Общее·количество·просмотров·страницы

воскресенье, 21 июля 2019 г.



სამუილ მარშაკი-„მთვარე და თერძი

ვარსკვლავების ზეიმისთვის
კაბის შესაკერად,
მთვარე თერძთან მიდის,
უცნაურად ღელავს:
უნდა ვიყო ლამაზი,
კაბა მქონდეს ვერცხლის,
ტანწერწეტი, ნამგალა,
შესადარი ვერრის.
მიაქვს ულამაზესი
ვერცხლისფერი არშია,
თავიც გადაავიწყდა,
არ სწყურია, არ შია.
თერძმა ზომა აუღო,
დაუხაზა მოდელი,
გამოუჭრა საკაბე,
დაულამბა ზმორებით.
მიაკერა ბაფთები,
ოქროსფერი ნარმისა,
წელს სარტყელი მოავლო,
ცისარტყელის რკალისა.
ისე გაალამაზა,
ისე გააფუშფუშა,
თავის ნამოქმედარით,
თერძი მოჰყვა ფუსფუსსა:
ჩემისთანა მკერავი
სამყაროში არ არის,
არც ზეცაში ყოფილა,
თუ ყოფილა სად არის?!
წვეულების დადგომამდე
მთვარე გამოიძახა,
კაბა უნდა ჩაგაცვა
და პირჯვარი ისახა.
ცის ბილიკს რომ გახედა,
თავს დაესხა რეტი,
საყვედური წამოსცდა
თავისივე ბედის.
თურმე მთვარეს ცხრომისას
ასეთი აქვს ჩვევა,
მეტისმეტად ბევრს სჭამს,
საჭმლით ვერა ძღება.
ჰოდა ისე გასუქდა,
მოუვიდა ფერი,
ცისქვეშეთში მისებრ მრგვალი,
სხვა არ არის ბევრი.
თერძი აცრემლებული,
კვლავ შეუდგა კერვას,
დარჩენილი ნაჭრებით
კაბის გამოკერვას.
როგორც იქნა მოარგო,
მთვარის ახალ ფორმას,
როცა სირცხვილეული,
მნათი სარკმელს მოდგა.
ცხრომა გადასულიყო,
აღარ ჭამდა ბევრსა,
ტანწერწეტი შუქურა
ირგვლივ ნათელს ფენდა.
თერძი გაბრაზებული
ისევ გმობდა ბედსა,
კაბას ისევ არღვევდა,
ისევ აკერებდა.
და არავინ იცის
ერთი კვირის შემდეგ,
მთვარე დღესასწაულზე
წაბრძანებას შეძლებს?

თეატრალური ფესტივალი "მარაო" –სისხლი

nona giunashvili (sand art) ნონა გიუნაშვილი "ქვიშის ზღაპარი"-მატარებელზე...

суббота, 20 июля 2019 г.

ბლოგის მიზანი

ბლოგი გულწრფელად უმასპინძლებს ყველას, ვისაც უყვარს ლიტერატურა და ბავშვები. ვფიქრობთ, ის საინტერესო სივრცე გახდება ლიტერატურის მასწავლებლებისათვის, რომლებსაც მოსწონთ საინტერესო გამოწვევები. 

nona giunashvili (sand art) ნონა გიუნაშვილი "ქვიშის ზღაპარი"-იების სურნელი

დისერტაცია

დისერტაციის გასაცნობად  ლინკი შეიყვანეთ რომელიმე საძიებო ველის მისამართში: 


file:///C:/Users/User/Downloads/A4-2-2%20(3).pdf

თეატრალური ფესტივალი "მარაო" –მატეო ფალკონე

მოკლედ ჩემ შესახებ


დავიბადე ქალაქ ბათუმში, 1978 წლის 19 ივლისს.
საშუალო განათლება ოზურგეთის რ-ნ სოფელ ბახვის გაბრიელ ეპისკოპოსის სკოლაში მივიღე. ბათუმის შოთა რუსთაველის უნივესიტეტში კი ვისწავლე ლიტერატურა და 2018 წელს მომენიჭა ფილოლოგიის  დოქტორის ხარისხი.
ვარ მასწავლებელი და ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია. ასევე ვწერ საბავშვო მოთხრობებსა და ლექსებს.

"ქვიშის ზრაპარი" მაესტროზე– ბებია

ჩემი დისერტაცია

ჩემი პოეზია


ქეთევან გარაყანიძე- "ფერისცვალება"

მახსოვს თბილი დღეები ზამთრის,
ათასი ზღაპრით გამდნარი ღამე,
თოვლი სარკმელში- მთეველი თეთრად,
როგორ ართობდა ქალღმერთი ალებს.
მახსოვს სიგრილე ზაფხულის მიმწუხრს,
ფერისცვალების ყინული წყალში,
აკიდო ყურძნის -აივნის თაღზე,
ჩამიჩი ლეღვის- ძველისძველ ვარცლზე.
მე გაზაფხულის ფერებიც მახსოვს,
ჭა, ყვავილების ფანტელით სავსე,
მყვირალა თქეში, მეზობლის ეზო,
თიხის ქოთანი ეკიდა სარზე.
მე მახსოვს ძველად რაც იყო კარგი,
ახლა რაც არის, არც არის ალბათ...
გააფერადეთ სამშობლო ისევ,
წაშალეთ შიში, სევდა და ზაფრა
!