Общее·количество·просмотров·страницы

воскресенье, 30 августа 2020 г.

 

თავისუფალი დავალებების კრებული

IX X-XI-XII კლასებისათვის

 (დამატებითი რესურსი)

 

 

ავტორი ქეთევან გარაყანიძე

ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საბავშვო მწერალი და ლიტერატურის მასწავლებელი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

I თავი

უცხო ტექსტების გააზრება

პირადი წერილების კვალდაკვალ

 

დავალება N1: აბრაამ ლინკოლნის წერილი შვილის მასწავლებელს

ჩემი შვილი დღეს სკოლაში მიდის.

ერთხანს მისთვის ყველაფერი ახალი და უცნაური იქნება. იმედი მაქვს, მას სათუთად მოეპყრობით.

ჩემი შვილისთვის ეს იქნება თავგადასავალი, რომელიც მას სამყაროში ამოგზაურებს.

ყოველი თავგადასავალი ომს, ტრაგედიასა და ტკივილს გულისხმობს. ამის გადასალახავად და ცხოვრების გზის გასავლელად კი მნიშვნელოვანია რწმენა, სიყვარული და მხნეობა.

ასე რომ, ძვირფასო მასწავლებელო, გთხოვთ, ჩაჰკიდოთ მას ხელი და ასწავლოთ ის, რაც აუცილებლად უნდა იცოდეს. ასწავლეთ, მაგრამ, თუ შეიძლება, სათუთად.

·         ასწავლეთ მას, რომ ყოველი მტრის წილ, ერთი მეგობარია.

მან აუცილებლად უნდა გაიგოს, რომ ყველა ადამიანი არ არის კეთილი და მართალი.

თუმცა, ასევე მსურს იცოდეს, რომ არამზადების საპირწონედ გმირებიც არსებობენ.

·         ასწავლეთ, თუ შეძლებთ, რომ საკუთარი ოფლით გამომუშავებულ 10 ცენტს უფრო მეტი ფასი აქვს, ვიდრე შემთხვევით ნაპოვნ დოლარს.

·         ასწავლეთ, რომ სჯობს, სკოლაში მარცხი განიცადოს, ვიდრე იცრუოს ან გადაიწეროს.

·         ასწავლეთ, რა ღირსეული შეიძლება იყოს დამარცხება და უთხარით, როგორ შეიძლება ისიამოვნოს გამარჯვებით.

·         ასწავლეთ თანაგრძნობა და ამავე დროს - უხეშობა უხეშ ადამიანებთან.

·         გაათავისუფლეთ შურისგან და, თუ შეძლებთ, ასწავლეთ გულწრფელი ღიმილი.

·         თუ შეგიძლიათ, ასწავლეთ, გაიცინოს მოწყენილობის ჟამს და უთხარით, რომ ცრემლები სირცხვილი არ არის.

·         ასწავლეთ, რომ დამარცხებაშიც შეიძლება იყოს დიდება, ხოლო წარმატებაში სასოწარკვეთილება.

·         ასწავლეთ, დასცინოს ცინიკოსებს.

·         დაანახვეთ წიგნების სასწაული, მაგრამ დაუტოვეთ დრო ცაში მფრინავი ფრინველების, მზეზე მოფუსფუსე ფუტკრების, მწვანე მდელოებზე აყვავებული ყვავილების სასწაულზე საფიქრალადაც.

·         ასწავლეთ საკუთარი იდეების რწმენა, მაშინაც კი, როცა სხვები არ ეთანხმებიან.

·         ეცადეთ, შესძინოთ სიმტკიცე და ნებისყოფა, არ გაჰყვეს ბრბოს, როცა ყველა მის გარშემო ამას აკეთებს.

·         ასწავლეთ ყოველი ადამიანის მოსმენა და ამასთან, კარგისა და ცუდის გარჩევასაც მიაჩვიეთ.

·         ასწავლეთ, როგორ გაყიდოს საკუთარი ინტელექტი და შესაძლებლობები რაც შეიძლება ძვირად, მაგრამ ისიც შთააგონეთ, რომ სულისა და გულის გაყიდვა არ შეიძლება.

·         მიეცით საშუალება, გამოიჩინოს გამბედაობა და არ მოითმინოს; მიეცით საშუალება, მოითმინოს, რომ გახდეს გამბედავი.

·         უთხარით, სწამდეს საკუთარი თავის, რადგან ამით ღვთისა და ადამიანის რწმენასაც შეინარჩუნებს.

·         ასწავლეთ, ოღონდ გულში ნუ ჩაიხუტებთ, გახსოვდეთ, რომ მხოლოდ ცეცხლში იჭედება ფოლადი!

მესმის, რომ ეს ყველაფერი არ არის მარტივი და დიდი გამოწვევაა, მაგრამ ეცადეთ, გააკეთოთ ყველაფერი, რაც შეგიძლიათ.

ჩემი შვილი ხომ ასეთი მშვენიერი პატარა ბიჭია!

 

წერილის წაკითხვის შემდეგ იმსჯელეთ;

·         ისაუბრე, წერილის ავტორის მოსაზრებაზე აღზრდის შესახებ (რას სურს მას სკოლისგან?);

·         ისმჯელე, მოთხროვნათა რომელი ნაწილის განხორციელებას თვლი შესაძლებლად და რომელი ნაწილი მიგაჩნია, რომ მასწავლებლისთვის/ სკოლისთვის რთული დასაძლევი იქნება (რატომ?);

·         ისაუბრე, რა არის აღზრდის მთავარი ამოცანა (ადამიანის აღზრდა თუ ინტელექტუალის ჩამოყალიბება? პასუხი დაასაბუთე!);

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დავალება N2: ჩარლი ჩაპლინი-წერილი ჯერალდინას

 

ჩემო გოგონა, ახლა ღამეა. შობა ღამე. ჩემს პატარა ციხესიმაგრეში ყველა უაბჯრო მეციხოვნემ ძილს მისცა თავი. სძინავს შენს და-ძმას. დედაშენსაც კი ჩაეძინა.შენ ისე შორს ხარ ჩემგან მაგრამ დაე, თვალისჩინი წამერთვას, თუ ახლაც, ამ წუთს, შენს სურათს არ ვუმზერდე. ის აქ არის, მაგიდაზე, ჩემს გულთან ახლოს.შენ კი სადა ხარ? შორს, ზღაპრულ პარიზში. ელისეს მინდვრების თეატრში. დიდებულ სცენაზე ცეკვავ. ხომ კარგად ვიცი ეს, მაგრამ მაინც, წყნარი ღამის მდუმარებაში თითქოს ცხადად ჩამესმის შენი ნაბიჯების ხმა. ვხედავ შენს თვალებს, ზამთრის ცაზე გაბნეული ვარსკვლავებივით რომ კიაფობენ. ვიცი, ამ ლამაზ სპექტაკლში ხანისგან დატყვევებული სპარსელი მზეთუნახავის როლს ასრულებ.იყავი მზეთუნახავი და იცეკვე. იყავი ვარსკვლავი და იკაშკაშე. მაგრამ თუკი მაყურებლის მადლობამ და აღტაცებამ დაგათროს, თუ მორთმეული ყვავილების სურნელებამ თავბრუ დაგასხას, განმარტოვდი სადმე კუთხეში და ჩემი წერილი წაიკითხე, ყური მიუგდე მამაშენის ხმას.მე მამაშენი ვარ ჯერალდინა! მე ჩარლი ჩაპლინი ვარ, ჩარლი ჩაპლინი! იცი კი, რამდენჯერ დამთენებია შენს სასთუმალთან? სულ პაწია ზღაპრებს გიყვებიდი! ხან მძინარე მზეთუნახავისას, ხან ბოროტი გველეშაპისას. ხოლო როცა ჩემს ბებერ თვალებს ძილი წამოეპარებოდა, დავცინოდი მას და ასე ვეუბნებოდი:’’გამშორდი’’! მე ჩემი გოგოს ოცნებები მეზმანებიან! მე ვხედავდი შენს ოცნებებს , ჯერალდინა. ვხედავდი შენს მომავალს, შენს დღევანდელ დღეს! ვხედავდი სცენაზე მოცეკვავე ასულს, ცაზე მოფარფატე ფერიას. მესმოდა, როგორ ლაპარაკობდნენ ხალხში:ხედავთ ამ გოგონას? ერთი ბებერი კლოუნის ქალიშვილია, არ გახსოვთ ჩარლის რომ ეძახდნენ?ჰო, მე ჩარლი ვარ! ბებერი მასხარა. დღეს შენი ჯერია. იცეკვე! მე ფართხუნა , დაკონკილი შარვლით ვცეკვავდი, შენ პრინცესას აბრეშუმის სამოსი გმოსავს. ეგ ცეკვა და ტაშის გრიალი დროდადრო ცაში აგტყორცნის. გაფრინდი, გაფრინდი იქით მაგრამ ხანდახან მიწაზეც დაეშვი! შენ უნდა ნახო ხალხის ცხოვრება_ცხოვრება იმ ქუჩის მოცეკვავეებისა, შიმშილისაგან დაოსებულნი, სიცივითა და სიღატაკით ათრთოლებულნი რომ როკავენ! მათი ხვედრი მეც მიწვნევია, ჯერალდინა. იმ ჯადოსნურ ღამეებში, შენ რომ ჩემს ზღაპრებთან იძინებდი, მე არ მეძინა. დავყურებდი შენს საყვარელ სახეს, ვუსმენდი შენი გულისფეთქვას და ჩემს თავს ვეკითხებოდი:ჩარლი, ნუთუ ეს ღლაპი შენ ოდესმე გაგიცნობს? შენ არ მიცნობ მე ჯერალდინა იმ შორეულ ღამეებში უამრავ ზღაპარს გიყვებოდი, მაგრამ ჩემი ზღაპარი არასოდეს მიამბია ისიც ძალიან საინტერესო ზღაპარია, ჯერალდინა. ზღაპარი მშიერი მასხარისა, ლონდონის ღატაკთა კვარტლებში რომ მღეროდა და ცეკვავდა, მერე კი მოწყალებას აგროვებდა! აი, ჩემი ზღაპარი! მე ვიცი, რა არის შიმშილი, ვიცი, რას ნიშნავს უსახლკარობა! ეგ კიდევ რაა, მე გამოვცადე დამამცირებელი ტკივილი მოხეტიალე მასხარისა, რომლის მკერდში მობობოქრე სიამაყის ოკეანე სამოწყალოდ გადაგდებულ მონეტებს უნდა დაეშრო. მაგრამ მაინც, მიუხედავად ყველაფრისა, ცოცხალი ვარ, ცოცხლებზე კი მუდამ ცოტას ლაპარაკობენ. შენ ჩემი გვარისა ხარ ჩაპლინი! ლამის ნახევარი საუკუნე ეს გვარი მთელს დედამიწას აცინებდა. მაგრამ ის სიცილი რაა იმასთან, რაც მე მიტირია, ჯერალდინა. სამყარო სადაც შენ ცხოვრობ, მარტო ცეკვის და მუსიკის საუფლო როდია!…… ჯერალდინა! შუაღამისას იმ დიდებული დარბაზიდან რომ გამოხვალ, დაივიწყე შენი მდიდარი თაყვანისმცემლები, მაგრამ არ დაგავიწყდეს ტაქსის მძღოლს  ცოლის ამბავი გამოჰკითხო. შეიძლება ცოლი ფეხმძიმედ ჰყავს და იმის ფულიც არა აქვთ რომ თავიანთი პირმშოსათვის სახვევები იყიდონ. თუ ასეა, ადექი და ჩაუდე ფული ჯიბეში. მე ბანკში ნათქვამი მაქვს, რომ ეს ხარჯები გაგისტუმრონ. სხვას კი მუდამ ყველას ზუსტად გადაუხადე! დროდადრო მეტროში ჩადი. ქალაქი დაათვალიერე, იარე ფეხით ან ავტობუსით. ხალხს დააკვირდი! ქვრივ-ობლებს შეხედე! და თუნდაც დღეში ერთხელ მაინც შენს თავს უთხარი:მეც ერთერთი ამათთაგანი ვარ!დიახ, შენ ერთ-ერთი იმათაგანი ხარ, ჩემო გოგონა. ხელოვნება, სანამ ცაში ასაფრენად ფრთებს უბოძებდეს ადამიანს, ჯერ ფეხებში ურტყამს როცა დადგება წამი და იგრძნობ, როგორ მაღლდები მაყურებელზე, მაშინვე გადი სცენიდან. პირველივე ტაქსი დაიჭირე და პარიზის გარეუბნებს მიაშურე. მე კარგად ვიცნობ ამ უბნებს. იქ იხილავ მოცეკვავე ქალიშვილებს_შენსავე მსგავსთ, შენზე უფრო გრაციოზულებს, შენზე ამაყებს. შენი თეატრის პროჟექტირების თვალისმომჭრელ ელვარებას იქ ვერსად ნახავ! მათი სცენის პროჟექტორი მთვარეა.დააკვირდი, აბა, კარგად დააკვირდი: შენზე უკეთ ხომ არ ცეკვავენ? გამოტყდი, ჩემო გოგონა. ცოტას როდი შეხვდები ისეთს, ვინც შენზე უკეთ ცეკვავს, ვინც შენზე კარგად თამაშობს. და ეს გახსოვდეს: ჩარლის ოჯახში არასოდეს ყოფილა ვინმე ისეთი ხეპრე, რომ მეეტლისათვის უკმეხი სიტყვა ეთქვას ან სენის სანაპიროზე მჯდარი მათხოვრისთვის დაეცინოს ჩარლი წავა, ჯერალდინა, და შენ იცოცხლებ მე არ მინდა, ოდესმე სიღატაკე გამოსცადო. ამ წერილთან ერთად გიგზავნი ჩეკის წიგნაკს ხარჯე, რამდენსაც მოისურვებ, ოღონდ გახსოვდეს: ორ ფრანკს რომ დახარჯავ, შენს თავს უთხარი, მესამე მონეტა ჩემი არ არის-თქო. იგი ეკუთვნის ვინმე სხვას, უცნობს, ვისაც ის ერთი ფრანკიც სანატრელი აქვს. მისი პოვნა არ გაგიჭირდება. საკმარისია მოინდომო და ამ უცნობ ღატაკებს ყოველ ფეხის ნაბიჯზე ნახავ. ფულზე იმიტომ გელაპარაკები, რომ კარგად ვიცი ამ დემონის მაცდური ძალაჯერალდინა, მე დიდხანს გამოვდიოდი ცირკში და მუდამ შიშით შევცქეროდი ბაგირზე ასულ ჯამბაზებს, მაგრამ აი, რა მინდა გითხრა ჩემო გოგონა ადამიანს ძირს, მყარ მიწაზე უფრო ადვილად შეიძლება ფეხი დაუცდეს, ვიდრე ჯამბაზს იმ ვერაგ თოკზე. შეიძლება ამ საღამოს თვალი მოგტაცოს რომელიმე ბრილიანტის ელვარებამ და მაშინ შენი დაცემა გარდაუვალია. შეიძლება დადგეს დღე და უცხო პრინცის მშვენიერმა სახემ დაგატყვევოს. იმ წუთიდან შენ უცადი მუშაითი ხარ, გამოუცდელებს კი ბაგირი მუდამ ღალატობს, ნუ გაყიდი შენს გულს ოქროსა და სამკაულისთვის. იცოდე, ყველაზე დიდი ბრილიანტი მზეა, ის კი, ჩვენდა საბედნიეროდ, ყველას ერთიანად დაგვნათის.ხოლო, როცა ჟამი დაჰკრავს და სიყვარული გეწვევა, გულით შეიყვარე შენი რჩეულისამუშაო ძნელი გაქვს, ვიცი სხეულს სიფრიფანა აბრეშუმის ნაჭერი გიფარავს. ხელოვნების სახელით სცენაზე შეიძლება შიშველიც გამოხვიდე, მაგრამ იქიდან კიდევ უფრო უმწიკვლო და სემოსილი უნდა დაბრუნდემე ბებერი ვარ და ჩემი სიტყვები შეიძლება სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ მაინც, ასე მგონია, შენი შიშველი სხეული იმას უნდა ეკუთვნოდეს, ვინც შენს გაშიშვლებულ სულს შეიყვარებს. რა ვუყოთ მერე, თუ ჩემი შეხედულება ამ საკითხზე მოძველებული გამოჩნდება, თუ ასე ჯერ კიდევ ათი წლის წინათ ფიქრობდნენ. ნუ გეშინია, ეგ ათი წელი ვერ დაგაბერებს ჯერალდინა, მე მინდა რომ შენ ამ შიშველთა კუნძულის უკანასკნელი ქვეშევრდომი იყომე ვიცი, მამებს და შვილებს ნიადაგ ბრძოლა აქვთ ერთმანეთში. მეომე ჩემო გოგონა, ჩემს აზრებს ეომე. მე არ მიყვარს მორჩილი შვილები. და ვიდრე ამ ბარათს ჩემი ცრემლი არ დასდენია, მინდა მჯეროდეს, რომ ეს შობაღამე სასწაულების ღამეა. მინდა მოხდეს სასწაული და შენ მართლა გაიგო ყველაფერი,_ყველაფერი, რაც შენთვის მინდოდა მეთქვა. ჩარლი დაბერდა, ჯერალდინა! ადრე თუ გვიან თეთრი სასცენო კაბის მაგიერ შავებში უნდა გამოეწყო და ჩემს საფლავზე მოხვიდე. ახლა არ მინდა გული გატკინო, მაგრამ ხანდახან სარკეში ჩაიხედე_იქ მე დამინახავ. შენს ძარღვებში ჩემი სისხლი ჩქეფს. მე მინდა, რომ მაშინაც კი, როცა ჩემს ძარღვებში სისხლი დინებას შეწყვეტს, არ დაივიწყო მამაშენი ჩარლი. მე ანგელოზი არ ვყოფილვარ, მაგრამ მუდამ ვცდილობდი, ადამიანი ვყოფილიყავი. ეცადე შენც.
გკოცნი, ჯერალდინა / შენი ჩარლი

 

წერილის წაკითხვის შემდეგ იმსჯელე;

·        იმსჯელე წერილის ავტორის  მთავარი სათქმელის შესახებ;

·        ისაუბრე საკუთარი განწყობის შესახებ წერილის წაკითხვის შემდეგ;

·        იმსჯელე პირადი წერილების მნიშვნელობის შესახებ ( რას ცვლის ადამიანთა ურთიერთობებში ამგვარი წერილები?)

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დავალება N3: ნიკ ქეივის წერილი შემოქმედების თაყვანისმცემლისადმი

 

ავსტრალიელმა მუსიკოსმა ნიკ ქეივმა ემოციური ღია წერილით უპასუხა ფანს, რომელიც გულისტკივილს გამოხატავდა ახლობელი ადამიანების გარდაცვალების გამო. ქეივმა წერილში თავის შვილზე, არტურზე ისაუბრა, რომელიც 2015 წელს, ინგლისში, ბრაიტონში კლდიდან გადავარდნის შედეგად დაიღუპა. არტური მაშინ 15 წლის იყო."ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში და, მამა და პირველი სიყვარული დავკარგე. მე მათ სიზმრებში ვხედავ და მათთან ჯერაც ვსაუბრობ, ეს თითქოს მეხმარება კიდეც. შენ და სიუზი [ნიკ ქეივის ცოლი] გრძნობთ, რომ არტური თქვენთანაა? გაქვთ მასთან რამე გზით შეხება?" - ჰკითხა ფანმა ნიკ ქეივს. მუსიკოსი ფანებთან საკომუნიკაციოდ საიტს The Red Hand Files იყენებს, სწორედ აქ უპასუხა მან კითხვას ვრცელი ღია წერილით, რომლის წაკითხვაც აღელვების გარეშე გაგიჭირდებათ.

 

 

ძვირფასო სინტია

ეს ულამაზესი შეკითხვაა და მადლობელი ვარ, რომ დამისვი. ასე მგონია, რომ თუ გვიყვარს, ვგლოვობთ კიდეც. ასეთია პირობა. სიყვარული და მწუხარება სამუდამოდაა ერთმანეთზე გადაჯაჭვული, სევდა მტკივნეული შემახსენებელია იმის, თუ რა ღრმაა ჩვენი სიყვარული და სევდაც, როგორც სიყვარული, შეუვალია.

მწუხარება ხანდახან ზედმეტად დიდია ჩვენი მინიატურული არსებობისთვის. მის წინაშე ჩვენ ატომების პაწაწინა, მოცახცახე გროვა ვართ. ტკივილი ჩვენი არსებობის უმთავრეს ნაწილს იკავებს, ხანდახან კი, მასაც სცდება და ჩვენი თითებიდან სამყაროს საზღვრებამდე ვრცელდება. ამ წრიულ ბრუნვაში ყველანაირი სიგიჟე გვხვდება: მოჩვენებები, სულები, სიზმრებში სტუმრობა და ყველაფერი, რასაც მწუხარებისგან შეძრულები, ვნატრობთ, რომ არსებობდეს. ეს ის ძვირფასი საჩუქრებია, რომლებიც იმდენადვე რეალური და ნამდვილია, რამდენადაც ჩვენ გვინდა, რომ იყოს. ეს სულები სიბნელიდან გამოსვლაში გვეხმარებიან.

მე ვგრძნობ ჩემი შვილის არსებობას ყველგან, იმის მიუხედავად, აქაა თუ არა. მე მესმის, როგორ მელაპარაკება, მზრდის, მიმიძღვება, იმის მიუხედავად, რომ შეიძლება ჩემ გვერდით აღარ იყოს. ის გამუდმებით სტუმრობს სიუზის სიზმრებში, ესაუბრება მას და ამშვიდებს, იმის მიუხედავად, აქაა თუ არა.

მძიმე მწუხარება ცხად ფანტომებს იწვევს. ეს სულები უბრალოდ იდეებია. ეს ჩვენი შეყოვნებული წარმოსახვაა, რომელიც დიდი უბედურების შემდეგ იღვიძებს. იდეებივით, ეს სულებიც ეძებენ შესაძლებლობას. მიჰყევი ამ იდეებს, რადგან მათ მეორე მხარეს ზრდა, განვითარება და განკურნებაა. შექმენი საკუთარი სულები. მოუხმე მათ. აცოცხლე და ელაპარაკე.

სწორედ მათი არარსებული და მოჩვენებითი ხელები გვეხმარებიან დავუბრუნდეთ სამყაროს, რომლიდანაც მწუხარებამ გამოგვდევნა. დავუბრუნდეთ უკეთესები და სამუდამოდ შეცვლილები.

სიყვარულით, ნიკი.

 

 

წერილის წაკითხვის შემდეგ იმსჯელე;

·        იმსჯელე ტკივილის გაზიარების მნიშვნელობაზე (რატომ სჭირდებთ მძიმე ემოციური სტრესის დროს ადამიანებს ემოციის გაზიარება?);

·         ისაუბრე საკუთარი გამოცდილების შესახებ;

·        მიეცი რჩევა მათ, ვინც გასაჭირის დროს გულჩათხრობილი ხდება;

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დავალება N4: ვან გოგის წერილი ძმას-თეოს (ფრაგმენტი)

 

"ვინ იცის, რამდენი დანებდა სასოწარკვეთას პარიზში - მშვიდ, რაციონალურ, ლოგიკურ და საკმაოდ სამართლიან სასოწარკვეთას? ამის გათვალისწინებით კიდევ უფრო მყარად მჯერა, რომ წარმატებისკენ გადადგმული უკლებლივ ყველა ნაბიჯი პატივისცემის ღირსია. მჯერა იმისიც, რომ შესაძლებელია წარმატებას მიაღწო და თანაც ისე, რომ სასოწარკვეთით არ დაიწყო. თუნდაც გზადაგზა მარცხი იწვნიო და თუნდაც უიმედობა შემოგეძალოს, მთავარია, ყველაფრის მიუხედავად აღდგე და არ დაკარგო გამბედაობა მაშინაც კი, როცა ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც გეგმავდი".

 

 

წერილის წაკითხვის შემდეგ იმსჯელე;

·        იმსჯელ ხელოვანის მოსაზრების შესახებ (რის თქმა სურს მას?)

·        გამოხატე პირადი პოზიცია წერილში აქცენტირებული პრობლემის შესახებ;

·        რას ურჩევდი მათ, ვინც ფიქრობს, რომ პირველი მარცხი ნიშანია, იმისა, რომ საქმეში, რომელსაც ხელი მოჰკიდე, ვერაფერს მიაღწევ;

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დავალება N5: ფრანც კაფკა- წერილი ფელიჩე ბაურს (საცოლეს)

 

ძვირფასო, ასე იოლი არაა რასაც შენ მწერ: მშობლები, ახალი წელი, ყვავილები, მაგიდასთან შემომსხდარი საზოგადოება; ეს ძალიან ძნელი ასატანია ჩემთვის"

შენ ამბობ, რომ არც შენ განიჭებს სიამოვნებას, ჩემს სახლში, ჩემი ოჯახის წევრებთან ჯდომა. რა თქმა უნდა, ამით შენს აზრს გამოთქვამ და სულ არ ითვალისწინებ, მახარებს თუ არა ეს. რასაკვირველია, შენგან საპირისპირო აზრის გაგება უფრო მესიამოვნებოდა. გთხოვ, ამიხსნა, რაში მდგომარეობს შენთვის ეს უსიამოვნება. რა არის ამის მიზეზი"

მე უპირობო ბედნიერებას ვერ შემოგთავაზებ, მაგრამ უპირობო ტანჯვა - რამდენიც გინდა"

არ მინდა იმის ცოდნა, რომ გიყვარვარ. თუ ეს მეცოდინება, როგორ გავუძლო, რომ ოფისში ვიჯდე, ნაცვლად იმისა, რომ მატარებელს მოვახტე და შენკენ გამოვფრინდე. თვალებს დავხუჭავდი მატარებელში ჩაჯდომისას და მხოლოდ მაშინ გავახელდი, როცა შენთან ვიქნებოდი. რატომ არ ვიქცევი ასე? მოკლედ, რომ გითხრა, ჩემი ჯანმრთელობა მარტო ყოფნისთვისაც საკმარისად ცუდია, არათუ იმისთვის, რომ ოჯახი შევქმნა ან მამა გავხდე"

შენ ვერ აცნობიერებ, რამდენად მნიშვნელოვანია ჩემთვის ჩემი საქმე. სწორედ ამიტომ, როცა წერის გამო ვღელავ, შენთვის ეს სრულიად გაუგებარია. შენ ჩემი ყველაზე დიდი მეგობარი ხარ და ჩემი ნაწერების ყველაზე დიდი მტერი" შენ ბევრს საუბრობ ბინაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ სხვებს უფრო ეთანხმები, ვიდრე მე. სხვები კმაყოფილები არიან ოჯახით და საკუთარი ცხოვრებით. მე ასე არ შემიძლია. მე ამით ვერ დავკმაყოფილდები. არ მაქვს ბიზნესი, რომელიც ქორწინებას უზრუნველყოფს. არ მჭირდება მუდმივი სახლი და ბურჟუაზიული ყოველდღიურობა. არათუ არ მჭირდება, მაშინებს კიდეც"

წერილის წაკითხვის შემდეგ იმსჯელე;

·        იმსჯელე, რა არის საჭირო ადამიანური ურთიერთობების გადასარჩენად;

·        იმსჯელე საკუთარი დამოკიდებულების შესახებ პირადი ურთიერთობებისა და საქმისადმი (როგორ გააკეთებდით არჩევანს?);

·        მიეცი რჩევა მას, ვინ ურთიერთობებსა და საქმეს შორის არჩევანს ვერ აკეთებს;

წერილები ფრონტიდან

დავალება N6: ჯარისკაცი სოსო ხატიაშვილი /1941-1945 წ.წ.

 

"სალამი დას, სიძეს და ნუნუს. ხელში ვიღებ ფანქარს და გისურვებთ ძვირფას სალამს. პირველ რიგში გისურვებთ ჯანმრთელობას, რაც ადამიანისთვის აუცილებელია. ასე, რო იყავით კარგათ და ჯანმრთელათ.
ქეთო მომიკითხე შაქრო ძია და ნინა ძალო და ყველა თქვენი კარგი მდომი. შალიკოს საქმე როგორ არის გამაგებინე, ხო არ გამოუძახეს.
ასე დაო, ქეთო, ახლა გამაგებინე დედაჩემის საქმე. ხო არა დარდობს. ნუ ეშინიან, მე ძალიან კარგათ ვარ. თქვენ გაამაგრეთ დედაჩემი.
არ იდარდოთ. ახლა ვიცი ჩემი ამბის გაგება გაინტერესებთ. მე ძალიან კარგათ ვარ. პირველად კიროვაკანში ჩამოვედით. ორი დღე იქ ვიყავით, შემდეგ დილიჯარში წაგვიყვანეს ორმოცდა ათი ვერსის დაშორებით მატარებელი არ უდგება. სულ ფეხით ვიარეთ, მარამ ვერცკი გავიგეთ ისე ჩავედით. სუ ვმასხარაობდით. ისევ სულ ერთადა ვართ, ვანოც სულ ჩემთან არის.
ქეთო, რატო ერთ წერილს არ მწერამთ ან თქვენა და ჩვენები. რაც აქავარ ათი წერილი კაჯირში გავგზავნე, ხუთი კი თქვენ გამოგიგზავნეთ. ამ წერილს კი ხელზე ვატან. [...]
საჩქაროთ ვწერ. ახლა მისამართს არ ვაწერ, ვინაიდან მეთაურები გვეუბნებიან, ამ ორ სამ დღეში საქართველოში უნდა დაგაბრუნოთო. შეიძლება თბილისშიც ჩამოვიდე.
ასე იყავით კარგათ და ჯანმრთელად და ყოჩაღათ. ახლა შორიდან გამარჯობით და მშვიდობით გწერთ თქვენი კარგი
მდომი სოსო.

 

 

წერილის წაკითხვის შემდეგ იმსჯელე;

 

·        გადმოეცი საკუთარი შთაბეჭდილება (დაახასიათეთ წერილის ავტორი ჯარისკაცი);

·        იმსჯელე, რას ცვლის ომი ადამიანთა ურთიერთობებში;

·        ჩამოაყალიბე პირადი მოსაზრება ომის შესახებ (რა ზიანი მოაქვს მას კაცობრიობისათვის?)

 

 

 

დავალება N7: იონა ფურცხვანიძის წერილი ფრონტიდან /1941-1945 წ.წ. (ფრაგმენტი)

...შენი გამოგზავნილი თუთუნი მივიღე და ფულიც და ეთი ხაჭაპური, 4 პაჩკა თუთუნი მომივიდა იმისთანა დროს, რომ ერთ პაპიროსს ათი კაცი ვსვამდით. ახალი მოსული ვიყავი ზინაიტიდან და მშიოდა. ძალიან მინდოდა ჩუმათვე შემეჭამა, მაგრამ ნიკიფორემ შემიხედა და იმა წამართვა, მაგრამ მაინც გული დამიწყნარა".

 

წერილის წაკითხვის შემდეგ იმსჯელე;

·        გადმოეცი საკუთარი შთაბეჭდილება (დაახასიათეთ წერილის ავტორი ჯარისკაცი);

·        ისაუბრე ომის კრიზისის შესახებ;

·        იმსჯელე, რაზე უნდა დავფიქრდეთ;

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მხატვრული ლიტერატურის გააზრება

დავალება N8: სოსო მეშველიანი -ემიგრანტის ერთი დღე

 

უცნაური ქალაქია ბილბაორაღაცნაირი, ოღროჩოღრო ქუჩებით. ზოგან დამრეცი და დაბრეცილი ტროტუარებით. ახლა სადაც ვმუშაობ, ის კორპუსი ფერდობში შეჭრილ ადგილას შენდება, მეთოთხმეტე სართულის წინა აივანი მთელ ძველ ქალაქს ზემოდან გადაჰყურებს, ხოლო უკანა, ერთი დამრეცი ქუჩის ქვემოთ არის. დგახარ მეთოთხმეტე სართულის აივანზე და მანქანები შენს ზემოთ გადადიან და გადმოდიანსამუშაო ბლომადაათუმცა, მარტო ექვს საათამდე მაქვს მუშაობის უფლება, პარასკევს კიდევხუთამდე. აქაურებისთვის ეს ნორმალურია, მაგრამ როცა  გაქცევაზე ხარ, გინდა, მეტი მოასწრო, მეტი გამოიმუშაო, რომ დროზე დაბრუნდე შინ. ამას წინათ გადავწყვიტე, შაბათობით შევპარულიყავი და მემუშავა (მეტრ-კვადრატზე ვმუშაობ). უპრობლემოდ შევედი. მაღლა აივანზე რაღაცას ვუკირკიტებდი, იქვე ძველი სახლის აივნიდან (სულ ერთი ხელის გაწვდენაზე) მოხუცი ქალი გამოვიდა, მომესალმამკითხა, დღესაც მუშაობო? თავი დავუქნიე, გავუღიმე, “ალბათ მარტო ხარ, ხმაური რომ არ არის” – თქვა და შებრუნდა. საჭმელზე არ მიზრუნია, ვიფიქრე, შუადღემდე ვიმუშავებ და სახლში შევჭამ, მაგრამ დიდხანს შევრჩი. ჭამა არც გამხსენებია, სანამ კაფე-ბარებიდან წამოსულმა საჭმლის სუნმა არ დამახვია თავბრუ. ისე მომშივდა, სასწრაფოდ დავიწყე ტანსაცმლის გამოცვლა. იქვე, ახლოდან, რაღაც ძახილის მაგვარი ხმა მომესმა, გაბმული: …”სენიორსენიორ! ეი, ჩიკო…” გავიხედე –  ის ბებოა, მე მეძახის, ხელში ერთჯერად თეფშზეტორტილიისორი დიდი ნაჭერი უდევს და  მაწვდის. ისე მეუხერხულა, ისე  დავიბენი, ვერც უარი ვუთხარი, ვერც მადლობა გადავუხადე წესიერად. შემოვედი, ჩამოვჯექი და დავიწყე ჭამა. უცებ არ ვიცი რა ჯანდაბა მეტაკა, ისე ამიჩუყდა გული, ლუკმებს და ცრემლებს ერთდროულად ვყლაპავდი.

 

წერილის წაკითხვის შემდეგ იმსჯელე;

·         იმსჯელე შინაარსის შესახებ;

·         ისაუბრე პრობლემის შესახებ, რომელიც ავტორმა აღწერა და გამოხატე პირადი მოსაზრება;

·         განსაზღვრე ჟანრი, დაასაბუთე, რატომ ფიქრობ ასე;

 

 

 

 

 

 

 

 

 

დავალება N9: სკოტ ფიცჯერალდი- სამი საათი რეისებს შორის

 

დონალდი კარგ გუნებაზე გახლდათ, თავს მხნედ გრძნობდა და ისიც ახალისებდა, რომ თავმომაბეზრებელი მოვალეობა უკვე მოეხადა. ახლა შეეძლო თავისთვისაც მიეხედა. მართალია, შანსი მცირეზე მცირე ჰქონდა, მაგრამ, ვინ იცის, იქნებ, ბედს გაეღიმა.

თვითმფრინავი მიწაზე დაეშვა. დონალდმა ნაბიჯი მიწას დაადგა და შუა დასავლეთის ზაფხულის დაისში დაინთქა. მოშორებით მდგარ, ძველ მოწითალო, რკინიგზის ფარდულის მაგვარ პუებლოს[1] ყაიდის აეროპორტს მიაშურა. მან აღარაფერი უწყოდა იმ ქალისა ცოცხალი იყო და ისევ იმავე ქალაქში ცხოვრობდა თუ არა, არც ის, რა გვარს ატარებდა იმჟამად. აფორიაქებულმა სატელოფონო ცნობარი გადაათვალიერა და ქალის მამის გვარს დაუწყო ძებნა. შესაძლოა, აღარც ის დარჩენილიყო ცოცხალი მას მერე ოცი წელი მაინც გასულიყო.

არა. აი, მოსამართლე ჰარმონ ჰოლმსი ჰილსაიდი 3194.

მან მის ნენსი ჰოლმსი იკითხა. ქალის სასიამოვნო ხმამ გააგონა.

ნენსი ახლა მისის უოლტერ გიფორდია. ვინ კითხულობს?

მაგრამ დონალდმა ისე დაკიდა ყურმილი, აღარაფერი უპასუხია. რაც სურდა, უკვე შეიტყო. დრო მხოლოდ სამი საათი ჰქონდა. ვერაფრით გაეხსენებინა ვინმე უოლტერ გიფორდი. შეშფოთებულმა კვლავ გადაავლო თვალი სატელეფონო ცნობარს იქნებ ქალი სულაც სხვა ქალაქში იყო გათხოვილი.

არა. აი, უოლტერ გიფორდი ჰილსაიდი 1191. დონალდს ფერი მოუვიდა.

ალო?

გამარჯობა. მისის გიფორდს სთხოვეთ ძველი მეგობარი კითხულობს.

მისის გიფორდი გისმენთ.

მან იცნო, ან სულაც მოეჩვენა, რომ იცნო ეს სასიამოვნო ხალისიანი ხმა.

მე დონალდ პლანტი ვარ. თორმეტი წლის ვიყავი, ბოლოს რომ გნახე.

ო-ო-ო! მოისმა ძალიან გაკვირვებული, მეტად თავაზიანი ხმა, თუმცა დონალდმა ვერ იგრძნო მასში ვერც სიხარული და ვერც ის, რომ შეიცნეს.

დონალდი! განაგრძო იმავე ხმამ. ახლა ის იმაზე მეტ ემოციას იტევდა, ვიდრე უბრალოდ მეხსიერების ძაფის დაჭიმვაა.

...როდის დაბრუნდი ქალაქში? შემდეგ გულღიად, სადა ხარ?

აეროპორტში დრო მხოლოდ სამი საათი მაქვს.

მაშ, მოდი და მინახულე.

იმედია, დასაძინებლად არ ემზადები?

ო, ღმერთო, არა, რაღა თქმა უნდა! წამოიძახა მან. თავს ვიქცევ სოდიან ვისკის ვწრუპავ. ტაქსის მძღოლს უთხარი...

გზაში დონალდი საუბარს აანალიზებდა. სიტყვით აეროპორტში ქალს აგებინებდა, რომ მაღალ საზოგადოებაში კვლავ საპატიო ადგილს ინარჩუნებდა. ნენსის მარტო ყოფნა, შესაძლოა, იმას ნიშნავდა, რომ ის წლებს მოეტეხა, მომხიბვლელობა დაეკარგა და უმეგობრო ქალად ქცეულიყო. მის ქმარს, სავარაუდოდ, ან ეძინა, ან შინ არ იყო. და რახან დონალდის ოცნებებსა და წარმოდგენაში ის მუდამ ათი წლის გოგონად რჩებოდა ვისკის ხსენებამ დაარეტიანა. თუმცა მალევე ღიმილით დაიწყნარა თავი ის ხომ ახლა ოცდაათს უკაკუნებდა.

მიხვეულ-მოხვეული გზები რომ მოთავდა, დონალდმა განათებული კარის წინ, ჭიქით ხელში პატარა შავთმიან ლამაზმანს ჰკიდა თვალი. თავისი დიდი ხნის ოცნების ხორცშესხმით შემკრთალი დონალდი მანქანიდან გადმოვიდა და ქალს ჰკითხა:

მისის გიფორდი, არა?

ქალი წინკარის შუქისკენ შემოტრიალდა და, თვალებგაფართოებული გამომცდელად მიაცქერდა ახალმოსულს. დაბნეული გამომეტყველება მალე ღიმილმა შეუცვალა.

დონალდი, მაშ, ეს შენა ხარ, როგორ შევიცვალეთ ყველანი. ოჰ, რა საოცრებაა!

შინ რომ შედიოდნენ, წლებს თავისი მიაქვსო, გაიძახოდნენ. დონალდს გულმა რეჩხი უყო. ნენსისთან ბოლო შეხვედრა გაახსენდა მაშინ გოგონამ ისე ჩაუქროლა ველოსიპედით, თითქოს ვერც კი შეამჩნია, თან იმანაც შეაკრთო, სათქმელი რომ აღარაფერი დარჩენოდათ ერთურთისთვის. მათი პაემანი წლების შემდეგ თანაკლასელთა თავშეყრას დამსგავსებოდა დიდი სიხარულით აჟრიამულებული მეგობრები წარსულის დაბრუნებას რომ ვეღარ ახერხებენ. შეშფოთებულმა გაიაზრა, რომ შეიძლებოდა დრო ტყუილუბრალოდ დაეკარგა. დონალდი სასოწარკვეთამ შეიპყრო.

ყოველთვის მიმზიდველი იყავი, მაგრამ შენმა ახლანდელმა სილამაზემ, ცოტა არ იყოს, გამაოგნა.

ყინული გალხვა. შეცვლილი მდგომარეობა სწრაფად გააცნობიერეს, გულუხვმა ქათინაურმაც თავისი ქნა. ბავშვობის შემკრთალი მეგობრების ნაცვლად ისინი საინტერესო უცნობებად გადაიქცნენ.

დალევ ვისკის? ჰკითხა ქალმა არა? გთხოვ, არ იფიქრო, რომ მარტო ვყლურწავ ხოლმე. ისეთი მოსაწყენი საღამო იყო. ქმარს ველოდებოდი, მაგრამ დეპეშით მაცნობა, რომ ორი დღით დაიგვიანებს. მეუღლე ძალიან მიმზიდველი მყავს, დონალდ, შენ გგავს, გარეგნობითაც და ხასიათითაც. ქალი შეყოყმანდა ასე მგონია, ვიღაცამ გაიტაცა ნიუ-იორკში მე კი ბაიბურში არა ვარ.

შენს შემხედვარეს ეს დაუჯერებლად მეჩვენება. შეეცადა დაემშვიდებინა ქალი. ექვსი წელი, სანამ ცოლი მყავდა, მეც შენსავით ვიტანჯავდი თავს. მერე კი ეჭვიანობა სამუდამოდ განვდევნე ჩემი ცხოვრებიდან. მეუღლე რომ გარდამეცვალა, სიხარულით გამოვეთხოვე ამ გრძნობას. ახლა მხოლოდ სასიამოვნო ამბებს ვიხსენებ ვცდილობ, მძიმე, უსიამოვნო ან მტანჯველი ფიქრები თავში აღარ გავივლო ხოლმე.

ქალი ჯერ ყურადღებით უმზერდა, შემდეგ თანაგრძნობით ისმენდა დონალდის სიტყვებს.

ძალიან ვწუხვარ, თქვა მან და მალევე დაამატა ძალიან შეცვლილხარ. მოატრიალე ერთი თავი. ახლაღა გამახსენდა, როგორ თქვა მამაჩემმა შენზე, ჭკუის კოლოფააო.

შენ, ალბათ, არ დაეთანხმე.

ამან ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მას შემდეგ სულ ასე მეჩვენება, რომ ყველა ჭკუის კოლოფაა. გონებაში ისე ღრმად ჩამებეჭდა ეს ნათქვამი.

კიდევ, კიდევ რა ჩაგებეჭდა გონებაში? გაიღიმა დონალდმა.

უცბად ნენსი წამოდგა და სწრაფი ნაბიჯით გაიარ-გამოიარა.

ოჰ, მაშინ, ქალი მიუახლოვდა. რაღა მნიშვნელობა აქვს ამას! მე ხომ ტუტრუცანა გოგო ვიყავი.

სულაც არა, წარმოთქვა მან მტკიცედ. ახლა კი გავისველებდი ყელს.

ქალი პირშექცევით უსხამდა სასმელს, დონალდი განაგრძობდა:

გგონია, შენ გარდა სხვა გოგოსთვის არ უკოცნიათ?

სხვა სალაპარაკო არ გაქვს? გაჯავრდა ნენსი, თუმცა მალევე მოლბა ჯანდაბას, რაც იყო, იყო. ცოტა ვიხალისეთ. როგორც სიმღერაშია, არა?

გახსოვს, ციგით რომ ვისრიალეთ?

როგორ არა, ვიღაცამ პიკნიკზე დაგვპატიჟა, მგონი, თრუდი ჯეიმსმა, არა? ფრონტენაკში იმ ზაფხულს იმ რამდენიმე ზაფხულს.

დონალდს ყველაზე კარგად ციგით სრიალი ახსოვდა. იმას რა დაავიწყებდა, როგორ უკოცნიდა გოგოს გაყინულ ღაწვებს თივის კუთხეში, როგორ იცინოდა ის ცივი, თეთრი ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ქვეშ. ბიჭს მომდევნო წყვილის ზურგშექცევით ჯდომით ესარგებლა და ნენსის პატარა ყელ-ყურს უკოცნიდა. ტუჩებში კი არასოდეს უკოცნია.

მაკების წვეულება თუ გახსოვს, ფოსტობანას თამაში რომ გამართეს? მე კი ყბაყურა მქონდა და ვერ მოვედი გაახსენა მან.

ეგ რაღაც არ მაგონდება.

ოჰ, იქ არ იყავი? ვიცოდი, კოცნა არ აგცდებოდა და კინაღამ შევიშალე ეჭვიანობით. მას მერე ასე აღარ მიეჭვიანია.

უცნაურია, რომ არ მახსოვს. ალბათ, მინდოდა დამევიწყებინა.

კი მაგრამ, რატომ? განცვიფრდა დონალდი. ჩვენ ხომ უმანკო ბავშვები ვიყავით. იცი, ნენსი, წარსულზე რომ ვუყვებოდი ცოლს, ასე ვუთხარი, რომ შენც ლამის მასავით მიყვარდი. მაგრამ ვიცრუე. ჩემი ერთადერთი და ნამდვილი სიყვარული შენ იყავი. გულში ჩაგისვი და როცა სხვა ქალაქში გადავედით, თან გაგიყოლე.

ნუთუ, ასე ღრმად ჩაგეჭერ გულში?

ოჰ, ღმერთო ჩემო, რა თქმა უნდა! მე... წამოიწყო მან და უეცრად მოგონებები აეშალა, გაახსენდა, როგორ იდგნენ პირისპირ, ორი ნაბიჯიღა აშორებდათ ერთმანეთს, როგორ უხსნიდა ნენსის სიყვარულს, როგორ შესციცინებდა ბაგეგაპობილი და თვალებდაბინდული გოგუცანა.

განაგრძე სთხოვა ქალმა, მრცხვენია თქმა რომ მსიამოვნებს. რა ვიცოდი, თუ ასე გატკინე გული. მეგონა, მარტო მე მაწყენინეს.

შენ! წამოიძახა მან. აღარ გახსოვს, როგორ მიმაგდე აფთიაქთან. დონალდმა გაიცინა. ენაც რომ გამომიყავი.

ვერაფრით ვერ ვიხსენებ. მეგონა, შენ თავად მიმატოვე. ქალმა ხელი მსუბუქად, თითქმის თანაგრძნობით მოუთათუნა მკლავზე. ზემოთ ფოტოალბომი მაქვს. კარგა ხანია, აღარ გადამითვალიერებია. წავალ, ჩამოვიტან.

დონალდი ხუთი წუთი უცდიდა ქალს. ორ რამეზე ჩაფიქრებულიყო ვერაფრით გაეგო, რატომ ამახსოვრდებოდათ ადამიანებს ასე სხვადასხვაგვარად ერთი მოვლენა და ისიც აფრთხობდა, რომ დაქალებული ნენსი ახლაც ისევე იზიდავდა, როგორც ერთ დროს ბავშვობაში. უკვე ნახევარი საათი იყო, რაც ის გაუსაძლისი გრძნობა დაუფლებოდა, ცოლის სიკვდილის შემდეგ რომ აღარ განეცადა და, ასე ეგონა, აღარც არასოდეს განიცდიდა.

დივანზე გვერდიგვერდ ჩამოსხდნენ, ალბომი გადაშალეს და შუაში ჩაიდეს. ნენსიმ შეხედა მას, მოღიმარმა და ძალიან ბედნიერმა.

ოჰ, რა შესანიშნავია, წარმოთქვა მან, რა სასიამოვნოა, რომ ასეთი კარგი ხარ და ასე ასე ლამაზად მიგონებ. მინდა გითხრა, ნეტა, მაშინ მცოდნოდა ეს! მე კი, რომ წახვედი, შეგიძულე.

რა საწყენია, თქვა მან რბილად.

თუმცა ახლა აღარ მძულხარ, დაამშვიდა ქალმა და უმალ დაამატა, მაკოცე და დაივიწყე...

...რომ კარგი ცოლი არ ვარ, დაასრულა წუთის შემდეგ. იცი, არ მჯერა, რომ გათხოვების მერე კიდევ ერთ მამაკაცს ვაკოცე.

დონალდი აღელდა, უფრო, გაოგნდა. როგორ? როდის აკოცა ნენსის? იქნებ აღარ ახსოვს? მან აკოცა ამ საყვარელ ათრთოლებულ უცნობს, ქარის უსწრაფესად რომ მოაშორა თვალი და ალბომის გვერდი გადაშალა...?

გვეყოფა. ავფორიაქდი.

რა კარგი იქნება, არა, კვლავ რომ შეგვიყვარდეს ერთმანეთი? იკითხა დონალდმა მრავალმნიშვნელოვნად.

რას ამბობ! გაიცინა ქალმა. სუნთქვა კი შეჰკროდა. ყველაფერი დამთავრდა. ის წამიერი გატაცება იყო. უნდა დავივიწყოთ.

ნუ ეტყვი შენს ქმარს.

რატომ? მე მას არაფერს ვუმალავ.

გულს ატკენ. ნურასოდეს ეტყვი მამაკაცს ასეთ რამეებს.

კარგი, არ ვეტყვი.

ერთხელ კიდევ მაკოცე, სთხოვდა ქალს ყოყმანით, ნენსის კი ალბომის გვერდი გადაეფურცლა და ერთ ფოტოსურათზე დაჟინებით უთითებდა.

აი, შენც, იყვირა ქალმა. მარჯვნივ დგახარ!

დონალდმა ალბომს დახედა. სურათიდან შორტებში გამოწყობილი ბიჭუნა იმზირებოდა, ნავმისადგომზე, იალქნიანი ნავის წინ მდგარი.

ის დღე კარგად მახსოვს, გაიცინა ქალმა მოზეიმე სახით კიტიმ გადაგიღო. მე კი ავწაპნე სურათი.

დონალდმა წამით ვერ იცნო თავი ფოტოზე შემდეგ ახლოდან დააცქერდა და დარწმუნდა, რომ მართლაც ვიღაც სხვა იყო მასზე აღბეჭდილი.

ეს ხომ მე არ ვარ, განაცხადა მან.

ოჰ, როგორ არა. ფრონტენაკშია გადაღებული, აი, იმ ზაფხულს, მღვიმეში რომ მივდიოდით ხოლმე.

მღვიმეში? რომელ მღვიმეში? ფრონტენაკში მხოლოდ სამ დღეს დავრჩი. მან კვლავ ჩააშტერა თვალები ოდნავ ჩაყვითლებულ ფოტოსურათს. არა-მეთქი, ეს მე არა ვარ.სურათზე დონალდ ბოუერსია. ჩვენ ჩამოვგავდით ერთმანეთს.

ახლა ქალი მიშტერებოდა დონალდს. უკან გადახრილიყო, თითქოს სურდა, დაშორებოდა.

განა შენ არა ხარ დონალდ ბოუერსი?! ოდნავ ხმააწევით წამოიძახა ნენსიმ. არა და არა. შენ დონალდ პლანტი ხარ.

მე ხომ ტელეფონშივე გითხარი.

ქალი შეძრწუნდა თავზარდაცემულს სახე გაუფითრდა.

პლანტი! ბოუერსი? მგონი, შევიშალე. იქნებ სასმელის ბრალია? თავიდანვე რაღაც ავურ-დავურიე. უყურე ერთი! ეს რა წამომცდა?

ბერივით გასუსული დონალდი ალბომის გვერდს შლიდა.

ისეთი არაფერი. მიუგო მან. მის თვალწინ ერთმანეთს ენაცვლებოდნენ, მიქროდნენ ფოტოსურათები, ფრონტენაკი მღვიმე დონალდ ბოუერსი ის კი არსად ჩანდა. მაშ, შენ მე მიმატოვე!

ნენსი ოთახის ბოლოდან აგონებდა.

არავისთან წამოგცდეს რამე, სთხოვა ქალმა, ყბად ამიღებენ.

განა რა არის სათქმელი, დონალდი შეყოყმანდა. მაგრამ გაიფიქრა, მართლაც უსაქციელო გოგონა ყოფილაო.

და უეცრად გაუსაძლისმა ეჭვიანობამ შეიპყრო. ეჭვიანობდა პატარა დონალდ ბოუერსზე, ეჭვიანობდა კაცი, ვისაც ეგონა, სამუდამოდ გამოსთხოვებოდა ამ გრძნობას. იმ ხუთი ნაბიჯით, ოთახში რომ გადადგა ქალისკენ, მან უმალ გამოდევნა თავისი ცხოვრებიდან ეს ოცი წელიცა და უოლტერ გიფორდიც.

კიდევ მაკოცე, ნენსი შეეხვეწა. ქალის სკამთან ცალ მუხლზე დაჩოქილიყო, ხელი მის მხარზე დაედო. ნენსი განზე გამდგარიყო.

თქვენ თქვით, თვითმფრინავს უნდა მივუსწროო.

მერე რა, რომ ვთქვი. შემიძლია არც გავფრინდე. დიდი საქმე, თუ დავაგვიანებ.

გთხოვთ, წახვიდეთ. უთხრა ქალმა ცივი ხმით. და ისიც წარმოიდგინოთ, რას განვიცდი.

რატომ იკატუნებ თავს, ისე იქცევი, ვითომ არ გახსოვარ, იყვირა მან თითქოს არც კი გახსოვს დონალდ პლანტი!

მახსოვხართ, როგორ არა. თქვენც მახსოვხართ, მაგრამ... მას მერე ბევრმა წყალმა ჩაიარა. ქალს ხმა კვლავ გაუმკაცრდა. ტაქსის ნომერია ქრესვუდი 8484“.

აეროპორტისკენ მიმავალი დონალდი თავს აქეთ-იქით აქნევდა. უკვე სავსებით გამორკვეულიყო, მაგრამ ვერ აეხსნა, რაც გადახდა. მაშინღა, როცა თვითმფრინავი მიწას მოსწყდა, მუქ ზეცაში ავარდა და მგზავრები რაღაც სხვა, ზედა სამყაროში მოაქცია, დონალდმა მომხდარი თვითმფრინავის ფრენას მიამსგავსა. ხუთი გაურკვეველი წუთი ის შეშლილივით ორ სამყაროში თანაარსებობდა. მასში ერთარსებად, განუყოფლად და უიმედოდ შეერთებულიყო თორმეტი წლის ბიჭიცა და ოცდათორმეტი წლის მამაკაციც.

რეისებს შორის იმ რამდენიმე საათში დონალდს იღბალმა უმტყუნა, თუმცა თუკი ჩვენი ცხოვრების მეორე ნახევარი იმედგაცრუებათა გრძელი ჯაჭვია, განა ღირს მისი ერთი რგოლის რამედ ჩაგდება?

 

 

გაეცანი უცხო ტექსტს და ისჯელე:

•             დაახასიათე მთავარი პერსონაჟები;

•             გამოხატე პირადი დამოკიდებულება ტექსტში აღწერილი ამბის შესახებ;

•             იმსჯელე მხატვრულ-გამომსახველობითი ხერხების შესახებ;

 

 

 

 

 

 

 

 

დავალება N10:  პოლ ოსტერი-ოგი რენის საშობაო ამბავი

ეს ამბავი ოგი რენისგან მაქვს მოსმენილი. ოგი აქ მაინცდამაინც ლამაზად არ გამოიყურება, ყოველ შემთხვევაში, ისე არა, თვითონ რომ გაეხარდებოდა, ამიტომ მთხოვა, რომ მისი ნამდვილი სახელი არ გამომეყენებინა. სხვა ყველაფერი, დაკარგული საფულის, ბრმა ქალისა და საშობაო სადილის ამბავი ზუსტად ისე დავტოვე, როგორც თვითონ მომიყვა.

უკვე თითქმის თერთმეტი წელია, რაც მე და ოგი ერთმანეთს ახლოს ვიცნობთ. იგი ბრუკლინის ცენტრში, კურტ სტრიტის ერთერთ მაღაზიაში მუშაობს გამყიდვლად. ეს ერთადერთი მაღაზიაა, სადაც ჩემი საყვარელი ჰოლანდიური სიგარების ყიდვა შეიძლება, და ამიტომ იქ ძალიან ხშირად შევდივარ ხოლმე. დიდი ხნის განმავლობაში ოგი ჩემთვის არაფერს ნიშნავდა. ერთი უცნაური ვინმე იყო, ქაღალდის გაბერილი ლურჯი ქურთუკით, რომლისგანაც სიგარებს და ჟურნალებს ვყიდულობდი. ირონიული, ენამოსწრებული კაცი იყო, რომელსაც ყოველთვის შეეძლო, მეტეოოცნობებზე, ამინდზე, ან ვაშინგტონელ პოლიტიკოსებზე ეშაყირა. ეს იყო და ეს.

მაგრამ ერთხელ, რამდენიმე წლის წინ, მოხდა ისე, რომ საკუთარ მაღაზიაში ჟურნალს ათვალიერებდა, და ჩემი ერთ-ერთი წიგნის რეცენზიას წააწყდა. ოგი მიხვდა, რომ საუბარი ჩემზე იყო, რადგან სტატიას ფოტო ჰქონდა დართული, და მას შემდეგ ჩვენი ურთიერთობა სრულიად შეიცვალა. იმ დღიდან ოგისთვის მაღაზიის ჩვეულებრივი მყიდველი აღარ ვიყავი, გამორჩეული პერსონა შევიქენი. ადამიანების უმეტესობას წიგნები და მწერლები მასზე ნაკლებად არ აინტერესებს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ თურმე ოგი თავს ხელოვან ადამიანად თვლიდა. ეხლა, როდესაც ჩემი ვინაობა გაარკვია, მთელი გულით მიმიღო, როგორც მოკავშირე, მესაიდუმლე და თანამებრძოლი. სიმართლე გითხრათ, ეს უეცარი ცვლილება ცოტათი კიდეც მეხამუშებოდა. მერე, როგორც თითქმის ყოველთვის ხდება ხოლმე, ოგიმ თავისი ფოტოსურათების დათვალიერება შემომთავაზა. მისი ენთუზიაზმისა და ჩემდამი კეთილგანწყობის გამო, უარის თქმა და მისთვის იმედის გაცრუება შეუძლებელი მეჩვენა.

ღმერთმა იცის, რის ნახვას მოველოდი, ოღონდ იმას არა, რაც მეორე დღეს მაჩვენა. მაღაზიის უკანა, უფანჯრებო პატარა ოთახში ოგიმ მუყაოს ყუთი გახსნა და თორმეტი ერთნაირი ალბომი ამოაწყო. ოგიმ მითხრა, რომ ეს მთელი მისი ცხოვრების საქმე იყო და რომ ამ საქმეს დღეში მხოლოდ ხუთ წუთს ანდომებდა. ყოველ დილას უკანასკნელი თხუთმეტი წლის განმავლობაში ატლანტიკ ავენიუსა და კლინტონ სტრიტის კუთხეში დგებოდა, ზუსტად შვიდ საათზე და ერთი და იმავე ხედის ერთადერთ ფერად ფოტოს იღებდა. ეხლა მის პროექტში თითქმის ოთხი ათასი ფოტო იყო თავმოყრილი. თითო ალბომი ერთი წლის ნამუშევრებს იტევდა. სურათები თანმიმდევრობით იყო ჩაწყობილი, 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, და თითოეულის ქვეშ აკურატულად მიწერილი თარიღი ჩანდა. როცა ალბომების ფურცვლა და ოგის ნამუშევრების თვალიერება დავიწყე, არც კი ვიცოდი, რა მეფიქრა. ჩემი პირველი შთაბეჭდილებით, ამაზე უცნაური და ახირებული რამე ცხოვრებაში არ მენახა. ყველა სურათი ერთმანეთს გავდა; ერთი და იგივე ქუჩა, ერთი და იგივე შენობები, უთვალავი სახეებით შექმნილი გადარეული ბოდვა. ოგისთვის სათქმელი თავში არაფერი მომდიოდა, ამიტომ გვერდების ფურცვლას ვაგრძელებდი. თვითონ ოგის სახეზე ჭოჭმანის ნასახიც არ ეტყობოდა და გულღია ღიმილით დამყურებდა, მაგრამ რამდენიმე წუთის შემდეგ მოულოდნელად ფურცვლა შემაწყვეტინა და მითხრა: ძალიან სწრაფად ათვალიერებ. ცოტა შეანელე, თორემ სიამოვნებას ვერ მიიღებ.

მართალიც იყო, რა თქმა უნდა. თუ ხედვა არ შეგიძლია, ვერც ვერაფერს დაინახავ. ყუთიდან მეორე ალბომი ამოვიღე და თავი ვაიძულე, უფრო გულდასმით მეთვალიერებინა. მეტ ყურადღებას ვაქცევდი დეტალებს, ამინდის მონაცვლეობას; წელიწადის დროების ძალაში შესვლასთან ერთად განათების კუთხის ცვლილებას ვაკვირდებოდი, ნელ-ნელა მანქანების მოძრაობაში, სხვადასხვა დღეების რიტმში (სამუშაო დღეების დილის ციებ-ცხელება, შედარებითი უმოძრაობა კვირის მიწურულს, კონტრასტი შაბათსა და კვირადღეს შორის), სულ უმნიშვნელო განსხვავებების გარჩევა, და მერე, ნაბიჯ-ნაბიჯ, ადამიანების ცნობაც დავიწყე, გამვლელების, რომლებსაც სამსახურში ეჩქარებათ; ყოველ დილით ერთი და იგივე ადამიანები ერთსა და იმავე ადგილას, რომლებმაც ოგის ფოტოაპარატის ხედვის არეში თავიანთი ცხოვრების ერთი წამი იცხოვრეს. რაკი ზოგიერთს უკვე სახით ვცნობდი, ახლა მათი სხეულის ენაზე დავიწყე დაკვირვება, იმაზე, თუ როგორ იცვლებოდნენ დილიდან დილამდე; ვცდილობდი, გარეგნული ნიშნების მიხედვით მათი გუნება-განწყობა გამომეცნო, მათი ცხოვრების ისტორიები წარმომედგინა, თითქოს მათს სხეულებში გამოკეტილ უხილავ დრამებში შემეძლო შეღწევა. კიდევ ერთი ალბომი ამოვიღე. აღარც მობეზრებას ვგრძნობდი, არც დაბნეულობას, რომელიც თავიდან დამეუფლა. მივხვდი, ოგი დროის ფოტოგრაფირებას ახდენდა, ბუნებრივი დროის და ადამიანთა დროისა ერთდროულად, ამისთვის სამყაროს ერთი პატარა კუთხე ქონდა ამორჩეული, იმ სივრცის მცველად იყო დაყუდებული და მთელი არსებით მის დასკუთრებას ცდილობდა. ნამუშევრებში ჩაძირულს, ოგი ისევ ღიმილით და ჩუმი სიამოვნებით მიყურებდა. მერე, თითქოს ჩემი ფიქრები წაიკითხა, შექსპირის სტრიქონების კითხვა დაიწყო.
"
ხვალ და ისევ ხვალ და ისევ ხვალ/ დრო ვიწრო ნაბიჯებით მოემართება." მაშინ მივხვდი, რომ ზუსტად იცოდა, რასაც აკეთებდა.

ეს დაახლოებით ორი ათასი სურათის წინ მოხდა. იმ დღის შემდეგ მე და ოგის ბევრჯერ გვისაუბრია მის ნამუშევრებზე, მაგრამ მხოლოდ წინა კვირას შევიტყვე, როგორ ჩაუვარდა ხელში თავისი ფოტოაპარატი და როგორ დაიწყო სურათების გადაღება. ოგიმ ამის შესახებ კარგა გრძელი ამბავი მომიყვა, და მე ჯერაც ვცდილობ, მისი მონათხრობიდან აზრი სწორად გამოვიტანო, და არ შევცდე.
იმავე კვირის დასწყისში "ნიუ-იორკ ტაიმსის’’ თანამშრომელმა დამირეკა და მკითხა, ისეთი მოთხრობის დაწერას ხომ არ ვისურვებდი, რომელიც საშობაო ნომერში გამოქვეყნდებოდა. ჩემი პირველი იმპულსი უარის თქმა იყო, მაგრამ გაზეთის თანამშრომელი ძალიან სიმპატიური და თან ჯიუტი კაცი აღმოჩნდა, და საუბრის ბოლოს დავპირდი, რომ შევეცდებოდი. თუმცა, როგორც კი ყურმილი დავკიდე, პანიკამ მომიცვა. რა ვიცი შობის დღესასწაულზე, ვკითხე საკუთარ თავს; რა ვიცი შეკვეთით დაწერილი მოთხრობების შესახებ?

შემდეგი რამდენიმე დღე სასოწარკვეთაში და დიკენსის, ჰენრის და საშობაო სულისკვეთების სხვა დიდოსტატთა სულებთან ბრძოლაში გავატარე. თვითონ სიტყვათშეთანხმება "საშობაო მოთხრობა’’ უკვე უსიამოვნო ასოციაციებს, ფარისევლური სიბრიყვის და სიმსუყის ნალექს მიჩენდა. საშობაო მოთხრობის საუკეთესო ნიმუშებიც კი თავის მოსატყუებელი ოცნებაა, დიდების ზღაპარი, და საკუთარ თვალში ძალიან დავეცემოდი, ჩემი თავისთვის ოდესმე რამე მსგავსის დაწერის უფლება რომ მიმეცა.

მაინც, ვფიქრობდი, როგორ შეიძლება ადამიანს არასენტიმენტალური საშობაო მოთხრობის დაწერა შესთავაზო? აქ ტერმინები ერთმანეთს გამორიცხავდა, შეუთავსებლის შეთავსება შეუძლებელი ჩანდა. ერთი სიტყვით, თავსატეხი გავიჩინე. ეს იგივე იყო, რაც დოღის ცხენის უფეხებოდ, ან ბეღურას უფრთოდ წარმოდგენა.
არსად აღარ დავდიოდი. ხუთშაბათს ქუჩაში გავედი და დიდხანს ვისეირნე, იმ იმედით, რომ სუფთა ჰაერი გონებას გამიხსნიდა. შუადღის დადგომამდე ცოტა ხნით ადრე მარაგების შესავსებად სიგარების მაღაზიაში შევიარე. როგორც ყოველთვის, ოგი იმ დღესაც დახლთან იდგა. უნებურად, მისთვის ჩემი საფიქრალის გაზიარება მომინდა. "საშობაო მოთხრობა?’’ თქვა ოგიმ, სათქმელი რომ მოვამთავრე. "სულ ეგ არის? ერთი სადმე ვახშამზე დამპატიჟე, მეგობარო, და ისეთ ამბავს მოგიყვები, რომ ეგეთი ცხოვრებაში არ გექნება გაგონილი, თან სიტყვას გაძლევ, თითოეული სიტყვა სიმართლე იქნება.’’

ერთი კვარტლით ქვემოთ, ჯეკის პატარა რესტორანში შევედით, ხმაურიან პატარა სადელიკატესოში, სადაც მშვენიერი ლორიანი სენდვიჩები იცოდნენ, კედლები კი "დოჯერსის’’ ძველი გუნდური ფოტოებით იყო დაფარული. უკან თავისუფალი მაგიდა ვიპოვეთ, შეკვეთა მივეცით და მერე ოგი გზნებით შეუდგა თავისი ამბის მოყოლას.

"სამოცდათორმეტის წლის ზაფხული იყო’’, თქვა მან, "ერთ დილასაც მაღაზიაში ბიჭი შემოვიდა და თაროებიდან რაღაცეების აწაპვნა დაიწყო. ცხრამეტის ან ოცის იქნებოდა, და უნდა გითხრა, რომ ეგეთ მონდომებულ ქურდს ცხოვრებაში პირველად ვხედავდი, გულიც კი ამიჩუყდა. მოპირდაპირე სტელაჟს იყო მიმდგარი, და წიგნებს საწვიმარის ჯიბეებში იტენიდა. დახლის გარშემო ხალხი იდგა, ამიტომ თავიდან ვერ დავინახე, მაგრამ როცა შევნიშნე, ყვირილი დავუწყე. კურდღელივით მოცოცხა, და სანამ დახლს უკნიდან გამოვაღწიე, ის უკვე ატლანტიკ ავენიუზე გარბოდა. დაახლოებით ნახევარი კვარტალი ვდიე, მერე ხელი ჩავიქნიე. ამ სირბილში ჯიბიდან რაღაც ამოუვარდა, და რაკი სირბილის თავი აღარ მქონდა, მივედი და დავიხარე, რომ მენახა, რა იყო.’’
"
საფულე აღმოჩნდა. ფული არ ედო, მაგრამ მართვის მოწმობას და რამდენიმე სახელდახელო ფოტოს გადავაწყდი. შეიძლება, პოლიციელებისთვის უნდა დამეძახა კიდეც და მისი დაჭერა მეთხოვა, მოწმობაზე ხომ მისი სახელიც ეწერა და მისამართიც, მაგრამ რაღაცნაირად შემეცოდა. ბოლოს და ბოლოს ერთი საცოდავი ბაცაცა იყო, და მეტი არაფერი; თანაც, საფულეში ნაპოვნი სურათები რომ დავათვალიერე, სიბრაზემ სულ გადამიარა. რობერტ გუდვინი. ეს იყო მისი სახელი და გვარი. ერთ-ერთ ფოტოზე, მახსოვს, დედასთან თუ ბებიასთან ხელგადახვეული იდგა; მეორეზე ცხრა ან ათი წლის იქნებოდა, ბეისბოლისტის ფორმით იჯდა და ისე იღიმებოდა, ყველა კბილი გადმოყრილი ქონდა. უგულო კაცი ვარ-მეთქი, ვიფიქრე. ბიჭი, შეიძლება დაბოლილი იყო, ან რაღაც ჰქონდა ნაყნოსი. საწყალი ბრუკლინელი ბიჭი, რომელსაც წინ არაფერი კარგი არ ეჭყანება-თქო. ის რამდენიმე ნაგავში გადასაგდები წიგნი კი ვის რაში სჭირდებოდა?
 

"ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ის საფულე დავიტოვე. რამდენჯერ დამიპირებია პატრონისთვის მისი დაბრუნება, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგებოდა, ყოველ ჯერზე სხვა დროისთვის ვდებდი ხოლმე და სამაგისოდ თითი თითზე არ დამიკრავს. ერთიც გავიხედოთ, და, შობა კარზეა მომდგარი, მე კი მოწყენილობისგან აღარ ვიცი, რა კედელს მივეხალო. ჩვეულებრივ, ამ დღეს ბოსი მპატიჟებს ხოლმე თავის სახლში, მაგრამ იმ წელს ოჯახთან ერთად ნათესავების მოსანახულებლად ფლორიდაში გაემგზავრა. ერთი სიტყვით, ვზივარ დილით სრულიად მარტო ჩემს ბინაში და საკუთარი თავი მეცოდება. მერე თვალში სამზარეულოს თაროზე შემოდებული რობერტ გუდვინის საფულე მხვდება, და ჩემთვის ვფიქრობ, რატომაც არა, რატომ არ შეიძლება, ერთხელ კეთილი საქმე გავაკეთო; პალტოს ვიცვამ და საფულის დასაბრუნებლად სახლიდან გავდივარ.’’

"მისამართმა ბაუარამ ჰილთან მიმიყვანა, სადღაც გადაკარგულში, მრავალსართულიან დასახლებაში. იმ დღეს გვარიანად ყინავდა, მე კი, მახსოვს, სანამ შენობას ვიპოვიდი, გზა რამდენჯერმე ამებნა. იქ ყველა სახლი ერთმანეთს გავს, შეიძლება, გარს ერთსა და იმავე ადგილს უვლიდე, და თავი შორს გეგონოს წასული. ამას არა აქვს მნიშვნელობა; ბოლოს და ბოლოს იმ ბინას ვპოულობ, რომელსაც ვეძებდი, და ზარს ვრეკავ. ჩამიჩუმი არ ისმის. ჩემთვის ვფიქრობ, ალბათ, შინ არავინ არის-მეთქი, მაგრამ მაინც რომ დავრწმუნდე, ზარს კიდევ ერთხელ ვრეკავ. სადაცაა, უკან გაბრუნებას ვაპირებ, და ამ დროს კარებთან ფეხის ჩაჩუნი მესმის. მოხუცი ქალის ხმა მეკითხება, ვინ ვარ, და მეც ვპასუხობ, რომ რობერტ გუდვინს ვეძებ. "შენა ხარ, რობერტ?’’ ამბობს მოხუცი, მერე დაახლოებით თხუთმეტ საკეტს აჩხაკუნებს და კარს აღებს. ოთხმოცდაათის თუ არა, ოთხმოცის მაინც იქნება, და პირველი, რასაც ვამჩნევ, ისაა, რომ მოხუცი ბრმაა. "ვიცოდი, რომ მოხვიდოდი, რობერტ,’’ მე მეუბნება, "ვიცოდი, რომ შენი ბებია ეთელი შობადღეს არ დაგავიწყდებოდა.’’ და მერე ხელებს ისე შლის, თითქოს მოხვევას მიპირებს.

დიდი ფიქრის დრო არ მქონდა, ხომ გესმის. სასწრაფოდ რაღაც უნდა მეპასუხნა, და სანამ მივხვდებოდი, რა ამბავია ჩემს თავს, საკუთარი პირიდან ამოსული სიტყვები მესმის. "ხო, ბებია ეთელ,’’ ვეუბნები, "ჩამოვედი, შობაზე მაინც ხომ უნდა მენახე.’’ არ მკითხო, ეს რატომ გავაკეთე. წარმოდგენა არ მაქვს. ალბათ, მისთვის იმედის გაცრუება არ მინდოდა, ან რაღაც მაგდაგვარი. არ ვიცი. უბრალოდ, ესე გამოვიდა; და მერე იმ მოხუცმა ქალმა თავისი ბინის შესასვლელთან გულში ჩამიკრა, და საპასუხოდ მეც მოვხვიე ხელები.

მე ხომ არ მითქვამს, რომ მისი შვილიშვილი ვარ. ყოველ შემთხვევაში, ამ სიტყვებით არა; ეს კი იგულისხმებოდა, მაგრამ ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ მისი მოტყუება არ მინდოდა. რაც იქ მოხდა, თამაშს გავდა, რომელიც ორივემ ერთდროულად გადავწყვიტეთ გვეთამაშა, და რომლის წესები არავის დაუწესებია. მოხუცი, რა თქმა უნდა, მიხვდა, მისი შვილიშვილი რობერტი რომ არ ვიყავი. კი, ბრმაც იყო და ფეხზეც ძლივს იდგა, მაგრამ საქმე ისე ცუდად არ ქონდა, რომ უცხო კაცი საკუთარი სისხლისა და ხორცისგან ვერ გაერჩია. ამ თავის მოკატუნებით ბედნიერი ჩანდა, და, რადგან სხვა, უკეთესი საქმე არ მქონდა, თამაშში ავყევი, და თავი მეც ბედნიერად ვიგრძენი.’’

"ერთი სიტყვით, ბინაში შევყევი და მთელი დღე ერთად გავატარეთ. უნდა გითხრა, რომ იქაურობა მტვერს და ნაგავს მიქონდა, მაგრამ, მეორეს მხრივ, რას უნდა მოელოდე ბრმა ქალისაგან, რომელსაც საოჯახო საქმის კეთება თვითონ უხდება? ყოველ ჯერზე, როცა ჩემს ამბებს კითხულობდა, ახალი ტყუილს ვიგონებდი. ვუთხარი, რომ კარგი სამუშაო ვიშოვე სიგარების მაღაზიაში; რომ ძალიან მალე ცოლის მოყვანას ვაპირებ, ის კი თავს ისე მაჩვენებდა, თითქოს ჩემი ნათქვამი თითოეული სიტყვა სჯეროდა. "ძალიან კარგია, რობერტ,’’ მეუბნებოდა, თავს მიქნევდა და იღიმებოდა. "ვიცოდი, რომ ბოლოს მაინც სწორ გზას დაადგებოდი.’’
რაღაც ხანი გავიდა და ვიგრძენი, რომ ნელ-ნელა ძალიან მშივდება. სამზარეულოში ბევრი არაფერი მეგულებოდა, ამიტომ მაღაზიაში ჩავედი და ათასი რამე ამოვიტანე: შესაწვავად მომზადებული ქათამი, ბოსტნეულის წვნიანი, კარტოფილის სალათი, შოკოლადის ტორტი და კიდევ რაღაც-რაღაცეები. ეთელს საძინებელში ერთი ბოთლი ღვინო აღმოაჩნდა გადანახული, ისე რომ, ჩვენში დარჩეს და, გვარიანი საშობაო სუფრა გამოგვივიდა. მახსოვს, ღვინო ორივეს მოგვეკიდა, და სადილის შემდეგ სასტუმრო ოთახში გადავედით. იქ უფრო მოსახერხებელი სავარძლები იყო. მერე საჭიროებამ მიწია, მოვუბოდიშე და დერეფნის გავლით აბაზანაში შევედი. იქ საქმე სულ სხვანაირად წარიმართა. ეთელის შვილიშვილად თავის გასაღება ხომ ისედაც ვერაფერი საქციელია, მაგრამ ის, რაც მერე გავაკეთე, უკვე ნამდვილი სიგიჟე იყო, ჩემი თავისთვის დღემდე ვერ მიპატიებია.’’

"
აბაზანაში შევდივარ, და შხაპის გვერდზე, კედელთან ვშეშდები. თაროზე ჩამწკრივებულ ექვს, თუ შვიდ ფოტოაპარატს ვხედავ. ყველა უახლესი გამოშვების ოცდათხუთმეტმილიმეტრიანი აპარატია, თავ-თავისი ყუთებით, ყველა საუკეთესო ხარისხის. ვხვდები, რომ ესენი ნამდვილად რობერტის მოპარულებია, რომ მისი ბოლოდროინდელი გატაცება ეს ყოფილა და რომ მის სამალავს წავაწყდი. სურათები ცხოვრებაში არ მქონდა გადაღებული, და მითუმეტეს, არასდროს არაფერი მომიპარავს, მაგრამ იმ წუთას, როცა აბაზანაში ის ფოტოაპარატები დავინახე, გადავწყვიტე, რომ ერთი ცალი ჩემთვის დამეთრია. აი ესე, უბრალოდ. დიდხანს არ მიფიქრია, ერთი ყუთი ამოვიიღლიავე და სასტუმრო ოთახში დავბრუნდი.
სულ რამდენიმე წუთით ვიყავი გასული, ბებია ეთელი კი სავარძელში ჩაძინებული დამხვდა. როგორც ჩანს, კიანტი ბევრი მოგვივიდა. სამზარეულოში გავედი და თეფშები დავრეცხე, იმას კი ეძინა და ძილში ახალშობილი ჩვილივით ფშვინავდა. გაღვიძებაში დიდი აზრი ვერ დავინახე და წასვლა გადავწყვიტე. დასამშვიდობებლად წერილსაც კი ვერ დავტოვებდი, - მოხუცი ხომ ბრმა იყო. ამიტომ უბრალოდ წამოვედი. შვილიშვილის საფულე მაგიდაზე დავუტოვე, აპარატი ავიღე და ბინის კარი გამოვიხურე. აი, ესე იყო ეს ამბავი.’’

"მის სანახავად აღარ დაბრუნებულხარ?’’ ვკითხე.
"
მარტო ერთხელ,’’ მიპასუხა, "სამი თუ ოთხი თვის შემდეგ. აპარატის ქურდობის მერე თავს ისე ცუდად ვგრძნობდი, რომ ერთხელაც არ გამომიყენებია. ბოლოს მისი დაბრუნება გადავწყვიტემაგრამ ეთელი იქ აღარ დამიხვდა. არ ვიცი, რა ბედი ეწია, მაგრამ მის ბინაში უკვე სხვა ხალხი იყო შესახლებული, ეთელის ამბავი კი ვერავინმითხრა.’’
"
ალბათ გარდაიცვალა.’’
"
ხო, ალბათ’’…
"
ესე იგი, თავისი უკანასკნელი შობა შენთან ერთად გაუტარებია, არა?’’
"
როგორც ჩანს. მაგაზე არასდროს მიფიქრია.’’
"
კეთილი საქმე გაგიკეთებია, ოგი. ძალიან კარგი რამე გაგიკეთებია ბებოსთვის.’’
"
ჯერ მოვატყუე, მერე მოვპარე. არ მესმის, როგორ შეგიძლია მაგას კეთილი საქმე დაარქვა.’’
"
თავი ბედნიერად ხომ აგრძნობინე. აპარატი კი მაინც ნაქურდალი იყო, და იმას, ვისგანაც წამოიღე, არ ეკუთვნოდა.’’
"
ყველაფერი ხელოვნებისთვის, არა, პოლ?’’
"
ეგ არ მითქვამს, მაგრამ კარგი გამოყენება ხომ უპოვნე?’’
"
აბა, რას იტყვი, გაქვს თუ არა საშობაო ამბავი?’’
"
კი,’’ ვუთხარი, "მგონი მაქვს.’’

და აქ ერთი წუთით გავირინდე, რადგან ოგის სახეზე ეშმაკურმა ღიმილმა გადაურბინა. დარწმუნებული ვერ ვიქნებოდი, ოღონდ თვალები ისეთი იდუმალებით უბზინავდა, შინაგანი ნეტარების ისეთი სხივი ედგა, რომ უეცრად აზრმა გამკრა, ხომ არ გამოიგონა ყველაფერი-მეთქი. მაგრამ იქვე მივხვდი, რომ მაგას არც არასდროს მეტყვის. მეც თავი ისე მოვაჩვენე, თითქოს დავიჯერე, და მთავარი ეს იყო. თუ ერთ ადამიანს მაინც სჯერა, როგორ შეიძლება, ის ამბავი ნამდვილი არ იყოს.

"ძალიან მაგარი ხარ, ოგი,’’ ვუთხარი. "გმადლობ. მართლა დამეხმარე.’’
"
ღმერთმა შეგარგოს, მაგისთვის ყოველთვის მზად ვარ,’’ მიპასუხა ოგიმ, რომელსაც თვალებში ისევ ის მანიაკალური სინათლე ედგა. "გარდა მაგისა, თუ მეგობრისთვის შენი საიდუმლოს გაზიარება არ შეგიძლია, რაღა მეგობარი გქვია?’’
"
მგონი, ერთი საიდუმლო მეც მმართებს შენი.’’
"
არაფერი არ გმართებს. ჩათვალე, რომ უცებ სურვილი გამიჩნდა და მოგიყევი, და არც მანამდე გმართებდა ჩემი რამე.’’
"მარტო ეს ერთი ვახშამი.’’
"
ხო. მარტო ეს ერთი ვახშამი.’’
ოგის ღიმილს ღიმილით ვუპასუხე, მერე ოფიციანტს დავუძახე და ანგარიშის მოტანა ვთხოვე.

 

      გაეცანი უცხო ტექსტს და ისჯელე:

•             დაახასიათე მთავარი პერსონაჟი;

•             გამოხატე პირადი დამოკიდებულება ტექსტში აღწერილი ამბის შესახებ;

•             იმსჯელე თხრობის სტილსა და მხატვრულ-გამომსახველობით ხერხებზე;

 

 

 

დავალება N11: ხოსე ორტეგა ი გასეტი-ესე (ფრაგმენტი წერილიდან)

 

ძნელად მოსაძებნია იმაზე უფრო ადამიანური ურთიერთობა, რომელიც დედა-შვილს ან შეყვარებულებს აკავშირებს. უაღრესად უნიკალური არსებადედა ხომ თავისი უნიკალური ქმნილებისშვილის გამო ცხოვრობს. შეყვარებულობის დროს კი სწორედ ამ კონკრეტულ მამაკაცს უყვარს სწორედ ეს კონკრეტული ქალი- შეუდარებელი, შეუცვლელი, ერთადერთი. მათი ქცევა, მათი ერთმანეთისადმი დამოკიდებულება პიროვნებათშორისი ურთიერთობის ძალზე ნათელი მაგალითია.

სიყვარული, რომელსაც მზერა და ალერსი ასულდგმულებს, უფრო მეტად ცოცხლდება საუბრით, დაუსრულებელი დიალოგით. სიყვარული მგალობელი ფრინველივით სტვენს და ჭიკჭიკებს, სიყვარული მჭევრმეტყველია და, თუ რომელიმე შეყვარებული მაინც დუმს, ეს იმას ნიშნავს, რომ მას სხვაგვარად არ შეუძლია. ის ბუნებითაა გამორჩეულად მდუმარი.

ეს უაღრესად ინდივიდუალური ქმედება, რომელსაც ორივე მონაწილე მთელ თავის პიროვნულ სიღრმეს ახმარს, ორიგინალური შესაქმის ეს უწყვეტი აქტისიყვარულიშუამავლად მეტყველებას ირჩევს. ლაპარაკი გარკვეული ენის გამოყენებას ნიშნავს, თუმც, შეყვარებულებს არ შეუქმნიათ იგი. ენა, რომელზეც მიჯნურები საუბრობენ, მათთან ერთად არსებობდა, საზოგადოებაში ფეთქავდა.

ბავშვობაშივე ჩასახლდა მასში ადამიანთა სამეტყველო აღქმასთან ერთად. რამეთუ ენასიმთავითვე და სამუდამოდ მარად მშობლიურს   ითვისებენ არა გრამატიკიდან ან ლექსიკონიდან, არამედმხოლოდ ადამიანური მეტყველებიდან.

 

წერილის წაკითხვის შემდეგ იმსჯელე;

  • ისაუბრე ფრაგმენტის მთავარი სათქმელის შესახებ;
  • იმსჯელე თხრობის სტილსა და ფორმაზე, რომელსა კონკრეტული მიზნით იყენებს ავტორი (დაასახელე ეს მიზანი);
  • გამოხატე პირადი დამოკიდებულება ტექსტში აღწერილის შესახებ (ეთანხმები, არ ეთანხმები, რატომ?);

 

 

 

 

 

 

 

დავალება N12: ხულიო კორტასარი-მიტაცებული სახლი

 

  სახლი ჩვენ მოგვწონდა. იგი ფართოც იყო და ძველიც (რასაც იშვიათად შეხვდებით ახლა, როცა ძველ სახლებს გამორჩენის თვალით უყურებენ). მაგრამ მთავარი მაინც ის იყო, რომ იგი ინახავდა ჩვენი წინაპრების ხსოვნას, პაპაჩემისას მამის მხრიდან, დედაჩემის, მამაჩემის და ჩვენი ბავშვობის ხსოვნას.

მე და ირენე მარტო ყოფნას მივეჩვიეთ. თუმცა, რასაკვირველია, ეს სისულელე იყო, ჩვენს სახლში ბარე რვა კაცი დაეტეოდა. შვიდ საათზე ვდგებოდით, იქაურობას ვალაგებდით, დაახლოებით თერთმეტ საათზე მე ქურასთან ვიწყებდი ტრიალს, დარჩენილ ორ-სამ ოთახს კი მისალაგებლად დას ვუტოვებდი. ზუსტად შუადღისას ვსაუზმობდით, ამის მერე ჭურჭლის დარეცხვის გარდა საქმე აღარაფერი გვქონდა. მაგიდასთან შემომსხდარებს გვიყვარდა ჩვენს დიდსა და მყუდრო სახლზე ფიქრი, ფიქრი იმაზე, სხვის დაუხმარებლად როგორ მშვენივრად ვუძღვებოდით აქაურობას. ხანდახან გვეგონა, რომ სწორედ ამ სახლის გადამკიდენი დავრჩით მარტონი. ირენემ სრულიად უმიზეზოდ უთხრა უარი ორ საქმროს, ჩემი მარია ესთერი კი დაწინდვამდე გარდაიცვალა. ორივენი ორმოცს ვიყავით მიტანებულნი და თითოეულს ჩვენდათავად გვჯეროდა, და-ძმის უშფოთველი და გულითადი ურთიერთობით დავასრულებდით ამ სახლის ყოფილ ბინადართა საგვარეულოს: ვფიქრობდით, ოდესმე, აქ დავიხოცებოდით, სახლს კი ჩვენი უცხვირპირო შთამომავლობა დაეპატრონებოდა და ქვითა და მიწით სარგებლობის გულისათვის ნანგრევებად აქცევდა მას. ან სანამ გვიან არ იყო, იქნებ ჩვენ თვითონ დაგვენგრია?

ირენეს თავის დღეში არავისთვის უწყენინებია, დილით მორჩებოდა თუ არა სახლის დალაგებას, თავის საძინებელ ოთახში  ტახტზე მოკალათდებოდა და დაღამებამდე ქსოვდა. არ ვიცი ამდენს რასა ქსოვდა. ვფიქრობ, ქალები ქსოვას იმიტომ ისაბაბებენ, რომ სხვა აღარაფერი გააკეთონ. თუმცა ირენეზე ამას ვერ იტყოდი; ის მუდამ საჭირო რამეებს ქსოვდა საზამთროდ; ჩემთვის წინდებს, თავისთვის კოფთებს. თუ არ მოეწონებოდა, არც დაფიქრდებოდა, ისე დაარღვევდა ახლად მოქსოვილ სვიტერს, ჰოდა, მეც მიყვარდა საათობით მეცქირა, როგორ იდო შეუცვლელად კალათში გორგალი. შაბათობით ძაფის საყიდლად ცენტრში დავდიოდი; ჩემი და მენდობოდა, ფერებს მშვენივრად ვარჩევდი და ერთი გორგლის გამოცვლაც არ დაგვჭირვებია. შინიდან გასული შემთხვევით ვსარგებლობდი, შევივლიდი ბიბლიოთეკაში და ვკითხულობდი თუმცა ყოველთვის უშედეგოდ საფრანგეთიდან ახალი ხომ არაფერი მოსულა-მეთქი. 1939 წლიდან მოკიდებული ჩვენთან, არგენტინაში საყურადღებო აღარაფერი შემოდიოდა.

თუმცა მე ხომ სახლზე ვაპირებდი ამბის მოყოლას, სახლსა და ჩემს დაზე, რადგან თვითონ მე არაფრით არა ვარ საინტერესო. რა ეშველებოდა ნეტა ირენეს, ქსოვა რომ არ გამოეგონებინათ. ხელმეორედ წიგნის გადაკითხვა შეიძლება, მაგრამ პულოვერის ხელახლა მოქსოვა მეტისმეტია. ერთხელ კომოდის უჯრაში, სადაც ზამთრის ტანსაცმელს ვინახავდით, წყობად დალაგებულ, ნაფტალინწაყრილ უთვალავ თეთრ, მწვანე და იასამნისფერ თავსაფრებს წავაწყდი. ვერ გავბედე, მეკითხა, ამდენი თავსაფარი რად გვინდა-მეთქი. ფული არ გვიჭირდა, ფულს სოფლიდან ყოველთვიურად ვღებულობდით და ჩვენი ქონებაც დღითი დღე იზრდებოდა. ეტყობა, ჩემს დას გუნებით უყვარდა ქსოვა და განსაცვიფრებლადაც ქსოვდა. შემეძლო, საათობით მედევნებინა თვალი მისი ხელებისათვის, ვერცხლისფერი ჩხირების სწრაფი ელვარებისა და იატაკზე მდგარ კალათში გორგლების მოძრაობისათვის, ლამაზი სანახავი იყო.

არასოდეს დამავიწყდება ოთახების განლაგება. სასადილო, გობელენებიანი დარბაზი, ბიბლიოთეკა და სამი დიდი საძინებელი ოთახი სახლის მეორე მხარეს იყო, მათი ფანჯრები როდრიგეს პენიას ქუჩაზე გადიოდა. იქით გამავალი დერეფნისაგან მუხის კარი გვყოფდა. ჩვენს მხარეს სამზარეულო, სააბაზანო, ჩვენი ოთახები და სასტუმრო იყო, იქიდან ჩვენთან შემოსვლაც შეიძლებოდა, დერეფანში გასვლაც და, პატარა ტამბურს თუ გაივლიდით, მაიოლიკით მოპირკეთებულ წინკარშიც. შეხვიდოდით ამ წინკარში, გააღებდით კარს და ჰოლში აღმოჩნდებოდით, იქიდან კი ჩვენს ოთახში, დერეფნის იქით ცოტას კიდევ თუ გაუყვებოდით სახლის შორეულ კუთხეში გახვიდოდით, რომლისგანაც მეორე მუხის კარი გვყოფდა. ამ კარის წინ მდგარი, მარცხნივ რომ შეტრიალებულიყავით,  ვიწრო გასასვლელით სამზარეულოსა და სააბაზანოში მოხვდებოდით. მუხის კარი ღია როცა იყო, სახლი ნამდვილად ვეებერთელა ჩანდა, როცა ვხურავდით, თავი თანამედროვე ვიწრო ბინაში გვეგონა. მე და ირენე კარს აქეთ ვცხოვრობდით, კარს იქით მარტო დასალაგებლად გავდიოდით საოცარია პირდაპირ, როგორ იდებს მტვერს ეს ავეჯი! ბუენოს-აირესი სუფთა ქალაქია, მაგრამ ამას ქალაქელებს უნდა უმადლოდნენ. ჰაერში მუდამ მტვრის კორიანტელი დგას დედამიწა გამომშრალია და საკმარისია ქარმა დაუბეროს, რომ მტვრით დაიფაროს მარმარილოს კონსოლი და ჭრელი სუფრები. მაგასთან, სულ ერთია, ვერაფერს გააწყობ, სადაც არა მგონია, იქ დაგხვდება, შენ ცოცხით ფერთხავ, ის კი ისევ და ისევ ედება სავარძლებსა და როიალს.

ეს ამბავი ჩემს სიცოცხლეში მემახსოვრება, რადგან ყველაფერი ძალზე უბრალოდ მოხდა. ირენე თავის ოთახში ქსოვდა, საათმა რვა დარეკა, მე მატეს დალევა მომინდა. დერეფანი გავიარე, გამოღებულ კარამდე მივედი და სამზარეულოსკენ რომ შევტრიალდი, ბიბლიოთეკიდან თუ სასადილოდან ხმაური მომესმა, ყრუ და გაურკვეველი ხმაური, თითქოს ვიღაცეები საუბრობდნენ, თუ სავარძლები ეცემოდა ხალიჩაზე. იმავე წამს, ან შეიძლება ცოტა მოგვიანებით, ხმაური დერეფნის მეორე მხრიდან გავიგონე. მაშინვე კარს ვეცი და დავკეტე. კიდევ კარგი, გასაღები ჩვენსკენ იყო, გულის დასაარხეინებლად ურდულიც გავუყარე.

მერე სამზარეულოში შევედი, მატე მოვადუღე, ირენეს მივუტანე და ვეუბნები:

კარი დავკეტე, მეტი გზა არ იყო, იქითა ოთახები დაუკავებიათ.

ირენემ საქსოვი კალთაზე დაუშვა და სერიოზული, დაღლილი მზერა მომაპყრო.

დარწმუნებული ხარ?

მე თავი დავუქნიე.

რას იზამ, აქეთ ვიცხოვროთ, თქვა და ქსოვა განაგრძო.

მე ფრთხილად გავუწოდე მატე. სანამ ქსოვას მიუბრუნდებოდა, ირენე ცოტა ხანს შეყოვნდა. მახსოვს, ნაცრისფერ ჟილეტს მიქსოვდა; ძალზე მომწონდა ის ჟილეტი.

პირველ დღეებში გაგვიჭირდა კარს იქით ბევრი საყვარელი ნივთი დაგვრჩა. ჩემი ფრანგული წიგნები ბიბლიოთეკაში ელაგა, ირენე ხელსახოცებსა და თბილ ფაჩუჩებს მოისაკლისებდა. მე ჩემი ღვიის ჩიბუხი მენატრებოდა, ვინ იცის, ჩემს დასაც როგორ უნდოდა ერთი ბოთლი ძველი ღვინის გამოტანა. ზოგჯერ რომელიმე უჯრას რომ გამოვწევდით და ჩვენთვის საჭირო ნივთს ვერ ვიპოვიდით, ნაღვლიანად გადავხედავდით ერთმანეთს და ვიტყოდით:

არა, აქ არ არის.

თუმცა ამ ამბით რაღაცით მაინც ვისარგებლეთ. სახლის მოვლა გაგვიიოლდა; ახლა უფრო გვიან ვდგებოდით და თერთმეტი საათისთვის ვასწრებდით დალაგებას. სამზარეულოში ირენეც მუდამ ჩემთან იყო. ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტეთ, სანამ მე სადილს გავაკეთებდი, ის ვახშმის თადარიგს შესდგომოდა, რაიმე ცივი კერძი მოემზადებინა, ქურასთან ტრიალი საღამოობით გვეზარებოდა მაინც და ახლა პირდაპირ ირენეს მაგიდაზე ვშლიდით ხოლმე ცივ საუზმეულს.

ჩემს დას, მისდა სასიხარულოდ, საქსოვად გაცილებით მეტი დრო დარჩა, მე კი, ჩემი წიგნების დამკარგავს, სასიხარულო ბევრი არაფერი მქონდა, მაგრამ ირენესათვის გუნება რომ არ გამეფუჭებინა, მამისეული მარკების კოლექციის წესრიგში მოყვანა დავიწყე და, ასე თუ ისე, დროს მაინც ვკლავდი. ვცხოვრობდით ჩვენთვის, მოწყენილობა არ გვემჩნეოდა. ერთთავად ჩემი დის ოთახში ვისხედით, იქ უფრო სიმყუდროვე იყო, ხანდახან ჩემი და მეტყოდა ხოლმე:

ნახე, რა ღილკილო გამომივიდა! ნამდვილ სამყურას ჰგავს.

მე, სამაგიეროდ, ოთხკუთხა ქაღალდებს ვუჩვენებდი, ისიც ტკბებოდა უცხოური მარკების ცქერით. თავს მშვენივრად ვგრძნობდით. ფიქრს გადავეჩვიეთ. ცხოვრება თურმე უამისოდაც შეიძლება. ყოველივე ეს რომ არ დასრულებულიყო, დასაწერიც არაფერი მექნებოდა. ერთ საღამოს, დაძინების წინ მომწყურდა, ვთქვი, სამზარეულოში გავალ, წყალს დავლევ-მეთქი. ზღურბლს გადავაბიჯე თუ არა, ხმაური შემომესმა, ვერ ვიტყვი, სამზარეულოდან თუ სააბაზანოდან (დერეფანი გვერდზე გადიოდა და გარჩევა ჭირდა). ჩემი და ქსოვდა, მაგრამ იგრძნო, რომ შევყოვნდი და უმალ ჩემთან გაჩნდა. ორივემ ერთად მივაყურადეთ. ხმაური კარს იქიდან კი არა, ნამდვილად აქვე, დერეფნიდან, სამზარეულოდან თუ სააბაზანოდან ისმოდა.

ერთიმეორეს თვალს ვარიდებდით. მერე ჩემს დას ხელი ჩავავლე და უკანმიუხედავად წინკარში გამოვიყვანე. ყრუ ხმაური თანდათანობით მატულობდა. კარი მივიხურე. წინკარში სიწყნარე იდგა.

ეს მხარეც მიისაკუთრეს, თქვა ჩემმა დამ. ძაფი ძირს ეთრეოდა, გორგალი კარს იქით დარჩენილიყო, ამის დანახვაზე ირენემ საქსოვი გულგრილად დააგდო იატაკზე.

თან არაფერი წამოგიღია? ვკითხე სულელურად.

არაფერი.

წამოვედით ასე, ცარიელ-ტარიელნი. გამახსენდა კარადაში თხუთმეტი ათასი პესო დამრჩა, მაგრამ გვიანღა იყო.

საათი ხელზე მეკეთა. ვხედავ, უკვე თერთმეტია. დას ხელი მოვხვიე (ის, მგონი, ტიროდა) და სახლიდან გამოვედით. გულზე ნაღველი შემომაწვა. კარი მაგრად დავკეტე, გასაღები კი წყალსადინარში მოვისროლე. არა მგონია, ამ დროს ვინმემ ქურდობა განიზრახოს, გავივლე გუნებაში; თანაც სახლი ხომ დაკავებულია!

 

 

კითხვები გასააზრებლად;

  • რა მოლოდინს ქმნის მოთხრობის სათაური?
  • როგორი ადამიანები არიან სახლის მეპატრონეები?
  • როგორია პერსონაძების ცხოვრება,რა მოგწონთ მათ ყოფაში და რა არ მოგწონთ?
  • რატომ ხდება ის, რომ საკუთარი მამაპაპისეული სახლიდან ადამიანებს მარტივად აძევებენ?
  • რა უნდა გაითვალისწინოს ადამიანმა, როცა წინაპართა ქონებაზე მემკვიდრეობის უფლებას  მიიღებს?
  • რა აკლია მოთხრობას შენთვის (მკითხველისთვის)?

 

მითითებები ტექსტის გააზრებისთვის;

  • დაახასიათე  მთავარი პერსონაჟები;
  • ისაუბრე განწყობის შესახებ, რომელსაც აღწერილი ამბავი უქმნის მკითხველს;
  • ისაუბრე ავტორის თხრობის სტილსა და მხატვრულ-გამომსახველოთ საშუალებებზე;

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

II თავი: არგუმენირებული მსჯელობა

დავალება N13: თეზისი: ადამიანებს ტყუილების მოსმენა აბედნიერებთ, მარტივად იჯერებნ ტყუილს, ძნელად-სიმართლეს

 

დავალება N14: თეზისი: ადამიანები ელოდებიან, რომ განსაცდელი შეცვლის სამყაროს, თუმცა ადამიანის ბუნებას ვერაფერი შეცვლის...

 

 

დავალება N15: თეზისი- დროის მიხედვით ხდება მოსაზრებათა და შეხედულებათა გადაფასება, ადამიანი იცვლის შეხედულებებსა  და პრინციპებს

 

დავალება N16: თეზისი- ბუნების გაჩანაგება (იშვიათი ჯიშის ხეების მოჭრა სხვადასხვა რელიგიური რიტუალებისთვის) არ შეიძლება, იყოს რელიგირობისა და ღმერთის სიყვარულის მაჩვენებელი

დავალება N17: თეზისი- რთულ ვითარებაში გადარჩენის საშუალება აქვს მას, ვისაც სხვისთვის დახმარების გაწევა შეუძლია

 

დავალება N18: თეზისი- არსებობს მოსაზრება, რომ ადამიანები ცხოვრობენ ისე, როგორი ცხოვრებაც დაიმსახურეს თავიანითი გარჯით

დავალება N19: თეზისი- სიტყვები ცვლიან ურთიერთობებს, მათ შეუძლიათ შენებაც და ნგრევაც

 

დავალება N20:  თეზისი- სიმდიდრის შეგროვების ნიჭზე მნიშვნელოვანი, მისი გონივრულად გამოყენების უანარია

 

დავალება N21: თეზისი- შეტევა საუკეთესო თავდაცვაა, დაეთანხმე ან უარყავი!

 

დავალება N22: თეზისი-მოთმინება გამარჯვებისათვის საჭირო აუცილებელი იარაღია, სულსწრაფი მუდმივად კარგავს გამარჯვების შანსს

 

დავალება N23: თეზისი: როცა საქმე წახდენილია, დამნაშავის ძიება უგუნურებაა, სჯობს, გამოსწორების გზა ვიპოვნოთ

დავალება N24: თეზისი- კოსმოპოლიტიზმი საფრთხეს უქმნის პატრიოტულ მსოფლმხედველობას, ის ეროვნული სახელმწიფოების გაქრობის მიზეზი შეიძლება გახდეს

დავალება N25: თეზისი- ის, ვინც მუდმივად თმობს, ვერასოდეს აღწევს სასურველ მიზანს

დავალება N26: თეზისი- არსებობს ხალხური გამონათქვამი, ყველაფერი, რაც ბრწყინავს, ოქრო არ არის.იმსჯელე ამ გამონათქვამის არსზე, დაეთანხმე ან უარყავი!

დავალება N27: თეზისი- ალბერ კამიუ მიიჩნევდა, რომ ვინც ბედნიერების ნაცვლად პრინციპულობას აირჩევს, უბედური იქნება"-დაეთანხმე ან უარყავი!

 



[1]   პუებლო – (Pueblo),  აშშ-ის სამხრეთ-დასავლეთ ინდიელ ხალხთა ჯგუფისპუებლოს ახალშენებისათვის დამახასიათებელი ალიზის ან ქვიშაქვისაგან აგებული მრავალოთახიანი სახლი-ციხესიმაგრე, რომელსაც აქვს შიდა მოედანი და ყრუ გარე კედელი. ასეთი სახლების სართულები (5-6 -მდე) ზემოთ ტერასებით ადიოდა.


III თავი: თავისუფალი დავალებები

 

 დავალება N28: ამბავი კაილ შვარცზე , პედაგოგზე დენვერიდან (კოლორადოს შტატი).

ერთხელ მან მოსწავლეებს მარტივი დავალება მისცა. სთხოვა, დაესრულებინა წინადადება - «მე მსურს, რომ ჩემმა მასწავლებელმა იცოდეს....

ახლა წარმოიდგინეთ, რომ თქვენს მასწავლებელსაც სურს იცოდეს, რა უნდა იცოდეს...

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დავალება N29: გაეცანით ისტორიას და შექმენით მოთხრობა ან პიესა!

ბიჭმა ველოსიპედი ხეს მიაბა და თვითონ 1914 წელს პირველ მსოფლიო ომში წავიდა. აღარ დაბრუნებულა...

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დავალება N30: ცხრილში მოცემული სიტყვები დაალაგე იმის მიხედვით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია შენთვის; ამის შემდეგ კი (სპეციალურად გამოყოფილ ხაზებზე) განმარტე თითოეული მათგანის მნიშველობა და მოცემულ გრაფაში მისი ადგილი.

სიტყვა

ადგილი  ნუმერაციის მიხედვით

დალოდება

1.

წინსვლა

2.

იმედი

3.

ნიჰილიზმი

4.

მოულოდნელობა

5.

სიჩქარე

6.

წინდახეგულობა

7.

 

1..............................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................

2..............................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................

3..............................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................

4...............................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................

5...............................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................

6...............................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................

7...............................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................

 

 

 

 

დავალება N31: მოიძიე ინფორმაცია ცხრილში მოცემული ისტორიული ფაქტების შესახებ, დაალაგე ისინი ეპოქის მიხედვით და მოაწყვე ორიგინალური პრეზენტაცია.

ცხრილი N1:

ფაქტი

ინფორმაცია

ავინიონის ტყვეობა

 

რეკონკისტა

 

რუის-ურბნისის კრება

 

გამოსვლა

 

რენესანსი

 

დეკადანსი

 

 

ცხრილი N2:

ფაქტი

ინფორმაცია

აპოკალიფსი

 

 მილანის ედიქტი

 

თავისუფლების დიდი ქარტია

 

მიგრაცია (ნებისმიერი ერთი ფაქტი)

 

ზავი (ნებისმიერი)

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დავალება N32: ცხრილში ჩამოთვლილია წიგნების სათაურები. მოიპოვე მცირე ინფორმაცია მათ ავტორებზე; დაალაგე ტექსტები ქრონოლოგიის მიხედვით;   წარმოადინე მცირე ინფორმაცია დასახელებული ნაწარმოებების შესახებ!

სათაური

ინფორმაცია ავტორზე

რეზიუმე

„გიტანჯალი“

 

 

„წყნარი დონი“

 

 

„დამარხულთა თვალები“

 

 

„მისტერიები“

 

 

ვიქნები თუნდაც განტერბაინი“

 

 

„ტრიუმფალური თაღი“

 

 

„დანაშაული და სასჯელი“

 

 

„ულისე“

 

 

„გარგანტუა და პანტაგრუელი“

 

 

„ღვთაებრივი კომედია“

 

 

„დორიან გრეის პორტრეტი“

 

 

„სიმღერა ნიბელუნგებზე“

 

 

„რჩეული ბიოგრაფიები“

 

 

„ილიადა და ოდისეა“

 

 

„საბოლოო აღწერა ჩამოფასებამდე“

 

 

„სახლი ზეცაში“

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დავალება N33: უპასუხე კითხვებს ფრაზეოლოგიზმებით;  გაიხსენე და ცარიელ გრაფაში ჩაწერე ფრაზეოლოგიზმი!

კითხვა

ფრაზეოლოგიზმი

 

1.       რის აღმოჩენას გვაბრალებენ, როცა ჩვენ გვგონია, რომ რაღაც ახალი ვთქვით, სინამდვილეში კი ეს აზრი დიდი ხნის წინ გაჟღერდა?

 

2.       სხვის საქმეში ჩასაყოფად გამოდგება?

 

3.       რა არის საჭირო იმისთვის, რომ გადამეტებული სიხარულისაგან გავფრინდეთ?

 

4.       გაოცებისას თვალები თავის ადგილას გვრჩება თუ?

 

5.       საინტერესო ამბის მოსმენისას რა ემართება ყურებს?

 

6.       როცა ვისიმე მუქარის არ გვეშინია, რის დაჭრაზე ვხუმრობთ?

 

7.       როცა ადამიანების თანადგომა გვჭირდება, რის აბმაზე ვსაუბრობთ?

 

8.       როცა არ გვიჯერებენ, რის მოტეხვის შესახებ ვაფრთხილებთ ადამიანს?

 

9.       დარდებს რომ ქარი და წყალი შევურიოთ, რა მოხდება?

 

10.    მომავლისადმი იმედიანად განწყოფილ ადამიანს რა ემართება?