Общее·количество·просмотров·страницы

четверг, 25 июля 2019 г.

აქტივობები სახალისო გაკვეთილებისთვის


აქტივობა: გახდი მეთოჯინე და შექმენი საყვარელი ლიტერატურული პერსონაჟისგან სათამაშო; (V/ვ კლასი)

   











აქტივობა: მე სამშობლოსთვის (წერილები მომავლის ყუთისთვის) (V/ვ კლასი)



  









აქტივობა: დახატე აფორიზმი
თემა: „იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა“ (V/ვ კლასი)















თემა: „ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს -თუნდა ხვადია“ (V/ვ კლასი)













აქტივობა:  მიამბე, როგორც იგავ-არაკი (VII/დ) კლასი





ქეთევან გარაყანიძის საბავშვო მოთხრობები

საბავშვო მოთხრობების წასაკითხად გადადით ლინკზე:
http://kids.ge/author?author=ქეთევან-გარაყანიძე&fbclid=IwAR20HaOaUqxCW3Z4fMPRxpzTB43iz1_nyEUi305yMt3l9SjNZOEv93v02g4


ქრისტინა როსეტი-მეგობრის ხელით

როცა ცხოვრების დაუნდობელ გზას შეუდგები,
მრუდე ბილიკებს დაატყდებათ როდესაც ზაფრა,
ნაკვალევს შენსას როს დაფარავს დროების მტვერი,
როცა მოკეთე არ შეგრჩება ამ ქვეყნად ბევრი;
ციცაბო ქარაფს ქვათაცვენის წაშლის გრიალი,
ნაბიჯებს მრუდე დაეტყობათ ანაბეჭდები,
მეგობრის ხელით, უყტუარი მეგობრის ხელით,
შენ გადარჩები....

„ჩემი სიმღერა“


ქრისტინა როსეტი-„ჩემი სიმღერა

როცა მე მოვკვდები ძვირფასო,
მუდარა მექნება ერთი;
არ მიყვარს ხეების ჩრდილები,
სიმაღლე მაშფოთებს ლერწმის.
სევდიან სიმღერებს გიკრძალავ,
სიშორეც მეყოფა შენი,
ვარდებიც არ მინდა საფლავზე,
არც ბევრი, არც მხოლოდ ერთი.
სამარის მიწაყრილს ეფინოს,
ბალახი ნორჩი და ქორფა,
არ მინდა სიკვდილი გეწყინოს,
გლოვობდე ჩემს აღარყოფნას
!


"მინდა გახსოვდე"


ქრისტინა როსეტი-"მინდა გახსოვდე"

მინდა გახსოვდე, როცა მიწის გავხდები კერძი
და საუკუნო სიმშვიდისთვის მიმიხმობს ზეცა.
მაშინ, როდესაც, რა ძლიერაც უნდა ეცადო,
ვერ გააქარწყლებ სიკვდილის და არყოფნის სევდას.
როცა ვერ შეძლებ მომაგონო, რომ წინასწარვე,
დაწერილია ხვედრი ქვეყნად ყველა მიჯნურის;
როცა ხელებით, ასე თბილი რომ იყო ადრე,
არ შეგეძლება გააცოცხლო ჩემი სხეული.
მინდა გახსოვდე, მაგრამ ვიცი გარდუვალია,
მეხსიერება ვერ ინახავს ძველისძველ ხატებს,
ამიტომ ვფიქრობ, როგორც უნდა გიყვარდე ახლა
დრო ამ სიყვარულს გაძარცვავს და გააფერმკრთალებს.