Общее·количество·просмотров·страницы

суббота, 20 июля 2019 г.

ჩემი პოეზია


ქეთევან გარაყანიძე- "ფერისცვალება"

მახსოვს თბილი დღეები ზამთრის,
ათასი ზღაპრით გამდნარი ღამე,
თოვლი სარკმელში- მთეველი თეთრად,
როგორ ართობდა ქალღმერთი ალებს.
მახსოვს სიგრილე ზაფხულის მიმწუხრს,
ფერისცვალების ყინული წყალში,
აკიდო ყურძნის -აივნის თაღზე,
ჩამიჩი ლეღვის- ძველისძველ ვარცლზე.
მე გაზაფხულის ფერებიც მახსოვს,
ჭა, ყვავილების ფანტელით სავსე,
მყვირალა თქეში, მეზობლის ეზო,
თიხის ქოთანი ეკიდა სარზე.
მე მახსოვს ძველად რაც იყო კარგი,
ახლა რაც არის, არც არის ალბათ...
გააფერადეთ სამშობლო ისევ,
წაშალეთ შიში, სევდა და ზაფრა
!


Комментариев нет:

Отправить комментарий