოდმარტო იდგა სრულიად უცხო ნაპირზე, წყლის პირას ხეები ყვაოდა. ორი ტყუპისცალი მზე თავს დასდგომოდა.

- როგორც იქნა, მიხვდი, - უთხრა ჩიანგმა. - ოღონდ მართვაზე მოგიწევს ცოტა ვარჯიში...

- სადა ვართ? - ჯონათანი გონს ვერ მოსულიყო.

უცხო გარემოს უხუცესზე არ უმოქმედია. ,,როგორც ჩანს, რომელიღაც ისეთ პლანეტაზე ვართ, რომლის მწვანე ზეცაშიც ორი მზე მოძრაობს“.

- გამოვიდა! - აღმოხდა ჯონათანს! აღტაცების შეძახილი, რაც დედამიწა დატოვა, ეს პირველად ამოიღო ხმა.

- რა თქმა უნდა, გამოვა, ჯონ, - უთხრა ჩიანგმა. - ყოველთვის გამოდის, როცა იცი რას აკეთებ. ახლა, რაც შეეხება მართვას...

ბინდდებოდა, როცა შინ დაბრუნდნენ. თოლიების ოქროსფერ თვალებში შიშს ჩაებუდა და ჯონათანს მისჩერებოდნენ: მათ აშკარად დაინახეს, როგორ გაქრა იმ ადგილიდან, მანამდე რომ გაუნძრევლად იჯდა.

ჯონათანმა მილოცვას ყური არ ათხოვა. ,,მე აქ ახალბედა ვარ! მე მხოლოდ ვიწყებ. მე თქვენთან უნდა ვსწავლობდე!“

- რა საინტერესოა, ჯონ - ჩაულაპარაკა გვერდით მდგომმა სალივანმა. -ათი ათასი წლის მანძილზე ერთი თოლიაც არ შემხვედრია, შენსავით უშიშარი რომ იყოს სწავლაში.

გუნდი მიჩუმდა, ჯონათანი უხერხულად შეიშმუშნა.

- თუ გსურს, შეგიძლია დროზე დავიწყოთ ვარჯიში, - უთხრა ჩიანგმა. - მერე შეგეძლება მომავალსა და წარსულში იფრინო. მაშინ შენ უკვე ყველაზე რთული, ყველაზე სასიამოვნო გამოცდისთვის იქნები მზად. შენ აღმა ფრენას შეძლებ და გაიგებ, რა არის სიკეთე და სიყვარული.

დაალოებით ერთმა თვემ განვლო. ჯონათანმა არნახულ წარმატებებს მიაღწია. იგი ჩვეულებრივი წვრთნის დროსაც ჩქარა მიიწევდა წინ, ეხლა კი, როცა თვით უხუცესის პირადი მოსწავლე გახდა, თითქოს გამომთვლელი მანქანა ყოფილიყო, ისე ითვისებდა სიახლეს.

ბოლოს ჩიანგის წასვლის ფღეც დადგა. იგი ნაპირზე იდგა და მშვიდად ესაუბრებოდა თოლიებს, მოუწოდებდა არასოდეს შეეწყვიტათ წვრთნა და სწავლა, არასოდეს დაშრეტოდათ მისწრაფება სიცოცხლის სრუყოფილი საზრისის გამოსაცნობად. ლაპარაკისას მისი ბუმბული თანდათან ნათდებოდა და ბოლოს ისე გაბრწყინდა, რომ თვალი ვერავინ გაუსწორა.

- ჯონათან, ეცადე შეიცნო სიყვარული. - მოისმა უხუცესის უკანასკნელი სიტყვები.

როცა თოლიებს ხედვის უნარი დაუბრუნდათ, ჩიანგი აღარ იყო.

დღეები ერთმანეთს მისდევდა, ჯონათანმა შეამნია, რომ სულ უფრო ხშირად ფიქრობდა დედამიწაზე, სულ უფრო ხშირად ახსენდებოდა მშობლიური მხარე, ოდესღაც რომ დატოვა. იმის მეათედი რომ სცოდნოდა მაშინ, რაც ახლა იცოდა, რამდენად საინტერესო იქნებოდა მისი ცხოვრება. იჯდა ქვიშაზე და ფიქრობდა: ,,იქნებ დედამიწაზე არის თოლია, რომელიც ჩვეულებრიობის კლანჭებიდან ცდილობს დასხლტომას, ცდილობს გაიგოს, რა აზრი აქვს ფრენას იმის გარდა, რომ გემებს სდიოს საკვების მოსაპოვებლად. იქნებ გაბედა კიდევაც ფიქრის ხმამაღლა გამოთქმა და გააძევეს გუნდიდან“. რაც მეტს ფიქრობდა სიკეთეზე, რაც მეტს ცდილობდა ჩასწვდომოდა სიყვარულის არსს, მით უფრო ეძალებოდა სურვილი დედამიწაზე დაბრუნებისა. მიუხედავად მარტოობაში განვლილი ცხოვრებისა, როგორც ჩანს, იგი მასწავლებლად იყო დაბადებული და მისი სიყვარულის გამჟღავნებაც ის იქნებოდა, რომ რაც ჭეშმარიტების გზაზე შეუმეცნებია, იმისთვისაც გაენდო, ვინც იმავე გზით სიარულს მოისურვებდა.

სალივანმა იმ დროისათვის სრულად აითვისა ფიქრის სიჩქარით ფრენა და სხვა თოლიებს ავარჯიშებდა. იგი ჯონათანს არ ეთანხმებოდა.

- ჯონ, შენ ერთ დროს იქიდან გაგაძევეს. რატომ გგონია, რომ იგივე თოლიები ახლა მოინდომებენ შენს მოსმენას? ხომ იცი ანდაზა: რაც უფრო მაღლა ფრენს თოლია, მით უფრო შორს ხედავს. ის თოლიები, შენ რომ გაგიმეტეს, მიწას ვერ ასცილებიან, ერთთავად ჩხავიან და კინკლაობენ. ისინი აქედან ათასი მილის დაშორებით ცხოვრობენ, შენ კი გინდა მიწიდან ზეცა დაანახო. ჯონ, ისინი საკუთარი ფრთების ბოლოებსაც კი ვერ ხედავენ! ნუ წახვალ. დარჩი, დაეხმარე იმ თოლიებს, რომლებიც ისეთ სიმაღლეზე ამოსულან, რომ შენი ნათქვამი გაიგონ. - სალივანი ცოტა ხანს დადუმდა, მერე დაუმატა: - რა იქნებოდა, ჩიანგი რომ თავის გუნდს დაბრუნებოდა? შენ თავად სად იქნებოდი დღეს? უკანასკნელი მოსაზღება სხვაზე დამაჯერებელი გამოდგა. რა თქმა უნდა, სალივანი მართალია: რაც უფრო მაღლა ფრენს თოლია, მით უფრო შორს ხედავს.

ჯონათანი დარჩა და ახლადმოფრენილ თოლიებს ამეცადინებდა. ისინი ძალიან ნიჭიერები იყვნენ და ვარჯიშებს ადვილად ითვისებდნენ. ადრინდელმა განცდებმა მაინც არ მოასვენა, იგი კვლავ და კვლავ უბრუნდებოდა ფიქრს, რომ იქ, დედამიწაზე, ალბათ დაფრინავდა ერთი-ორი თოლია, რომელთაც სწავლა სწყუროდათ. თავად მას რამდენად მეტი ეცოდინებოდა დღეს, ჩიანგი რომ მაშინ გამოჩენილიყო, როცა გაძევებული განმარტოებით ცხოვრობდა.

- სალი, - უკან უნდა დავბრუნდე, - თქვა ბოლოს ჯონათანმა. – შენ შესანიშნავი მოსწავლეები გყავს, ახალბედების გაწვრთნაში ისინი დაგეხამრებიან.

სალივანმა ამოიოხრა, მაგრამ აღარ შედავებია: ,,უშენოდ მომწყინდება, ჯონ,“ უთხრა მხოლოდ.

– რას ამბობ, სალი, არა გრცხვენია! – უსაყვედურა ჯონათანმა. – ნუ სულელობ! რისთვის ვვარჯიშობდით ამდენს ყოველდღე? თუ ჩვენი მეგობრობა ისეთ პირობით ცნებებზეა დამყარებული, როგორც სივრცე და დროა, მაშინ გამოდის, ჩვენვე დავარღვევთ მას, როცა სივრცესა და დროს საბოლოოდ გადავლახავთ. როდესაც სივრცეს ძლევ, ერთადერთი, რასაც ტოვებ, არის – ,,აქ“. როდესაც დროს ძლევ,ერთადერთი, რასაც ტოვებ, არის -,,ახლა“. როგორ ფიქრობ, განა არ შეგვეძლება ზოგჯერ ერთმანეთი იმის იქით მოვინახულოთ, რასაც ,,აქ“ და ,,ახლა“ ჰქვია?

სალივანს უნებურად გაეცინა. ,,შენ სულ გადაირიე, - უთხრა მან. თუკი ვინმეს ძალუძს სულიერისთვის მიწიდან ზეცის დანახვება, ეს უეჭველად ჯონათან ლივინგსტონია“. - სალივანმა თვალები დახარა, - ნახვამდის, ჩემო მეგობარო“.

- ნახვამდის, სალი. ჩვენ კიდევ შევხვდებით ერთმანეთს. ეს რომ თქვა, ჯონათანმა თოლიების უზარმაზარი გუნდები წარმოიდგინა ნაპირზე და ჩვეული სილაღით იგრძნო, რომ იგი ძვალი და ბუმბული კი არა, თავისუფლებისა და ფრენის სრულყიფილი საზრისის განსახიერება იყო, მის შესაძლებლობებს ზღვარი არ ედო.

ფლეტჩერ ლინდი ჯერ კიდევ ახალგაზრდა თოლია იყო. მისი აზრით გუნდი ასე სასტიკად და უსამართლოდ არც ერთ სხვა ფრინველს არ მოპყრობია.

,,რაც უნდათ ის ილაპარაკონ, ჩემთვის სულ ერთია, - ფიქრობდა იგი, ბრაზი ახრჩობდა და მზერაგაყინული შორეული კლდეებისკენ მიფრინავდა. - ფრენა სულაც არ ნიშნავს ფრთების ქნევას ადგილის მოსანაცვლებლად. ეგ იმას... კოღოსაც შეუძლია! რაღაც ერთი უბრალო კასრი უხუცესის გარშემო, ისე, ხუმრობით, და აი, შედეგიც - გამაძევეს გუნდიდან. რამ დააბრმავათ! ნუთუ ვერაფერს ხედავენ? ნუთუ ვერ ხვდებიან, რა ტრიუმფს მოვახდენთ, ნამდვილი ფრენა რომ ვისწავლოთ? რაც უნდათ, ის იფიქრონ. მე მაგათ ვაჩვენებ, რას ნიშნავს ფრენა! რადგან ასე უნდათ, გავშორდები, მაგრამ ბოლოს ვინ ინანებს, იმასაც ვნახავთ...“

ხმამ მის გონებაში შეაღწია. მართალია, ეს ხმა ძალიან სუსტი იყო, მაგრამ თოლია ისე შეშინდა, რომ შეშინდა და ჰაერში შეფართხალდა.

,,ნუ უბრაზდები მაგათ ფლეტჩერ! შენ რომ გაგაძევეს, საკუთარ თავს ავნეს მხოლოდ, როდისმე მიხვდებიან ეგენიც, როდისმე დაინახავენ იმას, რასაც შენ ხედავ. აპატიე და დაეხმარე გაიგონ“.

მას მარჯვენა ფრთის ბოლოდან ერთი დუიმის დაშრებით თოვლივით თეთრი თოლია მიჰყვებოდა, ალბათ ყველაზე თეთრი ამქვეყნად. ბუმბულს არც კი არხევდა, ისე ძალდაუტანებლად მისრიალებდა ჰაერში, და ეს მაშინ, როცა ფლეტჩერი თითქმის ზღვრული სიჩქარით მიფრინავდა.

წამით ახალგაზრდა თოლიის თავში ყვალაფერი აირ-დაირია.

,,რა მომდის? ჭკუიდან ხომ არ შევიშალე? ხომ არ მოვკვდი? რა ხდება?“

ჩუმი წყნარი ხმა კვლავ ჩასწვდა მის ფიქრებს და პასუხს მოითხოვდა.

- თოლია ფლეტჩერ ლინდ, გინდა იფრინო?“

– დიახ, მე მინდა ფრენა!

– თოლია ფლეტჩერ ლინდ, არის შენის სურვილი იმდენად დიდი, რომ მზად ხარ დაივიწყო წყენა, ისწავლო და გუნდს უკან დაუბრუნდე, რათა სხვებსაც დაეხმარო სწავლაში?

რაც უნდა ნაწყენი ან ამაყი ყოფილიყო ფლეტჩერი, ასეთი მიმზიდველი და სრულყოფილი არსების წინაშე მაინც ვერ იცრუებდა.

– დიახ, ყრუდ ჩაილაპარაკა მან.

– მაშინ ფლეტჩ, – უთხრა მოელვარე თოლიამ ალერსიანი ხმით, – მოდი, ჰორიზონტალური ფრენით დავიწყოთ...

მესამე ნაწილი

ჯონათანი შორეულ კლდეებს აუჩქარებლად დასტრილებდა თავს და ფლეტჩერის ვარჯიშს თვალს ადევნებდა. ეს ახალბედა ყმაწვილი თითქმის იდეალური მოსწავლე გამოდგა. ჰაერში ძლიერი, ყოჩაღი და მარდი იყო და, რაც ყველაზე მთავარია, სწავლის სურვილით იწვოდა.

აგერ, ეს წამია, სადღაც ახლოს გაიელვა ნაცრისფერმა აბურძგნილმა გუნდმა, ყურთწამღები ხმაურით პიკედან გამოვიდა და საათში ორმოცდაათი მილის სიჩქარით მასწავლებელს ჩაუქროლა. მერე მოულოდნელად დაამუხრუჭა და თექვსმეტბრუნიან შენელებულ კასრზე გადავიდა, თან ყოველ ბრუნს ხმამაღლა ითლიდა:

- ...რვა, ხცრა... ათი... ვაიმე, ჯონათან, მგონი სიჩქარის ზღვარს გავცდი... თერთმეტი... შენსავით ზუსტად მინდა გავჩერდე... თორმეტი... ეშმაკმა დალახვროს, არ გამომდის... ცამეტი... სამიღა დამრჩა... არა და... თოთ... ააა!

ამ მარცხმა ფლეტჩერი განსაკუთრებით გააშმაგა და მწყობრიდან გამოიყვანა. ამოყირავდა და უკუ შტოპორში დაბზრიალდა. როცა, ბოლოს და ბოლოს, ქოშინით გაიმართა, აღმოჩნდა, რომ მასწავლებელზე ასი ფუტით დაბლა მიფრინავდა.

ჯონათან! სულ ტყუილად კარგავ დროს. სრული ყეყეჩი ვარ, უტვინო ვარ! ნეტა რას ვჯახირობ, მაინც არაფერი გამოვა!

- რა თქმა უნდა, არ გამოვა, სანამ ასე მკვეთრ გაჩერებას არ მოიშლი. შენ ხომ დასაწყისშივე დაკარგე ორმოცი მილი საათში! დინჯად უნდა იმოძრაო! გაბედულად, მაგრამ დინჯად, გაიგე ფლეტჩერ?

ჯონათანი დაეშვა და ახალგაზრდა თოლიასთან მიფრინდა.

– მოდი, ახლა ერთად ვცადოთ, გვერდი-გვერდ. გაჩერებას მიაქციე ყურადღება, დაწყება დუნე, წყნარი უნდა იყოს.

სამი თვეც არ გასულა, ჯონათანს ექვსი ახალი მოსწავლე შეემატა. ,,ფრენა სიხარულის მომნიჭებელია!“ – ამ უცხო აზრს გაეტაცა ყველა და გაეძევებინათ კიდეც გუნდიდან.

მაგრამ მათთვის რთული ფიგურების შესრულება ჯერჯერობით უფრო ადვილი იყო, ვიდრე ფრენის არსში ჩაწვდომა.

სინამდვილეში ყოველი ჩვენგანი დიადი თოლიას ანუ თავისუფლების ყოვლისმომცველი იდეის განხორციელებას წარმოადგენს. – უხსნიდა ჯონათანი შეღამებისას, როცა ნაპირზე დასხდებოდნენ. - ხოლო გამართული ფრენა კიდევ ერთი ნაბიჯია ჩვენი ჭეშმარიტი ,,მე“-ს შეცნობისაკენ. ყველა დაბრკოლება, რაც კი ამ გზაზე გვხვდება, აუცილებლად უნდა გადავლახოთ. სწორედ ამისთის გვჭირდება დიდი და მცირე სიჩქარეები უმაღლესი პილოტაჟის ფიგურები...

...მთელი დღის ვარჯიშით დაქანცულ მოსწავლეებს ნელ-ნელა ეყვინთებოდათ. მათ პრაქტიკული მეცადინეობა ერჩივნათ, რადგან იქ იყო სისწრაფე და აღტაცება, რადგან წვრთნის საშუალებით ისინი სწავლის წყურვილს იოკებდნენ, ყოველი ახალი გაკვეთილის შემდეგ რომ უძლიერდებოდათ. მაგრამ ვერც ერთ მათგანს, თვით ფლეტჩერ ლინდსაც, ვერ წარმოედგინა, რომ აზრთა ფრენა ისევე რეალური და შესაძლებელი იყო, როგორც ქარის ქროლვა თუ ჩიტის ნავარდი.

– მთელი სხეული, ფრთის ერთი ბოლოდან მეორემდე, სხვა არაფერია, თუ არა თქვენივე აზრი, რომელიც იმ ფორმით არის წარმოდგენილი, რომ თქვენი ხედვისთვის იყოს მისაწვდომი. – ეუბნებოდა ჯონათანი დროდადრო. –დაამსახვრიეთ ეგ ბორკილები, თქვენს აზრს რომ ბოჭავს და ამით თქვენ დაამსხვრევთ სხეულის ბორკილებს...

ტყუილად ირჯებოდა, თოლიები მის ნათქვამს მაინც გასართობ ფანტაზიად აღიქვამდნენ და თვალს რული ეკიდებოდათ.

ამის შემდეგ მხოლოდ ერთი თვე გავიდა და ჯონათანმა განაცხადა, გუნდში დაბრუნების დრო მოვიდაო.

– ჯერ არა ვართ მზად! – წამოიძახა ჰენრი კელვინმა. – მაგათ ჩვენი დანახვა არ სურთ. ჩვენ გაგვაძევეს! რატომ წავიდეთ იქ, სადაც არასასურველი სტუმრები ვიქნებით?

– ჩვენ სრული უფლება გვაქვს გავფრინდეთ, სადაც გვინდა და ვიყოთ ისეთები, როგორიცა ვართ. - უპასუხა ჯონათანმა, აფრინდა და აღმოსავლეთით, მშობლიური ნაპირისკენ გასწია.

თოლიები ერთხანს რეტდასხმულები იდგნენ: გუნდის კანონი გაძევებულის უკან დაბრუნებას კრძალავდა და ათი ათასი წლის განმავლობაში ის ერთხელაც არავის დაურღვევია. კანონი ერთს მოითხოვდა, ჯონათანი -მეორეს. იგი უკვე ერთი მილის დაშორებით მიფრინავდა ნაპირის გასწვრივ. დიდხანს რომ დაეცადათ, გადამტერებულ გუნდთან მარტოდმარტოს მოუწევდა შეხვედრა.

– რატომ უნდა დავემორჩილოთ გუნდის კანონებს, თუ ჩვენ მისი წევრები აღარ ვართ? – იკითხა გონებააბნეულმა ფლეტჩერმა. – ხოლო ბრძოლა თუ გაჩაღდა, იქ მეტ სარგებლობას მოვიტანთ, ვიდრე აქ. ამგვარად, ისინი იმ დილით დასავლეთიდან მოფრინდნენ. რვა თოლია ორმაგი რომბის მწყობრში ისე განლაგებულიყო, თითქოს ფრთის ბოლოებით გადაბმოდნენ ერთმანეთს. მათ სააათში ას ორმოცდათხუთმეტი მილის სიჩქარით გადაკვეთეს გუნდის სათათბიროს ნაპირი - ჯონათანი თავში ჩამდგარიყო, მის მარჯვნივ ფლეტჩერი მისრიალებდა ლაღად, მარცხენა ფრთაზე ჰენრი კელვინი მიიწევდა მედგრად. შემდეგ, წყობის დაურღვევლად, მარჯვნივ გადაიხარნენ... გასწორდნენ... ამოტრიალდნენ... გასწორდნენ, მოზუზუნე ქარი არც ერთს არ ინდობდა.

გუნდის წევრები ჩვეულ ჭინჭყლობასა და ძიძგილაობაში იყვნენ, როცა ჯონათანის რაზმმა ვეებერთელა დანასავით ჩაიქროლა. თოლიები ერთბაშად მიჩუმდნენ, რვა ათასი თვალი გაოგნებული იცქირებოდა. რვა თოლია ერთმანეთის მიყოლებით ცაში აიჭრა; ჯერ მკვდარი მარყუჟი შეასრულა, მერე სიჩქარე ნულამდე დააგდეს და ისე დაეშვნენ ქვიშაზე, არც შერხეულან. თითქოს არაჩვეულებრივი არაფერი მომხდარაო, ჯონათანი შეცდომების განხილვას შეუდგა.

- დავიწყოთ იმით, რომ მწყობრში ჩადგომა ყველამ ცოტათი დააგვიანა .... - თქვა მან ოდნავ შესამჩნევი ღიმილით.

ერთი და იგივე აზრმა გუნდში მეყსეულად გაიელვა. ესენი გაძევებული თოლიები არიან! უკან დაბრუნდნენ! მაგრამ ეს... ეს ხომ შეუძლებელია! ფლეტჩერი ამაოდ ემზადებოდა ბრძოლისთვის. გუნდი გახევებული იდგა.

– მერე რა, რომ გაძევებული არიან. – ჩაილაპარაკა ერთმა ახალგაზრდა თოლიამ, – საინტერესოა, სად ისწავლეს ასე ფრენა?

ერთ საათში უხუცესის ბრძანებამ ყურამდე მიაღწია: მოსულებისთვის არავის მიექცია ყურადღება. ის, ვინც მათთან დალაპარაკებას გაბედავდა, თვითონ იქნებოდა გაძევებული. თოლია, რომელიც გაძევებულს შეხედავდა, გუნდის კანონს დაარღვევდა.

ამ წუთიდან მოყოებული ჯონათანი თოლიების ნაცრისფერ ზურგებს ხედავდა მხოლოდ, მაგრამ არაფერს იმჩნევდა. იგი მეცადინეობას ზედ სათათბიროს ნაპირის თავზე განაგრძობდა და პირველად აიძულებდა მოსწავლეებს საკუთარი შესაძლებლობების ზღვარზე ემოქმედათ.

მარტინ! – მოისმა ციდან მისი ხმა. – შენ ამბობ, ნელა ფრენა შემიძლიაო. თუ არ დაამტკიცე, შენს ლაპარაკს ფასი არა აქვს! იფრინე!

პატარა მარტინ უილიამსს ისე შეეშინდა, მასწავლებლის წყრომა არ გამოეწვია, რომ თავისდა გასაოცრად მცირე სიჩქარეებზე სასწაულების მოხდენა დაიწყო. უმნიშვნელო ნიავიც ჰყოფნიდა, რათა ფრთების დაუქნევლად, მხოლოდ ბუმბულის მცირედი მოძრაობით ღრუბლებამდე აეწია და მერე მიწაზე დაშვებულიყო.

თოლია ჩარზ-როლანდი კი ქა დიადი მთის წვერამდე - ოცდაოთხი ათასი ფუტის სიმაღლეზე აფრინდა და უკან ცივი, გაიშვიათებული ჰაერისგან სრულიად გალურჯებული,მაგრამ, ამავე დროს, განცვიფრებული და აღტაცებული დაბრუნდა. გადაწყვიტა, მეორე დღეს უფრო მაღლა ასულიყო.

ფლეტჩერმა, რომელიც სხვებზე მეტად იყო გატაცებული უმაღლესი პილოტაჟის ფიგურებით, ჯერ თექვსმეტბრუნიანი შვეული შენელებული კასრი დასძლია, ხოლო შემდეგ ამასაც გადაჭარბა და ზედიზედ სამჯერ გადავიდა ყირაზე: მისი ბუმბული მზის სხივებს თვალისმომჭრელად აბნევდა ნაპირზე, საიდანაც მას არა ერთი და ორი წყვილი თვალი მალულად უმზერდა. ჯონათანი მოსწავლეებს გამუდმებით გვერდში ედგა - ხან რაღაცას აჩვენებდა, ხან არიგებდა, ხან აძალებდა ან უთითებდა. არც სიბნელეს ერიდებოდნენ, არც ნისლსა და ავდარს - მათ ფრენის სიყვარული ამოძრავებდა. გუნდის თოლიები ამ დროს მიწაზე ისხდნენ და საცოდავად ეკვროდნენ ერთმანეთს. ვარჯიშის შემდეგ მოსწავლეები ქვიშაზე ისვენებდნენ, დროა განმავლობაში ისინი სულ უფრო მეტი ყურადღებით უსმენდნენ ჯონათანს. მართალია, ბევრი მისი მოსაზრება დაუჯერებელი ჩანდა, მაგრამ ზოგი რამ უკვე გასაგები ხდებოდა.

ღამღამობით მაგათ გარშემო კიდევ ერთი წრე იკვრებოდა - ცნობიმოყვარე თოლიები საათობით იდგნენ სიბნელეში და ყურს უგდებდნენ ჯონათანის ლაპარაკს. რადგან არავის სურდა მეზობელი შეეცნო ან თვითონ ყოფილიყო ამოცნობილი, განთიადისას შეუმჩნევლად იპარებოდნენ.

ჯონათანის დაბრუნებიდან ერთი თვეა გავიდა, როცა გუნდის ერთერთმა თოლიამ პირველმა გადაკვეთა საზღვრის ხაზი და სწავლის სურვილი გამოთქვა. ეს გახლდათ ტერენს ლოუელი, იგი მაშინვე იქნა დაწყევლილი, გაძევებული და... ჯონათანის გუნდში მერვე წევრად მიღებული.

მეორე საღამოს გუნდს თოლია კერკ მეინარდი გამოეყო. იგი მარცხენა ფრთას ქვიშაზე მიათრევდა, ჯონათანთან ძლივს მილასლასებდა და ჩაიკეცა.

– მიშველეთ რამე, - ჩაილაპარაკა მან მიბნედილი ხმით. - ნეტავი ფრენა შემაძლებინა, სხვა არაფერი მინდა...

– აბა მომიყევი, – უთხრა ჯონათანმა. – ავიდეთ ჰაერში და დავიწყოთ.

– თქვენ ვერ გამიგეთ. ჩემი ფრთა... მე მას ვერ ვამოძრავებ.

– მეონერდ, შენ თავისუფალი არჩევანის უფლება გაქვს, შენი ნებაა იყო ის, რაც ხარ, – შენი ჭეშმარიტი ,,მე“, იყო აქ და ახლა, და წინ ვერაფერი დაგიდგება. ეს დიადი თოლიას კანონია. ეს კანონია.

– თქვენ ამბობთ, რომ ფრენას შევძლებ?

– მე გეუბნები, რომ თავისუფალი ხარ.

უეცრად კერკ მეინარდმა ფრთები მსუბუქად გაშალა და ძალდაუტანებლად აფრინდა ღამის ბნელ ცაში. ხუთასი ფუტის სიმაღლიდან წამოსულმა მისმა გამარჯვების კიჟინამ გუნდს ძილი დაუფრთხო.

,,ფრენა შემიძლია! გაიგონეთ! ფრენა შემიძლია!“

გათენებისას მოსწავლეებს ათასამდე თოლია შემოხვეოდა და გაკვირვებული ათვალიერებდა მეინარდს. მათთვის სულ ერთი იყო, ხედავდა ვინმე თუ არა, სმენად ქცეულიყვნენ და ცდილობდნენ ჯონათანის ნათქვამს ჩასწვდომოდნენ.

იგი უჩვეულოს თითქოს არაფერს ამბობდა: თოლიაы აქვს ფრენის უფლება, იგი თავისი არსებით თავისუფლებისთვისაა მოწოდებული და თუკი რამე უშლის ხელს, აუცილებლად უნდა მოიშოროს თავიდან - იქნება ეს ადათი, ცრურწმენა თუ სხვა დაბრკოლება.

– იმ შემთხვევაშიც, როცა ამას გუნდის კანონი კრძალავს? –იკითხა ვიღაცამ შეკრებილთაგან.

– ერთდაერთ ჭეშმარიტი კანონი ისაა, რომელსაც თავისუფლებისკენ მივყავართ, – უპასუხა ჯონათანმა, – სხვა არ არსებობს.

– როგორ გინდა შენებურად ფრენა გვასწავლო? – ახლა სხვამ დაიძახა. – შენ ხომ განსაკუთრებული ხარ, ნიჭით დაჯილდოებული და ჩვენგან განსხვავებული.

– შეხედეთ ფლეტჩერს! ლოულს! ჩარლზ–როლანდს! ისინიც ისევე განსაკუთრებულნი, ნიჭიერნი და არაჩვეულებრივნი არიან? არა, თქვენგან და ჩემგან არაფრით განსხვავდებიან. ერთადერთი განსხვავება, ვიმეორებ - ერთადერთი, ის არის, რომ მათ თავიანთი ჭეშმარიტი არსების შეცნობა დაიწყეს და შესაბამისად მოქმედებენ კიდეც.

მოსწავლეები, ფლეტჩერის გამოკლებით, უხერხულად შეიშმუშნენ; არ იყვნენ დარწმუნებულნი, რომ მათი ქცევის მიზეზი სწორედ ეს იყო. შეკრებილთა რიცხვი დღითი დღე იზრდებოდა - ზოგი ეკითხებოდა, ზოგიც ცინიკურად ხითხითებდა.

ერთ დილას, დიდ სიჩქარეებზე ვარჯიშის შემდეგ, ფლეტჩერმა უთხრა ჯონათანს: ,,გუნდში ლაპარაკობენ, რომ თქვენ ან თვითონ ხართ დიადი თოლია შვილი ანდა ათასი წლით გაუსწარით თქვენს დროს“.

ჯონათანმა ამოიოხრა. ,,აი, ასეც გაუგებრობის შედეგი, – გაიფიქრა მან. –ეშმაკად მიგიჩნევენ, ან ღმერთად“.

– როგორ ფიქრობ ფლეტჩ? მართლა გავუსწარით დროს?

ხანგრძლივი სიჩუმე ჩამოვარდა.

– ჩემი აზრით, ასე ფრენა ყოველთვის იყო შესაძლებელი, ოღონდ ვინმეს უნდა მოენდომებინა და აღმოეჩინა; დრო არაფერ შუაშია. ჩვენ, შესაძლოა, მოდას, თოლიების ფრენის ჩვეულებას გავუსწარით.

- ეგ კარგი აზრია, - თქვა ჯონათანმა და ცოტა ხანს გადაბრუნებული მიფირნავდა, – ეს უმჯობესია, ვიდრე დროის გასწრება.

ეს ამბავი ზუსტად ერთი კვირის შემდეგ მოხდა. ფლეტჩერ ლინდი ჩქაროსნული ფრენის ილეთებს უჩვენებდა ახალბედებს. ის–ის იყო, შვიდი ათასი ფუტის სიმაღლის პიკედან გამოვიდა და ნაპირის თავზე რუხ ზოლად გაიელვა, როცა ერთ–ერთი ბარტყი ,,დედა-ს“ ძახილით პირველად აფრინდა ჰაერში და გზა გადაუღობა. დაჯახება გარდუვალი ჩანდა, ფლეტჩერმა მაინც მოასწრო. წამის მეათედში მკვეთრად გაეხვია მარცხნივ და საათში ორასი მილის სიჩქარით გრანიტის კლდეს შეასკდა.

ეჩვენა, თითქოს, კლდე სხვა სამყაროში შემავალი უზარმაზარი ქვის კარები იყო. შიში, დაჯახება, წყვდიადი - წამიერად შეენაცვლა ერთმანეთს, შემდეგ იგი რაღაც საოცარ, არნახულ ცაში აღმოჩნდა; ყველაფერი ერთდროულად ავიწყდებოდა, ახსენდებოდა და კვლავ ავიწყდებოდა, იყო შიში, სევდა და მწუხარება, უზომო მწუხარება.

იდუმალი ხმა ისევე ჩაესმა, როგორც მაშინ, ჯონათანს პირველად რომ შეხვდა

– ფლეტჩერ, საქმე ისაა, რომ საკუთარი შესაძლებლობების ზღვრის გადაწევას ჩვენ თანდათანობით, აუჩქარებლად ვაწარმოებთ, კლდის შიგნით ფრენა პროგრამის მიხედვით ცოტა მოგვიანებით უნდა დაგვეწყო.

– ჯონათან!

– რომელიც აგრეთვე დიადი თოლიას შვილად იწოდება. – მშრალი კილოთი მიუგო აღმზრდელმა.

– აქ რას აკეთებ? კლდე? კი მაგრამ... მე განა... არ მოვკვდი?

– კარგი, ფლეტჩ. დაფიქრდი. რადგან მელაპარაკები, აშკარაა, არ მომკვდარხარ, ასე არ არის? უბრალოდ შენი შეგნების დონე მკეთრად შეიცვალა, ეგ არის და ეგ. ახლა არჩევანი უნდა გააკეთო. შეგიძლია აქ დარჩე და ამ დონეზე გააგრძელო წვრთნა, სხვათა შორის ეს წინანდელზე მაღალი საფეხურია, ანდა შეგიძლია უკან დაბრუნდე და გუნდთან განაგრძო ვარჯიში. უხუცესები იმედოვნებდნენ, რომ ადრე თუ გვიან რამე კატასტროფა მოხდებოდა, ისინი ახლა შენი ფრიად მადლიერი არიან.

– რა თქმა უნდა, დაბრუნება მირჩევნია, ჯონ. მე ხომ სულ ახლახან შევუდექი ახალ ჯგუფთან ვარჯიშს.

– მაშ კარგი, ფლეტჩერ. გაუხსენე, რას ვამბობდით, სხეული სხვა არაფერია, თუ არა თვით ჩვენი აზრი...

ფლეტჩერმა თავი შეარხია, ფრთები გაისწორა და თვალი გაახილა: იგი კლდის ძირას იწვა, ირგვლივ თოლიების მთელი გუნდი შემოხვეოდა. გაინძრა თუ არა, ბრბოში ერთი აყალმაყალი ატყდა, აქეთ-იქიდან განმგმირავი ყვირილი გაისმოდა.

– ცოცხალია! მკვდარი გაცოცხლდა!

– ფრთის წვერით შეეხო! გააცოცხლა! დიადი თოლიას შვილია!

– არა! არ ვარო, იძახის! ალბათ ეშმაკია! ეშმაკი! გუნდის დასარბევად მოსული!

ამ ამბით თავზარდაცემული ოთხი ათასი თოლია ერთხმად გაჰკიოდა: ეშმაკი! ერთმა სიტყვამ დაიმონა მთელი ბრბო. ჩასისხლიანებული თვალებითა და წაწვეტილი ნისკარტებით ისინი მსხვერპლისკენ მიიწევდნენ.

– რას იტყვი, ფლეტჩერ, ხომ არ გავცლოდით? – ჰკითხა ჯონათანმა.

– თუკი მოვახერხებთ კარგი იქნებოდა...

თვალის დახამხამებაში ისინი კლდიდან ნახევარი მილის დაშორებით აღმოჩნდნენ, გონებადაბინდული თოლიების ნისკარტებმა ცარიელი ჰაერი გაკვეთა.

– რა უცნაურია, – უკვირდა ჯონათანს, – თოლიასათვის ყველაზე რთული ამქვეყნად იმის დაჯერებაა, რომ იგი თავისუფალია. არადა ამაში დარწმუნება ხომ ყველას შეუძლია, თუკი ცოტას გაივარჯიშებს?

რატომ უჭირთ ასე ძალიან?

სახტად დარჩენილი ფლეტჩერი თვალებს აფახულებდა.

– ეს რა გააკეთე? აქ როგორ გავჩნდით?

– ხომ თქვი, რომ მათგან თავის დაღწევა გინდოდა, ასე არ იყო?

– კი, მაგრამ შენ რანაირად...

– ისევე, როგორც სხვა ყველაფერი, ფლეტჩერ, ვარჯიში.

დილით გუნდი ცოტათი გონს მოეგო, ფლეტჩერი კი ჯერ კიდევ ვერ გამორკვეულიყო.

– გახსოვს, ჯონათან, რას ამბობდი დიდი ხნის წინათ - გუნდი ისე უნდა გიყვარდეს, რომ უკან დაბრუნდე და სწავლაში დაეხმაროო.

– მართალია, ვამბობდი.

– ვერ გამიგია, როგორ უნდა გიყვარდეს ფრინველთა გროვა, რომელიც ეს–ესაა შენას გათელვას ცდილობდა.

– ეჰ, ფლეტჩ, მაგათ სიყვარულს არავინ გავალებს. რასაკვირველია, სიძულვილა, სიძულვილი და ბოროტება სულაც არ უნდა გიყვარდეს.

მთავარია შენ თვითონ გამოიწრთო და თითოეულ მათგანში ჭეშმმარიტი, კეთილი თოლია დაინახო, უნდა ეცადო, რომ მათაც იგივე აღმოაჩინონ საკუთარ თავში. ასე მესმის სიყვარული, საინტერესოა, შენ როდის მიხვდები ამას. მართლა, ერთი გაცხარებული ჭაბუკი თოლია მახსენდება, ფლეტჩერ ლინდი ერქვა. მშობლიური ნაპირიდან ახლად გაძევებული მზად იყო მთელ გუნდს სასიკვდილოდ შებმოდა. მაშინ იგი შორეულ კლდეებზე საკუთარი ჯოჯოხეთის აგებას იწყებდა. დღეს ის აქ საკუთარ ზეცას იშენებს და სხვებსაც მიუძღვება იქითკენ.

ფლეტჩერმა თავის მოძღვარს შეხედა, თვალებში შიშმა გაუელვა.

– მე მივუძღვები? რას გულისხმობ ამაში? ჩვენი წინამძღოლი აქ შენა ხარ. მიტოვება არ შეგიძლია.

– არ შემიძლია? თუ გიფიქრია, რომ არსებობენ სხვა გუნდები და სხვა ფლეტჩერები, ვისაც ამჟამად მეტად სჭირდებათ დამრიგებელი, ვიდრე შენ, რომელიც უკვე თავად იკაფავ გზას სინათლისკენ?

– მე? ჯონ, მე ხომ უბრალო თოლია ვარ, შენ კი...

- ...დიადი თოლიას მხოლოდშობილი ძე, არა? - ჯონათანმა ამოიოხრა და ზღვას გახედა, – მე შენ აღარ გჭირდები. შენი ამოცანაა არ გაჩერდე, გააგრძელო საკუთარი თავის შეცნობა; ყოველდღე რაღაც მოიმატე, ეძებე, სანამ ჭეშმარიტ, ყოვლისშემძლე თოლია ფლეტჩერს არ იპოვი. ის იქნება შენი მოძღვარი. იმას უნდა გაუგო და დაუჯერო.

წუთის შემდეგ ჯონათანის სხეული ჰაერში ათამაშდა, გასიკროვნდა და გაქრობა დაიწყო.

– ყურადღება მიაქციე, ჩემზე სულელური ხმები არ გაავრცელონ, ღმერთად არ გამომაცხადონ, კარგი, ფლეტჩ? მე თოლია ვარ. მე ფრენა მიყვარს, შესაძლოა...

- ჯონათან!

– საბრალო ფლეტჩ, ნუ უჯერებ შენს თვალებს. ისინი მხოლოდ საზღვრებს ხედავენ.შემეცნების თვალით იყურე, გაიაზრე ის, რაც უკვე იცი, და მიხვდები როგორ იფრინო.

ციალი შეწყდა. ჯონათანი ჰაერში გაიფანტა.

კარგა ხნის შემდეგ ფლეტჩერმა თავს ძალა დაატანა და ცაში აფრინდა, ახალმოსულ მოსწავლეებს მოჰკრა თვალი, ეტყობოდათ, პირველ გაკვეთილს მოუთმენლად ელოდნენ.

– თავიდანვე უნდა გაიაზროთ, რომ თოლია თავისუფლების ყოვლისმომცველი იდეის მატარებელია, დიადი თოლიას განსახიერებაა, - დაიწყო ფლეტჩერმა აუღელვებლად, - და მთელი თქვნი სხეული ფრთის ერთი ბოლოდან მეორემდე, სხვა არაფერია, თუ არა თვით თქვენი აზრი.

ახალგაზრდა თოლიებმა მასწავლებელს ეჭვის თვალით ახედეს. ,,რაებს როშავს, – ფიქრობდნენ ისინი, – მკვდარი მარყუჟის გაკეთებას ასე ვერ ვისწავლით“.

ფლეტჩერმა ამოიოხრა.

ა, ჰო, მაშ ასე, ჰორიზონტალური ფრენით დავიწყოთ. – თქვა მან და ახალბედები გამომცდელად შეათვალიერა. ახლა კი მიხვდა, რომ მის მეგობარში ღვთაებრივი ისევე არაფერი იყო, როგორც თვით მასში.

,,ზღვარი არ არსებობს, არა, ჯონათან? - ფიქრობდა იგი. – ძალიან კარგი, ის დროც მოვა, შენს ნაპირზე გამჭვირვალე ჰაერიდან რომ გამოგეცხადები და ერთ-ორ ახალ რაღაცას გაჩვენებ!“

ფლეტჩერი შეეცადა მოსწავლეების წინაშე მკაცრი გამომეტყველება მიეღო, მაგრამ უცაბედად ისინი სხვანაირად დაინახა, ყოველი მათგანის ჭეშმარიტი რაობა აღიქვა და, მართალია, ეს მხოლოდ ერთ წამში მოხდა, არა თუ მოეწონა, მთელი გულით შეუყვარდა ის, რაც იხილა. ,,ზღვარი არ არსებობს, არა ჯონათან?“ - გაეღიმა თოლიას. იგი წინ მიიწევდა.                                                              

 

 

ტექსტის წაკითხვის შემდეგ შესასრულებელი დავალება:

მკითხველის ჩანაწერი:

....................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................

 

იმსჯელე სამი მითითების მიხედვით;

·        იმსჯელე მთავარი პერსონაჟის ცხოვრების შესახებ;

·        გამოხატე პირადი დამოკიდებულება ტექსტში აღწერილი პრობლემის მიმართ;

·        ურჩიე თანატოლებს, რატომ უნდა წაიკითხონ თოლია ჯონათან ლივინგსტონის თავგადასავალი;