Общее·количество·просмотров·страницы

Показаны сообщения с ярлыком ჩემი თარგმანები. Показать все сообщения
Показаны сообщения с ярлыком ჩემი თარგმანები. Показать все сообщения

четверг, 25 июля 2019 г.


ქრისტინა როსეტი-მეგობრის ხელით

როცა ცხოვრების დაუნდობელ გზას შეუდგები,
მრუდე ბილიკებს დაატყდებათ როდესაც ზაფრა,
ნაკვალევს შენსას როს დაფარავს დროების მტვერი,
როცა მოკეთე არ შეგრჩება ამ ქვეყნად ბევრი;
ციცაბო ქარაფს ქვათაცვენის წაშლის გრიალი,
ნაბიჯებს მრუდე დაეტყობათ ანაბეჭდები,
მეგობრის ხელით, უყტუარი მეგობრის ხელით,
შენ გადარჩები....

„ჩემი სიმღერა“


ქრისტინა როსეტი-„ჩემი სიმღერა

როცა მე მოვკვდები ძვირფასო,
მუდარა მექნება ერთი;
არ მიყვარს ხეების ჩრდილები,
სიმაღლე მაშფოთებს ლერწმის.
სევდიან სიმღერებს გიკრძალავ,
სიშორეც მეყოფა შენი,
ვარდებიც არ მინდა საფლავზე,
არც ბევრი, არც მხოლოდ ერთი.
სამარის მიწაყრილს ეფინოს,
ბალახი ნორჩი და ქორფა,
არ მინდა სიკვდილი გეწყინოს,
გლოვობდე ჩემს აღარყოფნას
!


"მინდა გახსოვდე"


ქრისტინა როსეტი-"მინდა გახსოვდე"

მინდა გახსოვდე, როცა მიწის გავხდები კერძი
და საუკუნო სიმშვიდისთვის მიმიხმობს ზეცა.
მაშინ, როდესაც, რა ძლიერაც უნდა ეცადო,
ვერ გააქარწყლებ სიკვდილის და არყოფნის სევდას.
როცა ვერ შეძლებ მომაგონო, რომ წინასწარვე,
დაწერილია ხვედრი ქვეყნად ყველა მიჯნურის;
როცა ხელებით, ასე თბილი რომ იყო ადრე,
არ შეგეძლება გააცოცხლო ჩემი სხეული.
მინდა გახსოვდე, მაგრამ ვიცი გარდუვალია,
მეხსიერება ვერ ინახავს ძველისძველ ხატებს,
ამიტომ ვფიქრობ, როგორც უნდა გიყვარდე ახლა
დრო ამ სიყვარულს გაძარცვავს და გააფერმკრთალებს.


воскресенье, 21 июля 2019 г.



სამუილ მარშაკი-„მთვარე და თერძი

ვარსკვლავების ზეიმისთვის
კაბის შესაკერად,
მთვარე თერძთან მიდის,
უცნაურად ღელავს:
უნდა ვიყო ლამაზი,
კაბა მქონდეს ვერცხლის,
ტანწერწეტი, ნამგალა,
შესადარი ვერრის.
მიაქვს ულამაზესი
ვერცხლისფერი არშია,
თავიც გადაავიწყდა,
არ სწყურია, არ შია.
თერძმა ზომა აუღო,
დაუხაზა მოდელი,
გამოუჭრა საკაბე,
დაულამბა ზმორებით.
მიაკერა ბაფთები,
ოქროსფერი ნარმისა,
წელს სარტყელი მოავლო,
ცისარტყელის რკალისა.
ისე გაალამაზა,
ისე გააფუშფუშა,
თავის ნამოქმედარით,
თერძი მოჰყვა ფუსფუსსა:
ჩემისთანა მკერავი
სამყაროში არ არის,
არც ზეცაში ყოფილა,
თუ ყოფილა სად არის?!
წვეულების დადგომამდე
მთვარე გამოიძახა,
კაბა უნდა ჩაგაცვა
და პირჯვარი ისახა.
ცის ბილიკს რომ გახედა,
თავს დაესხა რეტი,
საყვედური წამოსცდა
თავისივე ბედის.
თურმე მთვარეს ცხრომისას
ასეთი აქვს ჩვევა,
მეტისმეტად ბევრს სჭამს,
საჭმლით ვერა ძღება.
ჰოდა ისე გასუქდა,
მოუვიდა ფერი,
ცისქვეშეთში მისებრ მრგვალი,
სხვა არ არის ბევრი.
თერძი აცრემლებული,
კვლავ შეუდგა კერვას,
დარჩენილი ნაჭრებით
კაბის გამოკერვას.
როგორც იქნა მოარგო,
მთვარის ახალ ფორმას,
როცა სირცხვილეული,
მნათი სარკმელს მოდგა.
ცხრომა გადასულიყო,
აღარ ჭამდა ბევრსა,
ტანწერწეტი შუქურა
ირგვლივ ნათელს ფენდა.
თერძი გაბრაზებული
ისევ გმობდა ბედსა,
კაბას ისევ არღვევდა,
ისევ აკერებდა.
და არავინ იცის
ერთი კვირის შემდეგ,
მთვარე დღესასწაულზე
წაბრძანებას შეძლებს?