Общее·количество·просмотров·страницы

пятница, 27 декабря 2019 г.

თეატრალური დასი

თეატრალური დასის საახალწლო 

სადებიუტო სპექტაკლი
















воскресенье, 1 декабря 2019 г.

ბათუმის №3 საჯარო სკოლის თეატრალური დასი. ხელმძღვანელი ქეთევან გარაყანიძე

понедельник, 21 октября 2019 г.

#ლაბორატორიალიტერა


ეთევან გარაყანიძის ბლოგი და #ლაბორატორიალიტერა სიხარულითა და სიამაყით წარმოგიდგეთ პარასკევის #თავისუფალითემების ციკლს, რომელმაც დიდი ენთუზიაზმი გამოიწვია. პატარები სიხარულით ქმნიან პრეზენტაციებს მათთვის მანამდე უცნობ ამბებზე და მოაქვთ ჩვენს ლაბორატორიაში, რომლის მიზანიც მათი ინტერესების ამოცნობა და სახალისო დავალებების შეთავაზებაა, რათა მომავალმა თაობამ მტკიცე ნაბიჯებით იაროს წინ, ქვეყნის ნათელი და წიგნიერი მომავლისაკენ!


სსიპ ბათუმის მე-3 საჯარო სკოლის მე-8/დ კლასის მოსწავლის, თამარ მექვაბიშვილის გამოხმაურება ვაჟა-ფშაველას ლექსზე "რამ შემქმნა ადამიანად"


სსიპ ბათუმის მე-3 საჯარო სკოლის მე-8/დ კლასის მოსწავლის, თამარ მექვაბიშვილის გამოხმაურება ვაჟა-ფშაველას ლექსზე "რამ შემქმნა ადამიანად"


აჟა-ფშაველამ ლექსში "რამ შემქმნა ადამიანად"განიხილა ადამიანად ყოფნის სირთულეები. მან ინატრა წვიმად გადაქცევა, წვიმა კი ჩემში თავისუბლებასთან ასოცირდება. მსუბუქია, არაფრი ამძიმებს, ცაც მის ხელთ არის და მიწაც,იქაც შეუძლია ყოფნა და აქაც.მისი მოსვლით სხვები ხარობენ: ყვავილები,მინდორი,მთა-ბარი და ადამიანები.
ვაჟა-ფშაველა უსაზღვრო სიყვარულითა არის გამსჭვალული ბუნების მიმართ.
ლექსის კითხვისას თანაგრძნობა გამიჩნდა ავტორის მიმართ. ეს ლექსი გაფიქრებს, თუ რად წარმოიდგენდი თავს. არჩევანის უფლება რომ მქონოდა, ალბათ ჩიტად ყოფნას ვისურვებდი. ფრთების ერთი  დაქნევით გადავუფრენდი მთ-ბარს, ვინავარდებდი ცაში და ღრუბლების გროვაში შევფრინდებოდი, მერე ადამიანებისთვის რომ მომეთხრო მათ შესახებ.
თვითონ ლექსი თავისი ჟღრადობით და ულამაზესი შედარებებით მარგალიტის ბრწყინვალებას ჰგავს, იგი პოზიტივს აფრქვევს.

воскресенье, 20 октября 2019 г.

пятница, 27 сентября 2019 г.

საგაკვეთილო რესურსები


თუ ვინმე ფიქრობს, რომ სიბრძნეებს მხოლოდ ზრდასრული ადამიანები ამბობენ, ცდება, რადგან საპირისპიროს ამტკიცებს ის, რასაც აქ წაიკითხავთ! 
დავალების პირობა: მიეცით რჩევა მას, ვისაც არ უყვარს წიგნების კითხვა!

1. რამდენი წიგნიც გაქვს წაკითხული, იმდენი წარმოსახვითი სამყარო გაქვს ნანახი. (გიგა მე-6 კლასიდან)
2. წიგნს თუ გადაშლი, ის მოგცემს სიბრძნეს! (დაჩი მე-6 კლასიდან)
3. წიგნი ზღვაა, რომლის გვერდებშიც საკუთარი გემით დავცურავთ. (მარიამი მე-6 კლასიდან)
4. მძიმე სიტუაციში, შესაძლოა, მეგობარმა მიგატოვოს, მაგრამ წიგნი მუდამ შენი მეგობარი იქნება-სიტუაციის მიუხედავად. (ლიზი მე-6 კლასიდან)
5. თუ გვეყვარება სწავლა და კითხვა, არ ვუღალატებთ მათ, ისინიც დაგვეხმარებიან ჩვენ. (ნია მე-6 კლასიდან)
6. ადამიანს თავისუფალი უფლება აქვს იკითხოს. წიგნის კითხვა წამიერი, წუთიერი, საათიანი, წელიწადიანი სიამოვნებაა! (ცოტნე მე-6 კლასიდან)
7. თუ წაიკითხავთ წიგნს, ის მოგცემთ ნიჭს, ნიჭი მოგცემთ ლხენას! (მარიამი მე-6 კლასიდა)
8. წიგნი ჩვენს დიდ მომავალს ქმნის. (ნუცა მე-6 კლასიდან)
9. თუ არ ისწვლი, არავინ იქნები! (თაკო მე-6 კლასიდან)
10. დედამიწაზე მხოლოდ ერთი რამ არ იტყუება, ეს არის წიგნი. (რენა მე-6 კლასიდან)
11. თუ ისწავლი, გაიმარჯვებ, არ ისწავლი-დამარცხდები! (მარიამი მე-6 კლასიდან)
12. ისწავლე, ისწავლე და გახდი ჭკვიანი და პატიოსანი ბავშვი! (ზურა მე-6 კლასიდან)
13. წიგნი მიგიყვანს კარგი მომავლის დასაწყისთან! (ნიკა მე-6 კლასიდან)
14. წიგნი არ შეაფასოთ ყდითა და სისქით, რადგან, რაც შიგ წერია განძია! (ელენე მე-6 კლასიდან)
14. წიგნი ჩვენი მეგობარია! (თაკო მე-6 კლასიდან)
15. წიგნი წარმატებულ ადამიანად გაქცევს! (ნია მე-6 კლასიდან)
16. წიგნები ჩვენი მეგობრები არიან, რომლებიც გვიყვებიან ამბებს. (ნატალია მე-6 კლასიდან)

თქვენ ალბათ გაინტერესებთ, რა ხდება აქ?!
ეს შემეცნებითი თავგადასავლის შედეგია. სულ ცოტა ხნით ვიმოგზაურეთ პრეისტორიულ ეპოქაში და წარმოვიდგინეთ, როგორ ურთიერთობდნენ ადამიანები დამწერლობის გარეშე. არ იყო ურიგო თავგადასავალი! უფრო მეტიც, დავრწმუნდით, რომ იმ ეპოქის ადამიანი ძალიან ნიჭიერი იყო, რადგან შეეძლო, მეგობრის ამგვარი შეტყობინება მარტივად წაეკითხა.

მოსწავლეების ბარათები

წერილები
ეს წერილები მიყვარს და ისინი მუდამ ჩემთან დარჩება, რადგან მამხნევებს და მაბედნიერებს.
ისინი მაფიქრებინეს, რომ სადღაც ყოველთვის არის ვინმე, ძვირფასი ბავშვი, ვისაც სიკეთის,
სიყვარულისა და საქმისადმი ერთგულების დანახვა და დაფასება შეუძლია. <3


თქვენ
ყოველთვის ჩემთან ერთად ხართ, ბავშვებო! <3


1. ლუკა :)

ზარი დაირეკა, დაიწყო ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილი, კლასში
შემოვიდა ჩვენი მშვიდი, პოზიტიური და ენერგიული ქეთევან მასწავლებელი, რომელიც მთელი
ამდენი ხნის განმავლობაში გვემეგობრებოდა და გვასწავლიდა. ყოველ გაკვეთილზე მხიარულ
დავალებებს გვასრულებინებდა, ისე გვიდგებოდა, როგორც საკუთარ მეგობრებს. მის გაკვეთილზე
არ მოიწყენდი. ჩემი აზრით ქეთევანი ყველაზე მრავალფეროვანი მასწავლებელია მთელ სკოლაში.
ვნახე რომ მასწავლებელს "სმაილი" გამოეყენებინოს.
ჩვენ მასთან ერთად სპექტაკლიც დავდგით და თავი ნამდვილ მსახიობებად ვიგრძენით. ყველაზე
მეტ ათიანსაც ქეთი მასი გვიწერს. იგი ძალიან თანამედროვე და ორიგინალურია. პირველად


მას არავისთვის არ აუწევია ყური, და არ მოუწიწკნია „ბაკები“ :D. ერთხელ
მან მასწავლებლობის უფლებაც მოგვცა, რაც ძალიან ძნელი აღმოჩნდა, და ამიტომაც, მე ვაფასებ
ქეთი მასწავლებლის შრომას <3.


2. მარიამი

ეს სასწავლო წელი, არ ვიცი რატომ, მაგრამ ნამდვილად იყო განსხვავებული.

ყველფერი უფრო საინტერესო გახდა, დრომ ისე სწრაფად ჩაიქროლა, მეშინია,
ზაფხულის სანატრელი არდადეგებიც თვალის დახამხამებაში არ გავიდეს. ასევე უნდა აღვნიშნო,
რომ ეს წელი იყო გაცილებით მეტის მომცემი, ვიდრე დანარჩენები და არ შემიძლია, გამოვტოვო
იმის მაგივრად, რომ ქართულის გკვეთილები ყოფილიყო მოსაწყენი, ისინი პირიქით, ძალიან
წლის ყველაზე საინტერესო გაკვეთილების ნომინაციაში გამარჯვებული ქართულის გაკვეთილები.
საინტერესო გახდა.


არ მიწევდა ტექსტების დაზეპირება, უბრალოდ ჩვენ მათ ხალისით ვსწავლობდით,
სხვადასხვა აქტვოვებების დახმარებით. მინდა, რომ ყოველთვის ასე გაგრძელდეს და ძალიან
მეწყინება ქეთევან გარაყანიძე ვინმემ რომ ჩაანაცვლოს.


3. ნინი

ჩემი აზრით, წელს ქართულის გაკვეთილები საკმაოდ საინტერესო იყო. გვქონდა
მხიარული გაკვეთილები, ვიცინოდით, ვთამაშობდით, სპექტაკლებს ვდგამდით და სხვადასხვა
სახალისო აქტივობებში ვიღებთ მონაწილეობას.


ეს ყველაფერი ქეთევან მასწავლებლის დამსახურებაა. მადლობა თქვენ ასეთი
მოგონებებისთვის. ასეთი მხიარული, სიცოცხლით სავსე, განსხვავებული და მხიარული მასწავლებელი
ჩვენთვის პირველია.


4.ვასო

მე ყველაზე მეტად დამამახსოვრდა ჩემი მასწავლებელი, იმიტომ რომ ის გამორჩეული
ადამიანია.მე მომენატრება ჩვენი კლასი და აუცილებლად მასწავლებელიც. იმედია, ჩვენი
ქეთი მასწავლებელი არ მიგვატოვებს და 12 კლასამდე დარჩება ჩვენთან ერთად!


суббота, 14 сентября 2019 г.

ქეთი #მასწავლებლის წერილი მოსწავლეებს



ქეთი #მასწავლებლის წერილი მოსწავლეებს 📣🌺

ჩემო მოსწავლეებო!

16 სექტემბერს ყველაფრის #თავიდან დაწყების კიდევ ერთი ახალი სასწავლო წელი დადგება.
ჩვენ გვაქვს უფლება, ვთქვათ, რომ ბევრი საინტერესო რამ მოვიხილეთ ლიტერატურის წყალობით. ერთად ვიმოგზაურეთ აღმოსავლეთში თუ დასავლეთში, ჩრდილოეთში თუ სამხრეთში. გავიცანით ადამიანები ოცნებებით, იმედებითა და პრობლემებით, სიხარულიანი და მწუხარებიანი დღეებით, მაგრამ მთავარი ის იყო, რომ მეუბნებოდით: მადლობა, მასწავლებელო, ეს რომ წაგვაკითხეთ!
ჩვენ ახლაც ვიწყებთ თავიდან. ისევ მოვივლით აღმოსავლეთსა თუ დასავლეთს, ჩრდილოეთსა თუ სამხრეთს, მაგრამ როცა წლის მოგზაურობა დასრუდება, პერსონაჟების კი არა, ერთმანეთის დანახვა უნდა შევძლოთ.

#თქვენ უკვე დიდები ხართ! ❤

თქვენ შეგიძლიათ დაინახოთ არა ფიგურები, არამედ მკრთალი ხაზები, არა ფერები, არამედ-შავი და თეთრი მთელი თავისი ფილოსოფიით. თქვენ უნდა მოისმინოთ არა ის, რაც გესმით, არამედ ის, რაზეც არავინ საუბრობს!...
თქვენ უკვე დიდები ხართ და მჯერა, რომ ყოველ ჯერზე, როცა ყველაფერს თავიდან დავიწყებთ, მოხვალთ და მეტყვით: სადაც ვიყავით, იქ ჯერ კიდევ ბევრია საინტერესო, მოდით, ვიკვლიოთ სამყარო დაუსრულებლად!
გილოცავ ახალი სასწავლო წლის დადგომას! ❤
სიყვარულით თქვენი ქეთი მასწავლებელი ❤

понедельник, 9 сентября 2019 г.

პატარა მწერლების ლაბორატორია


вторник, 20 августа 2019 г.

ქეთის ლიტერატურული ლაბორატორია